სტატიის ავტორი: ალექსანდრ ილინსკი
მთარგმნელი Atman
ეთერული სხეული – ესაა სხეული, რომელიც შედგება ენერგო-ხაზებისა და წერტილებისაგან, ეს ხაზები ერთმანეთს გადაკვეთენ და ქმნიან სხვადასხვა სიმკვრივის და თვისების ენერგეტიკულ ცენტრებს – ჩაკრებს.
ეთერული სხეული ერთგვარ სასიცოცხლო რეზერვუარს წარმოადგენს, რომელშიც ჩვენი “სუფთა” სასიცოცხლო ენერგიაა. იმისდა მიხედვით, თუ სად და რამდენადაა იგი განვითარებული, ადამიანს სხვადასხვა პოტენციალი გააჩნია დანარჩენ სხეულებში.
წარმოადგენს რა ენერგეტიკული ნაკადების გროვას, ეთერული სხეული სასიცოცხლო ენერგიით უზრუნველყოფს ფიზიკურ სხეულს და ”აცოცხლებს” მას. იგი ასევე წარმოადგენს ენერგეტიკულ წყაროს ყველა სხეულისთვის, მათ შორის ასტრალურისთვის და მენტალურისთვის. ბუნებრივია, რომ ეთერული სხეული ეხმარება ადამიანს რეალიზაცია გაუკეთოს ასტრალურ და მენტალურ სხეულში მხოლოდ მხოლოდ ის მდგომარეობები და პროცესები, რომლებიც უკვე ამ ინდივიდის გამოცდილებაშია.
ეთერულ სხეულს ყველა კონკრეტულ ადამიანში თავისი სიმკვრივე და მოცულობა აქვს, რაც რაიმე საერთო კონფიგურაციაში გამოიხატება. ჰარმონიულ ეთერულ სხეულს სფეროსთან მიახლოებული ფორმა აქვს, ამასთან ყველა ნაწილში თანაბარი სიმკვრივისაა და გააჩნია გაცნობიერებული მართვის შესაძლებლობა ისე, რომ ამასთან ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები არ დაირღვეს.
ასევე არსებობს ეთერული სხეულის რამდენიმე ძირითადი ჰიპერტროფირებული ტიპი: სოკოსმაგვარი – ინტელექტი კი არ მართავს ადამიანის ცხოვრებას, არამედ აკონტროლებს, ანუ თეორიული ცოდნა ძალიან აჭარბებს უნარებს; მსხლისმაგვარი სხეული – დამახასიათებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის დაგროვების და შენარჩუნების აქცენტით.
ეთერული სხეულის ენერგიით გამოკვება ხორციელდება ან უშუალოდ პროდუქტების, წყლის, ქვების, მცენარეების, ცხოველების, ადამიანების და ა.შ. ეთერული სხეულებიდან, ან პირდაპირ სტიქიებიდან: მიწიდან, წყლიდან (დასვენება და გასეირნება მდინარის ან ზღვის ნაპირას), ცეცხლიდან (ცეცხლზე, ბუხარზე მედიტაცია), ჰაერიდან (ტყეში, მთაში გასეირნება), ეთერიდან (რომელიც შედგება სიცოცხლის და სიკვდილის სტიქიებისგან) და მათი წარმოებულებისგან.
ეთერული სხეულის მდგომარეობას მთლიანობაში ადამიანი აღიქვამს როგორც საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის, ენერგიულობის, სიფხიზლის, ტონუსის, იმუნიტეტის დონეს. გარდა იმისა, რომ ეთერული სხეული მოქმედებს დანარჩენ სამ სხეულზე, თავის მხრივ ისინიც მოქმედებენ ეთერულზე. მაგალითად, ასტრალური სხეულის ზემოქმედება ეთერულზე უკვე დიდი ხანია შემჩნეულია – ესაა გუნება-განწყობილების ზეგავლენა სასიცოცხლო ტონუსზე. ფიზიკური სხეულის ზემოქმედება ეთერულზე კიდევ უფრო შესამჩნევია – ესაა ფიზიკური ვარჯიშების და ჯანმრთელი საკვების ენერგია.
უფრო ”დაბალი” ვიბრაციის ენერგიებს ეთერული სხეული ფიზიკურისგან იღებს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, იგი იღებს იმ ვიბრაციების ნაწილს, რომლებიც საჭმლის მონელებით გამონთავისუფლდება. იმის ნიშანი, რომ ეთერული სხეული მზადაა ფიზიკურისგან ენერგიის მისაღებად, მადაა, რომელიც ასევე კარნახობს ადამიანს, თუ კონკრეტულად რომელი საკვების ენერგიას საჭიროებს ეთერული სხეული.
შიმშილის გრძნობა, ან დასვენების (ძილის) მოთხოვნილება ნიშნავს ეთერული სხეულის პირდაპირ მოთხოვნას ფიზიკური სხეულისადმი: «მომეცი ენერგია» (ან: «ჭამა მინდა, ძილი მინდა, დასვენება მინდა»).
გარდა ამისა მშვენივრად ავსებს ეთერულ სხეულს ენერგიით უშუს, ცი-გუნის, ჰათჰა-იოგას ვარჯიშები და სტატიკური სავარჯიშოები.
ეთერული სხეულის ენერგიის გაზრდის ერთ-ერთი ვარიანტია ენერგო-დანახარჯების შემცირება სხვა სხეულებზე, რომელთაგანაც პირველ ადგილზეა ძილი, ხოლო მეორეზე შინაგანი დიალოგის გაჩერება. ხოლო რას უზამს ადამიანი გაზრდილ ენერგო-მარაგს, ეს უკვე ცალკე თემაა.
რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხასიათის თვისებებზე ზემოქმედება ეთერული სხეულის მეშვეობით:
- მკვრივი პროდუქტები (ბასტურმა, ნედლად შებოლილი ძეხვი) აგროვებენ ეთერულ ველს და ზრდიან ნებას და მობილიზებულობას – მანიპურა + მულადჰარა.
- ფიზიკური ვარჯიშები აგროვენებ ეთერულ ველს და მკვრივს ხდიან მას, რაც ხელს უწყობს მობილიზებულობას, ქმედითუნარიანობასობას და ინიციატიურობას: სტატიკური – მულადჰარა + მანიპურა, დინამიკური – მანიპურა + სვადჰისთანა.
- ლუდი ზრდის ენერგიის მოცულობას მანიპურაზე – პრესის ზონაზე – სიმკვრივის შემცირების ხარჯზე (ხსნის დაძაბულობას სტრესის შემდეგ).
- “რბილი” პროდუქტები (“საექიმო” ძეხვი, მოხარშული ქათამი, მოხარშული კარტოფილი) აფხვიერებენ (არბილებენ) ეთერულ ველს და ხელს უწყობენ გაწონასწორებულობას და დამიწებას.
- ძილი ასტაბილურებს ველის სიმკვრივეს და ჰარმონიულად გადაანაწილებს ენერგიას მთელს სხეულში. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ძილის პროცესში დანარჩენი სამი სხეული ძირითადად ეთერული ენერგიის მინიმუმს მოიხმარენ.
- ზონაზე კონცენტრაცია საშუალებას იძლევა ვმართოთ გაცვლითი პროცესები (რომ არ გადაიტყორცნოს ენერგია ავტომატურად). მაგალითად, სტრესულ სიტუაციაში პრესის ზონის – მანიპურას შეგრძნება იძლევა სიტუაციის მართვის შესაძლებლობას.
პროდუქტის მაქსიმალური ენერგეტიკული ტევადობის ან მისი სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მისი უნარი – გააგრძელოს თავისი არსებობა, თუკი მას ავიღებთ მაგიდიდან (პომიდორი, კიტრი, ვაშლი, თხილი). სასურველია პროდუქტი მივიღოთ მაშინვე, როგორც კი დავჭრით, რადგანაც თავისი დამცავი გარსის დარღვევის შემდეგ ეთერული ენერგია თანდათან ქრება. “კარგი” პროდუქტის კრიტერიუმია მისი უნარი – მისცეს ადამიანს ძალა არა მხოლოდ თავისივე მონელებისათვის. ხდება ხოლმე, რომ ჭამის შემდეგ ზალა ძალიან ცოტა გვრჩება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეთერული ენერგია პროდუქრის მონელებაზე და შეწოვაზე იხარჯება. ორ პატარა პომიდორს უფრო მეტი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, ვიდრე ერთ დიდს. რადგანაც უფრო დიდ პროდუქტებს ველი უფრო რბილი და ფხვიერი აქვთ.