abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ატარებთ თუ არა ამულეტს?

ატარებთ თუ არა ამულეტს?

ამულეტი (ლათ. amuletum), ან როგორც მას უწოდებენ ასევე, თილისმა (არაბ. Tilasim), მოგეხსენებათ, არის მაგიური ნივთი. მისი ფუნქცია მრავალფეროვანია, მთავარი კი მფლობელის დაცვა და მისი მაგიური ზემოქმედების ეფექტურობის გაზრდაა. ადამიანთა რწმენით, თილისმებს ასევე შეუძლიათ წარმატებების მოტანა, განსაცდელისგან, ე.წ. “ავი თვალისგან” დაცვა, გუნება-განწობის გაუმჯობესება, იღბალის მოტანა, ცოდნის გაზრდა, სიყვარულის გაძლიერება და სხვ.

თილისმა შეიძლება იყოს დამზადებული სხვადასხვაგვარი მასალისგან, დაწყებული პროფესიონალური საიუველირო ნაწარმიდან და დამთავრებული კუსტარულად დამზადებული ხის გარკვეული ზომის ნაჭრით. რაც ასევე აღსანიშნავია, ისინი ადამიანთა ყურადღებას იქცევენ!

ებრაელებს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს ღრმად სწამდათ ამულეტების დამცველობითი ძალის, რადგან თვლიდნენ დალოცვილ და კურთხეულ ნივთებად. მაგალითად, ქრისტიანების უმრავლესობა ყელზე ატარებს ჯვარს, როგორც ერთგვარ ამუტელს და ბოროტებისგან თავდაცვით საშუალებას, გარდა იმისა, რომ ის თვითონ სარწმუნოების სიმბოლოდაც მიიჩნევა!

თილისმებს რაც შეეხება, მათ იყენებდნენ ადამიანები სამგვარი დატვირთვით:

1. თილისმა, რომელიც იცავდა ადამიანის სხეულს დაზიანებისაგან;

2. თილისმა, რომელიც საწოლის თავზე იკიდებოდა;

3. თილისმა, რომელიც სამედიცინო დანიშნულებით იხმარებოდა, კერძოდ, ავადმყოფი რომ განკურნებულიყო, ან ადამიანს რაიმე დაავადება რომ არ შეჰყროდა.

იუდაური ტრადიცია განთქმულია ამულეტების სიუხვით, განსაკუთრებით ცნობილია სოლომონის ამულეტები (მსოფლიოს სხვადასხვა მუზეულებში):

ახლა კი წარმოგიდგენთ სხვადასხვა სახის ამულეტებს:

სულიერი კონტროლის ამულეტი

დამცავი ამულეტი

ბოროტებისგან და ვნებისგან დამცავი, სულიერი კონტროლის ამულეტი

საფრთხისაგან თავდასაცავი ამულეტი

პოზიტიური პლანეტარული ზეგავლენისა და იღბლის მომნიჭებელი ამულეტი

(ხელის ამულეტი)

ბედნიერების, სიხარულისა და შემოქმედების ამულეტი

მთვარის ამულეტი

მზის ამულეტი

მერკურის ამულეტი

ცოდნის ზრდის ამულეტი

მარსის ამულეტი

ვენერას ამულეტი

სიყვარულის მომატების, პატივისცემისა და მიმზიდველობის ამულეტი

ვენერას ამულეტი

ვინმეს მოსაზიდი ამულეტი

სტატიის ავტორი: Narilla

(Visited 2,683 times, 1 visits today)