Atman
ვედების მიხედვით ჩვენს მატერიალურ სამყაროს აქვს კვერცხის ფორმა (წაგრძელებული ბურთის). ეს ნიშნავს რომ მას აქვს საზღვრები. მისი დიამეტრია
14 969 655 360 000 000 მილი.
ეს კვერცხი ქვემოდან სანახევროდ ავსებულია წყლით (გარბჰადაკის ოკეანე). ამ კვერცხის გარსის შიდა გარსი მიწის ელემენტისგან შედგება და ძალიან სქელია. შემდეგი გარსი წყლის ელემენტისგან შედგება და 10-ჯერ უფრო სქელია. შემდეგი ასევე 10-ჯერ უფრო სქელი ცეცხლის ელემენტის შრეა. შემდეგი ჰაერის ელემენტის შრეა. შემდეგ ეთერის ელემენტის შრე. შემდეგ მოდის შრე, რომელიც შედგება ჭკუის ნატიფი სხეულისგან. შემდეგ არის გონების (“რაზუმის”) ნატიფი სხეული. და ბოლოს ყველაზე ნატიფი ელემენტი, რომლის შრეც ყველაზე სქელია და ყველაზე გარედან აკრავს კვერცხს, ეს არის “ცრუ ეგო”. ანუ რეალურად ცარიელ სიცარიელეს ამ კვერცხში ძალიან მცირე ზომა უკავია (ფაქტიურად მთელ კვერცხთან შედარებით წერტილივითაა, იმდენად სქელი გარსები აკრავს)… ასეთი სამყაროები (კვერცხები) უსასრულოდ მრავალია. ზოგი დიდი ზომისაა ზოგი მციირე ზომის. ჩვენი სამყარო პატარა სამყაროდ ითვლება. არსებობს ასევე სულიერი პლანეტების სამყარო, რომლებიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მატერიალური სამყაროები და მათზე გაცილებით უფრო მეტი ინდივიდუალური სული ცხოვრობს ვიდრე მატერიალურ სამყაროებში.
კვერცხის შუიდან, ანუ ოკეანის ზემოდან, რომელიც შუამდე ავსებს კვერცხს, იწყება პლანეტათა სისტემები. სულ არის 14 პლანეტარული სისტემა.
ყველაზე მაღალ პლანეტას ეწოდება სატია ლოკა.
მასზე ცხოვრობს ბრაჰმა (მატერიალური სამყაროს შემქმნელი) ბრაჰმას სხეული შედგება გონების (რაზუმის) სხეულისგან. მას აქვს 4 თავი (სივრცის 4 მიმართულებით), თუმცა სხვა სამყაროების ბრაჰმებს შეიძლება მეტი თავი ქონდეთ, იმის მიხედვით თუ რამდენგანზომილებიანია ეს სამყარო. (ჩვენი ბრაჰმა ოთხთავიანია და ჩვენთან 64 განზომილებაზე მეტი არ არის). ასევე ამ პლანეტათა სისტემაზე ცხოვრობენ ის სულები, რომლებიც სიცოცხლის თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სულიერ სამყაროში მოხვდებიან. ცოცხლობენ 15 ტრილიონ წელზე მეტს.
შემდეგი (ანუ ზემოდან მეორე) მპლანეტათა სისტემაა “ტაპა-ლოკა” (ტაპას-ნიშნავს ასკეზას, “ლოკა”- ადგილს, პლამეტას). იქ ცხოვრობენ უდიდესი ბრძენები, რომლებიც ასრულებენ უდიდეს ასკეზებს. ისინი ფიქრობენ ღმერთზე, ასრულებენ თავის მოვალეობებს და ასევე აკეთებენ დიდ ასკეზებს. მათი მატერიალური სხეული შედგება ჰაერის ელემენტისგან. არ იციან რა არის ავადმყოფობა. იქ მოქმედებს მხოლოდ სათნოების გუნა (სუფთა სახით).
მესამეა ჯანა ლოკა. აქაც მატერიალური სხეული ჰაერის ელემენტიუსგან შედგება.
მეოთხეა მაჰარ-ლოკა. აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, სულ რაღაც
4 300 000 000 დედამიწის წელიწადი (სატია-ლოკაზე 15 ტრილიონი წელი ცოცხლობენ).
მეხუთეა სვარგა-ლოკა. აქ უფრო მეტად ჭარბობს ცეცხლის ელემენტი (მზე ამ დონეს განეკუთვნება). სათნოების გუნასთან ერთად აქ არის უკვე ვნების გუნაც. მათგან მოდის დიდი გავლენა ჩვენზე და ჩვენ პლანეტაზეც. სვარგალოკაზე მმართველად ითვლება ნახევარღმერთი, რომელსაც ჰქვია ვივასვანი (მზის ღმერთსაც უწოდებენ). ის ახდენს მეთვალყურეობას მთლიანად საშუალო პლანეტათა სისტემაზე (ანუ პლანეტათა სისტემები იყოფა მაღალ, საშუალო და დაბალ პლანეტებად. ჩვენ საშუალოს განვეკუთვნებით). თავდაპირველად ღმერთმა ვივასვანს გაანდო ვედები და მან გაავრცელა შემდგომ:
” ღმრთეების პიროვნებამ, უფალმა შრი კრიშნამ თქვა: იოგას ეს უკვდავი მეცნიერება მე მზის ღმერთ ვივასვანს ვასწავლე, ვივასვანმა ასწავლა მანუს, კაცობრიობის მამამთავარს, მანუმ კი, თავის მხრივ, იგი იკშავაკუს გადასცა.
ეს უმაღლესი მეცნიერება გადაეცემოდა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვით და წმინდანი მეფეებიც ასე გებულობდნენ მას. მაგრამ დროთა განმავლობაში თანმიმდევრობა დაირღვა, ამიტომ მეცნიერების ჭეშმარიტი სახე დაკარგული ჩანს.
დღეს უზენაესთან ურთიერთობის სწორედ ამ უძველეს მეცნიერებას გიყვები, ვინაიდან შენ ჩემი ერთგული და მეგობარი ხარ და ამიტომ ამ მეცნიერების ტრანსცენდენტალი საიდუმლოების გაგება შეგიძლია. “
(ბჰაგავად-გიტა4.1-3)
იქ გონების სხეულთან ერთად უკვე აქვთ ჭკუის სხეული (რომელიც ცეცხლოვანი ელემენტისგან შედგება, ჩვენშიც და ყველაში, ვისაც ჭკუა გააჩნია). ამ სისტემაზე ცხოვრობს 33 000 000 ნახევარღმერთი, რომლებიც სამყაროს ადმინისტრატორები (მმართველები) არიან.
მეექვსეა დონეა ბჰუვარ-ლოკა. აქ უკვე ჩნდება წყლის ელემენტი.
მეშვიდეა ბჰურ-ლოკა. ეს უკვე ჩვენი გალაქტიკაა. დედამიწაზე არ შევჩერდები და დედამიწის ქვემოთ ჩვენსავე სისტემაში არის პლანეტები, რომლებსაც ქვიათ ბილასვარგა და ეს განეკუთვნება შედარებით მსუბუქი ჯოჯოხეთური ტიპის პლანეტებს. ამ პლანეტის მცხოვრებლები ჩვენ გვგვანან. მათ აქვთ საკმაო ცოდნა კარმაზე, ორგანიზმის მკურნალობაზე (მათ შორის მცენარეებით) და ამ პლანეტებიდან ჩვენთან ბევრი ინფორმაცია შემოდის, მაგრამ ზემოთა პლანეტების ინფორმაციისგან განსხვავებით აქედან არ მოდის ცოდნა ღმერთის და ღმერთის მსახურების შესახებ და მოდის მხოლოდ ის ცოდნა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, სიცოცხლის გახანგრძლივებაში და ა.შ. გვეხმარება. ადამიანები, რომლებიც მატერიალურ ცოდნას იღრმავებენ და სულიერს არა, ხვდებიან სწორედ ამ პლანეტაზე და იქ აგრძელებენ დეგრადაციას (მეტწილად). ამ პლანეტებზე თითქმის ვერ აღწევს მზის სინათლე და იქაურობას ანათებენ ღვთაებრივი გველები – “ნაგები”, რომლებსაც თავზე მანათობელი მარგალიტი (თუ რაღაც ეგეთი) აქვთ. იქ უამრავი საშუალებაა სიამოვნებისთვის. ყველას უყვარს სექსი. ძალიან განვითარებული ტექნოკრატიული ცივილიზაცია აქვთ, ღმერთზე კი არაფერი იციან. მფრინავი თეფშები (დისკის ფორმის) სწორედ ამ პლანეტებიდან მოდიან ჩვენთან. და დარწმუნებულნი არიან რომ მათთან უფრო ჯობია ვიდრე ჩვენთან და ცდილობენ ჩვენც “გვასწავლონ” რაღაცეები
ანუ დედამიწა არის გამყოფი ზღვარივით. დედამიწის ზემოთ არიან ღვთაებრივი ცივილიზაციები, ქვემოთ კი დემონური. თუ სული სხეულის დატოვებისას ქვედა ჩაკრებიდან გადის, იგი ხვდება ჯოჯოხეთურ პლანეტებზე, თუ შუა ჩაკრებიდან გადის – საშუალო პლანეტებზე, ხოლო თუ ზემოთა ჩაკრებიდან – მაღალ პლანეტებზე.
ქვედა პლანეტარული (ჯოჯოხეთური) პლანეტათა სისტემები იყოფიან 7 დონედ:
ატალა
ვიტალა
სუტალა
ტალა-ტალა
რასა-ტალა
მაჰა-ტალა
პატალა
ყველაზე მძიმე ტანჯვა პატალაზეა. როგორც წესი სულები ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ტანჯვით განწმენდის შემდეგ ისევ საშუალო დონის პლანეტებზე იბადებიან ცხოველებად და თანდათან ვითარდებიან.
კალი იუგაში დედამიწაზე ადამიანთა უმეტესობა დეგრადაციას განიცდის (იმიტომაც ქვია კალი იუგა – დეგრადაციის ეპოქა), და მხოლოდ მცირე ნაწილი განიცდის სულიერ პროგრესს. და ამ მცირეთაგან ძალიან მცირე აღწევს მაღალ სამოთხისეულ პლანეტებს და კიდევ უფრო მცირე ნაწილი ხვდება სულიერ სამყაროში (ცათა სასუფეველში).
სულ მატერიალურ სამყაროში არსებობს ცოცხალ არსებათა 8 400 000 ფორმა (ადამიანი მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა). აქედან გონიერი ფორმა 400 000-ია. (ჩვენი გონიერების ფორმა ერთ-ერთი პრიმიტიულია). ჩვენ ნახევრად ადამიანები, ნახევრად კი ცხოველები ვართ (ვგულისხმობ ზოგად სტანდარტს). როგორც თქვენ არ მოგწონთ საღორეში შესვლა, ისე არ მოწონთ მაღალგანვითარებულ ორგანიზმებს ჩვენთან ჩამოსვლა (გამონაკლისების გარდა… და ეს გამონაკლისები თანდათან გახშირდება).
ახლა ცოტას ვისაუბრებ ამ სამყაროში არსებულ სხვადასხვა არსებებზე:
განდჰარვები – ზეციური მომღერლები, რომლებიც მაღალ პლანეტებზე ცხოვრობენ. როცა ისინი მღერიან, ირგვლივ ყველაფერი ბედნიერებით ივსება. ისინი ყოველ წამს ღმერთისთვის გალობენ (ძალიან დიდხანსაც ცოცხლობენ).
აბსარები – ქალთა სქესის წარმომადგენელი ზეციური არსებები, რომლებიც საოცარ სილამაზეს ფლობენ. არის ლეგენდები რომ ხანდახან ტაპა-ლოკაზეც კი ადიან ასკეტი ბრძენების მოსახიბლად (რა ქნან ქმარი უნდათ ). ერთი ასეთი აბსარაც რომ გამოჩნდეს დედამიწაზე, ყველა კაცი მოკვდება შოკისგან (სილამაზეს ვერ გაუძლებენ ). (თუ გაქვთ შინაგანი სურვილი რომ ყველაზე ლამაზი გახდეთ შემდეგ ცხოვრებაში და თან ღმერთი გიყვართ და ემსახურებით, ღმერთი ჯილდოდ აბსარად დაბადებას მოგცემთ შემდეგ ცხოვრებაში (ეს კაცებსაც ეხებათ ).
კინარები – ადამიანები, რომლებსაც სხეულის რაღაც ნაწილი ცხოველისა აქვთ. (მაგალითად კენტავრები)
ურაგები – გველის ფორმის ნახევარღმერთები. (ჩინეთში რომ დრაკონებს ეთაყვანებიან სწორედ ეგ დრაკონები არიან). მათ აქვთ უდიდესი ცოდნა და სიბრძნე და ღმერთის ერთგულები არიან. მათ ნაგებსაც უწოდებენ.
პატაგები – უზარმაზარი ფრინველისმაგვარი არსებები.
ჩანაგები, პანარები, ვიდიადჰარები და პიტები – ესენიც ნახევარღმერთები (девы), იგივე სურები არიან.
შიანები – კოსმიური არწივები (პლანეტებს შორისაც შეუძლიათ ფრენა)
ვანარები (რომლებსაც თოვლის კაცსაც ეძახიან) ცხოვრობენ ჰიმალაებში. მათი ინტელექტი რამდენიმე ასეულჯერ აღემატება ჩვენსას, ამიტომაც გვემალებიან (შეუძლიათ უჩინარნი გახდნენ თუ ადამიანი დაინახეს). ისინი ცხოვრობენ როგორც ჩვენ, ასევე სხვა განზომილებაშიც (განსაკუთრებით მითიურ შამბალაში).
იაქშები – ეს უკვე დემონური წყობის ცოტა არი იყოს მახინჯი არსებები არიან. ჩვენთანაც არიან ჰიმალაებში, ოღონდ სხვა განზომილებაში (საერთოდ ჰიმალაების 3 დონე არსებობს ერთი რომელსაც ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ და კიდევ ორი რომელიც სხვა განზომილებაშია). მათ აქვთ უზარმაზარი მისტიკური ძალები (სამაგიეროდ სულიერება და მორალი ადამიანზე დაბალი აქვთ).
“პიშაჩები” -სულები (“დუხები”) რომლებსაც ხშირად ადამიანებიც ვხედავთ. ისინი იკვებებიან მყრალი სუნებით და ნარჩენი საჭმელებით (და ისეთ სახლში სადაც ჭურჭელს ხშირად ტოვებენ ღამე გაურეცხავს, ასეთი “დუხები” ხშირად გვხვდებიან )
ვინაკაიანები – (“დამავოებსაც” უწოდებენ) ცხოვრობენ ნატიფ (ასტრალურ) სხეულში. ძირითადად უწყინარნი არიან. ნუ ცოტათი იკვებებიან ჩვენი ენერგიით (ან ტყეში ხეების ენერგიით).
პრეტები – ასევე “დუხები” რომლებსაც შეუძლიათ სხეულად მკვდარის სხეული გამოიყენონ (მოსიარულე გვამებზე რომაა უჟასტიკები მაგათზეა ალბათ )
იადაჰები – უზარმაზარი ზღვის ურჩხულები (ჩვენს პლანეტაზეც არიან). ოღონდ ესენი გონიერი არსებები არიან და დიდ ცოდნასაც ფლობენ. იცავენ წმინდა ადგილებს (ზღვებში და ოკეანეებში დამარხულ ქალაქებსა თუ სხვადასხვა წმინდა ნივთებს)
კუშმადები – როცა ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ის ნატიფ სხეულში განაგრძობს არსებობას, სანამ მისთვის კარმულად სასიცოცხლოდ განსაზღვრული წლები არ გაივლის. ჰოდა ესენი არიან სწორედ მოჩვენებები, რომლებსაც ვედებში კუშმადები ეწოდებათ.
იატუჰანები – “ჯინები” რომლებსაც შეუძლიათ ქოთნებში და ბოთლებში ცხოვრებაც. მათი მოვალეობა და თვისებები ყველამ იცით “ალადინიდან”
პრამათჰები – ასევე მოჩვენებები, ოღონდ კეთილი ხასიათის. ანუ იოგები და ადამიანები, რომლებიც სხეულს თავისი ნებით ტოვებენ (როგორც თვითონ თვლიან სულიერი მიზნებით) ასეთ მოჩვენებებად არსებობენ. ხშირად ეხმარებიან ადამიანებს (ხმა ზეციდან ხშირად მათი ხმაა ).
დაქჰინები – “ვედმები” რომლებიც ბავშვებს აშინებენ ასტრალური სხეუულით. ხშირად როცა ბავშვი უმიზეზოდ შეშინდება ხოლმე ეს მათი ნამოქმედარია (იკვებებიან შიშის ენერგიით).
ბრაჰმა-რაქშასები – ეს ისეთი სულებია, რომლებიც “მღვდელმსახურები” იყვნენ, ოღონდ “მღვდელმსახურების” პარალელურად გარყვნილ და ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდნენ. არიან ბოროტები და ადამიანის სხეულში ჩასახლებაც შეუძლიათ (თუ ადამიანს სუსტი აურა აქვს ან მთვრალია და ა.შ.) ჩვეულებრივ ადამიანებს როგორც წესი არაფერს ერჩიან. უფრო მტრობენ იმათ, ვინც სულიერ ცხოვრებას ეწევა (შურის გამო უნდათ რომ ხელი შეუშალონ სულიერ განვითარებაში).
დაიტები – ასურები, ანუ დემონები (ვედურ ლიტერატურაში დემონებს ათეისტებსაც უწოდებენ ) ცხოვრობენ ქვედა სამყაროებში. არ სჯერათ ღმერთის არსებობის. ქმნიან საკუთარ “მეცნიერებას”. (ამჟამად ჩვენზეც დიდი გავლენა აქვს და ჩვენ მეცნიერებაზე საკმაოდ მოქმედებენ).
ყველა ეს არსება გვხვდება ზღაპრებში და მითებში. მიუხედავად იმისა, რომ მათი არსებობის არ გვჯერა, ისინი მაინც არსებობენ.
Atman