abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

დროის ცნება ვედებში

დროის ცნება ვედებში

Atman

დროს სანსკრიტულად ქვია “კალა” ღმერთის ერთ-ერთი ასპექტის სახელია “დარა” (მომცემი) აქედან მოდის “კალანდარა”. ანუ დროის მომცემი არის ღმერთი. სიტყვა კალენდარიც აქედან მოდის (და გურული კალანდაც რაღაც კავშირშია ეტყობა. გვარი – კალანდარიშვილიც  ).

დავიწყოთ დროის იმ შუალედის აღწერით, რომელსაც ქვია მაჰაკალპა (დიდი ციკლი). ეს არის ციკლი, როცა იქმნება ყველა მატერიალური ელემენტი და ის გრძელდება ექვსასოცდაორიტრილიონოთხმოცი მილიარდი დედამიწის წელიწადი.

შემდეგი ციკლია მატერიალური სამყაროს არსებობის ვადა. ეს ვადაა სამასთირთმეტიტრილიონორმოციმილიარდი დედამიწის წელიწადი. ამჟამად გასულია ასორმოცდათხუთმეტიტრილიონ 250 მილიარდი წელი (ანუ ჩვენ ვცხოვრობთ ამ ციკლის შუაში).

აღწერილია რომ ერთი კოსმიური დღე უდრის ოთხიმილიარდსამასოციმილიონ დედამიწის წელს. ეს არის სამყაროს ერთი დღე. ამ დღეს უწოდებენ ბრაჰმას დღესაც. (ბრაჰმა არის ნახევარღმერთი, რომელიც სამყაროს შექმნაზე აგებს პასუხს).

1 კალპა, ანუ სამყაროს ერთი დღე დაყოფილია 1000 პერიოდად, რომლებსაც ქვიათ “ჩატურიუგები” (ჩატურ”-ნიშნავს ოთხს четире (რუს)). რომელთაგან თვითოეული შედგება 4 ეპოქისგან (იუგისგან):

ოქროს ეპოქა (სატია იუგა) გრძელდება 1 728 000 წელი. ამ დროს დედამიწაზე არის უზარმაზარი ცივილიზაცია, ყველა იმყოფება სათნოების გუნაში. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ დროს შეადგენს 100 000 წელს. (თუმცა ფსიქოლოგიურად ისინი ამას აღიქვამენ ისევე, როგორც ჩვენ აღვიქვამთ 100 წელს).

მათი ზომა არის წარმოუდგენლად დიდი. არავინ არ იყენებს სხვა მეტალს გარდა ოქროსი. და ასევე იყენებენ ძალიან ძვირფას ქვებს. სულიერ პრაქტიკას ამ დროისთვის წარმოადგენს აშტანგა (რვასაფეხურიანი) იოგა.

ყოველი ეპოქის შემდეგ ხდება “აღსასრულის” პროცესი (ამ შუალედს ეწოდება პრალაია). თითქმის ყველაფერი წყლით იფარება დიდი ხნის განმავლობაში (რჩება ადგილები, კუნძულებივით, სადაც რჩებიან ადამიანები, კონკრეტული მისიებით, რომლებსაც ძალიან მაღალგანვითარებული ცნობიერება აქვთ) ყველა დანარჩენი ადამიანი სატია იუგის მერე ან უფრო მაღალ (სამოთხისეულ) პლაეტებზე გადადის, ან პირდაპირ სულიერ სამყაროში ხვდება). სულ 3%-ია ადამიანებისა, რომლებსაც “არ უმართლებთ” და სულიერი სამყაროს ნაცვლად სამოთხეში ხვდებიან  ).

ვერცხლის ეპოქა (ტრეტა-იუგა) გრძელდება 1 296 000 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-ჯერ მცირდება და 10 000 წელს შეადგენს. 10-ჯერ პატარები არიან ზომაშიც და 10-ჯერ ნაკლები გონებრივი და მისტიკური ძალები აქვთ. სულიერ პრაქტიკას წარმოადგენს ღმერთისადმი ცეცხლით თაყვანისცემა (ცეცხლში “გის” (ერბოს) დასხმა და მანტრების გალობა. (არსით იგივეა რაც ანთებულ სანთელზე ლოცვა). სატია იუგისგან განსხვავებით, მეორე ეპოქაში მოსახლეობის 25% უკვე ცოდვილია. (იქ 3% იყო ცოდვილი (ის 3% რომელიც სამოთხეში ხვდებოდა  )).

შემდეგ მოდის მომდევნო წარღვნა (პრალაია). და ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ სულიერ სამყაროში ან არ ავიდნენ სამოთხისეულ პლანეტებზე, დასაბამს აძლევენ შემდეგი ეპოქის ადამიანებს.

ბრინჯაოს ეპოქა (დვაპარა-იუგა) გრძელდება 864 000 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 1000 წელია. ასევე 10-ჯერ მცირდება მათი ზომები და გონებრივ-ფიზიკური შესაძლებლობები. სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში ითვლება ღვთაებისადმი თაყვანისცემა ტაძარში. პლანეტის მოსახლეობის საშუალოდ 50% ცოდვილია. უკვე ბევრია კონფლიქტები, ომები და ა.შ.

სავარაუდოდ ნოეს ისტორია (და იგივე მანუს ისტორია ვედებში) ამ ეპოქისშემდგომ წყალდიდობას ეხება)

მეოთხე – რკინის ეპოქა (კალი-იუგა) რომელიც გრძელდება 432 000 წელი. გასულია 5000 წელზე ცოტა მეტი. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 100 წელია. ვედურ წინასწარმეტყველებებში აღწერილია რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა პირველ 5000 წლის განმავლობაში 30%-ით შემცირდება. ასევე ნათქვამია რომ პირველი 5000 წელი იქნება მზარდი დეგრადაცია და 75% ადამიანებისა იქმენა ძალიან ცოდვილი. და 25% -ს ექნება სათნოებისკენ მიდრეკილება, მაგრამ დანარჩენი 75%-ის გავლენის ქვეშ იქნებიან. სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში მოწოდებულია ღმერთის სახელების ერთობლივი გალობა. ძირითადი მეტალი – რკინა.

* * *

ორიოდ სიტყვას ვიტყვი ვედურ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც შეეხება კალი იუგას:

კალი იუგის დამახასიათებელი ნიშნებია: ლოთობა, არაკანონიერი სქესობრივი კავშირები, ცხოველთა მოკვლა და მათი ჭამა და აზარტული თამაშები.

ადამიანებს უმცირდებათ სიცოცხლის ხანგრძლივობა, მეხსიერება, ჯანმრთელობა, მორალური და რელიგიური პრინციპები.

საზოგადოებაში იქნება ე.წ. “განათლებული” ადამიანების ოთხი ტიპი:

“ვედა-ვადა-რაგები” – ადამიანები რომლებიც შეისწავლიან და სხვებს ასწავლიან ვედებს (არსწორი მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის). ისინი უარყოფენ პურანების ჭეშმარიტებას. თავისებურ კომენტირებას უკეთებენ ვედურ ტექსტებს. არ იციან ვედების ჭეშმარიტი მიზანი. ყურს არ უგდებენ ვედების ავტორიტეტულ უძველეს მიმდევრებს და ისეთ კომენტარებს უკეთებენ ვედებს, როგორც თვითონ აწყობთ. ისინი წაიყვანენ ადამიანებს არა ღმერთისკენ, არამედ უმეცრებისენ.

“მაია-პახრიტა-გიანები” თვითმარქვია “ღმერთები”, სენსორები (ექსტრასენსები). დამოკიდებულნი იქნებიან მხოლოდ ფულზე. თავს ღმერთად, ღმერთის რომელიმე ავატარად ან მესიებად აღიარებენ. იქნებიან გავლენიანებიდა მოიპოვებენ დიდ ავტორიტეტს ხალხთა შორის. აღწერილია სამი ადამიანი, რომელიც მცოდნედ წარმოგვიჩენს თავს, სინამდვილეში კი დემონები არიან. ესენია: “მარქშა” (ალბათ მარქსი), “დარვინა” და “ხრეიდა” (ალბათ ფროიდი).

“ასურა-ბჰავამ” ანუ დემონები, ათეისტები (ასურა ნიშნავს დემონს), რომლებიც შექმნიან პრინციპს: “არ შეიძლება, მაგრამ თუ ძალიან გინდა შეიძლება!” მატერიალური მოთხოვნილებების გაძლიერებასთან ერთად ცვლიან კანონებს. ფართო გზას აძლევენ მატერიალური და გრძნობისმიერი სურვილების ასრულებას.

“ნართჰამები” ავტორიტეტული სახელმწიფოს მმართველები, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობენ, თავად იგონებენ კანონებს და თავად არ ასრულებენ მათ.

“ბჰავიშტია პურანაში” მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება იესოს:

აღწერილია მაჰარაჯა (ანუ დიდი მეფე) “შალვაჰანა” რომელიც მოგზაურობს ჰიმალაებში და მაღლა მთებში ის ხვდება თეთრებში გამოწყობილ “სადჰუს” (სადჰუ ნიშნავს წმინდანს, ღმერთის ერთგულს). მეფე ეკითხება ვინაობას, და ის პასუხობს (სანსკრიტზე):

“იშა პუტრა ჩან მან ვიდჰი, კუმარი გარბჰი სანბჰავამ, აჰამ ისამ ასიჰი ნამაჰა” (ზუსტი სანსკრიტის დადება გამიჭირდება, მაგრამ ქართული ასოებით ასე ჟღერს.

თარგმანი ასეთია: “მე ვარ ძე ღვთისა, შობილი ქალწულისგან და შენ უნდა იცოდე ეს. ადამიანები მიწოდებენ მე “იესო მესიას”.

ვედებში ასევე რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული იესოს (იშას, იეშუას) მისიის შესახებ. ასევე მას უწოდებენ “კრშტოშას” (“კრშ” ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს (ღმერთის ერთ-ერთი სახელი სანსკრიტზე, ხოლო “ტოშა” ნიშნავს დაკმაყოფილებას, ანუ ის ვინც აკმაყოფილებს (ემსახურება) ღმერთს, ასევე ნიშნავს ღმერთის მიერ მირონცხებულს).

(Visited 2,338 times, 1 visits today)