abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ალაჰი – მთვარის ღმერთი

ალაჰი - მთვარის ღმერთი

სტატიის ავტორი: tikoroma

მთვარის ღვთაების ტაძრები აღმოჩენილია თურქეთის მთებიდან მდინარე ნილოსამდე, სადაც გავრცელებული ყოფილა მთვარის ღმერთის თაყვანისცემა. შუმერული თიხის ფირფიტებით ირკვევა, რომ მთვარის ღმერთს სხვადასხვა სახელი ჰქონდა, მათგან ყველაზე გავრცელებული იყო ნანა, სინ და ასიმბაბარ, ხოლო მისი სიმბოლო იყო ნახევარმთვარე. მთვარის კულტი პოპულარული იყო მესოპოტამიაში: ასურელები, ბაბილონელები და აქადები თაყვანს სცემდნენ მთვარის ღმერთს – სინს. ძველ სირიაში მთვარის ღმერთს გამოსახავდნენ ნახევარმთვარის სახით, ამავე დროს ნახევარმთვარეში ჩასვევს სავსე მთვარე, რაც მისი ფაზებზე მიანიშნებდა. მას ეკავა წამყვანი ადგილი ასტრალურ ტრიადაში – სინ იყო მთავარის ღმერთი, შამაშ (მზე) მისი მეუღლე, ხოლო იშთარი (ვენერა) – მისი ქალიშვილი.

offering to Nanna (2)ისლამის სწავლებით ალაჰი არის უმაღლესი ღმერთი-შემოქმედი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მთავარანგელოზ გაბრიელის მეშვეობით წინასწარმეტყველ მუჰამედს გაუმხილა, რომ ის არის ღმერთი ალაჰი, სამყაროს შემოქმედი. ყურანი არ განმარტავს სიტყვა „ალაჰს“, არ ამბობს თუ ვინ იყო ის სინამდვილეში.

წარმართულ პერიოდში არაბები მთვარის ღმერთს უწოდებდნენ – „ალაჰ“. ისლამამდე არაბები თაყვანს სცემდნენ – მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, პლანეტებს, ხეებს, ცხოველებს, ბუნების ძალებს და ა.შ. ხოლო ალაჰი იყო მთავარი ღმერთი და ღვთაება ქურაიშისა, ტომის, საიდანაც იყო მოციქული მუჰამედი. ისტორიკოსები თვლიან, რომ ”ალაჰი” ნიშნავს ”ღმერთს” და ეს საკუთარი სახელი არ არის. მაგალითად, Abdullah – ნიშნავს ”მონა-ღვთისა”. მუჰამედის მამასაც აბდულა ერქვა. ეს მიანიშნებს, რომ სიტყვას ”ალაჰ” ”ღმერთის” მნიშვნელობა ჰქონდა წარმართულ ხანაშიც. დღესაც არაბები (როგორც სხვა ხალხები), მწუხარების ან გაოცების ნიშნად წამოიძახებენ – ”ია ალაჰ!” (”ო ღმერთო”). მუსლიმანები თაყვანს სცემენ ღმერთს – ალაჰს. ისინი აცხადებენ, რომ ისლამური რელიგია უწყვეტი გაგრძელებაა ბიბლიისა, მაგრამ არქეოლოგიური კვლევები ამტკიცებს, რომ ალაჰი წარმართობიდან იღებს სათავეს. ალაჰი არის იგივე წარმართული მთვარის ღმერთი, რომელიც დაქორწინებული იყო მზეზე, ხოლო ვარსკვლავები მათი შვილები იყვნენ.

ქააბში, სადაც მუჰამედი გაიზარდა, მთვარის ღმერთს უწოდებდნენ ”ჰუბალ და ”ალაჰ”. მას შემდეგ რაც მუჰამედი გახდა მონოთეისტი ქრისტიანობის გავლენით, მან შეწყვიტა მთვარის თაყვანისცემა, თუმცა მათი ღმერთის სიმბოლოდ კვლავ რჩება ნახევარმთვარე.

1950 წელს არქეოლოგებმა გათხარეს მთვარის ღმერთის მთავარი ტაძარი ჰაძორში, პალესტინაში, სადაც მთვარის ღმერთის ორი ქანდაკება იპოვეს. ეს იყო მჯდომარე მამაკაცის ქანდაკებები, მკერდზე ამოტვიფრული ნახევარმთვარით. წარწერები ცხადყოფს, რომ ეს მთვარის კერპები იყო. იქვე ნაპოვნი სხვა ქანდაკებები, წარწერების მიხედვით, მთვარის ღმერთის ქალიშვილები არიან.

hazor3

ვის შეუძლია უარყოს, რომ მთვარეს დიდი გავლენა აქვს მუსლიმანთა ცხოვრებაზე? მთვარე ითვლება მათთვის ყველაზე წმინდა ასტრალურ ობიექტად, მთვარე არის ხელმძღვანელი ყველა მუსლიმანური რიტუალის და დღესასწაულის, იდების და რამადანისა. მათი სიმბოლოა ნახევარმთვარე და ვარსკვლავი. ისლამში გადმოტანილია არაბთა წარმართული რიტუალები. რამადანის აღნიშვნა, ქააბის გარშემო შვიდგზის შემოვლა, შავი ქვის თაყვანისცემა, თავის გადაპარსვა, ლოცვა მექას მიმართულებით, ლოცვა პარასკეობით – ვერავინ უარყოფს რომ ეს ჩვეულებები მუჰამედამდეც არსებობდა. ისტორიული ფაქტია, რომ მექაში, სადაც იყო შავი ქვა (სავარაუდოდ მეტეორიტი), წარმართულ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს.

arabtripleათასობით წარწერა კედლებსა და კლდეებზე ჩრდილოეთ არაბეთში, ასევე წარწერები ლარნაკებსა და თასებზე, გვიჩვენებს, რომ არაბები თაყვანს სცემდნენ ალაჰის ქალიშვილებს. სამი ქალწული – Al-LatAl-Uzza, და Manat – წარმოადგენენ მთვარის ღმერთის ქალიშვილებს. მათი კულტი იყო გავრცელებული არაბეთში ისლამამდე. სახელი „Al-Uzza“ ნიშნავს – ერთიან ძალას, ეს იყო დილის ვარსკვლავის ქალღმერთი. სახელი „Al-Lat“ უბრალოდ „ქალღმერთსallat (2)“ ნიშნავს, როგორც „Al-Lah“ ნიშნავს „ღმერთს“. „Manat“ – მოხუცი ქალღმერთი, იყო ბედის ან დროის ღვთაება. ზოგჯერ ისინი მოხსენიებულნი არიან ღმერთის ქალიშვილებად „the daughters of Al-Lah“, ზოგჯერ კი ალ-უზა და მანათი, ალ-ლათის ქალიშვილებად იწოდებიან. მზეს არაბეთში უწოდებენ შამს (Shams), (შუმერები – შამაშ), იგი ქალ-ღვთაებად ჰყავდათ წარმოდგენილი. მისი საკურთხეველი იყო ქალაქ Ta’if – მექას გარეუბანში. ალ-უზა ეტოლება ცისკრის ვარსკვლავს, ვენერას. მას ბევრი საერთო აქვს იშთართან და ასტარტასთან. ალ-ლათს (იგივე al-Illahat), ჰეროდოტე აფროდიტესთან, სხვები კი ათენასთან აიგივებენ და დიდ დედას უწოდებენ. ჩანს მანათი იყო არაბების უძველესი ღვთაება. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით თაყვანს სცემდნენ შავ ქვას მექას ახლოს.

(Visited 2,434 times, 1 visits today)