abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

სამყაროები, პლანეტები

სამყაროები, პლანეტები

სტატიის ავტორი: old_man

სად მოვხვდებით სიკვდილის შემდეგ?  აგრძელებს თუ არ ადამიანის სული სხვა სამყაროებში არსებობას? როგორია იქ ცხოვრება?

აღმოსავლური ეზოთერიკული სწავლებებით კოსმიური სამყარო პირობითად შედგება ორი ტიპის სამყაროსგან:

1. მუდმივი – სულიერი, სადაც მხოლოდ აწმყო დრო არსებობს;

2. მატერიალური – სადაც არის დუალობის პრინციპი: დაბადება და სიკვდილი; აწმყო, წარსული და მომავალი დრო.

სულიერი სამყარო უსასრულოა და  კოსმოსის სამ მეოთხედს შეადგენს. ასეთი ტიპის პლანეტას კურირებს რომელიმე უმაღლესი არსება. მაგალითად, არსებობს ქრისტეს, ვიშნუს, ბუდას პლანეტა. ასეთი პლანეტებიდან მოდიან სულები კარმულ, მატერიალურ სამყაროში. მატერიალური სამყარო  კოსმოსის ერთ მეოთხედს შეადგენს. ასეთი ტიპის სამყაროებში ყველა ცოცხალ არსებას აქვს ეთერული სხეული, ხოლო უფრო ქვედა პლანეტებზე როგორც დედამიწაა, ასევე აქვთ უხეში, მატერიალური  სხეულიც – როგორც ჩვენ.

ყოველ მატერიალურ სამყაროს აქვსკვერცხის ფორმა, თავისი ბიოველი, ერთი მზე და ერთი მთავრე. ჩვენი პლანეტის გარდა არსებობს უამრავი მატერიალური პლანეტა. ყველაზე უმაღლესია მე-14 დონე,  სადაც არსებობისთვის ყველაზე კარგი პირობებია. დედამიწასთან შედარებით სიცოცხლის ხანგრძლივობაც  გაცილებით გრძელია. ჩვენი პლანეტარული სისტემა არის შუაში მე-7 დონეზე. ქვედა დონის პლანეტების მცხოვრებლებს აქვთ ეთერული და ასტრალური სხეულები. ეს არის ე.წ. “ჯოჯოხეთური პლანეტები”, სადაც სულები იტანჯებიან.  ამ პლანეტებზე მათ ცოდვებისთვის კი არ უშვებენ, არამედ იქ სულიერი მდგომარეობის მიხედვით ხვდებიან. მათი ვიბრაცია ავტომატურად იქით მიიზიდავს. თუმცა, ეს არ უნდა გავიგოთ ტრადიციული  ჯოჯოხეთის კონცეფციით, რადგან ასეთი რელიგიური წარმოდგენები ძალიან მარტივად და ერთმნიშვნელოვნად წყვეტს ადამიანისა და  სულის ბედს. კოსმოსი და მისი მოწყობა კი გაცილებით ღრმა და კანონზომიერია, ვიდრე დედამიწაზე არსებული რელიგიურ-დოგმატური პრინციპები.

სხვადასხვა რელიგიაში მიმოფანტულია ასეთი ტიპის სამყაროების აღწერა. მათზე ყურადღება ნაკლებად მახვილდება. მაგალითად, ბუდიზმის თეორია სამყაროს 31 იერარქიულად ორგანიზებულ დონედ ჰყოფს. ინდუიზმშიც კერძოდ”მაჰაბჰარატაში” სამყაროების ასეთივე სტრუქტურაა აღწერილი. ძველ იუდაიზმშიც დახასიათებულია სამყაროები, რომლებიც ერთმანეთში „მატრიოშკების“ პრინციპით ეწყობა.

როდესაც ვსაუბრობთ პლანეტებზე, მკვეთრად არ უნდა გავმიჯნოთ სულიერი და ფიზიკური სამყაროები. რადგან ფიზიკურ სამყაროში არსებული მატერია სხვა არაფერია თუ არა მყარი ენერგია, რომელიც დაშლისას აღმოჩნდება რომ შედგება სუფთა ენერგიისგან. ამას უკვე მეცნიერებიც აღიარებენ.
უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ განსხვავება, სულიერ პლანეტებზე არსებობს ნატიფი ენერგიები. დედამიწისმაგვარ პლანეტებზე კი მყარი ენერგიები, რაც ჩვენს თვალს ნებისმიერი ტიპის მატერიის სახით წარმოუდგება.

როგორც დედამიწაზე, ასტრალურ პლანეტებზეც მოკვდავნი ვართ, იმ განსხვავებით, რომ იქ გაცილებით დიდხანს ვცხოვრობთ. ასტრალურ პლანეტებზე დედამიწიდან მოხვედრილი ბავშვების სულები მაშინვე იზრდებიან, ხოლო მოხუცები 25-30 წლამდე ახალგაზრდავდებიან.
თუ რომელ სამყაროში მოვხვდებით, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებაზე აქ, დედამიწაზე. შესაძლებელია, რომ სიკვდილის შემდეგ დედამიწაზე ახალი სხეულით მაშინვე დავბრუნდეთ,  ანუ ვრეინკარნირდეთ, მაგრამ შეიძლება  რომელიმე ასტრალურ პლანეტაზე გავაგრძელოთ არსებობა.

რაზეა ეს დამოკიდებული?
უნდა ვიცოდეთ, რომ ის ემოციური სიმწიფე, რასაც დედამიწაზე ვიძენთ, განაპირობებს სულის შემდგომ, სხვა სამყაროებში ბედნიერ არსებობას. თუ ამ ცხოვრებაში ვერ გადავწყვეტთ ჩვენს შიგნით არსებულ კონფლიქტებს, მაშინ ვერანაირი სამოთხე ბედნიერებას ვერ მოგვიტანს.
სიკვდილის შემდეგ ასტრალურ სამყაროებში ჩვენი ემოციები ათასჯერ მეტად ძლიერდება! თუ ადამიანი ვერ ისწავლის  ემოციების კონტროლს აქ, ფიზიკურ სამყაროში, მაშინ ასტრალურ სამყაროში ეს ნეგატიური ემოციები შეჭამს მის სულს და ჯოჯოხეთად უქცევს  არსებობას იქ, სადაც იქნება. ფაქტიურად, ჩვენ თვითონ შევქმნით ჩვენს ჯოჯოხეთს და ის ემოციები, აკვიატებული სურვილები იქცევიან დემონებად და გაგვიმწარებენ იქ ცხოვრებას. აი, სწორედ ესაა ის, რის მიხედვითაც მოვხვდებით სხვადასხვა  სამყაროში.

 

(Visited 1,606 times, 1 visits today)