abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

მაგიური კანონები

მაგიური კანონები

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

(პირველი ნაწილი)

აჩქარება ყოველთვის მცდარი გზაა. ჭეშმარიტებას არსად ეჩქარება – ის მარადიულია და უცვლელი. ის, რასაც მაგიურ კანონებს ვუწოდებთ, ატლანტების მიერ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენებული შვიდი პრინციპია.

1. მენტალიზმის პრინციპი
– ყველაფერი არის აზრი. სამყარო წარმოადგენს აზრობრივ სურათს.
– თუ გავიგებთ პრინციპის არსს, შეგვექმნება წარმოდგენა ადამიანის შექმნის თაობაზეც.

ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც სამყაროს საკუთარ აზრებში მატერიალიზაციისათვის იყენებს „ყველა“ (ანუ ღმერთი). აქედან გამომდინარე, ადამიანი საკუთარი სამყაროს ღმერთია. მატერიალურ სხეულში, უმეტესობა ივიწყებს, რომ ადამიანი საკკუთარი აზრებით ქმნის რეალობას.

ადამიანი წუხს საკუთარი მერკანტილური აზრებიდან გამომდინარე შედეგების გამო. ამ გზით ინდივიდს მსხვერპლის ცნობიერება უყალიბდება.

• თითქოს ყველაფერი ხდება მისი ნების საწინააღმდგოდ.
• თითქოს მასში არ იბადება და იზრდება სამყარო, არამედ პირიქით, ის იბადება და იზრდება სამყაროში.

  1. ანალოგიის პრინციპი
    • როგორც ზევით, ისე ქვევით. როგორც ქვევით, ისე ზევით.
    • რაც შიგნიდან, ის გარედან. რაც გარედან, ის შიგნიდან.ეს პრინციპი ეხება სხვადასხვა ვიბრაციული დონის მსგავსებასა და სამყაროს წესრიგის კლასიფიკაციას. სიცოცხლის დიდი სკალა სულს დედიდან მიყვება და არსებობს უსასრულო ვიბრაციულ სიხშირეებში.
    სულიერი სამყაროც იმ კანონებს ექვემდებარება, რომლებიც მატერიალურ პლანზე მოქმედებს. ყველა კოსმიურ მოვლენას შორის არსებობს მსგავსება. ამ ანალოგიის შესწავლამ ატლანტებს საშუალება მისცა შეეცნოთ უცნობი საიდუმლოებები, მათთვის ცნობილი პრინციპების გამოყენებით. მაგალითად ტოლტეკების ასტროლოგია ჩამოყალიბებული იყო შემდეგ ჰიპოთეზებზე:• ადამიანი მიკროკოსმოსია, რომელიც სამყაროს ანალოგიურ კოპიას წარმოადგენს.
    • სხეულის ატომების ბირთვები წარმოადგენენ მზეებს.
    • მათ გარშემო მბრუნავი ელექტრონები არის პლანეტები.
    • დნმ-ს სპირალები წარმოადგენენ გალაქტიკების „სახელოებს“სიცოცხლის დიაგრამის მეშვეობით ატლანტები მზის სისტემის პლანეტებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მათზე ზემოქმედებდნენ. პლანეტები სხეულის იმ ნაწილებზე ახენდნენ გავლენას, რომელსაც შეესაბამებიან. ვერძი კავშირში იყო თავთან, თევზები – ფეხებთან.
    თილისმის საშუალებით ატლანტი მაგიურ კავშირს ამყარებდა კოსმიურ ძალებთან. კოსმოსი ზემოქმედებდა ადამიანზე, მაგრამ ადამიანიც თავის მხრივ ზემოქმედებდა მასზე. ატლანტებს ჯეროდათ, რომ ტბაში ქვის ჩაგდება, ადრე თუ გვიან აისახებოდა სამყაროზე და მოახდენდა გავლენას, რადგან ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

ვინმეს მიმართ სიძულვილის გრძნობით, ადამიანი საკუთარ თავს ანადგურებს.
„სიმპატიის მაგია“ – ადამიანსა და ცვილის ფიგურას შორის კავშირის დამყარების ხელოვნება – აგებულია ურთიერთშეთანხმების პრინციპზე, რომლის დროსაც ცვილის ფიგურის მიერ მიღებული ზემოქმედება ადამიანის მიმართ იქნება მიმართული, რომელიც ამ დროს მოდელის ფუნქციას ასრულებს. ანალოგიური პრინციპთ შესაძლებელია ადამიანის ხესთან კავშირი, მასზე საკუთარი დაავადების გადატანა და ამ გზით განკურნება.

ანალოგიურად ხდებოდა ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედება

• გარემო, ამინდი იწვევდა ცვლილებებს ადამიანში და ახდენდა გავლენას ყოველდღიურ ყოფაზე.
• მეორე მხრივ, ადამიანის ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობა ზემოქმედებდა ამინდზე და გარემოზე.

ყოველმა ატლანტმა იცოდა რომ კანონების უგულვებელყოფა, ურთიერთშეთანხმების პრინციპით მკაცრად ისჯება ყოფის ასტრალურ, მენტალურ და მიზეზობრივ დონეზე. სწორედ ამ მიზეზით, გვიანდელი ატლანტიდის პერიოდში, შავი მაგები რიტუალის წინ იმეორებდნენ ლოცვას: „ვათავისუფლებ საკუთარ თავს ადამიანური კანონებისგან და გადავცემ მას ღვთიურ მართლმსაჯულებას.“

ურთიერთშეთანხმების პრინციპიდან გამომდინარე, ტოლტეკი ქურუმები ამბობდნენ, რომ ოქროს ხანა, ისევე როგორც რკინის ხანა, მხოლოდ ადამიანის სულში არსებობს. გარე სამყარო კი მხოლოდ ინდივიდის შინაგანი სამყაროს ანარეკლია. გამომდინარე აქედან, შინაგანი სამყაროს შეცვლისას, ადამიანს ძალუძს გარემოს შეცვლა.

• ნივთები და მოვლენები ნეიტრალურია. ყველაფერი თქვენი სულის ფერზეა დამოკიდებული, რომლიდანაც, როგორც გამადიდებელი შუშიდან, უყურებთ ამ სამყაროს.

ატლანტიდელი ქურუმები ამბობდნენ:
„როგორც არ უნდა ეცადოთ სხვების შეყვარებას, არ გამოგივათ ეს, ვიდრე არ ისწავლით საკუთარი თავის, ანუ ღმერთის სიყვარულს, რომელიც თქვენ სხეულში იმყოფება. და როდესაც შეიყვარებთ საკუთარ თავს, მიხვდებით, რომ არ არის აუცილებელი შეიყვაროთ სხვები, რადგან ისინი ხართ თქვენ და ამით ხართ ერთი მთლიანი.“

  • ვიბრაციის პრინციპი
    • არაფერია უძრავად. ყველაფერი მოძრაობს და განუწყვეტლად ვიბრირებს.
    • ეს კანონი მოწმობს იმას, რომ არაფერია ბუნებაში უმოძრაო.მატერია, ენერგია და სული წარმოადგენს ვიბრაციულ ერთობლიობას.
    სული, ყველაზე სწრაფი ვიბრაციის უკიდურესი პოლუსია, რომლის სიხშირეც იმდენად მაღალია, რომ პოლუსი უმოძრაო ჩანს. საწინააღმდეგო პოლუსი მხოლოდ მკვრივი მატერიისგან შედგება.შუქი, სითბო, მაგნეტიზმი, ელექტროობა – ვიბრაციის სხვადასხვა ფორმებია.
    აზრები, გრძნობა, იმპულსი – მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ვიბრაციული მდგომარეობებია.
    ფიზიკური სხეული იმ სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც ერთ სიხშირეზე ვიბრირებს.
    ავადმყოფობები – ვიბრაციული დისჰარმონიის შედეგია. როდესაც ადამიანი ბედნიერია, ეს დადებითი ვიბრაციის შედეგია.
    აზრები, ვიბრაციიდან გამომდინარე, ხდიან ადამიანს კულტურულს ან ამორალურს, ბედნიერს, მხიარულს ან დამწუხრებულს და უბედურს.
    მენტალური ტალღების სახესხვაობის გამო, ადამიანები ურთიერთობისას ხშირად უთანხმოებას განიცდიან, რის გამოც ოდესღაც საზოგადოების კასტებად დაყოფა მოხდა. ქურუმები, ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობისას სპეციალური სუნთქვების, მანტრების და კრისტალების საშუალებით ახერხებდნენ მენტალური ტალღების სიხშირის დადაბლებას.
    ვიბრაციის პრინციპით ხდება ჰიპნოზი, ტელეპატია, ზომბირება. ატლანტები ველურ ადამიანებსა და ცხოველებს მათ მენტალურ ტალღებზე გადაწყობის მეშვეობით მართავდნენ. ტოლტეკები ინფრაბგერას მატერიის გასანადგურებლად იყენებდნენ, ხოლო ულტრაბგერითი ვიბრაციები განკურნების მიზნებით გამოიყენებოდა. ატლანტების მაღალი ვიბრაციების ბგერებისგან შემდგარ სიმღერებს განკურნების ძალა ქონდა. მათი მუსიკალური ინსტრუმენტები გამოსცემდნენ ბგერებს, რომლის აღქმაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია.
    ვიბრაციის პრინციპი, წყევლის (ეწ. ჯადოს) არსის ამოხსნის საშუალებას იძლევა. წყევლაში არაფერია ზებუნებრივი, არამედ ეს მხოლოდ გამანადგურებელი ვიბრაციების ერთობლიობაა, რომელიც გარკვეული ობიექტის მიმართ იგზავნება.
    ანალოგიური შემთხვევაა დალოცვა, სადაც წყევლის საპირისპირო სახის, დადებითი ვიბრაციის მიმართვა ხდება ობიექტზე.
    ტოლტეკები მაგიურ სიტყვებს და მათ კომბინაციებს ფლობდნენ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებოდა. ლოცვები შეიცავდა სიტყვებს, რომლებიც ბგერების გარკვეული კომბინაციის მეშვეობით მიიმართებოდა ამა თუ იმ ობიექტისკენ და ამ მეთოდით ხდებოდა ბუნების ძალების გამოძახება და მათი მართვა.
  • პოლარულობის კანონი
    • ყველაფერი ორმხრივია და აქვს პოლუსები. ყველაფერ არსებულს გააჩნია ანტიპოდი.
    • საპირისპირო ცნებები იდენტურია. განსხვავება მხოლოდ საფეხურშია.
    • ყველა ჭეშმარიტება, მხოლოდ ნახევრად არის ჭეშმარიტება.
    • ყველა პარადოქსის შეთანხმებაა შესაძლებელი. უკიდურესობები ერთმანეთთან კონტაქტშია.ყველაფერი ორმხრივია:
    • მატერია – ანტიმატერია
    • სამყარო – ანტისამყაროსაპირისპირო პოლუსების არარსებობის შემთხვევაში, სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. ყოველ ელემენტში მოიპოვება საპირისპირო. ეს კანონი არ ვრცელდება განსხვავებული სახის ელემენტებზე.

 

• სინათლე და სიბნელე – ერთიდაიგივე მოვლენის ორი საპირისპირო პოლუსია.
• სიყვარული და ზიზღი – ერთი მთლიანის ორი პოლუსი.
• სული და მატერია ფაქტიურად ერთია, მხოლოდ მათი გამოვლინება ხდება საპირისპირო ვიბრაციებში.
• ანალოგიური შეიძლება ითქვას სიცოცხლესა და სიკვდილზე; სიკეთესა და ბოროტებაზე.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აბსოლუტური ცნება არ არსებობს. არავის შეუძლია განსაზღვროს როგორია აბსოლუტური სიცხე და აბსოლუტური სიცივე. ამ ყველაფრის შეცნობა შედარების საშუალებით ხდება.

ამ კანონის ძალით ატლანტებმა შეიმუშავეს ტრანსმუტაციის პრინციპი, რომლის დროსაც ობიექტი გადაიქმნებოდა მის საწინააღმდეგო ცნებად.
-ტყვია გარდაიქმნებოდა ოქროდ.
-გრაფიტი ალმასად.
-მოხუცი ახალგაზრდად.

ამ ყველაფერს დღეს ალქიმია ეწოდება. ატლანტებთან კი მას შვიდი პრინციპის მეცნიერება ერქვა.
• საკუთარი შინაგანი ვიბრაციების ტრანსფორმაციის შედეგად, ზიზღს გარდაქმნიდნენ სიყვარულად. სიბნელეს – სინათლედ.
• ავადმყოფობა შეიძლება განიკურნოს თუ მენტალური ძალით მის პოლარულობას შევცვლით.

ამ ყველაფრის აღსანიშნავად ატლანტებს გააჩნდათ გველის სიმბოლო, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა. ორი უკიდურესი წერტილის მიერ ერთიმეორის შთანთქმის მცდელობა, რაც სინამდვილეში არასოდეს ხდება.
ამ პრინციპიდან გამომდინარე ატლანტები უარყოფდნენ ჭეშმარიტების ფიზიკურ, ასტრალურ და მენტალურ სამყაროებში არსებობას. მათთვის ყველა ჭეშმარიტება წარმოადგენდა ნახევრადჭეშმარიტებას, ხოლო აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა მხოლოდ პოლარულობის პრინციპზე ამაღლების და მიზეზების სამყაროს მიღწევისას ხდებოდა.

პოლარულობის პრინციპიდან გამომდინარე, არც სიკეთეს, არც ბოროტებას, განცალკევებულად გამარჯვება არ შეუძლია. ტოლტეკებს ესმოდათ, რომ ეს ორი ცნება ფარდობითია. ყველაფერი ნეიტრალურია, ხოლო სახელებს მათ ადამიანის ეგო არქმევს. ხელსაყრელს უწოდებს სიკეთეს, ხოლო არახელსაყრელს ბოროტებას.

• თუ მელია შეაღწევს საქათმეში და მოახერხებს ქათმის მოტაცებას, ეს ქათმისთვის და მისი პატრონისთვის ცუდია, ხოლო კარგია პატარა მელიებისთვის, რომლებიც გადარჩენას ცდილობენ.
• ბოროტება ყოველთვის სიკეთისთვის მოქმედებს, ხოლო სიკეთე ბოროტებისთვის.
• სიკეთე იკვებება ბოროტებით ზუსტად ისევე, როგორც ლომი იკვებება ნადავლით.
• იანი იზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ინი.
• სიცოცხლე მუშაობს სიკვდილზე, რადგან დაბადებისთანავე ვიწყებთ კვდომას.
• რა ბედი ეწეოდა სინათლეს თუ არ იარსებებდა სიბნელე?
• პოლარულობაა მიზეზი იმისა, რომ ქალი და კაცი მიისწრაფვიან შერწყმისკენ.

(Visited 2,511 times, 1 visits today)