abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VII

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VII

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

ადამიანო, ისმინე ჩემი ხმა, გახსენი გონება და მიიღე სიბრძნე.

ბნელია ცხოვრების ის გზა, რომლითაც მიდიხარ. მრავალი საფრთხე გელის, ამიტომ ყოველთვის უმაღლესი სიბრძნის შეცნობისაკენ ისწრაფე. მიაღწიე და სინათლე იქნება შენი მუდმივი თანამგზავრი.

გაუღე გული კოსმოსს, შემოაღწიოს და დაე იდინოს მან შენში. სინათლე სამუდამოა, ხოლო სიბნელე – წარმავალი. ისწრაფე მუდმივად სინათლისკენ.

იცოდე, როდესაც ნათელი აავსებს შენს არსებას, სიბნელე მაშინვე გაქრება. გაუხსენი სული შუქის საძმოს, შემოუშვი ისინი და აივსე სინათლით. მუდმივად კოსმოსის სინათლისკენ ისწრაფე და დაე ყოველთვის მიზნისკენ იყოს შენი სახე მიმართული. მხოლოდ სიბრძნოს მიღების შემდეგ იქნები უსასრულობასთან ერთიანი.
ოდესღაც, დიდი ძებნის შემდეგ, ნათელს, რომელიც კოსმოსის სივრცეში ადამიანის ცოდნისგან საგულდაგულოდ დამალულია, მაინც მიაგნებ – დაკარგულს, მაგრამ არსებულს, ყოვლისმომცველსა და ყველაფერში მცხოვრებს – რომელსაც უმაღლესი გონი ეწოდება.
ყველა სივრცეში მხოლოდ ე რ თ ი სიბრძნე არსებობს. ჭეშმარიტი სიბრძნე, რომელიც არის ე რ თ ი ე რ თ შ ი. ყველაფერი რაც არსებობს, სათავეს სინათლიდან იღებს, ხოლო სინათლე მოდის
ყ ვ ე ლ ა ფ რ ი დ ა ნ.
ყველაფერი დაფუძნებულია წესრიგზე: კანონი მართავს სივრცეს, სადაც უ ს ა ს რ უ ლ ო ბ ა სუფევს.
ჰარმონიულად, უსასრულობისკენ მოძრავი ციკლები, პირდაპირ წონასწორობიდან მოვიდნენ. შორს, დროსა და სივრცეში, თვით უსასრულობამ უნდა გაიაროს ცვლილებები.
იცოდე, რომ ყ ვ ე ლ ა ფ ე რი მოდის ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს გ ა ნ.
დროთა განმავლობაში შეძლებ მიჰყვე სიბრძნეს და მიაგნო სინათლეს, მაგრამ ყოველი დაცემის შემდეგ, დასახული მიზანი დღითი დღე დაგშორდება.
დიდი ხნის წინ, წარვსდექი ციკლების მეუფეებთან ამენტის დარბაზებში და შევისმინე მათი ხმა ტაძრის მკვიდრის მეშვეობით. ხშირად ვიმყოფებოდი დარბაზში, სადაც მხოლოდ სინათლე სუფევს და შევიცანი უმაღლესი სიბრძნე ციკლებიდან. შვიდი მეუფე, რომელიც ჩემი მეშვეობით, მოცემულ სიბრძნეს გადმოგცემთ, ამ ციკლში, ადამიანს ერთიანი ცოდნისკენ მიაცილებს.
ხშირად მელაპარაკებოდნენ და მიზიარებდნენ უმაღლეს ცოდნას, მმოძღვრავდნენ და მიმანიშნებდნენ სინათლის გზისკენ. მასწავლიდნენ კანონს და ე რ თ ი ა ნ ო ბ ი ს წესრიგს.
ერთხელაც მითხრეს: „ჩვენ ვართ ადგილებიდან, რომელიც შორს, დროის მიღმა მდებარეობს. მოვედით დროისა და სივრცის ფარგლებს მიღმა ადგილიდან, სადაც უსასრულობა მთავრდება. მაშინ, როდესაც შენ და შენი ძმები ჯერ კიდევ უფორმოები იყავით, ე რ თ ი ა ნ ო ბ ი ს წესრიგისგან შევიქმენით ჩვენ. არ ვგავართ ადამიანებს, მაგრამ ოდესღაც ვიყავით მათნაირები. დიდი სიცარიელის კანონის წესრიგისგან ვართ შექმნილი. იცოდე, რომ სინამდვილეში უფორმო ხარ და ფორმას მხოლოდ შენი თვალი ხედავს. თავისუფალი ხარ შენ, იმოგზაურე სინათლის მიმართულებით ვიდრე ყველა არ გახდება ე რ თ ი.
შემდეგი მიმდევრობით ვიყავით შექმნილი: სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა. იცოდე, რომ ეს ის ციკლებია, რომლიდანაც ჩვენ ადამიანს ვესტუმრეთ. ყოველ ჩვენთაგანს აქვს გარკვეული კონტროლის ძალა და ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს. ამასთანავე, ჩვენ ერთიანი ვართ ციკლის სულთან. ასევე ჩვენ გვაქვს მიზანი, რომლის მიმართულებითაც წინ მივიწევთ.
შორს, ადამიანის ცნობიერების და აღქმის მიღმა, უსასრულობა ივრცობა ბევრად ფართოდ ვიდრე ე რ თ ი ა ნ ო ბ ა. სწორედ იქ, დროში, რომელიც სინამდვილეში არ წარმოადგენს დროს, ჩვენ ყველა გავხდებით ე რ თ ი, იმაზე ბევრად დიდ ცნებასთან ვიდრე
ე რ თ ი ა ნ ო ბ ა.
დრო და სივრცე მოძრაობს წრეზე. შეიცანი მათი კანონი და გახდები თავისუფალი. თავისუფალი უნდა იყო, რათა გაიარო ციკლებში და მოახერხო კარების მცველების გვერდის ავლა.“
შემდეგ მომმართა მ ა ნ, ცხრიდან: „ეონიდან ეონში ვარსებობდი ისე, რომ არ ვცნობდი სიცოცხლეს და და სიკვდილს. იცოდე, რომ შორეულ მომავალში, სიცოცხლე და სიკვდილი შეადგენენ ე რ თ ი ა ნ ო ბ ა ს. ყველა, ბალანსის მიერ იმდენად იქნება მეორისგან სრულყოფილი, რომ არასოდეს იარსებებს მარტოდ ე რ თ ი ა ნ ო ბ ა შ ი.
ამ ციკლის ადამიანში ცხოვრების ძალა სხვადასხვა საფეხურებზეა, მაგრამ ზრდისას ცხოვრება ხდება ყველასთან ერთიანი. ამ მომენტში ვარსებობ თქვენ ციკლში, მაგრამ ამასთანავე ვიმყოფები ასევე მომავალშიც. რადგან ჩემთვის არ არსებობს დრო. ჩემ სამყაროში არ არსებობს დრო და წარმოვადგენთ უფორმოს. არ გაგვაჩნია სიცოცხლე, მაგრამ ვარსებობთ ბევრად თავისუფლები, ვიდრე თქვენ. ადამიანი კლდეზე მიჯაჭვულ ცეცხლის ალს წარმოადგენს, ხოლო ჩვენ ჩვენივე ციკლში ვარსებობთ თავისუფლად.
როდესაც ციკლში წინსვლას მოახერხებ, ცხოვრება თავისთავად წავა სიბნელეში, ხოლო დარჩება მხოლოდ სულის ესენცია.“
შემდეგ მომმართა მეცხრეს მეუფემ: „ყველაფერი რაც იცი, მხოლოდ მცირედის ნაწილია. სრულად არ შეხებიხარ ჯერ მთლიანს. სივრცის საზღვრებს მიღმა, სადაც ნათელი არსებები მაღლდებიან, შევუერთდი სინათლეს. არ ვარ ჩამოყალიბებული (ფორმირებულიMan Gala ) ისე როგორც შენ. შუქის სხეული იყო ჩემი უფორმო ფორმა. არ ვცნობ სიცოცხლესა და სიკვდილს და ვარ ყველაფერ არსებულის მეუფე.
ეძებე ბარიერებში გასასვლელი. იარე სინათლისკენ მიმავალი გზით. ეძებე საზღვრებს გარეთ გამავალი გზა. არ წარმოადგენს უმაღლეს ცნობიერებასთან ამაღლება შეუძლებელს. როდესაც ო რ ი ხდება ე რ თ ი და ე რ თ ი ხდება ყველა, ბარიერი დაძლეულია და შენ თავისუფალი ხარ. გარდაიქმენი ფორმიდან უფორმობაში.“
და ასე, საუკუნეების მანძილზე ვისმენდი და ვსწავლობდი სამყაროს ერთიანობისკენ მიმავალ გზას.
ყოვლისმომცველო სინათლევ, ყველაფერთან ერთიანო, მთლიანო ე რ თ შ ი – იდინე ჩემში.
შემოდი, რათა გავხდე თავისუფალი.
გამაერთიანე ღამის წვდიადში მანათობელი ერთიან სულთან.
მომეცი საშუალება გავთავისუფლდე დროსა და სივრცისგან, გავთავისულდე ღამის საფარისგან. მე, სინათლის შვილი, ვბრძანებ: დაე ვიყო სიბნელისგან თავისუფალი.
უფორმო ვარ და დაფარული შუქით. და ვიცი, რომ ბორკილები უნდა გაწყდეს და დაუძლურდეს სინათლის წინაშე.
ეხლა კი გადმოგცემ ამ სიბრძნეს შენ.
ასევე შენ, ადამიანო, შეგიძლია გათავისუფლდე და თუ არ შეაქცევ სახეს ნათელს, სული შენი, იცხოვრებს სინათლის სამეფოში.
შუქის შვილი ხარ შენ.
მიაქციე აზრები შინაგანისკენ და ნუ მიმართავ გარეთ. იპოვე სულის სინათლე და იცოდე რომ შენ ხარ მ ე უ ფ ე. ამაღლდი სინათლის სამეფომდე.
მიმართე ფიქრები სინათლისკენ. იცოდე, რომ ერთიანი ხარ კოსმოსთან, ცეცხლის ალთან და შუქის ქმნილებებთან.
გაფრთხილებ, ნუ შეაბრუნებ აზრებს, რადგან ნათელი მოდის მათგან და ნუ შეუერთდები ბნელ საძმოს, რომელიც შავი საძმოდან არის.
მიმართული იყოს შენი თვალები მუდმივად სიმაღლისკენ და სული შენი – სინათლისკენ. მიიღე ეს სიბრძნე და შეიცანი ის.
ისმინე ჩემი ხმა და დაემორჩილე.
მიჰყევი სინათლის გზას და გახდები მასთან ერთიანი.

(Visited 1,057 times, 1 visits today)