ოშო რაჯნიში
რა არის პრანა და როგორ ავლენს იგი თავს შვიდი სხეულიდან თითოეულში?
პრანა, ეს ენერგიაა, ცოცხალი ენერგია ჩვენში, სიცოცხლე ჩვენში. თუ ვისაუბრებთ ფიზიკურ სხეულზე, ეს სიცოცხლე ვლინდება ჩვენში როგორც შემომავალი და გამავალი სუნთქვა. ეს ორი ურთიერთ საწინააღმდეგო რამეა. ჩვენ ისინი ერთი და იგივე გვგონია. ჩვენ ვამბობთ – „სუნთქვა“, მაგრამ სუნთქვაში ორი პოლუსია: შემომავალი სუნთქვა და გამომავალი სუნთქვა. ყოველ ენერგიაშია ურთიერთ საპირისპირო. ნებისმიერი ენერგია არსებობს ორ საპირისპირო პოლუსს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ იარსებებდა.
საპირისპირო პოლუსები მათი დაძაბულობით და ჰარმონიით ქმნიან ენერგიას, სწორედ ისევე, როგორც მაგნიტური პოლუსები. შემომავალი სუნთქვა სრულიად საპირისპიროა გამომავალისა და პირიქით. ჩასუნთქვა დაბადებას ჰგავს, ამოსუნთქვა კი სიკვდილს. ერთი მომენტის განმავლობაში ორივე ეს მოვლენა ხდება. როცა ჩაისუნთქეთ დაიბადეთ, ხოლო როცა ამოისუნთქეთ მოკვდით. ერთ მომენტშია ჩადებული სიცოცხლე და სიკვდილი. ეს პოლარობაა სასიცოცხლო ენერგიის აწევა და დაშვება. ასე ვლინდება სასიცოცხლო ენერგია ფიზიკურ სხეულში. სასიცოცხლო ენერგია დაიბადა და 70 წლის შემდეგ იგი კვდება. ეს მხოლოდ უფრო ფართო გამოვლინებაა იგივე მოვლენისა. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, დღე და ღამე.
ყოველ შვიდ სხეულში: ფიზიკურში, ეთერულში, ასტრალურში, მენტალურში, სულიერში, კოსმიურში და ნირვანას სხეულში იქნება შესაბამისი შემომავალი და გამომავალი მოვლენები. რაც შეეხება მენტალურ სხეულს – შემომავალი და გამომავალი აზრი იმავე ტიპის მოვლენაა, როგორიც სუნთქვა. აზრი ყოველ წამს მოდის თქვენს ჭკუაში და მიდის ჭკუიდან. თავისთავად აზრი ენერგიაა. მენტალურ სხეულში ენერგია ვლინდება როგორც აზრის მოსვლა და წასვლა, ფიზიკურში ვლინდება როგორც სუნთქვა – შემომავალი და გამომავალი. აი, რატომ შეგიძლიათ თქვენი აზროვნების შეცვლა სუნთქვის შეცვლით. მათ შორის შესაბამისობაა. თუ არ ჩაისუნთქავთ, აზრსაც ვერ მისცემთ შემოსვლის საშუალებას. გააჩერეთ სუნთქვა ფიზიკურ სხეულში, და აზრი გაჩერდება მენტალურში. როგორც ფიზიკურ სხეულში ჩნდება უსიამოვნების შეგრძნება, ასევე ჩნდება მენტალურშიც. ფიზიკური სხეული ეცდება ჩაისუნთქოს, მენტალური ეცდება – აზრი მიიღოს. ზუსტად ისევე, როგორც სუნთქვა შემოდის გარედან, და ჰაერი ჩვენს გარეთ არსებობს, ასევე ჩვენს გარეთაა აზრების ოკეანეც. აზრი მოდის და მიდის. თქვენი სუნთქვა შესაძლოა მომდევნო მომენტში ჩემი სუნთქვა გახდეს, თქვენი აზრი კი ჩემი აზრი. ყოველ ჯერზე, როცა სუნთქვას გარეთ გამოისვრით, თქვენ ასევე გარეთ ისვრით თქვენს აზრსაც. აზრი ზუსტად ისევე არსებობს, როგორც ჰაერი. ისვე როგორც ჰაერი შეიძება დაბინძურდეს, ასევე შეიძება აზრის დაბინძურებაც. როგორი მყრალიც შეიძლება იყოს ჰაერი, ასეთივე შეიძლება იყოს აზრიც.
თავისთავად სუნთქვა ეს არაა პრანა. სიტყვა პრანა ნიშნავს სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც ვლინდება ამ ურთიერთწინააღმდეგობებში: ჩასუნთქვაში და ამოსუნთქვაში, შესვლაში და გამოსვლაში. პრანა ეს ენერგიაა, რომელიც ჩასუნთქვას ანხორციელებს, და არა თავად ჩასუნთქვა. ის ენერგიაა, რომელიც ჩასუნთქვას ასრულებს და შემდეგ გარეთ გამოისვრის ჰაერს. ენერგია, რომელიც აზრს ისრუტავს და შემდეგ გარეთ ისვრის, ასევე პრანაა. ეს პროცესი ყოველ შვიდივე სხეულში მიმდინარეობს. ახლა მე ვსაუბრობ მხოლოდ ფიზიკურ და მენტალურ სხეულებზე, რადგანაც ეს ორი სხეული ჩვენთვის ცნობილია, ადვილად შეგვიძლია მათი გაგება, მაგრამ იგივე პროცესი მიდის თქვენი არსებობის ყველა დონეზე.
მეორე – ეთერულ – სხეულს შესვლის და გამოსვლის თავისი პროცესი აქვს. თქვენ შეიგრძნობთ ამ პროცესს ყოველ შვიდ სხეულში, მაგრამ იგრძნობთ ზუსტად ისე, როგორც შემავალი და გამომავალი სუნთქვა, რადგანაც ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ ფიზიკურ სხეულს და მის პრანას. მაშინ ყოველთვის არასწორად გაიგებთ. როცა არ უნდა გაგიჩნდეთ სხვა სხეულის, ან მისი პრანის შეგრძნება, თავიდან აღიქვამთ მას როგორც ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, რადგანაც თქვენ მხოლოდ ამ განცდ
ას იცნობთ, პრანის მხოლოდ ეს გამოვლინება იცით. მაგრამ ეთერულ დონეზე არაა არც სუნთქვა და არც აზროვნება. ამ შემთხვევაში შედის და გამოდის ზეგავლენა, უბრალოდ ზეგავლენა. თქვენ შეხვედით კონტაქტში ვინმესთან, აქამდე უცნობ ადამიანთან. მას არც კი უსაუბრია თქვენთან, მაგრამ მისგან თქვენში რაღაც შემოვიდა. თქვენ ან მიიღეთ იგი, ან განაგდეთ. აქ ნატიფი ზეგავლენაა. შეგიძლიათ ამას დაარქვათ სიყვარული ან სიძულვილი, მიზიდულობა ან განზიდულობა. როცა რაღაც გიზიდავთ ან განგიზიდავთ – ეს თქვენი ეთერული სხეულია და ეს პროცესი ყოველ წამს ხდება. იგი არასოდეს მთავრდება. ყოველთვის ისრუტავთ ზეგავლენას, შემდეგ კი გარეთ აგდებთ. ყოველთვის იქნება მეორე პოლუსი. თუ ვიღაც გიყვარდათ, გარკვეულ მომენტში განზიდულობა გაგიჩნდებათ მისადმი. ასე რომ სიყვარულის ყოველ მომენტს მოსდევს სიძულვილის მომენტი.
სასიცოცხლო ენერგია პოლარულ ურთიერთწინააღმდეგობებში არსებობს. იგი არასოდესაა ერთ პოლუსზე. ეს შეუძლებელია და რაც არ უნდა ეცადოთ, შეუძლებელს ცდილობთ. არ შეგიძიათ ვინმე გიყვარდეთ ისე, რომ ხანდახან არ გძულდეთ. სიძულვილი იქნება, რადგანაც სასიცოცხლო ენერგია ვერ იარსებებს ერთ პოლუსზე. მეგობარი მტერი გახდება და ა.შ. ეს შესვლა და გამოსვლა მეშვიდე სხეულამდე გაგრძელდება. ვერც ერთი სხეული ვერ იარსებებს ამ პროცესის გარეშე – შესვლის და გამოსვლის. ეს შეუძლებელია. ისევე შეუძლებელია, როგორც ფიზიკური სხეულის არსებობა ჩსუნთქვის და ამოსუნთქვის გარეშე.
როცა საქმე ეხება ფიზიკურ სხეულს, ჩვენ არასოდეს ვთვლით ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ურთიერთ წინააღმდეგობებად, ამიტომ არასოდეს ვდარდობთ მათზე. ცხოვრება არ აკეთებს განსხვავებას ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის. აქ არაფერია ასარჩევი, ორივე ერთი არსია, ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ როცა საქმე ეხება მეორე სხეულს, სიძულვილი არ უნდა იყოს, სიყვარული კი უნდა იყოს. აქ თქვენ დაიწყეთ ამორჩევა და ეს არჩევანი დარდს ბადებს. აი, რატომაა, რომ ფიზიკური სხეული როგორც წესი უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ეთერული. ეთერულ სხეულში გამუდმებული კონფლიქტია, რადგანაც მორალურმა არჩევანმა ჯოჯოხეთად აქცია იგი.
როცა თქვენთან სიყვარული მოდის, ნეტარებას გრძნობთ, ხოლო როცა სიძულვილი მოდის – ავადმყოფად გრძნობთ თავს. მაგრამ ის აუცილებლად მოვა, ამიტომ მცოდნე ადამიანი, რომელმაც იცის ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსები, არ დარდობს, როცა იგი მოდის. ადამიანი, რომელმაც პოლუსები შეიცნო, მსუბუქად და თავისუფ
ლად გრძნობს თავს. იგი გაწონასწორებულია, იცის, რომ ეს გარდაუვალია, ამიტომ არ ცდილობს შეყვარებას. არ უყვარს და არც სიძულვილს ქმნის. საგნები მოდიან და მიდიან. მას არ იზიდავს მოსვლა და არ განიზიდავს წასვლა. ის უბრალოდ მოწმეა. მისთვის ეს იგივეა, რაც ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ამას ეძღვნება ბუდისტური მეთოდი ანაპანა-სატი-იოგა. იგი გთავაზობთ, რომ მხოლოდ მოწმე იყოთ შემავალი და გამომავალი სუნთქვისა. უბრალოდ იყავით მოწმე… და დაიწყეთ ფიზიკური სხეულით. ანაპანა-სატიში არაფერია ნათქვამი დანარჩენ ექვს სხეულზე, იმიტომ რომ ისინი თანდათანობით თავისთავად გამოვლინდებიან. რაც უფრო მეტად ცნობილი გახდება თქვენთვის ეს პოლარობა, ეს ერთდროული სიცოცხლე და სიკვდილი, დაბადება და სიკვდილი, მით უფრო მეტად გააცნობიერებთ მეორე სხეულის არსებობას. მაშინ სიძულვილისადმი განურჩეველნი გახდებით. სიყვარულია ეს, თუ სიძულვილი, იყავით განურჩეველნი მათდამი, და არ მიეჯაჭვოთ არავის, რადგან თუ მიეჯაჭვეთ, რა დაემართება მეორე პოლუსს? თქვენ ავად გახდებით, დაკარგავთ სიმსუბუქეს, ძალდაუტანლობას. თქვენ ამით ძალას ატანთ საკუთარ თავს.
ბუდა ამბობს: საყვარელი ადამიანის მოსვლას მიესალმებიან, წასვლისას კი ტირიან. საძულველი ადამიანის მოსვლა უბედურებაა, მისი წასვლა კი ბედნიერება. მაგრამ თუ მიეჯაჭვებით ამ საპირისპირო პოლუსებს, ჯოჯოხეთში აღმოჩნდებით. თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნება. თუ თქვენ უბრალოდ მოწმენი გახდით ამ პოლუსებისა, თქვენ ამბობთ: ეს ბუნებრივი მოვლენაა, ბუნებრივია შესაბამისი სხეულისთვის. ეს სხეული მხოლოდ ამის წყალობით არსებობს. სხვაგვარად არ შეუძია არსებობა. და როგორც კი გააცნობიერეთ ეს, მაშინვე გადალახეთ, ამაღლდით ამ სხეულზე. თუ მაღლდებით პირველ სხეულზე, აცნობიერებთ მეორეს არსებობას, ხოლო თუ მაღლდებით მეორე სხეულზე, აცნობიერებთ მესამის არსებობას. დაკვირვება, მოწმედ ყოფნა ყოველთვის სიცოცხლესა და სიკვდილის მიღმაა. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ორი განსხვავებული რამაა, და თუ დამკვირვებელი გახდი
თ, აღარც ერთი ხართ და აღარც მეორე. მაშინ ვლინდება მესამე ძალა. ახლა თქვენ უკვე აღარ ხართ პრანას გამოვლინება ფიზიკურ სხეულში. ახლა თქვენ უკვე თავად ხართ პრანა, მოწმე. ახლა ხედავთ, რომ სიცოცხლე ფიზიკურ დონეზე ამ პოლარობის წყალობით ვლინდება. და თუ ეს პოლარობა შეწყდება, ფიზიკური სხეული აღარ იქნება. იგი შეწყვეტს არსებობას. მისი არსებობისთვის აუცილებელია დაძაბულობა. ესაა გამუდმებული დაძაბულობა მოსვლისა და წასვლისა, სიცოცხლისა და სიკვდილისა. იგი ამის წყალობით არსებობს. ყოველ წამს ამ ორ პოლუსს შორის მოძრაობს. სხვაგვარად იგი ვერ იარსებებდა.
მეორე სხეულში ძირითადი პოლარობაა სიყვარული და სიძულვილი. იგი ძალიან მრავალფეროვნად ვლინდება, მაგრამ ძირითადია: მომწონს – არ მომწონს. და ყოველ წამს თქვენი „მოწონება“ იქცევა „არ მოწონებად“, და პირიქით. ყოველ წამს… მაგრამ თქვენ თითქმის ვერ ამჩნევთ ამას. როცა „მოწონება“ „არ მოწონებად იქცევა“, თუკი თრგუნავთ ამ ზიზღს და ატყუებთ საკუთარ თავს, რომ ყოველთვის მოგეწონებათ ერთი და იგივე საგანი, ამით ორმაგად ასულელებთ საკუთარ თავს. ხოლო თუ რაღაც არ მოგწონთ, ასევე აგრძელებთ, რომ გეზიზღებოდეთ იგი და ვერ ამჩნევთ მომენტებს, როცა იგი მოგწონთ. ჩვენ ვთრგუნავთ საკუთარ თავში მტრების სიყვარულს და მეგობრების სიძულვილს. ყოველთვის დათრგუნულები ვართ. მხოლოდ ცალმხრივ მოძრაობას ვუშვებთ, ერთ პოლუსს. მაგრამ იმის წყალობით, რომ იგი კვლავ ჩნდება, ცუდს ვერაფერს ვხედავთ მასში. ის დაბრუნდა და ჩვენ მშვიდად ვართ, მაგრამ ეს მოძრაობა არაა მუდმივი, შეუძლებელია იყოს მუდმივი.
სასიცოცხლო ძალა მეორე სხეულში ვლინდება როგორც მიზიდულობა და ზიზღი, მაგრამ ისევე როგორც ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის ფიზიკური სხეულის დონეზე, ასევე ეთერული სხეულის დონეზეც მიზიდულობასა და ზიზღს შორის არ არის სხვაობა. აქ გარემო ზეგავლენაა, ფიზიკური სხეულის შემთხვევაში კი ჰაერი. მეორე სხეული ზეგავლენების ატმოსფეროში ცხოვრობს. შემთხვევით არ ხდება, რომ ვიღაც კონტაქტში შემოდის თქვენთან და გიყვარდებათ იგი. მარტოც რომ იყოთ ოთახში და არავინ მოდიოდეს, თქვენ მაინც ან გიყვართ, ან არ გიყვართ. გარეგნული ვითარება დიდ როლს არ თამაშობს. მიზიდულობა და განზიდულობა გამუდმებით შეცვლიან ერთმანეთს. სწორედ ამ პოლარობის წყალობით არსებობს ეთერული სხეული. ესაა მისი სუნთქვა. თუ ამის მოწმენი გახდებით, უბრალოდ გაგეცინებათ. მაშინ არ არის არც მტერი და არც მეგობარი. მაშინ უბრალოდ იცით, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა. თუ გააცნობიერეთ მეორე სხეულის არსებობა, მისი მოწმე გახდით, მოწმე სიყვარულისა და სიძულვილისა, მაშინ შეგიძლიათ შეიცნოთ მესამე სხეული.
მთარგმნელი Atman
გაგრძელება:
პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)
პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი III)