სინათლის მმართველობა
უძველესი სწავლება „ყოვლისმცოდნეობის“ შესახებ
სტატია და ლექცია ეკუთვნის ოლეგ ბოკაჩოვს (დჰანურს)
„ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია…“ – ეს ფრაზა რატომღაც გაზიარებულია ადამიანთა უმრავლესობის მიერ, როგორც დაურღვეველი ჭეშმარიტება. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ წარმოადგენს შეზღუდული ცნობიერების სასოწარკვეთილ გამოძახილს, რომლამდეც მივყავართ არასწორ განათლებას, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივ, მიღებულად ითვლება ჩვენს დროში.
ატარებთ თუ არა ამულეტს?
ამულეტი (ლათ. amuletum), ან როგორც მას უწოდებენ ასევე, თილისმა (არაბ. Tilasim), მოგეხსენებათ, არის მაგიური ნივთი. მისი ფუნქცია მრავალფეროვანია, მთავარი კი მფლობელის დაცვა და მისი მაგიური ზემოქმედების ეფექტურობის გაზრდაა. ადამიანთა რწმენით, თილისმებს ასევე შეუძლიათ წარმატებების მოტანა, განსაცდელისგან, ე.წ. “ავი თვალისგან” დაცვა, გუნება-განწობის გაუმჯობესება, იღბალის მოტანა, ცოდნის გაზრდა, სიყვარულის გაძლიერება და სხვ.
გიგანტები – მითოლოგიური არსებები თუ წარსული რეალობა?!.
ამ ინფორმაციამ შეიძლება ბევრი განაცვიფროს, ბევრი ინტრიგაში ჩააგდოს, ბევრიც მათთვის აქამდე უკვე ნაცნობ ცნობებს წაიკითხავს. მართალია, ეს არაა ახალი მონაცემები, მაგრამ მე ვეცადე თავი მომეყარა ყოველივე იმ ცნობისთვის, რაც არსებობს მათ შესახებ. საქმე ეხებათ ადამიან-გიგანტებს! ისინი უძველეს ისტორიულ არტეფაქტებში არც თუ ისე იშვიათად არიან გამოსახულნი. თუმცა მათი იდენტიფიკაცია ბოლომდე მაინც ვერ ხერხდება. უფრო მეტიც, მათი არსებობის ეჭვქვეშ დაყენება, ლეგენდარული ფიზიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ხშირად მომხდარა!
ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 1
ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ….. არ იფიქროთ ამ დროის დასაწყისიდან არსებული კითხვების ზუსტი პასუხების შემოთავაზებას ვაპირებდე, ნამდვილად არ მაქვს ასეთი პრეტენზია .
Read More