ტრანსცენდენტული მედიტაცია – ესაა მედიტაციის ტექნიკა მანტრების გამოყენებით. მისი ათვისება და შესრულება ძალიან ადვილია. ესაა მარტივი, ბუნებრივი გონებრივი მეთოდი, რომელიც უნდა შევასრულოთ 20 წუთით ორჯერ დღეში (დილით და საღამოს) კომფორტულად მჯდომ, თვალებდახუჭულ მდგომარეობაში. ამ პრაქტიკის დროს ჩვეული გონებრივი პროცესი ნაკლებად აქტიური ხდება ან მშვიდდება და მიიღწევა “მშვიდი გაცნობიერებულობის” განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ტმ კარგად ხსნის სტრესს და ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას. მიუხედავად თავისი უბრალოებისა და სიმარტივისა, ტმ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.
Read More