abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

აიურვედა

აიურვედა

Atman

რა მნიშვნელობა აქვს დროისა და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას? მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის? ამ და სხვა კითხვებზე აიურვედა იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. რამდენიმე სიტყვით ცოტა ძნელია მაგრამ შევეცდები.

3-დან 5 საათამდე (დილის), ითვლება ყველაზე წმინდა დროდ. გარემოს (განსაკუთრებით) ხმის ნეგატიური ზეგავლენა ყველაზე ნაკლებია ამ დროს, გონება ყველაზე მშვიდ მდგომარეობაშია. ხოლო თუ ვისაუბრებთ გუნების (მოდუსების) გავლენაზე (რაც ცალკე დიდი თემაა და ამაზე არ დავკონკრეტდები), ამ დროს ადამიანზე გავლენას არ ახდენს არც სათნოების, არც ვნების და არც უმეცრების ძალა, ანუ ეს დრო ყველაზე სუფთა და წმინდაა. 6 საათიდან (მზის ამოსვლიდან) უკვე იწყებს მოქმედებას სათნოების გუნა. ნათქვამია რომ რომელი გუნის დროსაც ადგება ადამიანი, ის გუნა იქონიებს მასზე გავლენას (უპირატესად) მთელი დღის განმავლობაში.

აიურვედა პირველ რიგში ცხოვრების ჯანმრთელ წესს გვასწავლის ოღონდ სისტემურად და მეცნიერულად და არა გაფანტული რჩევების და “ძველებმა იცოდნენ”-ს სახით. ძალიან რთული და სისტემური მეცნიერებაა სხვათა შორის და ვედების ერთ-ერთი ნაწილია.

სიტყვა აიურვედა ნიშნავს “სიცოცხლის ხელოვნებას”, ანუ ეს არის მეცნიერება ჯანმრთელობის და არა ავადმყოფობების შესახებ, თუმცა რა თქმა უნდა ავადმყოფობებს შეისწავლის, როგორც ჯანმრთელობიდან გადახრებს.

მთავარი აქცენტი სულისა და სხეულის სწორ მდგომარეობაზეა. რეჟიმი და სწორი კვება ის მინიმუმებია, რომლის უგულვებელყოფის შემთხვევაში დანარჩენზე (იოგაზე, მედიტაციაზე, სულიერ განვითარებაზე) ლაპარაკი ზედმეტია, ამიტომაც ეთმობა უდიდესი მნიშვნელობა, თორემ სულიერად განვითარებული ხალხისთვის კვება და რეჟიმი უკვე მეორადი ხდება. ფიზიკური ვარჯიშები ჰათჰა-იოგის შემადგენელი ნაწილია და აიურვედა ამ სავარჯიშოებსაც იყენებს.

რამდენიმე რჩევას თემიდან “არა კლა”:

აიურვედის მიხედვით მცენარეული ზეთი საერთოდ არაა რეკომენდებული საჭმელად, მას მხოლოდ კანზე წასასმელად იყენებენ. საჭმელისთვის კი გამოიყენება ერბო, რომელიც ძალიან სასარგებლოა და უებარი წამალია ბევრი დაავადებისთვის. მასში არის კონცენტრირებული, სუფთა სახით მზის და იუპიტერის ენერგია. ნუ მზის ენერგიაზე ლაპარაკიც ზედმეტია და იუპიტერის ენერგია იწვევს იმუნიტეტის სტიმულაციას და გაძლიერებას. ასევე ერბო აძლიერებს საჭმლის მომნელებელ “ცეცხლს” და მათთვის ვისაც დარღვეული აქვთ საჭმლის მონელება, საუკეთესო წამალია (ოღონდ ერბო ჯობია მხოლოდ შუადღით მივიღოთ.)

თუ ერბოს შევინახავთ ბნელ ადგილას. 5 წლის მერე ის იძენს გაცილებით ძლიერ სამკურნალო თვისებებს და რაც უფრო დიდხანსაა შენახული, ეს თვისებები უფრო ძლიერდება. (არ უნდა მოხვდეს სინათლე).

საგანგებო სიტუაციებში. ომიანობის, შიმშილობის დროს და ა.შ. დღეში 1 კოვზი ერბო და 1 კოვზი თაფლი იმხელა ენერგიას იძლევა რომ სრულიად საკმარისია თავის გასატანად.

საერთოდ გასათვალისწინებელია რომ ვეგეტარიანელს გაცილებით მეტი გამძლეობა აქვს ყველაფრისადმი და განსაკუთრებით შიმშილისადმი, ვიდრე ხორცის მჭამელს.

მინდა ორი სიტყვა ვთქვა იმ ხალხზე, ვინც ფიზიკურად დატვირთულია ან ფიზიკურად ვარჯიშობს. მათთვის აუცილებელია ყველი. იმიტომ რომ ყველაზე მეტ კუნთოვან ძალას იძლევა ყველი და ხორცი, მაგრამ ყველი “+” ნიშით, ხორცი “-” ნიშნით, ანუ ხორცი იძლევა აგრესიის ენერგიას, ხოლო ყველი სიმშვიდის ენერგიას და მეომრისთვისაც კი (არათუ სპორტსმენისთვის) სიმშვიდე და თავის კონტროლი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აგრესია! ყველი აძლიერებს კუნთებში როგორც ძალას, ასევე სიმტკიცესაც. კარგია სხვადასხვა თიაქრების დროსაც (თიაქარის მთავარი მიზეზი კუნთოვანი სისუსტეა).

კუნთებისთვის კარგია ასევე შვრიაც (“ჰერკულესი”)

კუნთების, კისრის, ზურგის დაჭიმულობის დროს, ოსტეოქონდროზების დროს, ყურების ტკივილის დროს, თავის ტკივილის დროს წაისვით შესაბამის ადგილებზე ერბო და გარანტიას გაძლევთ სიმპტომები რამდენიმე წუთში გაგივლით (თუ ძალიან მძიმე შემთხვევაა მაშინ სისტემატიური მკურნალობით რამდენიმე დღეში ან კვირაში).

ასევე ერბო კარგია შეკრულობის, ყაბზობის დროს. უნდა მივიღოთ ჭამამდე ან/და ჭამის მერე მცირე რაოდენობით (იგულისხმება სადილი), ან დავიზილოთ მუცელი (ჭიპის მიდამოში).

რაც უფრო დიდხანსაა შენახული ერბო, უფრო ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს. აიურვედაში წერია, რომ ერბო, რომელიც 100 წლის შენახულია აბსოლუტურად ყველაფერს კურნავს. (მასში კონცენტრირდება ძალიან დიდი რაოდენობით სუფთა სახის მზის და იუპიტერის ენერგია), (უნდა ინახებოდეს გრილ და ბნელ ადგილას).

თუ ერბოს ნაკელის ფხვნილთან შევურევთ (პროპორციები ყველასთვის ინდივიდუალორია) ნაჭერს წავუსვამთ და სხეულის გარკვეულ ზონებზე შევიხვევთ. ეს კურნავს უამრავ შინაგან და გარეგან დაავადებას. ერბოში ყველაზე სუფთა სახის ცეცხლის ელემენტია, ნაკელში კი ყველაზე სუფთა სახის ჰაერის ელემენტი, ამიტომ მათი ურთიერთქმედებით ძალიან მაღალეფექტური ნაზავი მიიღება.

უცნაურია, რომ რძე, რომელშიც სუფთა სახის მთვარის ენერგიაა (ინი), რძის სხვადასხვა პროდუქტად გარდაქმნისას აბსოლუტურად განსხვავებულ ენერგიებს იღებს. (ერბო, სუფთა მზეა (და იუპიტერიც) ანუ იანი.

ძროხის შარდზეც ვიტყოდი 1-2 სიტყვას გაგეცინებათ, მაგრამ მაინც:

ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ტოქსინების გამომყვანია და ყველაზე სწრაფად გამოჰყავს ნაწლავური პარაზიტები, ასევე შლის კენჭებს (ისეთ კენჭებსაც, რომლებსაც ჩვეულებრივი მედიკამენტები ვერ შლიან. მთლიანად ასუფთავებს ორგანიზმს).

ძროხის შარდს აქვს მძაფრი (და არა მყრალი) სუნი და გემო, თუ წყლით გავაზავებთ უსიამოვნო დასალევიც აღარაა. ჯობია წამოდუღებული იყოს (ბრუცელოზისგან და ა.შ. თავის დაზღვევის მიზნით). არ შეიძლება ხარის შარდი, იმიტომ რომ იმდენად დიდი მზის ენერგია (იანი) აქვს, რომ ბევრი ვერ უძლებს!

ძროხის შარდი ძალიან სწრაფად ხსნის ნარკოტიკულ ლომკებს (ალბათ ალკოჰოლურსაც).

ასევე ასუფთავებს ენერგეტიკულ არხებს (ნადიებს).

არის ძლიერი საფაღარათო საშუალება (ასტიმულირებს ნაწლავის მოტორიკას, ისე რომ არ რევს მას).

ერთ მიღებაზე არ უნდა დავლიოთ 150 გრამზე მეტი.

კურნავს ანგინასაც.

რაიმე ტოქსინით, ლითონებით მოწამვლით, სოკოთი ან სხვა რამეთი მოწამვლის დროს ყველაზე სწრაფმოქმედი და საიმედო საშუალებაა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად აუვნებელყოფს შხამებს. (ერთ-ერთი აიურვედისტი ჰყვება, რომ მიუყვანეს მომაკვდავი ძაღლი, რომელიც სპეციალურად მოწამლეს და ძროხის შარდის მიღების შემდეგ მალევე გამოცოცხლდა და მეორე დღეს ჯანმრთელი იყო.)

აქვე ავღნიშნავ რომ ტოქსიკური მოწამვლის დროს ასევე ძალიან კარგია “შავი პერიცას” ნაყენი (ერთ ჭიქა ცხელ წყალზე ერთი ჩაის კოვზი და ცოტა მარილიც). შარდთან შედარებით უფრო რბილად მოქმედებს. შარდს უფრო “ტურბო” მოქმედება აქვს და ექსტრემალურ სიტუაციაში ჯობია

ძროხის შარდით მკურნალობისას არ აღინიშნება ტკივილი, მაგრამ შეიძლება იყოს საერთო სისუსტე და მოთენთილობა. რის შემდეგაც ძლიერდება მადა.

შენახვის ვადა მაქსიმუმ 2 დღე (მაცივარში ან ცივ ადგილას).

კიდევ რაღაც გამახსენდა ერბოსთან დაკავშირებით

თუ ყოველ ღამე ძილის წინ ფეხის ტერფებს ერბოთი დავიზელთ (მერე უნდა დავიბანოთ რა თქმა უნდა), დროთა განმავლობაში ამით თითქმის ყველა დაავადება იკურნება (ტერფებში მოთავსებულის ყველა ენერგეტიკული მერიდიანა და ხდება მათი სუფთა ცეცხლით გაწმენდა).

ეს ძალიან კარგი და აუცილებელიც კია ბავშვებისთვის (ყველა ასაკში, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდებში)

და ისევ ვიმეორებ, ყველა ამ მადლის სანაცვლოდ რასაც ძროხა გვაძლევს ძროხის ხორცი არ უნდა ვჭამოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობას ეფექტი არ ექნება!

თეთრი (რაფინირებული) შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, მურაბა, ჯემი, სიროფები ამ ყველაფრის ხმარებას ჯობია მოვერიდოთ, რადგან შაქარი კუჭის წვენის სეკრეციას აფერხებს. თუ ტკბილეულობას სხვა საკვებთან ერთად იღებენ, ის კუჭში დიდხანს ჩერდება, დუღილს იწყებს და გარდა ამისა, კუჭის მოქმნილობას ასუსტებს. მჟავიანობა, კუჭის წვა – ამ პროცესის შედეგებია. თაფლი შაქრიან პროდუქტებს ეკუთვნის, რადგან ის უკვე გადამუშავებულია ფუტკრების საკვების მომნელებელი აპარატის მიერ, სისხლში შეიწოვება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ და ამასთან, არ ტვირთავს ღვიძლს და ორგანიზმის არც ერთ სხვა სისტემას.

თეთრი შაქარი წარმოადგენს კანცეროგენს და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას, განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას.

მაგრამ ეცადეთ თანდათან დოზა შეამციროთ, მითუმეტეს იმ პერიოდში როცა ხილია. და თაფლით თუ ჩაანაცვლებთ მთლად უკეთესი

აქ თავად ტკბილზე არაა პრობლემა. ტკბილი რამდენიც გინდათ იმდენი ჭამეთ (მითუმეტეს მანდილოსნებმა, ოღონდ საღამოს მაინც არ გირჩევთ) რაფინირებული შაქრის შემცველი პროდუქტებია ცუდი და არა ტკბილი.

აი მაგალითად ჩურჩხელა, ტკბილი კვერი, თუ სუფთა ბადაგისგანაა გაკეთებული გემრიელად მიირთვით და შეგერგებათ კიდეც

——————–

ასევე შეუმჩნეველი, მაგრამ რეალურად ცუდი მოქმედება აქვს ადამიანის ენერგეტიკაზე (პრანაზე) და ქიმიას და ფიზიკას რომ თავი დავანებოთ აბინძურებს ენერგეტიკას და აძლიერებს ადამიანის მიჯაჭვულობას მატერიალურ სურვილებზე.

საერთოდ ტკბილის ზედმეტად მოყვარული ადამიანები (უფრო კაცები იგულისხმება, იმიტომ რომ ქალებისთვის მეტი ტკბილი შეიძლება ვიდრე მამაკაცებისთვის) უნებისყოფონი არიან და მიდრეკილება უჩნდებათ სხვა უფრო მავნე ჩვევებისადმი მიჯაჭვისკენ.

ეს ბევრმა ფსიქოლოგმა და არა მარტო ფსიქოლოგმა იცის.

მილოშ ფორმანის ფილმში “ამადეუსი” სალიერის პორტრეტის შექმნაში ერთ-ერთი დიდი როლი უკავია იმას, რომ მას უზომოდ უყვარს ტკბილეული

არადა ცელიბატს იცავს და ღმერთს ამის სანაცვლოდ მუსიკალურ კარიერაში წინსვლა სთხოვა

მოკლედ დიდ რეჟისორებს და ხელოვან ადამიანებს ქვეცნობიერად ყოველთვის აქვთ მარადიული ცოდნა. მხოლოდ დანახვაა საჭირო

პ.ს. იგივეს ვიტყოდი შოკოლადზე, სადაც დამატებითი მავნე ფაქტორი კოფეინია, რომელიც ასე ვთქვათ მსუბუქი “ნარკოტიკია” და მიჯაჭვულობას იწვევს.

კიდევ ერთი რჩევა: წყალი დალიეთ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ორგანიზმი ითხოვს. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან 2-3 საათის მერე.

დილით გაღვიძებისთანავე დალიეთ 1 ჭიქა წყალი და ეს ყოველდღიური ჩვევა უნდა იყოს. (ჯობია ლოგინთან გედოთ რომ არ დაგავიწყდეთ.

საერთოდ ადამიანის ორგანიზმს იმაზე გაცილებით მეტი წყალი ჭირდება, ვიდრე ჩვენ ვსვამთ. წყურვილი რატომ არ გვაქვსო იკითხავთ ალბათ. წყურვილი იმიტომ არ გვაქვს რომ დაჩლუნგებულია ჩვენი მგრძნობელობითი სისტემა და სანამ კარგად არ გაიწმინდება ნატიფი და უხეში სხეული, მანამდე ძნელია რომ ორგანიზმის “მოთხოვნებს” ენდო.

თუ ნდობაა ყველაზე მეტად მაინც ყნოსვას ენდეთ და არა გემოს.

(Visited 2,111 times, 1 visits today)