abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

კარმული კატეგორიები

კარმული კატეგორიები

სტატიის ავტორი: old_man

ადამიანის წინა ცხოვრებაში არსებული სიძნელეები, რაც მის ამჟამინდელ ცხოვრებაში ვლინდება, იყოფა ოთხ ძირითად კარმულ კატეგორიად.  ამ კატეგორიებად კი იმიტომ ვაჯგუფებთ, რომ უფრო ადვილად გადავჭრათ ჩვენს ცხოვრებაში არსებული პრობლემები და მივაკვლიოთ მათი წარმოშობის სათავეს. ყველა ჩვენი ცხოვრება და იქ მიღებული გაკვეთილები  ერთმანეთთან გადაჯაჭვულია.

karmaახლანდელ ცხოვრებასა და ჩვენი პიროვნების ფორმირებაზე წინა ცხოვრებების მოვლენები დიდ გავლენას ახდენს. კარმულად შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების საშუალებად გვევლინება გაცნობიერება. როცა მივხვდებით წარუმატებლობის ნამდვილ მიზეზს, უკვე  ადვილად ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. კარმა ყოველთვის გვაძლევს შესაძლებლობას გამოვავლინოთ თავისუფალი ნება და არჩევანის თავისუფლება. კარმისგან გათავისუფლება დაფუძნებულია იმაზე, რომ ადამიანი იაზრებს საკუთარ შეცდომებს, რათა მსგავსი რამ აღარ გაიმეოროს და მისთვის მისაღები მომავალი შეიქმნას.

მაღალ განზომილებებში არსებობენ ე.წ. „კარმის მბრძანებლები“, ანგელოზების მსგავსი არსებები, ვინც ზედამხედველობს თითოეული ადამიანის ბედს. თხოვნის შემთხვევაში მათ შეუძლიათ ადამიანებს გარკვეული მინიშნებები მისცენ და ასეთი სახით დაეხმარნონ, თუმცა ცხოვრებაში პირდაპირ არასოდეს ჩაერევიან. თუკი ადამიანი დასახმარებლად მათ მიმართავს, მინიშნებები შეიძლება მოვიდეს როგორც სიზმარში, ისე რეალურ ცხოვრებაში, გარკვეული მოვლენებისა და ადამიანების საშუალებით.

თუკი კარმა ადრე წარმოედგინათ როგორც მკაცრი და შეუბრალებელი კანონი, დღეს მასზე შეხედულება იცვლება. თითქმის ყველაფერი ექვემდებარება განკურნებას და პირველ რიგში ეს  პირად ურთიერთობებს ეხება.  თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება, ეცადეთ გაარკვიოთ ამის მიზეზი და იპოვნოთ ვითარების გამოსწორების საშუალება.

კარმაკარმის ზემოაღნიშნული ოთხი კატეგორიაა:

1. დაავადებები;

2. ურთიერთობები;

3. ცხოვრებისეული სიტუაციები;

4. ხასიათის თვისებები და ცუდი ჩვევები.

კარმის პირველი კატეგორია მოიცავს ფიზიკურ დაავადებებს.  სანამ ადამიანი დასახმარებლად კარმის მბრძანებლებს მიმართავს, ჯერ უნდა გაერკვას ამ დაავადებების გამომწვევ მენტალურ და ემოციურ მიზეზებში.  თუმცა, ზოგიერთი ავადმყოფობა არ იკურნება, რადგან ზოგ შემთხვევაში, ძალიან ძლიერია ის დარტყმა, რასაც სხეული იღებს. მაგრამ, ადამიანმა მიზეზი მაინც უნდა ეძებოს, რომ ეს შემდეგ ცხოვრებაშიც არ გადაჰყვეს. თუ კარმული გათავისუფლებისას განსაკუთრებით მძიმე დაავადებისგან ვერ განიკურნებით,  შვებას მაინც იგრძნობთ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.

შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა – როგორ გავიგო ჩემი „უბედურების“ მიზეზი თუ წინა ცხოვრებიდან არაფერი მახსოვს? ეს ხომ უსამართლობაა? – უსამართლობა არ არის. როგორც წესი, თუ დააკვირდებით თქვენს ცხოვრებაში განმეორებად, ერთი არსის მქონე მოვლენებს, ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას  საკუთარ ხასიათის ნეგატიურ თვისებებსაც დაინახავთ, მაშინ  მარტივად აღმოაჩენთ იმ მიზეზებს, რის გამოც ესა თუ ის ავადმყოფობა გტანჯავთ.

კარმის შემდეგი კატეგორიაა ურთიერთობები. ამ ცხოვრებაში ჩვენი ნაცნობები, მეგობრები, პარტნიორები როგორც წესი, არაერთი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს  გვერდით ცხოვრობდნენ. ურთიერთობები კი ყოველთვის კარგად ვერ ეწყობოდა. ყველა ცხოვრებაში გვხვდება რთული სიტუაციები  და ტანჯვა, გამოწვეული კონფლიქტებითა და  სხვადასხვა სახის გაუგებრობით. გახსოვდეთ, ის ვინც ამ ცხოვრებაში გვაწყენინებს, გვაბრაზებს და სირთულეებს გვიქმნის, არის ჩვენი ყველაზე კარგი მასწავლებელი, რადგან ამის გაცნობიერება განვითარებისა და შეცდომების გამოსწორების საუკეთესო საშუალებაა. თუ ვინმეზე გულში  წყენას ჩაიდებთ და ამ ცხოვრებაში იგივეთი ვერ უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ შემდეგ ცხოვრებაში იგივეს ეცდებით. ეს კი ნიშნავს, რომ ჩათრეული აღმოჩნდებით კარმულ წრე-ბრუნვაში და ამ მოჯადოებული წრის გაწყვეტას, პირველ რიგში, შეძლებთ სამაგიეროს გადახდაზე უარის თქმით და ამგვარად, შემდეგ ცხოვრებაში  ამ ნეგატივისგან თავისუფალი იქნებით. ანუ კარმას დაწვავთ!

კარმა1კარმის მესამე კატეგორიაა ცხოვრებისეული სიტუაციები. მაგალითად, თუ მთელი ცხოვრება ბევრს მუშაობთ და მაინც ღარიბი ხართ, შეიძლება ამის მიზეზი იყოს ის, რომ წინა ცხოვრებაში სიმდიდრეს არასწორად განკარგავდით, იყავით ძუნწი ადამიანი და ა.შ. სიღარიბე შეიძლება განპირობებული იყოს დანაშაულის გრძნობით. შესაძლებელია,  წინა ცხოვრებაში საკუთარ თავს შთააგონეთ, რომ  სიღარიბეს იმსახურებთ.

ხშირად ის გადაწყვეტილებები, რამაც დადებითი როლი შეასრულა თქვენს წინა ცხოვრებაში, შეიძლება ახლაც გაგახსენდეთ, მაგრამ უკვე აღარ გამოგადგეთ. აქაც  საჭიროა დაკვირვება და გაცნობიერება. როგორ აღიქვამთ ცხოვრებას? ხომ არ გაქვთ გამჯდარი რაღაც სტერეოტიპი, მაგალითად ის, რომ პატიოსანი ადამიანი ღარიბი უნდა იყოს? ან ის, რომ ცხოვრება ტანჯვაა და ნამდვილ ბედნიერებას დედამიწაზე ვერ ეღირსებით? თუ ასეთი რამ შენიშნეთ, სცადეთ ეს ნეგატიური პროგრამები პოზიტიური აფირმაციებით ჩაანაცვლოთ.

მეოთხე კატეგორია ეს არის  ხასიათის თვისებები და ცუდი ჩვევები. ხასიათის ნეგატიური თვისებები ასევე საჭიროებს კარმულ გათავისუფლებას. მაგალითად, დაიანა სტაინი, ავტორი წიგნისა „კარმული განკურნება“, წერს, რომ მას ჰქონდა ცუდი თვისება  – ადამიანს საუბრისას ხშირად აწყვეტინებდა, რაც გარშემომყოფთათვის შემაწუხებელი ხდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში ის დამოუკიდებლად ცდილობდა ამის მიზეზი გაერკვია, თუმცა ეს ვერ მოახერხა და დასახმარებლად კარმის მბრძანებლებს  მიმართა. სთხოვა, რომ ამ უარყოფითი თვისებისგან სამუდამოდ გაეთავისუფლებინათ.

ამ კატეგორიაში შეგვიძლია მოვაქციოთ ფობიებიც, რაც ხშირად პირდაპირი შედეგია წინა ცხოვრებაში მიღებული ტრავმებისა. თუ ადამიანს პანიკურად ეშინია წყლის, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ წინა ცხოვრებაში წყალში დაიხრჩო.

ამგვარად, ეს ოთხი კარმული  კატეგორია გვაძლევს საშუალებას გავერკვათ კარმის იმ სფეროებში, რაზეც პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ, სანამ ჩვენი კარმის შეცვლას ვეცდებით, მნიშვნელოვანია მისი მუშაობის მექანიზმს გავეცნოთ.

(Visited 2,543 times, 1 visits today)