abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

სხვა სამყაროები – ვლადიმირ მეგრე

სხვა სამყაროები – ვლადიმირ მეგრე

მთარგმნელი: ano

“შექმნა” (რუსეთის წკრიალა კედრები, 4)

esoteric.ge

მე ვნახე სხვა სამყარო, სხვა პლანეტა. მკვეთრად, დეტალებში დავიმახსოვრე რაც იქ ხდებოდა. მას შემდეგ ცნობიერებაში მრჩება შეგრძნება, რომ ასეთი რამის ნახვა შეუძლებელია, ხოლო ის ხილვა მას შემდეგ ჩემშია. და ახლა ვცდილობ ისინი თქვენ აგიღწეროთ.

ვიდექი მიწაზე, რომელიც დედამიწას ჰგავდა. ირგვლივ არანაირი მცენარე არ იყო, ფეხქვეშ ვგრძნობდი ქვიან არათანაბარ ზედაპირს. ირგვლივ ხედვის არეში, ნიადაგის ზედაპირზე გამოჩნდა კვერცხის და კვადრატის ფორმის მანქანები. მანქანას იმიტომ ვამბობ, რომ ოდნავ ღუღუნებდნენ. მანქანებიდან ნიადაგზე ეშვებოდა სხვადასხვა სიგანის რეზინის მილები, ისინი ოდნავ ვიბრირებდნენ, ისე თითქოს მიწიდან რაღაცას იწოვდნენ. ირგვლივ არ იყო არანაირი ცოცხალი არსება. უცებ შევხედე ამ უცნაური მექანიზმიდან გაიხსნა ქამრები, იქედან ამოცურდა რაღაც დისკი, იმის მსგავსი სპორტსმენები რომ ისვრიან. ოღონდ დიდი ზომის, მისი დიამეტრი დაახლოებით იყო 45 მეტრი. ის ჰაერში ავიდა და დატრიალდა, დაეშვა ოდნავ ძირს, შემდეგ  სრულიად ჩუმად გაფრინდა ჩემს ზემოთ. სხვა მექანიზმებმაც იგივე გააკეთეს, და კიდევ რამოდენიმე დისკი გაფრინდა ერთი მეორის მიყოლებით ჩემს ზემოთ პირველის მსგავსად, და ისევ სიცარიელე. ისმოდა მხოლოდ უცნაური მექანიზმების ღუღუნი. ამ სურათმა ჩემში ინტერესი გამოიწვია, მაგრამ უფრო მაშინებდა თავისი უსიცოცხლობით.
_შენ ნურაფრის გეშინია, ვლადიმირ. –  უცებ გავიგონე ანასტასიას ხმა და გამიხარდა მისი სიახლოვე.
_სად ხარ, ანასტასია?
_შენს გვერდით, ჩვენ უხილავები ვართ, აქ ახლა ჩვენი გრძნობები, შეგრძნებები, გონება და სხვა უხილავი ენერგიები არიან. აქ ვიმყოფებით ჩვენი მატერიალური სხეულის გარეშე, ჩვენ ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებს, ფრთხილად უნდა იყო მხოლოდ საკუთარ თავთან.
_რა შეიძლება დამემართოს?
_ფსიქიკური. შეიძლება დროებით ჭკუიდან შეიშალო
_ჭკუიდან შევიშალო?
_კი, ოღონდ დროებით. მაგრამ შენ ნუ გეშინია, შენ ეს არ გემუქრება გაუძლებ. და აქაც ნურაფრის გეშინია, დამიჯერე გაიგე ,ვლადიმირ, შენ ახლა აქ ხარ, მაგრამ ისინი ვერ გხედანვენ.
_არ მეშინია, ანასტასია, მითხარი ეს რა მანქანებია.
_ ყველა ეს კვერცხისებური მანქანა – ქარხანაა, ისინი აწარმოებენ შენთვის ასე საინტერესო “მფრინავ თეფშებს”.
_ვინ მართავს ამ ქარხნებს.
_არავინ. ისინი თავიდანვე დაპროგრამებული არიან გარკვეული ნაკეთობის წარმოებისათვის, მილებში_ რომლებიც ნიადაგშია გაშვებული, შეიწოვს მისთვის საჭირო ნედლეულს, მცირე კამერებში ხდება დნობა, დაშტამპვა, შემდეგ აწყობა და ბოლოს გამოდის სრულიად მზა ნაწარმი. ასეთი ქარხანა გაცილებით რაციონალურია, ვიდრე ნებისმიერი დედამიწაზე მყოფი. ნარჩენები თითქმის არ რჩება, არ საჭიროებს შორი მანძილიდან ნედლეულით მომარაგებას, არაა საჭირო აწყობის ადგილას დეტალების გადაზიდვა. ფორმირების მთელი პროცესი ხდება ერთ ადგილზე.
_შესანიშნავია! ნეტავი ჩვენც გვქონდეს ასეთი რაღაც! ვინ მართავს ახალ “მფრინავ თეფშებს”? ვნახე, რომ ყველა ერთი მიმართულებით გაფრინდა.
_არავინ მართავს, ის თვითონ მიფრინავს საწყობში
_წარმოუდგენელია. ისეა, როგორც ცოცხალი არსება.
_ამაში წარმოუდგენელი არაფერია, დედამიწის ტექნოლოგიებისთვისაც კი. დედამიწაზეც ხომ არის უპილოტო თვითმფრინავები, რაკეტები.
_კი, მაგრამ მათ მაინც ადამიანები მართავენ დედამიწიდან.
_უკვე კარგა ხანია დედამიწაზე არის ისეთი რაკეტები, რომლებიც წინდაწინ არიან დაპროგრამებული სხვადასხვა მიზანზე. საკმარისია დააჭირო ღილაკს „გაშვება“, რაკეტა თავისით გაფრინდება განსაზღვრული მიზნისაკენ.
_შესაძლოა არის, და მართლაც, რამ გამაკვირვა?
_რომ დავუკვირდეთ, დიდი საოცრება არ არის, ოღონდ დედამიწის ტექნოლოგიებთან შედარებით აქ გაცილებით დიდი პროგრესია. ეს ქარხნები მრავალფუნქციურია, მათ მრავალი რამის წარმოება შეუძლიათ, დაწყებული კვების პროდუქტებით დამთავრებული უძლიერესი იარაღით.
_და რით გააკეთებს ის კვების პროდუქტებს? აქ ხომ არაფერი იზრდება?
_ყველაფერი ნიადაგში იმყოფება, საჭირო წვენს აუცილებლობის შემთხვევაში მილებით აიღებს წიაღიდან მანქანა, ხოლო გრანულებს პრესავენ, ამ გრანულებში სიცოცხლისათვის საჭირო ყველანაირი ნივთიერება შედის.
_თვითონ ეს საგანი რითი იკვებება? ელექტრო ენერგიას ვინ აწვდის? არანაირი ელექტრო სადენი არ ჩანს.
_ენერგიას თვითონ გამოიმუშავებს, იყენებს მთელ გარემოს.
_უყურე რა ჭკვიანურია! ადამიანზე უფრო ჭკვიანია.
_სულაც არ არის ადამიანებზე ჭკვიანი. ეს ხომ უბრალოდ მანქანაა. ის მიცემულ პროგრამას ასრულებს. მისი გადაპროგრამება ძალიან მარტივია. გაჩვენო ეს როგორ კეთდება?
_მაჩვენე.
_მოდი მას მივუახლოვდეთ. ვიდექით 9 სართულიანი სახლის ხელა მექანიზმის წინ, მკვეთრად ისმოდა მისი რყევების ხმა. უამრავი მოქნილი საცეცების მსგავსი მილები ეშვებოდა ნიადაგში და ირხეოდა. გლუვი ზედაპირი ჰქონდა. ზედაპირის ერთი მეტრის დიამეტრი დაფარული იყო თმებივით კაბელებით, ისინი ირხეოდნენ.
_ეს ანტენაა, რომელიც ასკანერებს მოწყობილობას, ის მართავს ტვინის ელექტროიმპულსებს, რომელიც გამოიყენება პროგრამის შესადგენად, შეუძლია შეასრულოს მიცემული დავალება. თუ შენი ტვინი მოახდენს რაიმე ნივთის მოდელირებას, ეს მანქანა მას დაამზადებს.
_ნებისმიერ ნივთს?
_ნებისმიერს რის წარმოდგენასაც დეტალურად შეძლებ, ისე რომ, თითქოს ფიქრებით აშენებ.
_და ნებისმიერი ავტომობილი?
_რა თქმა უნდა.
_პირდაპირ ახლა შემიძლია რომ ვცადო?
_კი. ახლოს მიდი მიმღებთან და თავდაპირველად ფიქრით აიძულე მის ყველა ანტენას შენკენ მობრუნდნენ. როგორც კი ეს მოხდება, დაიწყე სასურველი საგნის წარმოდგენა.

ვიდექი თმიანი ანტენის წინ, ცნობისმოყვარეობით ანთებულმა ფიქრებით, როგორც ანასტასიამ მითხრა, ვისურვე რომ ყველა მის თმას ჩემთვის მოესმინა.. და ისინი ჯერ ჩემსკენ მობრუნდნენ, შემდეგ ყველა ოდნავ შეირხა, მოაბრუნეს თავისი ბოლოები ჩემი უხილევი თავისაკენ და გაშეშდნენ. ახლა უნდა წარმომედგინა რაიმე ნივთი. მე რატომღაც დავიწყე ავტომობილ „ჟიგულის“ მეშვიდე მოდელის წარმოდგენა – ავტომობილის, რომელიც მყავდა ნოვოსიბირსკში. ვცდილობდი ყველაფრის დეტალურად წარმოდგენას: მინა და კაპოტი, ფერი და სანომრე ნიშანიც კი.საერთო ჯამში დიდხანს ვფიქრობდი, როდესაც მომბეზრდა, მოვშორდი ანტენას. ვებერთელა მანქანამ დაიწყო დრტვინვა.
_უნდა მოვიცადოთ, – ამიხსნა ანასტასიამ, – ის ახლა დემონტაჟს უკეთებს დაუსრულებელ ნაწარმს და ადგენს პროგრამას შენი ჩანაფიქრის შესასრულებლად.
_დიდხანს მოგვიწევს ლოდინი?
_ალბათ, არა,
ჩვენ მივდიოდით სხვა მანქანებთან, ფეხვეშ სხვადასხვა ფერის ქვებს ვათვალიერებდი, უცებ ანასტასიას ხმამ მამცნო
_მგონი შენს მიერ ჩაფიქრებული ნაწარმი მზადაა. წამოდი, ვნახოთ როგორ გაუმკლავდა ის დავალებას,
ჩვენ მივუახლოვდით ნაცნობ მანქანას და დავიწყეთ ლოდინი. რამოდენიმე ხანში მისი ქამრები გაიხსნა და ნიადაგის გლუვ ბილიკზე გამოვიდა „ჟიგული“. მაგრამ დედამიწაზე არსებულისაგან სილამაზით ძალიან განსხვავდებოდა ეს საშინელება, რომელიც ჩემს წინ იდგა. პირველ რიგში მას ჰქონდა მხოლოდ 1 კარი, მხოლოდ მძღოლის მხარეს, უკანა სავარძლების მაგივრად რაღაც ძაფები, მავთულები და რეზინის ნაჭრები. მე წრე დავარტყი ჩემს წინ მდგარ ნაწარმს. ავტომობილს მას ვერ დაარქმევდი. მარჯვენა მხარეს არ ჰქონდა 2 ბორბალი, ასევე წინა ნომერი და ბამპერი, საბარგული არ იხსნებოდა. ის წარმოადგენდა 1 მთლიან სხეულს, მოკლედ ამ ქარხანამ ავტომობილი კი არა, რაღაც გაურკვეველი დანიშნულების კარიკატურა გააკეთა. შემდეგ ვთქვი.
_ესეც უცხოპლანეტური წარმოების ნაკეთობა. ასეთი რაღაცის შექმნისთვის დედამიწაზე ყველა კონსტრუქტორს და ინჟინერს სამსახურიდან გაყრიან. – საპასუხოდ გაისმა ანასტასიას სიცილი, შემდეგ კი მისი ხმა:
_რა თქმა უნდა, შეუძლიათ რომ გაყარონ, მაგრამ მთავარი კონსტრუქტორი მოცემულ შემთხვევაში შენ ხარ, ვლადიმერ და ხედავ ხედავ შენი კონსტრუქციის ნაყოფს.
_მე მინდოდა ნორმალური თანნამედროვე ავტომობილი, ამან კი რა გააკეთა?
_სურვილი არ არის საკმარისი, აუცილებელია ყველაფრის უმციეს დეტალებამდე წარმოდგენა, შენ კი მგზავრებისათვის კარის მოდელირებაც ვერ მოახერხე შენს წარმოსახვაში. მხოლოდ შენთვის ერთი კარი მოიფიქრე. და საბურავებიც მხოლოდ შენს მხარეს წარმოიდგინე, მეორე მხარეს შეგეზარა გაკეთება. ვფიქრობ ძრავზეც არ გიფიქრია.
_არ მიფიქრია.
_ესე იგი არ იქნება ძრავი შენს კონსტრუქციაში. მაშ საწარმოზე რაღატომ მოგდის გული, თუკი თავად ასეთი დაუსრულებელი პროგრამა მიეცი?
უცებ შევხედე ან ვიგრძენი როგორ გვიახლოვდებოდა სამი “მფრინავი თეფში”. „უნდა გავიქცე”, – გამიელვა თავში აზრმა, მაგრამ ანასტასიას ხმამ დამამშვიდა:
_ისინი ჩვენ ვერ შეგვნიშნავენ და ვერ იგრძნობენ ჩვენ ყოფნას, მათ მიუვიდათ ინფორმაცია ქარხნის შეფერხების შესახებ. ახლა ალბათ გაარკვევენ რა მოხდა. ჩვენ შეგვიძლია მშვიდად დავაკვირდეთ ამ პლანეტის მაცხოვრებლებს. სამი მცირე ზომის მფრინავი სხეულიდან  გადმოვიდა ხუთი უცხოპლანეტელი…
ისინი ძალიან ჰგავდნენ ადამიანებს, არა უბრალოდ ჰგავდნენ, არამედ ზუსტად დედამიწაზე მცხოვრები ადამიანისნაირები იყვნენ.   მოხდენილი სხეული ჰქონდათ, იდგნენ  გამართულად და ამაყად ეჭირათ თავიანთი ათლეტური სხეული და ლამაზი თავი. ჰქონდათ თმები, წარბები, ერთს კი კოხტად შეჭრილი წვერი. ეცვათ სხეულზე მჭიდრიდ მოტმასნილი კომბინიზონები. უცხოპლანეტელები მიუახლოვდნენ გაკეთებულ ავტომობილს. ისინი იდგნენ მის წინ ჩუმად და უყურებდნენ უემოციოდ „ალბათ ფიქრობენ,“_ ვიფიქრე მე. ჯგუფს გამოეყო ყველაზე ახალგაზრდა ღია ფერის თმიანი უცხოპლანეტელი და მიუახლოვდა ავტომობილის კარს. შეეცადა მის გაღებას, მაგრამ ის არ იღებოდა. ალბათ საკეტი გაეჭედა. მისი შემდგომი მოქმედებები იყო სრულიად დედამიწური და ამით ძალიან მომეწონა. მან ხელი დაარტყა კარს საკეტის ადგილას, კიდევ ერთხელ უფრო ძლიერ გამოქაჩა და კარი გაიღო. ის დაჯდა მღოლის სავარძელზე, მოჰკიდა საჭეს ხელი და  პანელის მოწყობილობები ყურადღებით დაათვალიერა. – ყოჩაღ, -გავიფიქრე ჩემთვის, ჭკვიანი“. და ჩემი დასკვნის დასტურად გავიგონე ანასტასიას ხმა.
_ეს მათი სტანდარტის მიხედვით ძალიან ძლიერი მეცნიერია, ვლადიმერ. მას ძალიან ჩქარა და რაციონალურად უმუშავებს აზრები ტექნიკური მიმართულებით. კიდევ ის რამოდენიმე პლანეტის ყოფას შეისწავლის და მათ შორის დედამიწასაც, და მისი სახელი დედამიწისას ჰგავს არკაანი ჰქვია მას.
_რატომ არ აქვს მას გაოცებული სახე? მათმა საწარმომ ხომ გაურკვეველი რაღაც გააკეთა?
_გრძნობები და ემოციები ამ პლანეტის მაცხოვრებლებს თითქმის არ გააჩნიათ, მათი ტვინი მუშაობს რაციონალურად და თანაბრად, არ ექვემდებარება ემოციურ რყევებს ან დასახული მიზნიდან გადახვევას.

– გრძნობები და ემოციები ამ პლანეტის მაცხოვრებლებს თითქმის არ გააჩნიათ, მათი ტვინი მუშაობს რაციონალურად და თანაბრად, არ ექვემდებარება ემოციურ რყევებს ან დასახული მიზნიდან გადახვევას.

თაფლისფერთმიანი გადმოვიდა მანქანიდან, გამოსცა მორზეს ანბანის მსგავსი ხმა.  ჯგუფს გამოეყო შუახნის უცხოპლანეტელი, დადგა თმიანი ანტენის წინ. შემდეგ ყველა ჩასხდნენ “მფრინავ თეფშებში” და გაქრნენ. ქარხანა ისევ ახმურდა. მისი მილ-საცეცები, რომლებიც ამოვიდა ნიადაგიდან, შემდეგ გაემართა ახლოს მყოფი ქარხნისაკენ, რომელსაც ასევე ქონდა მილ-საცეცები, როდესაც მათი მილები შეერთდა, ანასტასიამ მითხრა:
_ხედავ, მათ მისცეს თვთგანადგურების პროგრამა. მისი ყველა დეტალი გადადნობილ იქნება სხვა ქარხნის მიერ და გამოიყენება წარმოებაში.
მე ცოტა შემენანა ქარხანა, რომელშიც დედამიწის მანქანის მოდელი ასე წარუმატებლად შეიქმნა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი.
_ვლადიმირ, გინდა ნახო როგორ ცხოვრობენ ამ პლანეტის მაცხოვრებლები? – მკითხა ანასტასიამ
_კი.
ჩვენ აღმოვჩნდით ამ პლანეტის ერთი ქალაქის თუ დასახლების თავზე. ზემოდან ასე გამოიყურებოდა: მთელი ეს დასახლებული პუნქტი შედგებოდა მრავალი ცილინდრული ფორმის, თანამედროვე ცათამბჯენიბის მსგავსი შენობებით, რომლებიც განლაგებულ იყო წრიულად. ყოველი წრის ცენტრში იყო კონსტრუქცია, რომლებიც რაღაცნაირად დედამიწის ხეებს წააგავდა. მისი მრავალი ფოთოლი_ლოკატორიც კი მწვანე იყო და ანასტასიამ დაადასტურა, რომ ეს ხელოვნური კონსტრუქციები მიწიდან ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს იღებს, რომლებიც სპეციალური მილებით მიეწოდებათ საცხოვრებელში პლანეტის ყველა მაცხოვრებელს. კიდევ ცენტრში არსებული ეს კონსტრუქცია ქმნის პლანეტისათვის საჭირო ატმოსფეროს.
როდესაც ანასტასიამ შემომთავაზა რომელიმე ბინაში შესვლა, მე ვკითხე:
_ იმ თაფლისფერთმიანი უცხოპლანეტელის სახლში შეიძლება, რომელიც ჩემს გაკეთებულ მანქანაში ჩაჯდა?
_კი.
_ის ახლა სახლში უნდა მივიდეს. – ჩვენ აღმოვჩნდით 1-1 ცილინდრული ცათამბჯენის თავზე. ფანჯრები ამ სახლებს არ ჰქონდათ. მომრგვალებული კედლები შეღებილი იყო არამკვეთრი ფერებით კვადრატებად. ყოველი კვადრატის ძირში იღებოდა კარი, როგორც თანამედროვე ფარეხში. დროდადრო კვადრატის ქვედა გაღებული კარიდან ფრინდებოდა მცირე ზომის მფრინავი აპარატი, იმის მსგავსი, როგორიც ქარხანაში იყო. გამოდის, რომ მაღლივი ბინის ყოველი კვადრატის ქვეშ ფარეხია. სახლში არ იყო ლიფტი, კარი. ყოველ ბინას თავისი საკუთარი გასასვლელი აქვს ფარეხიდან. და როგორც შემდეგ გაირკვა, ამ პლანეტის ყველა მაცხოვრებელს ასეთი ბინა აქვს, როდესაც მიაღწევს გარკვეულ ასაკს. თავიდან ბინა არცთუ ისე მომეწონა. როდესაც თაფლისფერთმიან უცხოპლანეტელთან ერთად მის ბინაში აღმოვჩნდით, მე თავდაპირველად გავოცდი მისი სიღარიბით და უბრალოებით. დაახლოებით 30 კვადრატული მეტრის ოთახი სრულიად ცარიელი იყო. გარდა იმისა, რომ არ იყო ფანჯარა და ტიხრები, ამასთანავე არ იყო ავეჯი. გლუვ ნათელ კედელებზე არ იყო არც ნახატი და არანაირი გასაფორმებელი დეტალი.
_მან რა, ახლა მიიღო ეს ბინა? – ვკითხე ანასტასიას.
_არკანი აქ უკვე 20 წელია ცხოვრობს. ყველაფერი აუცილებელი დასვენებისთვის, გართობისთვის და მუშაობისთვის არის მის ბინაში. ეს ყველაფერი ჩამონტაჟებულია კედელში. თავად ნახავ ყველაფერს. და მართლაც, როდესაც ფარეხიდან სახლში შევიდა, ოთახი განათდა მსუბუქი შუქით. არკანი შებრუნდა შემოსასვლელის გვერდითა კედლის მხარეს, ხელი დაადო ზედაპირს და გამოსცა ხმა. კედელზე განათდა კვადრატი, ანასტასია კომენტარს უკეთებდა ოთახში მიმდინარე პროცესებს: „ახლა კომპიუტერი ხელის ხაზებით და თვალის გამოსახულებით მოახდენს ბინის მეპატრონის იდენტიფიკაციას, ახლა მიესალმება და მოახსენებს მისი არ ყოფნის დროს და მისი ფიზიკური მდგომარეობის შემოწმებას. ხედავ, მეორე ხელი პულტს მიადო და ღრმად ჩაისუნთქა, რომ კომპიუტერმა მისი ფიზიკური მდგომარეობა შეამოწმოს. შემოწმება დასრულებულია, ეკრანზე გამოვიდა შეტყობინება რომ საჭიროა საკვების მიღება. და შეკითხვა: _რის გაკეთებას აპირებს მეპატრონე უახლოესი 3 საათის განმავლობაში? ამის ცოდნა აუცილებელია კომპიუტერისათვის, რომ შესაბამისი შემადგენლობის საკვები მოამზადოს, რომ მოახდინოს მისი გონების მაქსიმალური აქტივაცია, შემდეგ კი უნდა დაიძინოს. კომპიუტერი არ ურჩევს აქტიურ გონებრივ სამუშაოს 3 საათის განმავლობაში და სთავაზობს მიიღოს საკვების ეს შემადგენლობა, რომელიც გათვლილია 2 საათის აქტიური მუშაობისათვის. არკანი თანხმდება კომპიუტერის შეთავაზებას. კედელში გაიღო მცირე ნიშა, რომლიდანაც არკანმა აიღო რაღაც მილი, მიიტანა პირთან, დალია თუ შეჭამა მილიდან და შემდეგ წავიდა მოპირდაპირე კედლისაკენ. ნიშა დაიხურა, კედელი კვლავ გლუვი და ერთგვაროვანი გახდა.
_უყურე შენ, ასეთი მოწყობილობებით საჭირო აღარ არის სამზარეულო თავისი ატრიბუტებით – გავიფიქრე მე. არც ჭურჭელის, ავეჯის, დალაგების და არც ცოლის აუცილებლობაა, რომელსაც კარგი კეთება ეხერხება. მაღაზიაში სიარული საჭირო არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობას კომპიუტერი ამოწმებს და რეკომენდაციებსაც აკეთებს, საინტერესოა, რა ეღირებოდა ასეთი კომპიუტერი, ჩვენთან დედამიწაზე რომ გაეკეთებინათ? და ანასტასიას ხმაც გაისმა:
_რაც შეეხება დანახარჯებს, გაცილებით იაფი იქნება ბინების ასეთი მოწყობილობით აღჭურვა, ვიდრე ავეჯით და მრავალი ჭურჭლით საჭმლის მოსამზადებლად. ესენი დედამიწელებზე გაცილებით რაციონალურები არიან, მაგრამ დედამიწაზე არსებობს გაცილებით რაციონალური რამ.
მე არ მივაქციე ყურადღება ანასტასიას ბოლო ფრაზას, მე დამაინტერესა არკანის მომდევნო მოქმედებამ. მან გასცა ბრძანება თავისი ხმით და უცებ კედლიდან გამოვიდა სავარძელი. სავარძელთან ახლოს გაიხსნა კიდევ ერთი ნიშა, რომლიდანაც გამოვიდა მაგიდა რაღაცნაირი ნახევრადგამჭვირვალე დახურული ჭურჭლით, რომელიც ლაბორატორიულ კოლბას წააგავდა. მოპირდაპირე კედელზე განათდა დიდი ეკრანი, 1,5 ან 2 მეტრი დიაგონალით. ეკრანზე ჩანდა სავარძელში მჯდომი ლამაზი ქალბატონი, მას ეცვა გამოყვანილი კომბინიზონი.  ხელში ისეთივე კოლბა ეჭირა, როგორიც არკანს ედო მაგიდაზე. ქალის გამოსახულება ეკრანზე იყო მოცულობითი, ჩვენს ტელევიზორებზე გაცილებით უკეთესი, გეგონებოდა, რომ ის ეკრანზე კი არა ოთახში ზის. როგორც ანასტასიამ ამიხსნა, არკანი და ეს ქალბატონი ქმნიდნენ თავიანთ ბავშვს:
_ამ პლანეტის მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ საკმარისი სიძლიერის გრძნობები და არ შეუძლიათ შევიდნენ სქესობრივ კავშირში, როგორც ადამიანები დედამიწაზე. გარეგნულად მათი სხეული არაფრით განსხვავდება ადამიანის სხეულისაგან, მაგრამ გრძნობების არ არსებობის გამო მათ არ შეძლიათ შთამომავლობის გამრავლება ადამიანების მსგავსად. კოლბებში, რომლებსაც ახლა შენ ხედავ, იმყოფება მათი უჯრედები და ჰორმონები. მამაკაცი და ქალი წარმოიდგენს თუ როგორი უნდათ რომ იყოს მათი შვილი გარეგნულად, ისინი ფიქრით დებენ მასში ინფორმაციას, განიხილავენ მის მომავალ საქმიანობას, ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით სამი წელი დედამიწის კალენდრით. როგორც კი ისინი ჩათვლიან, რომ მათი ბავშვის ფორმირება დასრულდა, სპეციალურ ლაბორატორიაში შეაერთებენ ამ ორ მასას, შექმნიან ბავშვს და სპეციალურ აღსაზრდელ სკოლაში გაზრდიან მას სრულწლოვანებამდე. სრულწლოვანს აძლევენ ბინას და რთავენ რომელიმე სამუშაო ჯგუფში.
არკანი ხან ეკრანზე გამოსახულ ქალს უყურებდა, ხან მის წინ დადებულ ჭურჭელს. უცებ ეკრანი ჩაქრა, მაგრამ უცხოპლანეტელი ისევ სავარძელში იჯდა და უყურებდა მის წინ მდგარ კოლბას. მოპირდაპირე მხარის კედელი აციმციმდა წითელი კვადრატებით. უცხოპლანეტელი შებრუნდა გვერდითა კედლისაკენ, ხელის გულით დაფარა მოციმციმე შუქი, შემდეგ კიდევ უფრო ახლოს მიიტანა თავი კოლბასთან. კედლიდან გამაფრთხილებლად აინთო კვადრატული და სამკუთხედი შუქი. „კომპიუტერის მიერ არკანისათვის გამოყოფილი სიფხიზლის დრო ამოიწურა, ახლა კომპიუტერი დაჟინებით ახსენებს ძილის აუცილებლობას.“ _ამიხსნა ანასტასიამ. შეწყდა შუქის ციმციმი, ოთახში დაიწყო აირის მსგავსმა ორთქლმა დინება. გაისმა ანასტასიას ხმა: „ახლა კომპიუტერი არკანს აირით დააძინებს“. უცხოპლანეტელის თავმა დაიწყო მაგიდაზე დაშვება და შემდეგ დაწვა, თვალები დაეხუჭა. სავარძელმა დაიწყო კედლისაკენ მიწევა, ტრანსფორმირდა ლოგინად, შემდეგ სავარძელ-ლოგინმა დაიწყო რხევა და არკანი დააწვინა მოსახერხებელ მდგომარეობაში, მას ხელში ეჭირა თავისი პატარა ჭურჭელი.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ტექნიკურ სიახლეებზე აღნიშნული ბინიდან და პლანეტიდან. ანასტასიას სიტყვებით, ამ პლანეტაზე მცხოვრებთათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს გარე შეჭრები, უფრო მეტიც თავისი ტექნიკური მიღწევებით ნებისიერი პლანეტის განადგურება შეუძლიათ მთელს კოსმოსში, გარდა დედამიწისა.
_რატომ? ესეიგი ჩვენი რაკეტებს და იარაღს შეუძლიათ მათი მოგერიება?
_დედამიწის რაკეტების მათ არ ეშინიათ, ვლადიმირ. ამ პლანეტის საზოგადოება დიდი ხანია მიხვდა ყველაფერს, თუ რას წარმოადგენს აფეთქებითი გაფართოება და აფეთქებითი შეკუმშვა.
_რას ნიშნავს აფეთქებითი შეკუმშვა?
_დედამიწაზე ცნობილია 2 ან რამოდენიმე ნივთიერება, რომელთა შეერთებითი რეაქციით ხდება გაფართოება და აფეთქება, მაგრამ არის ნივთიერებათა შეერთების სხვაგვარი რეაქციებიც. აირადი ნივთიერება, კილომეტრი და მეტი მოცულობითაც, მომენტალურად შესაძლოა მარცვალად გადაიქცეს და ზემყარი მატერია გახდეს. წარმოიდგინე ყუმბარა ან რაკეტა, რომელიც ჰაერში ფეთქდება, მაგრამ ამავდროულად ფეთქებად გაფართოებით ძალას უპირისპირდება სხვა ძალა, ფეთქებად კუმშვადი ერთდროულად, ამ დროს მხოლოდ ტკაცუნს გაიგებ და ყველაფერი რაც ჰაერში იყო მცირე მარცვალად გადაიქცევა. აირად ღრუბლებს დედამიწის რაკეტებით ვერ გარდავქმნით.
დედამიწის ისტორიაში მათი მხრიდან 2 ჯერ მოხდა თავდასხმა. ახლა ამზადებენ მესამეს. ფიქრობენ რომ ისევ დგება ხელსაყრელი მომენტი.
_ესე იგი მათ ვერანაირად ვერ შევეწინააღმდეგებით, ესე იგი არა გვაქვს დედამიწაზე მათზე უფრო ძლიერი იარაღი.
_იარაღი ადამიანს გააჩნია, მას ეწოდება „ადამიანის ფიქრი“, მაგალითად მარტო მეც კი შემიძლია მათი იარაღის ნახევარი გავანადგურო ფერფლად ვაქციო. ხოლო დამხმარეები თუ გამოჩნდნენ, მთელი იარაღის ლიკვიდაციას მოვახდენთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანთა უმეტესობა და თითქმის დედამიწის მთელი ხელისუფლება მათ შემოჭრას როგორც სასიკეთოს ისე აღიქვამს.
_როგორ შეიძლება ასე მოხდეს, რომ შემოჭრა და დაპყრობა აღიქვა როგორც სასიკეთო?
_ახლა ნახავ. შეხედე ცენტრს და დესანტთა სამზადისს, რომ დაიპყრონ დედამიწის კონტინენტები.
(Visited 1,109 times, 1 visits today)