abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

აუროვილი – კაცობრიობის ერთიანობის ქალაქი

აუროვილი - კაცობრიობის ერთიანობის ქალაქი

მთარგმნელი და სტატიის ავტორი tty_

მირა ალფასმა (1878-1973) 1954 წელს დაწერა, რომ “დედამიწაზე უნდა იყოს ისეთი ადგილი, რომელიც არცერთმა არ უნდა მიიჩნიოს თავის საკუთრებად, ადგილი, სადაც თავისუფლად მოაზროვნე თავს იგრძნობს დამოუკიდებლად, როგორც მსოფლიო მოქალაქე. ეს ადამიანები უნდა მიისწაფოდნენ ერთადერთი ავტორიტეტისკენ – უმაღლესი ჭეშმარიტებისკენ. ეს ადგილი უნდა იყოს მშვიდობის, თანხმობისა და ჰარმონიის ადგილი”.


1968 წელს, ფონდიშერის ახლოს, დააარსეს “აუროვილი’” –“მომავლის ქალაქი”, “განთიადის ქალაქი”, “კაცობრიობის ერთიანობის ქალაქი”.

პროექტს მხარი დაუჭირა “იუნესკომ” და ინდოეთის მთავრობამ. ქალაქის საძირკველში, სიმბოლურ ურნაში, ჩაიყარა მთელი მსოფლიოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოტანილი მიწა. 16 ენაზე საზეიმოდ წაიკითხეს აუროვილის ქარტია.

რაც შეეხება აუროვილის ქარტიას, ის რამდენიმე პუნქტისაგან შედგება:

indiamap1. აუროვილი არ ეკუთვნის არც ერთ კერძო პირს;
2. აუროვილი ეკუთვნის მთელს კაცობრიობას;
3. მაგრამ რომ იცხოვრო აუროვილში, საჭიროა ცნობიერება მზად იყოს ამისათვის.
4. აუროვილი უნდა იყოს მარადიული სწავლების ადგილი, შეუჩერებელი პროგრესის, მუდმივი სიჭაბუკის ადგილი;
5. აუროვილს უნდა რომ იყოს ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. უპირატესობა ენიჭება აღმოჩენებს, აუროვლი იქნება შეუპოვარი მდინარე მომავლის შესაქმნის მიმართულებით.
6. აუროვილი იქნება მატერიალური და სულიერი წინსვლების მხარე და საკაცობრიო ერთობლივი თანაცხოვრების განსახიერება.

ქალაქი, სადაც აუროვილი დაარსდა, წარმოადგენდა უდაბნოს და უკაცრიელ ადგილს, იყო ეროზირებული მიწა. აუროვილის მოსახლეობამ შეიმუშავა ნიადაგის რეგენერაციის მეთოდი, დაირგო 2 მილიონამდე ხე.

მირა ალფასმა მშენებლობაზე მსოფლიო მაშტაბით გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა ფრანგმა არქიტექტორმა როჟე ანჟერმა. ეს იყო “გალაკტიკური” გეგმა. შენობის შიგნით 36 მეტრი დიამეტრის ტაძარია. მის გარშემო განლაგებულია 12 ოთახი მედიტაციისთვის. ტაძრის შიგნითა ცენტრში არის 70 სანტიმეტრიანი დიამეტრის ბროლის სფერო, საიდანაც მზის სხივი თანაბრად ნაწილდება შიგნით. შიგნით ყველაფერი არის თეთრი; არ არის არც ყვავილები და არც მუსიკა.

მირა ალფასმა წვრილმანებამდე მოიფიქრა ატრიმანდირის(მთავარი შენობის) დიზაინი.
1995 წლისთვის აუროვილში ცხოვრობდა 1100 ადამიანი. მათ შორის 30% იყო ინდოელი, 20% – ფრანგი, 16% – გერმანელი, 5% – დანიელი, 4% – იტალიელი, 4% – ამერიკელი, 3% – ბრიტანელი, 2% – რუსი. მთლიანად 31 ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა.

Auroville_lifestyle

children

აუროვილი გარშემორტყმულია 13 სოფლით, 30 000 მაცხოვრებლით. მათთან შედარებით აუროვილი წარმოადგენს აყვავებულ ოაზისს. აუროვილის მაცხოვრებლები ცდილობენ აამაღლონ გარშემომყოფი მოსახლეობის ცხოვრების დონე, ამიტომ აშენებენ სკოლებს და კოლეჯებს, ასწავლიან ლითონისა და ქვის დამუშავებას, აძლევენ მოსახლეობას აგროტექნიკურ და ეკოლოგიურ ცოდნას. ჯანდაცვის ცენტრი სოფლებში ზრუნავს ადამიანების ჯამრთელობაზე. აუროვილის მოსახლეობამ ასევე სოფლებში დააარსა სასწრაფო დახმარების ცენტრი.

cosmic-auroville

თავიდან ეს იდეა აურობინდოს ეკუთვნოდა, მაგრამ მას სხვაგვარად სურდა ამის განხორციელება. მას სურდა არა მთლიანად მსოფლიოს სხვადასხვა რჯულის ადამიანები შეკრებილიყვნენ, არამედ ერთი რჯულისანი და ელოცათ ღმერთისთვის. შემდეგ, დედამ სანამ დატოვებდა სხეულს, დატოვა წერილი, სადაც კონკრეტულად ყველაფერი იყო აღწერილი, თუ როგორ, რანაირად და რა მიზნისთვის შეექმნათ ეს ქალაქი. მას სურდა, რომ ყველა რჯულის ხალხს ერთად ელოცათ ერთი ჭეშმარიტებისთვის, რადგან ჭეშმარიტება ერთია.

ეს ადგილი გახლავთ სულიერი განვითარების ცენტრი, რადგან აქ ისეთი ხალხიც ჩავიდა, რომლებსაც არაფერი არ აკლდათ მატერიალურად და საკმაოდ დიდი ადგილიც ეჭირათ ამა თუ იმ საზოგადოებაში. ისინი წავიდნენ აუროვილში საცხოვრებად როგორც, მაგალითად, ტიბეტში მიდის ხალხი და მთელ თავის ქონებას მანდ ტოვებს.

აუროვილის შესახებ ბევრი რამე არ არის გამოქვეყნებული და ამ მხრივ, ბევრი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. უდავოა, რომ ამ ქალაქის აშენებას სამკაოდ დიდი მიზანი ჰქონდა და აქვს, რადგან მარტივად რომ ვიმსჯელოთ, დედას ჰქონდა ხილვები, რომელშიც ის აურობინდოს ხედავდა. მან ამით იცნო აურობინდო, როცა ჩავიდნენ ინდოეთში ის და თავისი ქმარი.

ეს არამატერიალურ ძალებთანაა მჭიდრო კავშირში და მათი ბიოგრაფია და შეხვედრის მომენტები და ხიფათები, საკმაოდ ნათლად გამოხატავენ ამას.

(Visited 633 times, 1 visits today)