abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ვეგეტარიანელობა ანუ როცა არ ვკლავთ გამოკვებისთვის

ვეგეტარიანელობა ანუ როცა არ ვკლავთ გამოკვებისთვის

Atman

თუ შევისწავლით მსოფლიოს ისტორიას აღმოვაჩენთ, რომ მრავალი დიდი მეცნიერი, ფილოსოფოსი, მხატვარი, პოეტი თუ რელიგიური მოღვაწე მკაცრი ვეგეტარიანელი იყო. ვეგეტარიანულმა დიეტამ გაანათა მათი გონება და მოთმინების, თანაგრძნობის, სიყვარულისა და არაძალადობის ამაღლებული თვისებები უწყალობა. ბუდა, ზარატუსტრა, აშოკა, აპოლონი, პითაგორე, პლატონი, პლუტარქე, სოკრატე, არისტოტელე, დიოგენე, ოვიდიუსი, ორიგენი, კლიმენტი, ქრიზოსტომი, სვედენბორგი, ისააკ ნიუტონი, ლეონარდო და ვინჩი, რუსო, მილი, ვოლტერი, შელი, უესლი, ანი ბეზანტი, ვაგნერი, კელოკი, აინშტაინი, შეკლი, დრ. უოლერი, ბერნარდ შოუ, ლევ ტოლსტოი, მილტონი, პოუპი – ყველანი ვეგეტარიანელები იყვნენ და ზიზღით იყვნენ განწყობილნი ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენებისადმი.

giving-alms-to-buddhist-monks-getty

september-26-2010-30

ჰარე კრიშნას მოძრაობის ლიდერი, მისი ღვთაებრივი მოწყალება ა. ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა ფართოდ ქადაგებდა ვეგეტარიანობას მსოფლიოში 60-70 წლებში და მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში შემოიტანა სიწმინდე და თანაგრძნობა.
ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩი ჩიტებს ყიდულობდა გალიებით და შემდეგ ანთავისუფლებდა მათ. ის ამბობდა: “თუკი ადამიანი თავისუფლებისკენ ისწრაფვის, მაშინ ფრინველები და ცხოველები რატომ ჰყავს გალიაში გამოკეტილი?.. ადამიანი ჭეშმარიტად ცხოველთა მეფეა, ის ხომ სასტიკად ანადგურებს მათ. ჩვენ სხვების სიკვდილით ვცხოვრობთ. ჩვენ მოსიარულე სასაფლაოები ვართ! ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ვთქვი უარი ხორცზე.”
“ხორცის ჭამა შემზარავია, იგი ხომ გულისხმობს მორალის საწინააღმდეგო საქციელის – მკვლელობის – ჩადენას.  მკვლელობით ადამიანი საჭიროების გარეშე ახშობს საკუთარ თავში უმაღლეს სულიერ თვისებას, სიმპათიას და შებრალებას მისი მსგავსი ცოცხალი არსებებისადმი, და საკუთარი გრძნობების დათრგუნვით, იგი სასტიკი ხდება.” – ლევ ტოლსტოი.
მანამ, სანამ ადამიანები განაგრძობენ ცხოველთა დახოცვას, ისინი ერთმანეთის დახოცვასაც განაგრძობენ. ის, ვინც სიკვდილს და ტკივილს თესავს, ვერ მოიმკის სიხარულსა და სიყვარულს.” – პითაგორე.
“მე ვგრძნობ, რომ სულიერი პროგრესი თავის გარკვეულ სტადიაზე მოითხოვს ჩვენგან, რომ შევწყვიტოთ ჩვენი მცირე ძმების დახოცვა სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.” – განდი.
“ხორცის ჭამა – ეს არამოტივირებული მკვლელობაა.” – ბენჟამენ ფრანკლინი.
“ეჭვიც არ მეპარება, რომ კაცობრიობა განვითარებასთან ერთად უარს იტყვის ცხოველების ჭამაზე.” – ჰენრი დევიდ ტორო.
“ვეგეტარიანული საკვები თავად ბუნებაზე ახდენს გავლენას. თუკი მთელი მსოფლიო მიიღებს ვეგეტარიანობას, ამას შეუძლია კაცობრიობის ბედი შეცვალოს”. – ალბერტ აინშტაინი.
“კვირაობით ვლოცულობთ იმისთვის, რომ დავინახოთ სინათლე,რომელიც გზას გვიჩვენებს. გული გვერევა ომზე, არ გვინდა ვიომოთ. თუმცაღა ხარბათ ვეცემით ხოლმე ლესს.” – ჯორჯ ბერნარდ შოუ.
“სიცოცხლის ყოველგვარი უპატივცემულობა, გულგრილობა, და მისი უაზრო ფლანგვა – ესაა ნაბიჯი სიყვარულისგან სიკვდილისკენ. ეს არჩევანი ადამიანმა ყოველ წუთში უნდა გააკეთოს.” – ერიკ ფრომი.
“სისასტიკე ცხოველებისადმი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს არ უყვარს ღმერთი.” – კარდინალი ჯეიმს გ. ნიუმენი.
“მცენარეული, და არა ცხოველური საკვებია სიცოცხლის შენარჩუნების საფუძველი. საიდუმლო სერობაზე იესო პურს ჭამდა და არა სისხლსა და ხორცს.” – რიხარდ ვაგნერი.
“შეუძლია სიკეთეს ფლობდეს ის, ვინც საკუთარი ხორცის შენარჩუნებისთვის სხვა ცოცხალი არსებების ხორცს ჭამს? მსგავსად მკვლელისა, რომელსაც ხელთ იარაღი უპყრია, იმის ჭკუა, ვინც სიამოვნებით მიირთმევს სხვა არსებათა ხორცს, გულგრილია სათნოების მიმართ”.
“კითხვაზე, თუ რა არის სიკეთე და რა – მისი საპირისპირო, უპასუხე, რომ ეს სიცოცხლის შენარჩუნება და განადგურებაა; ამიტომ ამიტომ არ უნდა იკვებო მკვლელობის შედეგად მოპოვებული ხორცით…” – ტირუკალი.
ხორცით კვება როგორც ომების მიზეზი
ხორცით კვებამ თავისი როლი ითამაშა მრავალ ომში ევროპული კოლონიალური ექსპანსიის დროს. ინდოეთთან და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებთან სანელებლებით ვაჭრობა გაუთავებელი დავების ობიექტი იყო. ევროპელების დიეტა სალაზე – დამარილებულ ხორცზე იყო დაფუძნებული.
იმისთვის, რომ მრავალფეროვანი და მდიდარი გაეხადათ თავიანთი საკვების ერთფეროვანი და არასასიამოვნო გემო, ისინი გულმოდგინედ ყიდულობდნენ სანელებლების დიდ რაოდენობას. სარგებელი იმდენად დიდი იყო, რომ მთავრობა და ვაჭრები სამხედრო ძალის გამოყენებაზეც არ იხევდნენ უკან, ოღონდაც საქონლის მუდმივი მომწოდებელი არ დაეკარგათ. იმის შეგნებამ, რომ ასეთ ვითარებაში ხორცით კვებას პირდაპირ ომებისკენ მიჰყავდა ისინი, აიძულა იმ დროის შედარებით ღრმად მოაზროვნე ადამიანები, რომ ვეგეტარიანელები გამხდარიყვნენ, მსგავსად წარსულის დიდი მოაზროვნეებისა.

“ადამიანს არ მოუქსოვია ცხოვრების ქსელი, იგი მხოლოდ ძაფია მასში. ყველაფერს, რასაც ქსელს უკეთებს, იგი თავისივე თავს უკეთებს. დედამიწისადმი მიყენებული ზიანი მისი შემოქმედისადმი სიძულვილს ნიშნავს”. – ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების ბელადი (1854 წ).
“თუკი ადამიანი განაგდებს ნებისმიერ ღმერთის ქმნილებას თანაგრძნობისა და სიბრალულის თავშესაფარიდან, იცოდე, რომ მაშინ ეს ადამიანი ასევე მოეპყრობა თავის მოყვასსაც”. – წმინდა ფრანცისკო ასიზელი.
“მკვლელობა – ეს სიყვარულის უარყოფაა. მოკვლა ან სხვის მიერ მოკლულის ჭამა – ეს სისასტიკით ტკბობაა. სისასტიკე გულქვებს გვხდის, გვაბრმავებს და ჩვენ უძლურნი ვხდებით დავინახოთ, რომ ისინი, ვისაც ვხოცავთ – ჩვენი ძმები და დები არიან ქმნილებათა ერთიან ოჯახში”. – გ.ლ. რუდი, ავტორი წიგნისა “რატომ უნდა მოვკლათ გამოკვებისთვის?”.
“მე სრულიად ვეთანხმები მათ, ვინც თვლის, რომ საყოველთაო მშვიდობას ვერასოდეს მივაღწევთ, სანამ ჩვენი ყველა ბარბაროსული ჩვევისგან არ განვთავისუფლდებით. მხოლოდ მაშინ იგრძნობს მრავალთა გული სინდისის ხმას, რომელიც ახლა შეუმჩნეველი რჩება, და მსოფლიო თანდათანობით საცხოვრებლად ბედნიერი ადგილი გახდება. მაგრამ რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს, სანამ ადამიანი აქამდე მივა?” – ჰენრი ს. სოლტი (წიგნიდან “70 წელი ველურებს შორის”).
ვეგეტარიანელობა – ესაა ცხოვრების წესი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ წინსვლას ეკონომიკის შენარჩუნებაში, ფიზიკურ კეთილდღეობასა და სულიერ ერთობაში”. – მამა თომას ბერი, ფორდჰამის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი.

“არ ვიყოთ მოძალადენი ადამიანთა მიმართ და ამავე დროს ვიყოთ საბრალო ცხოველთა მკვლელები – ეს სატანას ფილოსოფიაა. ამ ეპოქაში ცხოველებისადმი მუდამ მტრულად არიან განწყობილნი, ამიტომაც საბრალო არსებები გამუდმებით იტანჯებიან. რეაქციები ამ ცხოველთა ტანჯვაზე ადამიანთა საზოგადოებას აწვება, ამიტომაც კაცობრიობა გამუდმებით ცივ ან ცხელ ომებში იმყოფება ადამიანებს შორის, ინდივიდუალურ, კოლექტიურ თუ ნაციონალურ ომებში…
ამ ეპოქაში თანაგრძნობის უნარი პრაქტიკულად ნულამდეა დასული. შედეგად ვიღებთ გამუდმებულ კონფლიქტებს და ომებს ადამიანებსა და ნაციებს შორის. ადამიანებს არ ესმით, რომ ცხოველთა ასეთი უმოწყალო ხოცვის გამო, ისინი თავადვე განწირულნი არიან ომის დიდი სასაკლაოსთვის. ეს განსაკუთრებით თვალნათლივია დასავლურ ქვეყნებში. დასავლეთში სასაკლაოები გაუჩერებლად მუშაობენ, ამიტომაც ყოველ ხუთ ან ათ წელში ხდება ომები, სადაც უამრავი ადამიანი იღუპება, და იღუპებიან უფრო სასტიკად, ვიდრე ცხოველები.
ხანდახან, ომის დროს, სამხედროები თავიანთ მტრებს საკონცენტრაციო ბანაკებში ამყოფებენ და ძალიან სასტიკად კლავენ მათ. ესაა რეაქცია ყასბებისა და მონადირეების მიერ ცხოველთა ხოცვაზე”. – მისი ღვთაებრივი მოწყალება ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი – აჩარია.
“მიუხედავად შთამბეჭდავი პროგრესისა მეცნიერებასა და ტექნიკაში, მსოფლიო იმყოფება კრიზისში, რაც გამოიხატება შეუჩერებელ ძალადობაში ომების, ტერორიზმის, მკვლელობების, ვანდალიზმის, ბავშვების გარყვნის და აბორტების ფორმით. 140-ზე მეტი ომი გაერომ მხოლოდ 1945 წელს დააფიქსირა და მხოლოდ ამერიკაში ყოველწლიურად 20 000 -ზე მეტ ადამიანს კლავენ.
იმდენად, რამდენადაც პრობლემის სოციალური ან პოლიტიკური გზებით გადაჭრის მცდელობები შედეგს არ იძლევიან, შესაძლოა სწორედ ის დროა, რომ ეს საკითხი სხვა ჭრილში განვიხილოთ, კარმის კანონის თვალთახედვით. ურიცხვი ცხოველის უგულო და უხეში მკვლელობა უნდა განვიხილოთ, როგორც ძალადობის ტალღის გამომწვევი მძლავრი მიზეზი.”
“ცხოველებზე ძალადობა არ შეეფერება არც ერთ რელიგიას, რომელიც თანაგრძნობას ქადაგებს”. – მამა პიტერი, ფილოსოფიის პროფესორი, მონახის უნივერსიტეტი, ავსტრალია. ავტორი წიგნისა “ცხოველთა განთავისუფლება”.
ძველი ბერძნები
პლატონიც ნაშრომში “რესპუბლიკა” უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე რეკომენდაციას იძლეოდა ვეგეტარიანულ დიეტაზე, რადგანაც ეს საშუალებას მისცემდა ქვეყანას უფრო გონივრულად გამოეყენებინა სასოფლო-სამეურნეო რესურსები. იგი აფრთხილებდა, რომ თუ ადამიანები ცხოველებს შეჭამდნენ, მაშინ მათ მეტი მიწა დასჭირდებოდათ საძოვრებისთვის, და ქვეყანა, რომლის ტერიტორიაც აქამდე საკმარისი იყო თავის მცხოვრებთა გამოსაკვებად, ძალიან პატარა გახდებოდა მათთვის.
და იგი ეკითხება გლაუკონს: “მაშასადამე ომში მოგვიწევს წასვლა, არა გლაუკონ?” რაზეც გლაუკონი პასუხობს: “უეჭველად. მიწა უხვად იძლევა სუფთა საკების მოსავალს და გთავაზობს ნადიმს, რომელშიც არაა სისხლისღვრა და მკვლელობები. მხოლოდ ცხოველები იკმაყოფილებენ შიმშილს ხორცით და ყველაც არა: ცხენები, რქოსანი პირუტყვი და ცხვრები ბალახით იკვებებიან. სანამ ადამიანები ცხოველებს ხოცავენ, ისინი ერთმანეთსაც დახოცავენ. სიკვდილის და ტკივილის მთესველი ვერ მოიმკის სიყვარულს და სიხარულს”.
პითაგორე, დიოგენეს ბიოგრაფი, მოგვითხრობს, რომ ის მხოლოდ თაფლს და პურს მიირთმევდა დილაობით და უმ ბოსტნეულს საღამოობით. ის ასევე ფულს უხდიდა მეთევზეებს, რომ თავიანთი ნადავლი უკან გაეშვათ ზღვაში.
რომაელები
“შენ მეკითხები, რა მიზეზის გამო იკავებდა თავს პითაგორე ხორცის ჭამისაგან? მე კი გაცილებით უფრო მეტად მაინტერესებს, რა ვითარებაში და გონების რა მდგომარეობაში შეეხო პირველად ადამიანი ბაგეებით სისხლს და მკვდარი არსების ხორცს, მაგიდაზე დადო მკვდარი და ხრწნადი სხეული და საკვები უწოდა იმას, რაც ცოტა ხნით ადრე ყვიროდა, მოძრაობდა და ცოცხლობდა. როგორ შეეძლოთ მის თვალებს გადაეტანათ მკვლელობა, როცა იჭრება ყელი და ტყავი სხეულს შორდება? როგორ აიტანა მისმა ცხვირმა ასეთი სიმყრალე? როგორ მოხდა, რომ სასიკვდილო ჭრილობებიდან წოვდა სითხეს?
ჭეშმარიტად, ჩვენ ლომებს და მგლებს კი არ ვჭამთ თავდაცვისთვის; პირიქით, ჩვენ შევექცევით უწყინარ ცხოველებს, რომლებსაც ბრჭყალები და ეშვები არა აქვთ იმისთვის, რომ დაგვაზიანონ. მცირეოდენი ხორცის ნაჭრის გულისთვის მზის შუქს ვუბნელებთ მათ და ვართმევთ იმ სიცოცხლეს, რომელიც მათთვის იყო გამოყოფილი”.
“თუკი შენ აცხადებ, რომ ბუნებამ ასეთი საკვები გარგუნა, მაშინ ჯერ თავად მოკალი ის, ვის შეჭმასაც აპირებ. მაგრამ ეს მხოლოდ შენი ხელებით გააკეთე, ისე რომ არ გამოიყენო დანა, ხელჯოხი ან ნაჯახი.”  – პლუტარქეს ესსე “ხორცის ჭამის შესახებ”.
ქრისტიანობა
დიდ წინააღმდეგობას მრავალი ქრისტიანისათვის წარმოადგენს იმის რწმენა, რომ თითქოს იესო ხორცს ჭამდა, ასევე მრავალი ადგილი ახალ აღთქმაში, სადაც ხორცია ნახსენები. მაგრამ ორიგინალი ბერძნული ხელნაწერების გულდასმით კვლევის შედეგად ცხადი ხდება, რომ იმ სიტყვების დიდი უმეტესობა, რომლებიც თარგმნილია როგორც “ხორცი” (ესაა სიტყვები “ტროფეე”, “ბრომე” და სხვები), აღნიშნავენ უბრალოდ “საკვებს” ან “საჭმელს” ამ სიტყვის ფართო გაგებით.
lamb-of-godარსად ახალ აღთქმაში არ არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ იესო ხორცს ჭამდა. “ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის”. (ესაია 7. 14-15), ესაიას ეს წინასწარმეტყველება თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ხორცის ჭამა ართმევს ადამიანს კარგის და ცუდის გარჩევის უნარს. ძალიან დამაფიქრებელია, რომ მათეს სახარებაში (1.23) წინასწარმეტყველების მეორე ნაწილი გამოტოვებულია.
იესო ამ სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს: “რომ იცოდეთ რას ნიშნავს: “წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,” აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ” (მათე 12.7). აქ პირდაპირი მხილებაა ცხოველთა ხოცვისა, რადგანაც ეს სიტყვები აღებულია ოსიადან (6.6), სადაც სრული ლექსი ასე ჟღერს: “რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი.” (შემჩნევდით, რომ ციტატის მეორე ნაწილის სიტყვები გამოტოვებულია მათეს სახარებაში (12.7).
მათეს სახარებიდან (3.4) ასევე ვგებულობთ რომ იოანე ნათლისმცემელი არ ჭამდა ხორცს. “… ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური”.
თუ ბიბლიაში არ არის პირდაპირი მოწმობა იმისა, რომ იესო ვეგეტარიანელი იყო, ჩვენ შეგვიძლია ეს დავასკვნათ იმის გამოც, რომ იესოს 12-დან არანაკლებ 7 მოსწავლე არ ჭამდა ხორცს.
ეს შვიდი იყო:
1. პეტრე: “ვისი საკვებიც იყო პური, ზეთისხილი და ბალახები” (კლიმენტი ჰომილიელი XII.6)
2. იაკობი: ეკლესიის მამა ევსებიუსი ახდენს ეგესიპუასის (ჩ.წ.ა. დაახლოებით 160 წელი) ციტირებას: “იაკობი, უფლის ძმა, დაბადებიდან წმინდა იყო. იგი არ სვამდა ღვინოს და არ ჭამდა ცხოველის ხორცს”.
3. თომა: ადრეული ქრისტიანული დოკუმენტების თანახმად იგი “… ატარებდა მხოლოდ კაბას ნებისმიერ ამინდში, რაც ჰქონდა სხვებს აძლევდა და ასევე თავს იკავებდა ხორცის ჭამისა და ღვინის სმისაგან…”. (ჯეიმს ვერნონ ბარტლეტი. “აპოკრიფული ევანგელე”).
4. მათე: “საზრდოობდა მარცვლეულით და თხილით, ხილით და ბოსტნეულით, ისე რომ არ იღებდა ხორცს (კლიმენტი ალექსანდრიელი).
5. მათე, რომელმაც იუდას ადგილი დაიკავა “საქმენი (1.21-26)” კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვებით ისევე იკვებებოდა როგორც მათე.
6 და 7 ანდრია და იუდა. ანდრია, პეტრეს ძმა ხორცით და რწმენაში, და იუდა ბეტსაიდელი, იოანე ნათლისმცემელის თავდაპირველი მიმდევარი, რომელიც ასკეტურ დიეტაშიც მიჰყვებოდა მას.
პავლე ასევე ამბობს:
“საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს… გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა…” (რომაელთა მიმართ 14.20-21), თუმცა მისი სწავლება ნაკლებად კატეგორიულად ჟღერს. გარდა ამ ყველაფრისა არსებობს მრავალი ურყევი მოწმობა, რომლებიც ადრეული ეკლესიის მამებს ეხება.
“რა საძაგლად მოგყავს ქრისტე მაგალითად, როცა შენი ავხორცობის მსახურებისთვის ეპატიჟები მას. მე ვფიქრობ, რომ მან, ვინც აკურთხა არა მაძღრები, არამედ მშივრები და მწყურვალები, ვინც თავისი საქმე მამის საქმის დასრულებად გამოაცხადა, ითხოვდა თავშეკავებას და ასწავლიდა იმ “ხორცისთვის” შრომას, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს გვაძლევს, და სიამოვნების მიღებას ლოცვებით, ისე რომ არ მივიღოთ საკვებად ხორცი, არამედ მხოლოდ პური”. (კვინტიუს სეპტიმიუს ტურტულიანე (ჩ.წ.ა. 155 წელი))
“… ხორცის არაბუნებრივი ჭამა ისეთივე დამაბინძურებელია, როგორც დემონებისადმი წარმართული თაყვანისცემა თავისი მსხვერპლშეწირვებით და უწმინდური ნადიმებით, რომელში მონაწილეობითაც ადამიანი თავად ეშმაკთან ნადიმობს”. – კლიმენტი ჰომილიასი (ჩ.ჭ.A. II საუკუნე).
კლიმენტი ბრძენი, ჰიმნების პირველი ქრტისტიანი ავტორი, ერთ-ერთ მათგანში მოუწოდებს თავის მოძმე ქრისტიანებს: “… ნუ დაიბინძურებთ თქვენს გულებს უდანაშაულო ძროხებისა და ცხვრების მოკვლით”.
“… ბევრად უკეთესია ვიყოთ ბედნიერები, ვიდრე ნება მივცეთ ეშმაკს, რომ ჩვენში იმყოფებოდეს. ბედნიერების მოპოვება კი მხოლოდ სათნოების შენარჩუნებითაა შესაძLებელი. ამიტომ მათე მოციქული მარცვლეულით, კაკლებით და ბოსტნეულით იკვებებოდა და არ ჭამდა ხორცს. ნუთუ არაა საკმარისი საჭმელის მთელი ეს მრავალფეროვნება: ბოსტნეული, ფესვები, ზეთისხილი, ბალახები, რძე, ყველი, ხილი?” (კლიმენტი ალექსანდრიელი).
“… ჩვენ, ქრისტიანთა წინამძღოლები, თავს ვიკავებთ ცხოველთა ხორცისგან, რათა მოვთოკოთ ჩვენი ხორცი. სხვისი ხორცის არაბუნებრივ ჭამას დემონური საწყისი აქვს.”
ასევე ადრეულ ქრისტიანებზე: “ისინი არ ღვრიდნენ სისხლს, არ ჰქონდათ დახვეწილი სამზარეულო, და არ ჰქონდათ დამძიმებული თავები. მათგან არ მოდის საშინელი სუნი და აუტანელი კვამლი არ ბოლავს მათ სამზარეულოებში…” – წმინდა ქრისტოსომოსი (347-404 წ.)
“… რადგანაც ქრისტეა ალფა და ომეგა, მესია, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს, ამიერიდან აღარაა ნებადართული განქორწინება ან ხორცის ჭამა… ამრიგად, მე გეტყვი შენ: თუ გინდა იყო სრულყოფილი, მაშინ არ უნდა დალიო ღვიო და არ უნდა ჭამო ხორცი…” – წმინდა იერონიმე (340-420 წ), რომელმაც მსოფლიოს მისცა ლათინური ბიბლია.
“ორთქლი, რომელიც ხორციდან ამოდის, სულის სინათლეს აბნელებს… შე

უძლებელია სათნოების მოპოვება ხორციანი საკვებით და ნადიმით ტკბობით.” წმინდა ვასილი (320-379 წ.)
მრავალი წარმართული ისტორიული წერილიც გვატყობინებს, რომ ადრეული ქრისტიანები თავს იკავებდნენ ხორცისგან.

პლინეი, ვითანიის გუბერნატორი (სადაც პეტრე ქადაგებდა), აღწერდა მის თანამედროვე ქრისტიანებს იმპერატორ ტროიანესადმი წერილში, როგორც “ხორცის საკვებისაგან თავშეკავების იდეით შეპყრობილებს.”
სენეკა, ფილოსოფოს-სტოიკოსი და ნერონის მრჩეველი (ჩ.წ.ა-მდე 5 წელი) აღწერდა ქრისტიანებს როგორც “… უცხოურ სექტას, რომლის წევრებიც საშიშროებას წარმოადგენდნენ იმპერიისთვის, რადგანაც თავს იკავებდნენ ხორციანი საკვებისაგან…”
იოსებ ფლავიუსი წერდა ძველ ქრისტიანებზე: “… ისინი იკრიბებიან მზის ამოსვლამდე და არ წარმოთქვამენ არც ერთ მიწიერ სიტყვას – მხოლოდ განსაკუთრებულ ლოცვებს… ჯდებიან ერთად საერთო სუფრასთან, რომელზეც მხოლოდ მცენარეული საჭმელია”.

ძველ არამეულ ტექსტებში, რომლებიც აღმოჩენილი და თარგმნილია ე. მ. შეკლის მიერ, მოყვანილია იესოს სიტყვები: “მკვლელი თავის ძმას კლავს… და მოკლულ ცხოველთა ხორცი მის სხეულში მისი საფლავის ქვა გახდება. ამიტომ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: “ის ვინც კლავს, თავის თავს კლავს, და ის, ვინც მოკლულ ცხოველთა ხორცს ჭამს, სიკვდილს ჭამს…
არ მოკლათ არც ადამიანები, არც მხეცები, და არანაირი საკვები, რომელიც ჩვენს პირში შედის… სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, სიკვდილი კი სიკვდილს. ის ვინც კლავს საკვებისთვის, საკუთარ სხეულს კლავს. თქვენი სხეულები იმად იქცევა, რასაც ჭამთ, ისევე როგორც თქვენი სული გახდება ისეთი, როგორიცაა თქვენი ზრახვები” – ე.მ. შეკლი “მსოფლიოს ევანგელე”.
ალბერტ შვეიცერმა თქვა: “ეთიკის სფერო ვრცელდება არა მხოლოდ კაცობრიობაზე, არამედ ცხოველთა სამყაროზეც. ამის მოწმობაა – წმინდა ფრანცისკოს ცხოვრება. ასე რომ უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ ეთიკის ცნება ვრცელდება სიცოცხლის ყველა გამოვლინებაზე. ეს კოსმიური სიყვარულის ეთიკაა, ეს იესოს ეთიკაა, ამჟამად აღიარებული როგორც აზრის აუცილებლობა… მხოლოდ კოსმიურ ეთიკას, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებას მოიცავს, შეუძლია დაგვაკავშIროს სამყაროსთან და ნებასთან, რომელსაც იგი გამოხატავს…”

კარდინალი იოანე ჰენრი ნიუმანი (1801-1890) წერდა: “ცხოველებისადმი სისასტიკე ნიშნავს, რომ ადამიანს არ უყვარს ღმერთი… ისინი ზიანს არ გვაყენებენ და წინააღმდეგობის გაწევაც კი არ შეუძლიათ… ეს რაღაც ამაზრზენია, სატანურია – მოვკლათ ისინი, ვისაც არასოდეს მოუყენებია ზიანი, ვინც თავს ვერ იცავს, ვინც ბოლომდე ჩვენი ძალაუფლების ქვეშ იმყოფება…”
ტოლსტოი თვლიდა, რომ ხორცის წამა ქრისტიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

მისი ღვთაებრივი მოწყალება ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა ამბობს: “… არის მრავალი უწმინდური, რომელიც თავის საკუთარ რელიგიურ პრინციპებს არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ იუდეურ-ქრისტიანულ წმინდა წერილებში ნათლადაა ნათქვამი “არა კლა”, ისინი მაინც ნახულობენ გამართლებას. რელიგიური ლიდერებიც კი ხელს უწყობენ ცხოველთა კვლას, და ამავე დროს სიწმინდეზე აქვთ პრეტენზია. ამ ფარისევლობამ, რომელიც ადამიანთა საზოგადოებაში სუფევს, მრავალი უბედურება მოგვიტანა.”

იუდაიზმი

თქვა ღმერთმა: “აჰა მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო”. – (დაბ. 1.29)
“არა კლა”. (გამოსვლა 20.13)
“არის ხარის დამკვლელი და არის კაცის მკვლელი, ცხვრის შემწირველი და ძაღლის კისრის მოგრეხელი, ძღვენის აღმავლენი და ღორის სისხლის დამღვრელი, გუნდრუკის მკმეველი და კერპის მაკურთხეველი. როგორც თითოეულს თავის გზა აქვს არჩეული და თითოეული სული თავის სიბილწეში პოულობს ნეტარებას.” (ესაია 66.3)

“რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!.. ხელებს რომ აღაპყრობთ თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე”. (ესაია 1. 11-15)
“რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი.” (ოსია 6.6)
ხალხს უთხარი: განიწმინდეთ ხვალისათვის და შეჭამთ ხორცს; რადგან უფლის გასაგონად ტიროდით, ვინ გვაჭმევს ხორცს, რა კარგად ვიყავითო ეგვიპტეში. მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ. არა ერთ დღეს იქნებით მისი მჭამელი, არა ორ დღეს, არა ხუთ დღეს, არა ათ დღეს და არა ოც დღეს, არამედ მთელ ერთ თვეს, ვიდრე ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგზიზღდებათ, რადგან შეიძულეთ უფალი, თქვენს შორის მყოფი, და მოთქვამდით მის წინაშე, რისთვის გამოვდიოდით ეგვიპტიდანო? (რიცხვნი 11. 18-20)
ჯერაც კბილებში ჰქონდათ ხორცი, შეჭმა ვედ მოასწრეს, რომ აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს. (რიცხვნი 11.33).

22

ბიბლიიდან ასევე ვგებულობთ დანიელის ცხოვრების შესახებ, რომელიც ბაბილონში დატყვევებული, უარს ამბობდა ხორცზე, რომელსაც ციხის მცველები აძლევდნენ, და უბრალო ვეგეტარიანულ საკვებს ამჯობინებდა.
ისააკ ბაშევიჩ ზინგერი ამბობს: “როცა ადამიანი ცხოველს კლავს გამოკვების გულისთვის, ის უგულვებელჰყოფს თავის საკუთარ სწრაფვას სამართლიანობისკენ: ადამიანი თანაგრძნობას ითხოვს, მაგრამ სხვებზე არ ავრცელებს მას. მაშ როგორღა შეუძლია ხალხს ღმერთის წყალობის იმედი ჰქონდეს? ქარაფშუტობაა, ელოდო იმას, რაზეც სხვას ეუბნები უარს”.
ფილლიპ ლ. პიკი, საერთაშორისო ებრაული ვეგეტარიანული საზოგადოების პრეზიდენტი ამბობს: “იუდაიზმი დაფუძნებულია თანაგრძნობით აღსავსე ცხოვრებაზე, და იძლევა სრულყოფილ ფილოსოფიას “არა კლა” ჩვენს საკვებთან დაკავშირებით”.
ინდუიზმი

ყველა დიადი ინდუსი წმინდანი და მოაზროვნე, ისეთები როგორებიც იყვნენ კაპილა, ვიასა, პანინი, პატანჯალი, შანკარაჩარია, ჩაიტანია და ა.შ., ყველა სუფი წმინდანი ისლამში, მსოფლიოს ყველა დიადი მოციქული, მაჰატმა ბუდას, ბჰაგავან მაჰავირას, გურუ ნანაკის და მაჰატმა განდის მსგავსნი, რომლებიც ასწავლიდნენ არაძალადობას, მკაცრი ვეგეტარიანელები იყვნენ. ისინი უარყოფდნენ ხორცის ჭამას, რადგანაც ხორცის მიღებით შეუძლებელია სწორად აზროვნება და სულიერად განვითარება. მანუს კანონებში წერია: “ის ვინც ნებართვას იძლევა მკვლელობაზე, ის ვინც კლავს ცხოველს, ვინც ყიდის ხორცს, ვინც ხორცის დარიგების ორგანიზებას ახდენს, ასევე ისინი, ვინც ჭამენ ხორცს, ყველანი მკვლელები არიან და კარმის კანონებით ყველა სასჯელს ექვემდებარება”.

300px-rajasthanthali“თუ ადამიანს ხორცის ჭამის დიდი სურვილი აქვს, მას შეუძლია გამოძერწოს ცხოველი კარაქისგან და ფქვილისგან და შეჭამოს იგი. მაგრამ მან არც კი უნდა განიზრახოს ცოცხალი არსების მოკვლა…” (მანუ 5.37)
“ხორცის მოპოვება შეუძლებელია ცოცხალი არსებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ხოლო ზიანი რომელსაც გრძნობების მქონე არსებას ვაყენებთ, წინააღმდეგობაა ზეციური ნეტარებისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ ერიდეთ ხორცის ჭამას”. (მანუ).
“შეიცნობ რა ხორცის საზიზღარ ბუნებას და ტყვეობისა და მკვლელობის სისასტიკეს, ყოველთვის შეიკავე თავი ხორცის ჭამისგან”, (მანუ)
“ისინი, ვინც არასოდეს აყენებენ სხვებს ზიანს თავისი ქმედებებით, აზრებით და სიტყვებით, რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდნენ, არ მოხვდებიან იამას სამყოფელში. ადამიანი, რომელიც ცოცხალ არსებებს აყენებს ზიანს, ვერ მოხვდება ზეცაში, მიუხედავად იმისა, რომ ვედების ჰიმნებს გალობდა, ძღვენი მოჰქონდა და ასკეზებსა და მსხვერპლშეწირვებს ასრულებდა.”
“ვინც არ უნდა ჭამდეს უმ ან მოხარშულ ხორცს, ან ვინც არ უნდა კლავდეს ნაყოფს მუცელში, ჩვენგან იქნება განადგურებული”. (ათჰარვა ვედა 8.6.23)
გმირი ბჰიშმა ცოდვილებს უწოდებდა მათ, ვინც ხორცის გულისთვის კლავს ცხოველებს. (“ანუშასანა პარვა” “მაჰაბჰარატადან”).
წიგნში “სატიართჰა პრაკაში” მაჰარიში დაიანანდა ამბობს, რომ “… ხორცის ჭამა ადამიანს ძალადობისკენ მიდრეკილს ხდის”.
“არაძალადობა – სათნოების უდიადესი ფორმაა. ზიანის არ მიყენება თავისთავად დიდი მორჩილებაა, თავისთავად დიდი განძია. ასეთია ყველა დიადი ბრძენის აზრი” (პადმა პურანა III. 31-25-28).
“ცხოველების მიმართ, როგორებიცაა ირმები, აქლემები, ვირები, მაიმუნები, თაგვები, გველები, ფრინველები და მწერები საჭიროა მოპყრობა როგორც საკუთარი შვილებისადმი. რა მცირეა სხვაობა ბავშვებსა და უდანაშაულო ცხოველებს შორის!” (შრიმად-ბჰაგავატამი 1.7.37)
დიდი ბრძენი და წმინდანი ჩანაკია პანდიტი ამბობს, რომ ისინი, ვინც ჭამენ ხორცს და სვამენ ღვინოს – არიან ცხოველნი ადამიანის გარეგნობით და ტვირთნი ტანჯული დედამიწისთვის.
“ბჰაგავად-გიტაში” უფალი შრი კრიშნა ამბობს: “მე ვარ თესლის მომცემი ყოველი არსების მამა…” (4.14), “…ვსუფევ ყველას გულში…” (15.15) “… ყველა ცოცხალი არსების ერთადერთი მეგობარი ვარ…” (5.29) “თუ ადამიანი სიყვარულითა და ერთგულებით შემომთავაზებს ფოთოლს, ყვავილს, ნაყოფსა თუ წყალს, მე მადლიერებით მივიღებ ამ შემოწირულს.” (9.26)
მიიღება მხოლოდ სუფთა, ძალადობასთან არ-დაკავშირებული საკვები, და თუკი ერთგული ღმერთისადმი შეწირულ საკვებს ღებულობს, იგი წყალობას ჰპოვებს: “უფლის ერთგულნი არ იტანჯებიან ცოდვათა სიმძიმით, რამეთუ უფლისთვის სამსხვერპლოდ შეთავაზებულ საჭმელს შეექცევიან, სხვები კი, რომლებიც თავისთვის იმზადებენ და საკუთარ წადილს ანებივრებენ, წარწყმენდის უღელს იდგამენ კისერზე.” (“ბჰაგავად-გიტა” 3.13).
“ბჰაგავად-გიტა” საკვების სამ სახეს აღწერს:
1) სატვიური (სათნოებაში მყოფთათვის) საკვები – ესაა ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, რძე, კარაქი და ა.შ. – ასეთი საკვები ახანგრძლივებს სიცოცხლეს, აძლიერებს ინტელექტს, იძლევა ძალას, გვანიჭებს სიამოვნებას, აწყნარებს ჭკუას, აღვიძებს თანაგრძნობას, იწვევს არაძალადობისკენ სწრაფვას, იძლევა უშფოთველობას და იცავს სხეულს, გულსა და ჭკუას ყველანაირი უწმინდურობისაგან;

2) რაჯასული (ვნებაში მყოფთათვის) საკვები მოიცავს ზედმეტად ცხელ, მჟავე, მწარე და მშრალ საკვებს. ეს საკვები ბადებს ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს, ასევე დარდს, ავადმყოფობებს და უსიამოვნებებს;

tumblr_meybx75a8d1ro1o73o1_1280

ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადამ, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელმა აჩარიამ თქვა: “ის, ვისაც კრიშნა უყვარს, მხოლოდ იმას შესთავაზებს, რაც კრიშნას სურს, და არ შესთავაზებს არაფერს არასასურველს. ამიტომ ხორცი, თევზი და კვერცხი არ უნდა შევთავაზოთ კრიშნას… ბოსტნეული, მარცვლეული და ხილი, რძე და წყალი – ესაა შესაფერისი საკვები ადამიანისთვის – იგი თავად უფალმა კრიშნამ გვიწყალობა. ნებისმიერ სხვა საკვებს ვერ შევთავაზებთ, რადგანაც იგი არ ღებულობს მათ”.

3) ტამასური (უმეცრებაში მყოფთათვის) საკვები – გაფუჭებული, ცუდი სუნის მქონე, აყროლებული, უსუფთაო, დამათრობელი და ასევე ხორციანი საკვები ადამიანს სულელური საქციელისკენ უბიძგებს, ბინდავს გონებას და მოაქვს ავადმყოფობები, სიზარმაცე და სხვა უარყოფითი თვისებები.
ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა ამტკიცებს: “მატერიალური მეცნიერების ყველა მიღწევის გამოყენების შემთხვევაშიც კი, ვერავინ შექმნის ცოცხალ არსებას, ამიტომ არავის აქვს უფლება საკუთარი სურვილით მოკლას იგი”. მატერიალური სამყარო უკვე თავისთავად სავსეა წუხილით, ცხოველთა ხოცვის ხელ-შეწყობა კი უფრო და უფრო აბინძურებს მას ომებით, ეპიდემიებით, შიმშილით და სხვა უბედურებებით”.
“ყველა ცოცხალმა არსებამ უნდა მოიხადოს თავისი სასჯელის ვადა მატერიალური სხეულის გარკვეულ ტიპშI. მანამ, სანამ სხვა ტიპის სხეულს მიიღებს, მათ ბოლომდე უნდა დაასრულონ მოცემულ სხეულში არსებობის ვადა.
ცხოველის ან ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსების მკვლელობა ხელს უშლის მისი სიცოცხლის ვადის დასრულებას. ამიტომ არ უნდა დავხოცოთ სხვები საკუთარი სიამოვნებისთვის, რადგანაც ეს ცოდვიან საქმიანობაში ჩაგვითრევს”.

სიქჰიზმი
untitledპრასადი, რომელსაც გურუდვარში არიგებენ, ცალსახად ვეგეტარიანული კერძებისგან შედგება. გურუ ნანაკი მხოლოდ ვეგეტარიანული საკვებით იკვებებოდა. კაბირ საჰიბის სწავლება მოწყალებაზე, არაძალადობასა და ხორცის ჭამის გაკიცხვაზი მისი “ადი გრანთჰას” მრავალ ფურცელზეა.
ყველა საჰიბი გურუ კრძალავდა ძალადობას. და როცა ძალადობა აკრძალულია, ლაპარაკიც არ შეიძლება თევზის, ფრინველის ან სხვაგვარი ხორცის მიღებაზე.
მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ “შირომანი გურუდვარა პრაბჰანდაკის” კომიტეტმა წიგნის ფორმით გამოსცა წესები და მითითებები ყველა გურუსათის. ერთ-ერთი ამ ჰანუმ-ნამიდან ამბობს: “ესაა ბრძანება ჭეშმარიტი ღმერთისა ყველასადმი: მათ თავი უნდა შეიკავონ ჰაშიშისგან (მარიხუანა), თამბაქოსგან, ოპიუმისგან, ალკოჰოლისგან, ხორცისგან, თევზისგან და ხახვისგან, არ უნდა მოიპარონ და არ მიეცნენ გარყვნილებას”. საჭმელი ყველა სიქჰი გურუვარის ლანგარზე მთლიანად ვეგეტარიანულია.

ჯაინიზმი
რელიგიაში, სადაც სადჰუები (წმინდა ადამიანები) ცდილობენ რომ პაწაწინა მწერსაც კი არ მიაყენონ ზიანი სუნთქვის დროს, სადაც ცხოველების დაბმა, გალიაში გამოკეტვა და გადაზიდვაც კი ცოდვად ითვლება, ხორცის ჭამაზე საკითხიც კი არ დგას.

ბუდიზმი

3094029424_fe519b773b

“რათა თავიდან ავიცილოთ ზიანის მიყენება ყველა ცოცხალი არსებისთვის, დაე მოსწავლეებმა თავი შეიკავონ საკვებად ხორცის გამოყენებისაგან. ბრძენების საკვები – ის, რომლითაც სადჰუები (წმინდა ადამიანები) იკვებებიან, არ შეიცავს ხორცს. შესაძლოა მომავალში გამოჩნდებიან ბრიყვები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ნებას ვიძლეოდი ხორცის ჭამაზე და მე თვითონაც ვჭამდი ხორცს, მაგრამ მე არ მიმიცია, არ ვიძლევი და არც მივცემ ნებას არსად და არც ერთ შემთხვევაში. ეს აკრძალულია ყველასათვის.” – უფალი ბუდა.

img_3724“ყველა ცახცახებს ძალადობის წინაშე; ყველას ეშინია სიკვდილის. დააყენე თავი სხვის ადგილას – არ მოკლა და არც სხვისი მკვლელობის მიზეზი გახდე.” დჰამაპადა (130) “მას, ვინც უარი თქვა ძალადობაზე სხვა ცოცხალი არსებების მიმართ, ძლიერების ან სუსტების, მას, ვინც არ კლავს თვითონ და არ უბიძგებს სხვებს მკვლელობისგენ, ასეთ ადამიანს უწოდებენ წმინდანს.” – დჰამაპადა (405).ყვები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ნებას ვიძლეოდი ხორცის ჭამაზე და მე თვითონაც ვჭამდი ხორცს, მაგრამ მე არ მიმიცია, არ ვიძლევი და არც მივცემ ნებას არსად და არც ერთ შემთხვევაში. ეს აკრძალულია ყველასათვის.” – უფალი ბუდა.

“უბრალოდ არ არის აუცილებლობა მოვკლათ ცხოველები იმისთვის, რომ მათით ვიკვებოთ, რადგანაც რამდენი სხვა პროდუქტი არსებობს. შესაძლებელია ცხოვრება ხორცის გარეშეც.” – დალაი ლამა.
“უფალი ბუდას შესახებ ნათქვამია: “სადაია ჰრიდაია დარშინა პაშუ დჰატამ” – მან დაინახა, რომ მთელი სამყარო ჯოჯოხეთისკენ მიექანება. ამიტომ იგი მოგვევლინა, რათა ესწავლებინა აჰიმსა, არაძალადობა, რამეთუ თანაგრძნობით იყო განმსჭვალული როგორც ცხოველთა, ასევე ადამიანთა მიმართ. არც ერთი რელიგია არ იძლევა ცხოველთა ხოცვის უფლებას. ქრისტიანობაშც ნათქვამია: “არა კლა”. ასე როპმ ცხოველთა ხოცვა ყველგან აკრძალულია. არც ერთი რელიგია არ უშვებს ცხოველთა კვლას, თუკი ამას აუცილებლობა არ მოითხოვს. თუმცაღა ეს ყველასთვის სულერთია. ცხოველთა ხოცვას განაგრძობენ, და კაცობრიობას ამაზე პასუხისგება უწევს. ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ომია. ასეთია საფასური.” – მისი ღვთაებრივი მოწყალება ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, მოძრაობა ჰარე კრიშნას დამფუძნებელი.
კონფუციანიზმი
კონფუციმ დაწერა კანონი, რომელიც ჩინეთში ოქროს წესადაა ცნობილი “არ გაუკეთო სხვას ის, რაც შენი საკუთარი თავისთვის არ გინდა” – ერთ-ერთი უძველესი აფორიზმი, რომელიც ქრისტიანულმა ფილოსოფიამ მიიღო, და სადაც მრავალი მცნება ამ ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული.
დაოიზმი
cowლაო ძიმ დაოიზმის არსი თავის ტრაქტატში “დაო-დე-ძინი” გადმოსცა. იგი ამბობს, რომ სრულყოფის მიღწევისთვის საჭიროა მთელი არსებულის ერთიანობის შეცნობა. ჩვენ “ერთიანნი უნდა ვიყოთ დაოსთან” (დაო – კანონი, რომელსაც ყველაფერი არსებული ემორჩილება) – ჰარმონიაში უნდა ვიყოთ სიცოცხლესთან.”
“ჩვე არ შეგვიძლიათ ცალკე დავაყენოთ თავი მათგან, ვისაც “მდაბალ” ცხოველებს ვუწოდებთ. ისინი ჩვენზე დაბლა დგანან ევოლუციის საფეხურით, მაგრამ ისინიც და ჩვენც – ერთიანი ოჯახის წევრები ვართ. ჩვენ არ გვაქვს უფლება სიცოცხლე წავართვათ არც ერთ არსებას. არც ერთ ვითარებაში არ გვაქვს უფლება, რომ წავართვათ ის, რისი მიცემაც თავად არ შეგვიძLია. და რადგანაც არ შეგვიძლია, რომ მოკლული არსება კვლავ გავაცოცხლოთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება სიცოცხლე წავართვათ მას” – ჯ.პ. ვასვანი: “რატომ უნდა მოვკლათ კვებისთვის?”

ისლამი

“არ არსებობს ცხოველი მიწაზე ან ფრინველი ცაში, რომელიც ადამიანთა მსგავსად არ გგავდეს შენ.” ყურანი, სურა 6, ლექსი 38
“მან (ალაჰმა) უბრძანა ხორბალს, ფინიკს, ყურძენს და ყველა ნაყოფს, რომ თქვენთვის გაზრდილიყვნენ. ჭეშმარიტად ამაშია ნიშანი გონიერი ადამიანებისთვის.” – ყურანი, სურა 16, ლექსი 11.

“და მათი ნიშანია მკვდარი მიწა, რომელიც გავაცოცხლეთ და ამოვიყვანეთ მისგან მარცვალი და მისგან პურდებიან. და მოვაწყვეთ იქ წალკოტები ფინიკისა და ყურძნისა და წამოვხეთქეთ მასში წყაროსთვალნი. რათა ჭამონ მის ნაყოფთაგან და ის, რაც მათმა ხელებმა მოიწია. განა არ არიან მადლიერნი?” სურა 36. 33-35.
“ის ვინც კეთილია მდაბალი ცხოველებისადმი, კეთილია საკუთარი თავისადმიც… ის ვინც იწყალებს თავად ბეღურასაც კი, საკუთარ თავს იწყალებს. ალაჰი მოწყალე იქნება მის მიმართ განსასჯელის დღეს.” – მოციქული მუჰამედი.
ყველა დიადი მუსულმანი სუფი დიდ ყურადღებას უთმობდა ამაღლებულ ცხოვრებას, განდეგილობას და თანაგრძნობას. ისინი უბრალო საჭმელს ჭამდნენ და თავს იკავებდნენ ხორცისგან. შეიხი ისმაილი, ჰოჯა მოინუდინ ისტი, ჰაზრათ ნიზამუდინ აულია, ბუ ალი კვილადასა, შაჰი ინაიატი, მირ დადი, შაჰი აბდულ კარიმი – ყველანი სუფი წმინდანები იყვნენ და მათი გზა იყო სათნო ცხოვრება, თვითკონტროლი, სიყვარული და სიკეთე ყველას მიმართ და ასევე ვეგეტარიანელობა. ისინი ამბობდნენ, რომ ვისაც უნდა მარადიული ცხოვრება ზეცაში, უნდა ავლენდეს თანაგრძნობას და უყვარდეს ღმერთის მიერ ყველა შექმნილი არსება.
ცნობილი წმინდანი მირ დადი ამბობდა, რომ მას, ვინც ჭამს ვინმეს ხორცს, საზღაურის სახით თავისივე ხორცის ჭამა მოუწევს. ის ვინც ძვლებს უმტვრევს სხვა ცოცხალ არსებას, თვითონ დაიმტვრევს ძვლებს. ყოველი დაღვრილი სისხლის წვეთი მისი საკუთარი სისხლით ანაზღაურდება. ასეთია მარადიული კანონი.
დიადი წმინდანი შარმადი აძაგებდა ხორცის ჭამას და ამბობდა, რომ სიცოცხლის შუქი, ლითონებში მძინარე და მცენარეებში მთვლემარე, ცხოველებში იღვიძებს და ბოლომდე ფხიზლდება ადამიანში.
კაბირი მიმართავდა მუსულმანებს და ამბობდა, რომ მარხვაც კი უსარგებლოა, თუკი ასეთის ენა გემრიელი კერძის გულისათვის სხვების მოკვლის ბრძანებებს იძლევა. ალაჰს ეს არ მოსწონს.
ლონდონის მეჩეთის იმამი ალ-ჰაზიფ ბ.ა. მასრი თავის წიგნში “ისლამის შეხედულება ცხოველებზე” თავის მწუხარებას გამოხატავს ცხოველებისადმი სისასტიკის გამოვლენის და რელიგიოუს სახელით მათი მკვლელობის გამო. აციტირებს რა წმინდა ყურანს და მუჰამედის სწავლებას, იგი ცხოველთა კვლას და ფრინველთა გალიაში გამოკეტვას ცოდვას უწოდებს. იგი ამბობს, რომ ისლამი ხეების მოკვლასაც კრძალავს. იმამი მაზრი თვითონ ვეგეტარიანელია და სხვებსაც მოუწოდებს ვეგეტარიანელობის მიღებისკენ.
ამ წიგნის ავტორები ეთანხმებიან პიტერ სინგერს, სასულიერო უნივერსიტეტის (ავსტრალია) ფილოსოფიის პროფესორს, ავტორს წიგნისა “ცხოველთა განთავისუფლება”: “ცხოველებისადმი ძალადობა უბრალოდ შეუთავსებელია რელიგიასთან, რომელიც თანაგრძნობას ქადაგებს”.

განვიხილოთ შემდეგი სტატისტიკა: სოიოს ყანის 1000 აკრს 460 კგ საკვები ცილა მოაქვს. ბრინჯის ყანის 1000 აკრს მოაქვს 40 კგ საკვები ცილა. 1000 აკრ ხორბლის ყანას – 430 კგ საკვები ცილა.
დაფიქრდით: სოიოს, სიმინდის ან ხორბლის ამ 1000 აკრს, რომელიც საქონლის საჭმელად გამოიყენება, მხოლოდ 50 კგ საკვები პროტეინ მოაქვს. ამ და სხვა კვლევებმა დამაფიქრებელ დასკვნამდე მიგვიყვანა: ხორცით კვება უშუალოდაა დაკავშირებული საკვების უკმარისობასთან.
ჯინ მეიერმა, სპეციალისტმა კვების დარგში ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოითვალა, რომ ხორცის წარმოების თუნდაც 10%-ით შემცირება საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ გამონთავისუფლებული ხორბლეულით 60 მილიონი ადამიანი დაეპურებინათ.
მიწის, წყლის და სხვა რესურსების დანახარჯებით ხორცი – ყველაზე ძვირი და არაეფექტური საკვებია, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მხოლოდ სულ რაღაც 10% იმ პროტეინისა და კალორიებისა, რომელსაც მარცვლეული შეიცავს და რომელიც საქონლის საჭმელად იხარჯება, გვიბრუნდება ხორცის სახით. ამასთან ასიათასობით აკრი მიწა, რომლის დამუშავებაც შეიძლება, საქონლის საძოვრადაა ქცეული.
ერთი აკრი, რომელიც საქონლის საკვები კულტურების მისაღებად გამოიყენება, იძლევა დაახლოებით 400 გ პროტეინს. იგივე ერთი აკრი, სოიოთი დათესილი, 7 კგ პროტეინს მოგვცემს. ამგვარად, ცხოველების მოშენება ხორცის გულისთვის – ეს ბუნებრივი რესურსების უზარმაზარი და უაზრო ხარჯვაა.
“იმისთვის, რომ ხორბლის ერთი ფუნტი გავზარდოთ, საჭიროა 60 ფუნტამდე წყალი, მაშIნ როცა იგივე ფუნტი ხორცისთვის 2500-დან 6000 ფუნტამდე წყალია საჭირო”. – ტომი და ენი ერლიხები “მოსახლეობა, რესურსები და გარემო”.
“იმისთვის რომ მივიღოთ 1 კგ ცხოველური ცილა, ცხოველს უნდა ვაჭამოთ 7-8 კგ მცენარეული ცილა. ასევე იმისათვის, რომ წარმოვქმნათ ერთი კალორია ხორცში, საჭიროა დავხარჯოთ 7 კალორია მცენარეული საკვები. ციფრები, რომლებიც სოფლის მეურნეუბის ამერიკული დეპარტამენტის მიერაა მოყვანილი, აჩვენებენ, რომ ერთი საშუალო ზომის ცხოველის გამოზრდისთვის საჭირო მიწის ფართობი საკმარისია, რათა უზრუნველვყოთ საკვებით 5 საშუალოსტატისტიკური ოჯახი”. – გოპინათჰა აგარვალი “ვეგეტარიანელობა ან ხორცით კვება: არჩევანი თქვენზეა”.
თუ ძროხა 10 კგ რძეს იძლევა დღე-ღამეში, წელიწადში ეს შეადგენს 3000 კგ-ს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ 6000 ადამიანი დააკმაყოფილოს. იმ 15 წელში, სანამ ძროხა იწველება, მისი რძე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ერთხელ დააკმაყოფილოს 90 000 ადამიანი. მაგრამ თუ იგივე ძროხას დავკლავთ და მის ხორცს საჭმელად გამოვიყენებთ, ამ ხორცით 100 ადამიანსაც კი ვერ დავაპურებთ”. – გოპინათჰა აგარვალი “ვეგეტარიანელობა ან ხორცით კვება: არჩევანი თქვენზეა”.
საშუალო ამერიკელი ყოველწლიურად დაახლოებით 120 კგ ხორცს მოიხმარს, და იმისთვის, რომ ხორცის ეს რაოდენობა მივიღოთ, საჭიროა საქონელს 1000 კგ მარცვლეული ვაჭამოთ. თუკი ამერიკელები იგივე მარცვლეულით უშუალოდ გამოიკვებებიან, მაშინ მთელი წლის განმავლობაში მინიმუმ 8 ადამიანი დაპურდება.
პროფესორმა ჯორჯ ბორგსგორმა აჩვენა, რომ მარცვლეულის ის რაოდენობა, რომელიც საქონლის გამოსაკვებად მხოლოდ აშშ-ში გამოიყეება, საკმარისია, რათა მხოფლიოს მოსახლეობის ნახევარი დააპუროს.
“მარცვლეულის, ბოსტნეულის და პარკოსნების დიეტა 20-ჯერ მეტ ადამიანს გამოკვებავს, ვიდრე ხორციანი დიეტა. ახლა კი ვითარება ასეთია, რომ ამერიკის სასოფლო-სამეურნეო მიწების ნახევარი საქონლის საკვების მოსაყვანად გამოიყენება.” – აარონ ალტშული, “ცილები, ქიმია და პოლიტიკა”.
“კვლევებმა აჩვენა, რომ დახარჯული ხორბლის ყოველ 16 ფუნტზე მხოლოდ 1 ფუნტ ხორცს ვღებულობთ.” – აშშ-ს კონგრესის ეკონომიკური კვლევების სამსახური.
“მდიდრების მიერ ხორცის გადაჭარბებული მოხმარება განაპირობებს შიმშილობას ღარიბებისთვის”. –სოფლის მეურნეობის ეკონომისტის რენე დიუპონის მოხსენება. საფრანგეთის ნაციონალური ინსტიტუტი, გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე კვების პრობლემის საკითხებთან დაკავშირებით.

ხორცისმჭამელობა ნიშნავს:
1. საკმაოდ მაღალი ცნობიერების დონის მქონე მილიონობით არსების ყოველდღიურ და უაზრო ხოცვას, საშინელი სასაკლაოები, ყელის გამოჭრა და თავის მოჭრა ჯოჯოხეთად აქცევენ დედამიწას უფრო მაღალგანვითარებული არსებებისთვისაც. კუჭი იქცევა ცხოველების სასაფლაოდ, რომელშიც ნაწილობრივ კრემირებულ ცხოველთა ნაწილებს მარხავენ ნაცვლად იმისა, რომ ჯანმრთელი საკვები მისცენ მას.
2. მათ ეგოისტურ სიხარბეს, ვინც მათთვის სპეციალურად მოკლული ცხოველებით იკვებება, ჯანსაღ აზრს აკარგვინებს მათ. ცხოველთა უაზრო ხოცვა – ეს ეგოიზმის უმაღლესი გამოვლინებაა.
3. დეგრადაციას სისასტიკემდე მათში, ვისი სამუშაოც ცხოველთა ხოცვაში მდგომარეობს და ამას აკეთებენ მათთვის, ვინც თავისი ჭკუა და გულები დაახშეს იმ ფაქტის გაცნობიერებისგან, რომ ისინი იმ არსებების ორგანოებს და კუნთებს ჭამენ, ვინც ოდესღაც გამოსცადა დაბადება, დედობრივი სიყვარული, და რომლებიც დღემდე დატკბებოდნენ სიცოცხლით, რომ არ მოეკლათ და ნაწილ-ნაწილ დაეჭრათ.
4. ადამიანის სისხლი იწამლება ლპობის პროდუქტების შეწოვის შედეგად სისტემაში, რომელიც სპეციალურადაა განკუთვნილი ფერმენტაციული მეტაბოლიზმისთვის, რაც სხვა სასიცოცხლო ფუნქციებს აზიანებს.
5. სხვადასხვა ავადმყოფობების გავრცელებას თავისთავად მივყავართ სამკურნალწამლო თერაპიამდე, რაც ისევ ცხოველთა ტანჯვას ნიშნავს, რომლებზეც საშინელ ექსპერიმენტებს ატარებენ.
6. მსოფლიო ეკონომიკის დაცემას იმის გამო, რომ ნაყოფიერი მიწები ვეღარ დააპურებენ ხორცის მჭამელებს. მათ, ვინც ხორცს ჭამენ, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღატაკი ცხოვრებისთვის წირავენ მსოფლიოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ ადამიანებს. ეს ისევე უეჭველად მიგვიყვანს ომამდე, როგორც საომარი შემოტევა.
7. ყველა ცოცხალი არსება კარგავს უფლებას თვითგანვითარებაზე.
– გ.ლ. რუდის წიგნიდან “რატომ უნდა მოვკლათ გამოკვებისათვის?”
“ცხოველთა დახოცვის წინ არ ტარდება ადეკვატური კვლევები იმ ავადმყოფობებზე, რომლებიც შესაძლოა მათში იყოს და ამგვარად ეს ავადმყოფობები მათ ორგანიზმში გადადის, ვინც ამ ხორცით იკვებება. გარდა ამისა მთელი ეს დამთრგუნველი ატმოსფერო სისასტიკისა, რომელშიც ცხოველს კლავებნ, იწვევს შიშს, დაძაბულობას და რისხვას, რაც მათ ხორცს შხამიანად აქცევს. ასეთი მოწამლული ხორცის გამოყენებას გარდაუვალ ავადმყოფობებამდე მივყავართ, და სრულდება ის წყევლა, რომელსაც მოკლული ცხოველი ადამიანს უსურვებს: “შენ მკლავ მე, და მეც მოგკლავ შენ…”.

ბიოლოგის თვალთახედვით:
“დოქტორმა ალენ უოკერმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან (აშშ) აღმოაჩინა, რომ მიკროსკოპულ დონეზე ადამიანის კბილები იმ ცხოველების კბილებს ჰგავს, რომლებიც ხილით იკვებებიან, და არა ხორცისმჭამელთა კბილებს”. – ჯეინ ბორდი “წიგნი კვების შესახებ”, ნოემბერი 1981 წ.
ხორცისმჭამელები    ბალახისმჭამელები    ადამიანი
გააჩნიათ ბრჭყალები, სითხეს ფილტვების მეშვეობით აორთქლებენ    არ გააჩნიათ ბრჭყალები, სითხეს კანის ფორების მეშვეობით აორთქლებენ    არ გააჩნიათ ბრჭყალები, სითხეს კანის ფორების მეშვეობით აორთქლებენ
გააჩნიათ ბასრი ეშვები ნადავლის გასაგლეჯად, საღეჭი აპარატი არაა კარგად განვითარებული    არ გააჩნიათ ბასრი ეშვები, კარგადაა განვითარებული საღეჭი აპარატი    არ გააჩნიათ ბასრი ეშვები, კარგადაა განვითარებული საღეჭი აპარატი
ნაწლავი სხეულზე 3-ჯერ გრძელია, რათა უზრუნველყოს ხრწნადი ხორცის სწრაფი გავლა ნაწლავის ტრაქტში    ნაწლავი სხეულზე 10-12-ჯერ გრძელია    ნაწლავი სხეულზე 10-12-ჯერ გრძელია
მარილმჟავას მაღალი შემცველობა კუჭის წვენში აუცილებელია ხორცის გადასამუშაბებლად    მარილმჟავას შემცველობა კუჭის წვენში 20-ჯერ დაბალია, ვიდრე ხორცისმჭამელებში    მარილმჟავას შემცველობა კუჭის წვენში 20-ჯერ დაბალია, ვიდრე ხორცისმჭამელებში

“ხორცისმჭამელებს ბასრი ბრჭყალები და ეშვები აქვთ, რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ ადვილად გაგლიჯონ ნადავლი. ბალახისმჭამელთა კბილები კი უფრო ბრტყელია, მა თარ აქვთ მახვილი ბრჭყალები, მათი თათები ხილის შეგროვებისთვისაა განკუთვნილი…”
“ხორცისმჭამელთა ქვედა ყბა მოძრაობას მხოლოდ ზემო და ქვემო მიმართულებით ანხორციელებენ. ისინი დაუღეჭავად ყლაპავენ საჭმელს. ბალახისმჭამელთა ეშვები კი მოძრაობენ ზემოთ, ქვემოთ, მარეჯვნივ და მარცხნივ, ანუ ყველა მიმართულებით. ისინი ყლაპავენ საჭმელს დაღეჭვის შემდეგ…”
“ხორცისმჭამელთა ენა ძალიან ხეშეშია. წყალი რომ დალიონ, გარეთ ჰყოფენ ენას. ვეგეტარიანელი ცხოველების ენა კი საკმაოდ რბილია. და წყლის დალევის დროს უფრო მეტად იყენებენ ტუჩებს, ვიდრე ენას…”
“ხორცისმჭამელთა ნაწლავი თითქმის ტოლია მათი სხეულისა და თითქმის 6-ჯერ აღემატება მათი ტორსის მოცულობას. მოკლე ნაწლავის მეშვეობით მათ შეუძლიათ განდევნონ ორგანიზმიდან ხორცი მანამ, სანამ იგი ხრწნას დაიწყებს და შხამიან თვისებებს შეიძენს. ბალახისმჭამელებს ნაწლავი სხეულზე 4-ჯერ გრძელი და ტორსის მოცულობაზე 12-ჯერ მეტი აქვთ. და მა თარ შეუძლიათ სწრაფად გამოდევნონ  ხორციანი საკვები.” – გოპინათჰა აგარვალი. “ვეგეტარიანელობა ან ხორცით კვება: არჩევანი თქვენზეა”.

ექიმების მოწმობა:
გულსისხლძარღვთა დაავადებები:
გულის დაავადებების 90%-დან 97%-მდე შემთხვევები, რომლებიც აშშ-ში სიკვდილიანობის ნახევარზე მეტის მიზეზია, შეგვეძლო ვეგეტარიანული დიეტით აგვეცილებინა თავიდან. – ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალი, 1961 წ.
“გულის დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის ძირითადი მიზეზი სისხლძრღვების შიგა კედლებზე ქოლესტერინის დაგროვებაა.
კვერცხი – ქოლესტერინის ძირითადი წყაროა, შემდეგ მოდის ხორცი, შემდეგ კი რძის ცხიმი. დღეში ორი კვერცხის მოხმარება იმაზე 2-2.5-ჯერ მეტ ქოლესტერინს აძლევს ადამიანს, ვიდრე საჭიროა”. “კვების სტანდარტული მეთოდების და კორონარული დაავადებების გულდასმით კვლევები ნათლად მოწმობენ, რომ ცხიმებით ძალიან დატვირთული დიეტა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გულის კორონარული დაავადებების მაღალი ალბათობის მხრივ”. – კარდიოლოგთა ამერიკული ასოციაცია.
კიბო და ავთვისებიანი სიმსივნეები:
“მრავალი კვლევებით დადასტურებული კავშირი მსხვილი ნაწლავის კიბოსა და ხორცის ჭამას შორის ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი არ არის განკუთვნილი ხორცის მონელებისთვის.” – მაიკლ ჯეიჰილი
…”ავსტრალიაში, რომელიც ლიდერია ხორცის მოხმარების მხრივ, და სადაც ძროხის ხორცის მოხმარება წელიწადში 130 კგ-ს აღწევს ერთ ადამიანზე, მსხვილი ნაწლავის კიბოს პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.” – წიგნი “ვეგეტარიანელობის მნიშვნელობა”.
ათეროსკლეროზი:
“ათეროსკლეროზი – ესაა არტერიის დაცობა ჩვენს საკვებში ცხიმების, ქოლესტერინისა და კალორიების სიჭარბის გამო. ხორცი და კვერცხი მდიდარია ამ ფაქტორებით, მაშინ როცა ვეგეტარიანულ საკვებში ისინი უკიდურესად ნაკლები რაოდენობითაა. ხილსა და ბოსტნეულში კი თითქმის არაა. შედეგად ვეგეტარიანელები არ ხდებიან ათეროსკლეროზის მსხვერპლნი”. – წიგნი “ვეგეტარიანული კვების სამედიცინო საფუძვლები”.
პოდაგრა:
ხორციანი საკვები ორგანიზმში შარდის მჟავას შემცველობას ზრდის, ხელს უწყობს მის დაგროვებას სახსრებში და იწვევს პოდაგრას და ართრიტის სხვა ტიპების ჩამოყალიბებას. შემჩნეულ იქნა, რომ თუ პაციენტი უარს ამბობს ხორცზე, კვერცხზე, ჩაიზე, ყავაზე, მაშინ მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

ინფექციები:
“მხოლოდ აშშ-ში ყოველდღიურად რეგისტრირდება დაავადებული კვერცხის და ხორცის გამოყენების 40 ათას შემთხვევაზე მეტი.” – ჟურნალი “აჰიმსა სანდეში”, 1989 წლის ივლისი.
საჭმლის მონელება:
“არავეგეტარიანელები როგორც წესი მიდრეკილნი არიან შეკრულობისკენ, რასაც თავისთავად მივყავართ სხვა დაავადებებამდე”. – “აჰიმსა სანდეში”.
ფსიქიკური ჯანმრთელობა:
“მკვლევარები გვალბორიდან ჯასურაჯ სინჰი და ჩ.კ. დევისი იკვლევდნენ 400 პატიმარს ილიმორის ციხეში. კვლევამ აჩვენა, რომ 250 არავეგეტარიანელი პატიმრიდან 85 აგრესიული და სკანდალური იყო, მაშინ როცა 150 ვეგეტარიანელიდან – 90% მშვიდი და კომუნიკაბელური გახლდათ”. – გოპინათჰა აგარვალი “ვეგეტარიანელობა და ხორციანი საკვები: არჩევანი თქვენზეა”.
“საერთო ჯამში აზროვნებისთვის ოპტიმალურს წარმოადგენს მსუბუქი დიეტა ხორცის გარეშე, რომელიც შეიცავს საღ ვიტამინებსა და ორგანულ კომპონენტებს, როგორიცაა კალციუმის ფოსფატი”. – ი.რ. როსტი, წიგნი “ცნობიერების ბუნება”.
და ასევე
დღეგრძელობა:
“90-დან 110 წლის ასაკამდე ჰანზას ტომის ხალხში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათი დღეგრძელობა და უბადლო ჯანმრთელობა ვეგეტარიანელობით იყო განპირობებული”. – ჟურნალი “აჰიმსა სანდეში”, 1989 წლის ივნისი.
კარგი ჯანმრთელობა:
“მარცვლეული და ბოსტნეული, რძე, ყველი, ნაღების ან მცენარეული კარაქი წარმოადგენენ ყველაზე სასარგებლო, ყველაზე სრულფასოვან, ყველაზე მკვებავ და ყველაზე მატონიზირებელ დიეტას. ვერავინ გაბედავს ამტკიცოს, რომ წესი ითხოვს მოკლული ხორცის ჭამას” – ადამ სმიტი, “ნაციის სიმდიდრე”.
ახალგაზრდობა:
ერთხელ Bერნარდ შოუს ჰკითხეს, როგორ შეეძლო რომ ასე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს? “არა, უპასუხა შოუმ. – მე ჩემი ასაკის შესაბამისად გამოვიყურები. სხვები გამოიყურებიან უფრო ხანდაზმულად, ვიდრე სინამდვილეში არიან. სხვას რას უნდა ველოდეთ მათგან, ვინც გვამეით იკვებება?”
ძალა და კარგი განწყობა
“დიეტა, რომელიც მარცვლეულისგან, რძის პროდუქტებისგან და მწვანე ბოსტნეულისგან შედგება, იძლევა არა მხოლოდ ორგანიზმისთვის საკმარის ცილებს, არამედ შეიცავს ყველაფერ აუცილებელსაც ჯანმრთელობის, ძალის და კარგი განწყობის შენარჩუნებისთვის.” – სერ რობერტ მაკირისონი.
სისუფთავე და ბედნიერება:
“მე ღრმად მჯერა, რომ ვეგეტარიანელთა საზოგადოება – ესაა საფუძველი, რომელზეც მთელი ის დანარჩენი საზოგადოება უნდა ეფუძნებოდეს, რომლებიც სისუფთავისთვის, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ბედნიერებისთვის იბრძვიან. მე ვთვლი, რომ ვეგეტარიანელთა საზოგადოება ჩვენი ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებაა. მასში ჭეშმარიტი ცივილიზაციის საწყისს ვხედავ.” – დოქტორი ანა კინსვორდი.
“არც ერთი ფსიქოლოგი არ იკამათებს იმასთან, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანი ვეგეტარიანულ დიეტაზე უნდა იყოს”. – დოქტორი სპენსერ ტომპსონი.
მისი ღვთაებრივი მოწყალება ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელი: “კაცობრიობის კეთილდღეობა დამოკიდებულია ბუნების ძღვენზე და არა გიგანტურ ინდუსტრიალურ კომპანიებზე. ეს კომპანიები უღმერთო ცივილიზაციის მიერაა შობილი და ადამიანური ცხოვრების კეთილი მიზნების ნგრევის მიზეზებს წარმოადგენენ.
ასეთი ინდუსტრიის ზრდასთან ერთად გაიზრდება უმრავლესობა ადამიანთა წუხილი მაშინ, როცა ექსპლუატატორების მცირე ნაწილი ფუფუნებით იცხოვრებს. ბუნების ძღვენები – მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, მდინარეები, ძვირფასი ქვებითა და მინერალებით სავსე მთები, ზღვები, მარგალიტები, უზენაესის ნებით გვეძლევა, მისი სურვილის თანახმად.
მატერიალური ბუნება ზოგჯერ ჭარბად გვაძლევს მათ, ზოგჯერ კი საერთოდ არ გვაძლევს. ბუნების კანონი ასეთია, რომ ადამიანს შეუძLია გამოიყებნოს ეს ღვთაებრივი საჩუქრები და გაიხაროს ისე, რომ არ ჰქონდეს პრეტენზია მატერიალურ ბუნებაზე ბატონობისა. როცა ვცდილობთ ტკბობის მიზნით მატერიალური ბუნების ექსპლუატაცია მოვახდინოთ, შესაბამისად ასეთი ქმედებების რეაქციებში ვიხლართებით.
თუ თქვენ საკმარისი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და ბალახები გაქვთ, ნუთუ საჭიროა სასაკლაოების აშენება და საწყალი ცხოველების ხოცვა? ადამიანისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას ცხოველების მოკვლა, რადგანაც მას საკმარისად აქვს საკვები მარცვლეულის და ბოსტნეულის სახით.
მთები ბადებენ მინერალებს, ოკეანე კი ძვირფას ქვებს. თუ ადამიანთა ცივილიზაციას საკმარისი მარცვლეული, მინერალები, ძვირფასი ქვები, წყალი, რძე და ა.შ. აქვს, რატომღა ცდილობს ააშენოს ასეთი საშინელი ინდუსტრიული წარმოებები საწყალი მუშების შრომის ხარჯზე? ყველა ეს ბუნების ძღვენი უფლის წყალობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უფალს და ცხოვრება მის მსახურებას მივუძღვნათ. დაე ჩვენზე უფლის წყალობა გადმოვიდეს და მისი მეშვეობით ბუნება აყვავდეს…”
“თქვენ ვერ დაარღვევთ ღმერთის კანონებს. თქვენ დაიტანჯებით. ეს ისევეა, თქვენ რომ სახელმწიფოს კანონები დაგერღვიათ. თქვენ ვერ გექნებათ მშვიდობის იმედი, თუკი ცხოველთა ხოცვას გააგრძელებთ. ეს შეუძლებელია. ღვთაებრივი ცნობიერება იმაში მდგომარეობს, რომ თუ თქვენ მშვიდობა გსურთ, მაშინ სხვებზეც უნდა იფიქროთ. როგორ შეიძლება ცხოველის მოკვლა? ისიც ისეთივე შვილია ღმერთისა. მამას შეიძლება რამდენიმე ათეული შვილი ჰყავდეს. რომელიღაც მათგანი უსარგებლოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამა მისი მოკვლის უფლებას მისცემს, თუ უფრო გონიერი შვილი იტყვის: “ჩემო ძვირფასო მამა, ამ შვიისგან არანაირი სარგებელი არაა, ნება მომეცი მოვკლა იგი.”
ნუთუ მამას შეუძლია ამაზე ნებართვის მიცემა? ცხოველები უფრო ნაკლებად გონიერები არიან – მათ არ შეუძლიათ პროტესტი და წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ თქვენ ფიქრობთ, რომ მათი მოკვლის უფლება გაქვთ. ნუთუ ეს ჰუმანიზმია? და შეგიძლიათ მშვიდობის იმედი გქონდეთ? თუ თქვენ ღმერთის კანონებს არღვევთ, მაშინ მოგიწევთ ტანჯვა, დღეს ან ხვალ…”
“… შეუძლეელია განვაგრძოთ ცხოველთა ხოცვა და ამავე დროს სულიერი პიროვნებები ვიყოთ – ეს დიდი პირფერობაა. იესომ თქვა: “არა კლა!”. მაგრამ პირფერები ათასობით სასაკლაოს ინახავენ და საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ. ასეთი პირფერობა გაკიცხვის ღირსია. ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს სხვების ბედნიერების დანახვით და უნდა იტანჯებოდეს სხვების ტანჯვის დანახვით. ამ პრინციპს უნდა მივყვეთ. სამწუხაროდ, ახლა ე.წ. ფილანტროპები და ჰუმანისტები იცავენ ადამიანის ბედნიერებას სხვების სიცოცხლის, მოცემულ შემთხვევაში კი ცხოველების ხარჯზე…”

(Visited 4,458 times, 1 visits today)