Read More
“სიკვდილი დიდი თავგადასავალი”
მთარგმნელი: მან გალა
ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER
1. ტიბეტელები, გარდაცვალების პროცესს „ცივ ნათელ შუქში შესვლას“ უწოდებდნენ. კარგი იქნება თუ სიკვდილს იმ გამოცდილებად მივიღებთ, რომლიც ფორმის ილუზიისგან გვათავისუფლებს. ეს მოგვცემს საშუალებას მკვეთრად გავაცნობიეროთ, რომ სიკვდილზე საუბრისას, იმ პროცესს ვგულისხმობთ, რომელიც მატერიალურ ბუნებას, სხეულს, მის ფსიქიურ შესაძლებლობებს და მენტალურ პროცესებს ეხება.
Read Moreტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი
ავტორი: მან გალა
ჯგუფი ფეისბუქზე: DREAMCATCHER
მსოფლიოში გაბნეულია გარემოსგან განცალკევებულად მცხოვრები რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც სულიერი და ფიზიკური სამყაროების პრობლემების კვლევით არიან დაკავებული. ისინი ფლობენ საიდუმლო ხელნაწერებს, რომლებშიც იმ მოღვაწეების ნაშრომებია შემონახული, რომელთა მემკვიდრეებადაც თავად გვევლინებიან.
ე. ბლავატსკაია „მხილებული ისიდა“
მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდი ქვე-რასა
ავტორი: მან გალა
ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER
ამ პოსტში ლაპარაკი იქნება მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდ ქვერასაზე, რომლისგანაც საბოლოოდ (მეშვიდედან) ჩამოყალიბდნენ გვიანდელი ატლანტები…
P.S. ცნობისთვის, ეს არ არის პირდაპირი თარგმანი რომელიმე თეოსოფიური წყაროდან, არამედ არის “მოკლე შინაარსი” და ეყრდნობა “საიდუმლო დოქტრინას” და შტაინერის ნაშრომს “აკაშას ქრონიკებიდან”.
რა თქმა უნდა, დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, აღნიშნულ ნაშრომებს უნდა გაეცნოთ.
ემოციური ინტელექტი
მთარგმნელი და სტატიის ავტორი: Narilla
ემოციური ინტელექტი (Emotional intelligence (EI) არის უნარი გაანალიზო როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციები, გამიჯნო ერთმანეთისაგან სხვადასხვა შეგრძნება, დააფიქსირო მათი წარმომშობი მიზეზები და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია საკუთარი ფიქრისა და ქცევისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად.
Read Moreიაჰვე
მთარგმნელი Tikoroma
Ilil Arbel, Ph.D.-ს მიხედვით
ღმერთის სახელი, რაც მოხსენიებულია ბიბლიაში, წარმოადგენს მხოლოდ 4 სიმბოლოს – YHVH ან YHWH. ძველ ებრაულში არ იყო ხმოვნები, ასე რომ არავინ იცის რამდენი ხმოვანი უნდა გამოვიყენოთ ამ სახელის წარმოსათქმელად და რეალურად, როგორ ჟღერს ის. მოგვიანებით გავრცელებული სახელი „იეჰოვა“, არის მისი ინგლისური ვარიანტი და ვერ ვადასტურებთ, რამდენად სწორად შეესაბამება ღმერთის რეალურ სახელს.
ბიბლიაში ღმერთი ხშირად იწოდება როგორც „ადონაი“, რაც ნიშნავს „უფალი ჩემი“, ხოლო საკუთრივ სახელს ტაბუ ჰქონდა დადებული. მას არ ახსენებდნენ. ძველად თვლიდნენ, რომ სახელს აქვს ძალა და თუ იცოდი პირის ნამდვილი სახელი, შენ გქონდა ძალა მასზე. ხშირად პირს ჰქონდა ორი სახელი, ერთი გავრცელებული, მეორე კი საიდუმლო. გამორიცხული არაა, რომ იაჰვე იყო ღვთის საიდუმლო სახელი და მას იყენებდნენ გავლენის მოსახდენად, გასაკონტროლებლად. ეს პრაქტიკა ახლოს დგას ჯადოსნობასთან და კერპთაყვანისმცემლობასთან. მოგვიანებით, როცა მონოთეიზმი გავრცელდა, ღვთის სახელის გამოყენება აიკრძალა. დღესდღეობით ებრაელები მოიხსენიებენ მხოლოდ ტიტულს: ”ყველაზე მაღალი”, ”წმინდა”, ”ღმერთი“, ხოლო სახელს „იაჰვე“ ებრაელები აღარ გამოიყენებენ.
Read More“ტიბეტური სახარება”
სტატიის ავტორი narilla
“ტიბეტური სახარება” – ასე მოიხსენიებენ კრებულს სახელწოდებით “ცხოვრება წმინდისა ისსასი, საუკეთესოსი ადამიანთა შვილთაგან”. ეს კრებული ჩრდილოეთ ინდოეთში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთ უძველეს ბუდისტურ მონასტერში (ჰემის მონასტერში), ტიბეტურ ენაზე ხელნაწერის სახით აღმოუჩენია ევროპელ მოგზაურს.