abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

“სად მივდივართ სიზმარში?” – ვლადიმირ მეგრე

"სად მივდივართ სიზმარში?" - ვლადიმირ მეგრე

მთარგმნელი: ano

“შექმნა” (რუსეთის წკრიალა კედრები, 4)

esoteric.ge

– როცა  ძველი დედამიწის ცივილიზაციის შესახებ ჰყვებოდა, ანასტასიამ ახსენა, რომ სიცოცხლე სხვა გალაქტიკების პლანეტებზეც არსებობს.  ამან ისე დამაინტერესა, რომ როდესაც ის დედამიწის ძველ ცივილიზაციაზე მიამბობდა, ამ დროს მე ვფიქრობდი თუ  როგორი ცხოვრებაა სხვა პლანეტებზე? ალბათ, ანასტასიამ შეამჩნია რომ ჩემი უყურადღებობა  გაჩუმდა. მეც ვდუმდი იმიტომ, რომ ვფიქრობდი, როგორ მოვაყოლო უფრო მეტი უცხო არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ.

რა თქმა უნდა, შეიძლებოდა პირდაპირ მეკითხა, მაგრამ ის ყოველთვის რაღაცნაირად იბნევა, როდესაც არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ იცის ის, რაც სხვებმა არ იციან. და კიდევ მისი სურვილი, რომ არ ჩანდეს განსხვავებული სხვებისაგან თავისი შესაძლებლობებით, ეს ყველაფერი არ აძლევს მას საშუალებას ყველაფერზე ილაპარაკოს. ასეც მოხდა. როდესაც მე მას პირდაპირ ვკითხე: მითხარი, ანასტასია, შეგიძლია ტელეპორტირება სივრცეში? ანუ რომ გადაიტანო შენი სხეული ერთი ადგილიდან მეორეზე?– რატომ მეკითხები ამას, ვლადიმერ?
– მითხარი, შეგიძლია თუ არა?
– ვლადიმერ, ასეთი შესაძლებლობა ყველა ადამიანს გააჩნია. მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ შევძლებ აგიხსნა ამ მოვლენის ბუნებრიობა. შენ ისევ დამშორდები და ჯადოქრად ჩამთვლი. თავს უხერხულად იგრძნობ ჩემს გვერდით.
– ესე იგი შეგიძლია?
– შემიძლია
– მაშინ მაჩვენე, როგორ აკეთებ ამას.
– იქნებ მანამდე აგიხსნა…
– არა, ანასტასია, ჯერ მაჩვენე. შეხედვა ყოველთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე მოსმენა, შემდეგ კი ამიხსენი.

ანასტასია ადგა, თვალები დახუჭა ოდნავ დაიძაბა და გაქრა, მე აქეთ იქეთ ვიყურებოდი, იმ ადგილზეც მივედი სადაც ის იდგა. ანასტასია არ ჩანდა. შემდეგ შევხედე, რომ ის ტბის მეორე ნაპირას იდგა, შამდეგ დამიძახა
– შენთან გამოვცურო თუ ისევ..
– ისევ, – ვუპასუხე მე და გაუნძრევლად ვუყურებდი ანასტასიას ფიგურას, რომ არაფერი გამომპარვოდა. ის იდგა მეორე ნაპირას და მოულოდნელად გაქრა ისე, რომ კვამლიც არ დარჩენილა. ის ისევ ჩემს წინ იდგა. მე ისევ გაუნძრევლად ვუყურებდი.
– მე აქ ვარ, ვლადიმირ, – გაისმა ანასტასიას ხმა. მე ოდნავ მოცილებით დავჯექი ბალახზე, რომ არ მეჩვენებია ჩემი გაოცება ან აღელვება. რატომღაც გავიფიქრე: „მან ჩემი სხეულიც რომ გაფანტოს და მერე  ვეღარ შეაგროვოს?!“
– მხოლოდ მის მფლობელს შეუძლია სრულიად დაშალოს თავისი სხეული ატომებად . ეს მხოლოდ ადამიანს შეუძლია, ვლადიმერ. – პირველმა ანასტასიამ დაილაპარაკა. ახლა გასაგებია, უპირველეს ყოვლისა ის შეეცდება დაამტკიცოს რომ ის ადამიანია, და ტყუილად დრო რომ არ დაკარგოს, მე ვითხარი:
– გასაგებია, რომ ადამიანს შეუძლია, მაგრამ არა ყველა ადამიანს.
– ყველას არა. საჭიროა რომ..
– ვიცი რასაც იტყვი: „ზრახვები (ფიქრები) უნდა ჰქონდეს სუფთა“
– დიახ, ზრახვები. კიდევ სწრაფად და გამომსახველურად (ფიგურალურად, ვიზუალურად) უნდა აზროვნებდეს, დეტალურად და კონკრეტულად უნდა წარმოიდგინოს თავისი თავი, და სურვილი ძლიერი ნებისყოფა, საკუთარი თავის რწმენა….
– ნუ მიხსნი, ანასტასია, ტყუილად ნუ ცდილობ. სჯობს მითხრა, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია შენი სხეულის გადატანა??
– კი, ნებისმიერ ადგილას შემიძლია, მაგრამ ამას იშვიათად ვაკეთებ, სახიფათოა… და ამის აუცილებლობა არც არის. რა საჭიროა სხეულის გადატანა? სხვაგვარადაც შეიძლება…
– რატომ არის საშიში?
– საჭიროა ძალიან ზუსტად წარმოიდგინო ის ადგილი, სადაც გინდა შენი სხეულის გადატანა
– და ზუსტად თუ ვერ წარმოიდგენ რა შეიძლება რომ მოხდეს?
– ის შეიძლება დაიღუპოს.
– რისგან?
– მაგალითად, შენ გინდა შენი სხეულის გადატანა ოკეანის ფსკერზე, ხოლო მისი წყლის წნევა გაანადგურებს… გზაზე შეიძლება ქალაქში მიმავალი ავტომობილის წინ აღმოჩნდე.
– და სხვა პლანეტაზეც შესაძლებელია სხეულის გადატანა?
– მანძილს აქ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ის იმ ადგილას გადაადგილდება, რომელსაც შენი გონება უკარნახებს. ჯერ ხომ აზრი წარმოიშვება სასურველი ადგილის შესახებ, ის აფორმირებს და აგროვებს ადრე გაბნეული სხეულის ნაწილებს.
– სხეული რომ გაიფანტოს (გაქრეს სივრცეში) ამისათვის რაზე უნდა ვიფიქროთ?
– უნდა წარმოიდგინო მთელი მისი მატერია უმცირეს ატომამდე და ბირთვამდე, და შეხედო ბირთვში ნაწილაკების ქაოსური მოძრაობა როგორ ქმნიან და შლიან მათ აზრობრივად სივრცეში. შემდეგ კვლავ თანმიმდევრულად შევაგროვოთ. გარეგნულად მოძრაობა ქაოსურია ბირთვში, და ამასთანავე ზუსტად უნდა აღადგინო ის.. ყველაფერი მარტივია, როგორც ბავშვების სათამაშო კუბიკები.
– ხომ შეიძლება, სხვა პლანეტაზე არახელსაყრელი გარემო იყოს სუნთქვისათვის?
– მეც მაგას ვამბობ – სახიათოა გაუაზრებელი გადაადგილება. ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო.
– ესე იგი არ გამოვა სხვა პლანეტაზე?
_გამოვა. ატმოსფეროს ნაწილის გადატანა შესაძლებელია, და რაღაც დროის განმავლობაში მასში იქნება სხეული, მაგრამ საერთოდ უმჯობესია სხეული საერთოდ არ გადავიტანოთ აუცილებლობის გარეშე. უმეტეს შემთხვევაში საკმარისია სხივით უყურო შორ მანძილებს, ან გადააადგილო შენი მეორე, არამატერიალური „მე“.
_წარმოუდგენელია! დაუჯერებელია, რომ როდესღაც ამის გაკეთება ყველა ადამიანს შეეძლო.
_რატომ როდესღაც? ადამიანის მეორე მე ახლაც თავისუფლად გადაადგილდება. უბრალოდ მის მიმართა არანაირ დავალებას არ სახავენ ადამიანები. არ საზღვრავენ მიზნებს.
_ვის, როგორ ადამიანებს, ის როდის გადაადგილდება?
_ამჟამად ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს სძინავს. ამის გაკეთება სიფხიზლის დროსაც შეიძლება, მაგრამ ყოველდღიური საზრუნავის, ყველა შესაძლო დოგმის, სხვადასხვა მოგონილი პრობლემების გამო, ადამიანები სულ უფრო კარგავენ თვითმართვის უნარს, ჰკარგავენ საკმარისად გამომსახველურად აზროვნების უნარს.
_იქნებ იმიტომ, რომ უინტერესოა უსხეულოდ მოგზაურობა?
_რატომ ფიქრობ ასე? შეგრძნებით დონეზე შედეგი ერთი და იგივეა.
_ერთი და იგივე რომ იყოს, მაშინ არ ათრევდნენ ადამიანები თავიანთ სხეულებს, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს. ტურისტული ბიზნესი ჩვენთან ახლა ძალიან შემოსავლიანი საქმეა, თან ცოტა გაუგებარია ადამიანის ეს მეორე „მე“-ს ცნება. თუ სხეული სადმე არ ყოფილა, ესე იგი იქ ადამიანიც არ ყოფილა. აქ ყველაფერი გასაგები და მარტივია.
_ნუ ჩქარობ, ვლადიმერ, ნაადრევი დასკვნების გამოტანას. მე ახლა მოგიყვან სამ  სხვადასხვა სიტუაციას,შენ კი შეეცადე შენს კითხვაზე პასუხი გასცე, სამიდან პირობითად რომელი იყო მოგზაურობაში.
_ვუპასუხებ. მიდი დაიწყე
_აი, პირველი: წარმოიდგინე საკუთარი თავი ან სხვა ადამიანი ღრმად დაძინებული. მას სვამენ საკაცეზე, მძინარეს სვამენ თვითმფრინავში და გადაჰყავთ სხვა ქვეყანაში. იქ მძინარეს მთავარ ქუჩაზე ატარებენ, შეყავთ ეკლესიაში და ისევ მძინარეს უკან სახლში აბრუნებენ, როგორ ფიქრობ ეს ადამიანი სამოგზაუროდ იყო?
_ჯერ დანარჩენ ორზეც მომიყევი.
_კარგი. მეორე თვითონ წავიდა სამოგზაუროდ, გაიარა ქალაქის მთავარ ქუჩაში, ცოტახანს გაჩერდა ეკლესიაში და დაბრუნდა სახლში.
– და მესამე?
– მან სხეული სახლში დატოვა. მას ჰქონდა უნარი ყველაფერი წარმოედგინა შორ მანძილზე. თითქოს სიზმარში ქალაქში სეირნობდა, შეიარა ეკლესიაში, კიდევ სადღაც გაიარა, შემდეგ კი ასევე აზრობრივად თავის ძველ საქმეს დაუბრუნდა. ამ სამიდან რომელი იყო სამოგზაუროდ?
– სინამდვილეში მაგ სამიდან მხოლოდ ერთი იყო იქ. ეს ის ადამიანი იყო რომელიც თვითონ წავიდა სამოგზაუროდ და ყველაფერი თავად დაათვალიერა
– დაე მასე იყოს მაგრამ, ამ მოგზაურობამ რა მისცა თითოეულ მათგანს?
– პირველისათვის არაფერი არ მიუცია, მეორეს შეეძლო მოეყოლა რაც იხილა, ხოლო მესამე… ალბათ მესამეც შეძლებს, რომ მოყვეს, მაგრამ მესამე შესაძლოა შეცდეს, იმიტომ რომ მას შეუძლია მოყვეს რაც სიზმარში ნახა, სიზმარი კი რეალობისგან შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდეს.
– კი მაგრამ სიზმარი, როგორც მოვლენა, ხომ ნამდვილად არსებობს.
– კი როგორც მოვლენა არსებობს, მაგრამ ამას რატომ ყვები?
– იმიტომ რომ შენ ალბათ ვერ უარყოფ, რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია გააერთიანოს ან შეეხოს ორ არსებულ რეალობას.
_ვიცი სადაც მიგყავს თემა, გინდა თქვა რომ სიზმრის მართვა შესაძლებელია.
_დიახ
_მაგრამ როგორ შეიძლება ამის მოხერხება?
– ფიქრის ძალის დახმარებით, შევაღწიოთ ნებისმიერ ფორმაში.
– და ის როგორც კინოკამერა ყველაფერს ასახავს?
– შესანიშნავია, კინოკამერა თუნდაც ამის პრიმიტიული მაგალითია. ესე იგი დასკვნა გამოიტანე, რომ მატერიალური სხეულის გადატანა ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ გაიგო შორეულ მხარეში რა ხდება
– კი ყოველთვის საჭირო არ არის, მაგრამ ეს რატო მკითხე? დასამტკიცებლად?
– მე მივხვდი, როდესაც შენ სხვა სამყაროების შესახებ მკითხე, მომთხოვდი ან მთხოვდი მათ ჩვენებას. მე თხოვნის შესრულება მინდა, ისე რომ შენი სხეული საფრთხის ქვეშ არ დავაყენო.
– ყველაფერი მართალია, შენ მიხვდი მე მართლა მინდოდა ამის თხოვნა. ესე იგი მართლა არსებობს სხვა პლანეტებზე სიცოცხლე? უჰ, საინტერესო იქნებოდა მათი დანახვა!
– რომელი პლანეტის ნახვას აირჩევდი შენი ექსკურსიისთვის?
– ბევრი პლანეტაა დასახლებული?
– უამრავია, მაგრამ მრავალფეროვნებით დედამიწაზე ლამაზი არ არსებობს.
– მაგრამ მაინც სხვებზე როგორი სიცოცხლეა? და როგორ წარმოიშვა?
– როდესაც გამოჩნდა ღვთის მიერ შექმნილი დედამიწა, მაშინ სამყაროს მრავალ არსებას გაუჩნდა სურვილი მსგავსი საოცრება გაემეორებიათ. მათ სხვა სამყაროებში საკუთარის შექმნა სურდათ, იყენებდნენ მათი აზრით შესაფერის პლანეტებს. და ქმნიდნენ. მაგრამ სიცოცხლე, დედამიწის მსგავსი ჰარმონიულობით, ვერავინ ვერ შეძლო რომ შეექმნა. არის სამყაროში პლანეტა, სადაც ყველგან ჭიანჭველები დადიან, ისინი ბევრნი არიან. სიცოცხლის სხვა ფორმებს ისინი ჭამენ. როდესაც საკვები აღარ აქვთ, საკუთარ თავს ჭამენ და იღუპებიან, და არსება რომელმაც ეს შექმნა, კვლავ განაგრძონს თავის მცდელობას, მაგრამ უკეთესი არაფრით არ გამოდის. ყველა არსების ჰარმონიაში მოყვანა ვერავინ ვერ შეძლო. კიდევ არის პლანეტები, სადაც არსებები ცდილობედნენ და ახლაც ცდილობენ მცენარეულ, დედამიწის მსგავსი სამყაროს შექმნას, და ქმნიან. ხეები, ბუჩქები და ბალახი იზრდება იმ პლანეტებზე. მაგრამ მათი ქმნილება ყოველ ჯერზე იღუპება, სრულად გაზრდის შემდეგ. არსებათაგან ვერავინ შეძლო თვითწარმოების საიდუმლოს ამოხსნა. ისინი ისე არიან, როგორც დღევანდელი ადამიანი. ადამიანმაც ხომ მრავალი ხელოვნური რამ შექმნა. მაგრამ მისი ქმნილება საკუთარ თავს ვერ გაიმეორებს. ისინი იმტვრევიან, იღუნებიან, ძველდებიან და მუდმივ მოვლას საჭიროებენ.
ადამიანთა უმრავლესობა საკუთარი ნაწარმის მონად გადაიქცა. ღმერთის ქმნილებას საკუთარი თავის შექმნა შეუძლია და იცხოვროს ჰარმონიულად დიდებულ მრავალფეროვნებაში.
– ანასტასია, არის პლანეტები სამყაროში, სადაც არსებები ადამიანთა მსგავსად ტექნიკაში ერკვევიან?
– კი არის, ვლადიმერ. ის პლანეტა დედამიწაზე ექვსჯერ უფრო დიდია. მასზე ცხოვრობენ ადამიანის მსგავსი არსებები, მათი ტექნიკა ხელოვნურია, დედამიწას ბევრად გაუსწრო სრულყოფილებით. იმ პლანეტაზე სიცოცხლე შექმნა არსებამ, რომელიც ფიქრობს, რომ ღმერთის მსგავსია და ცდილობს უპირატესობით ღვთის ქმნილებებს აჯობოს.
– მითხარი, ეს ისინი არიან “მფრინავი თეფშებით” დედამიწაზე რომ მოფრინავენ ხოლმე?
– დიახ, მათ უკვე არაერთხელ სცადეს ადამიანებთან კონტაქტში შესვლა. მაგრამ მათი კონტაქტი დედამიწისათვის..
– არა მოიცა, შეგიძლია როგორმე მე, ჩემი მეორე „მე“ იმ პლანეტაზე წაიყვანო დროებთ?
– კი, შემიძლია.
– მაშ წამიყვანე.
შემდეგ ანასტასიამ მთხოვა ბალახზე დავწოლილიყავი და მოვდუნებულიყავი. ხელები გამაშლევინა, თავისი ხელი დაადო ჩემს ხელის გულს, თანდათან დავიწყე რაღაც სიზმრის მსგავსში ჩაძირვა. რაღაც მსგავსს იმიტომ ვამბობ, რომ ეს იყო უჩვეულო. თავდაპირველად სხეული სულ უფრო დუნდებოდა, შემდეგ შეგრძნება დაიკარგა მაგრამ მე მშვენივრად ვხედავდი და მესმოდა, რაც ხდებოდა ჩემს ირგვლივ, ჩიტები, ფოთლების შრიალი. შემდეგ თვალები დავხუჭე და სიზმარში წავედი, ან განვცალკევდი, როგორც ანასტასია ამბობს, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები რა და როგორ მოხდა, რაც შემდეგ განვითარდა. თუ ვიტყვი რომ ანასტასიას დახმარებით დავიძინე და სიზმარი ვნახე, მაშინ შეგრძნებების სისავსით და ცნობიერების სიცხადით რაც ვიხილე, მას ვერ შევადარებ ჩვეულებრივ ადამიანურ სიზმარს.

(Visited 1,494 times, 1 visits today)