abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

კაჰუნების საიდუმლო ცოდნა

კაჰუნების საიდუმლო ცოდნა

Atman

ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – საიდუმლოს მცველები)

(ჩრდილოეთ ამერიკა, ძველი ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა (ბერბერები), ინდოეთი, პოლინეზიის კუნძულები, ჰავაი)

“ცოტა თუ დაეჭვდება იმაში, რომ თანამედროვე მსოფლიო გადამწყვეტი გარდატეხის და სიცოცხლის სისავსის მოპოვების წინაშე დგას. ცვლილებებისკენ სწრაფვა პლანეტისა და კაცობრიობისთვის სასიკეთოდ და არა მათ წინააღმდეგ ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იპყრობს.” _ ამ სიტყვებით იწყებს თავის წიგნს “ჰავაელი ექიმბაშები: მკურნალობის საიდუმლოებანი” სუზანა ვიგელი, წიგნს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს კაჰუნების ცოდნის არსს და პრაქტიკულ მეთოდებს.

სახელწოდება “ჰავაი” კაჰუნების გადმოცემით ნიშნავს მიწის ნაგლეჯს საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის სუნთქვის შესახებ ცოდნის შენარჩუნებისათვის.

უძველესი ლეგენდების თანახმად ამჟამინდელი კუნძულები ესაა მთის მწვერვალები ხმელეთის იმ იდუმალი ჩაძირული ნაწილისა, რომელსაც ერქვა ლემურია და რომელსაც მუს ქვეყანასაც ეძახიან. ზოგიერთი ამ მიწას იმ კაცობრიობის აკვანსაც ეძახის, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.

 

ამ ლეგენდების თანახმად ლემურიის ჩაძირვისას მოხდა რაღაც ხალხის გადასახლებისმაგვარი და მრავალმა მისმა ბინადარმა გაიარა გზა ამერიკის კონტინენტისა და ევროპასა და ამერიკას შორის მოქცეული ატლანტიდის გავლით, საიდანაც, როგორც ფიქრობენ, უძველესი ცოდნა მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

“კა” ნიშნავს “ოსტატს” (мастер), ხოლო “ჰუნა” ნიშნავს “საიდუმლოს”, ან “დაფარულ ცოდნას”. სავარაუდოდ, კაჰუნა – ესაა მასწავლებელი, რომელიც ეყრდნობა დაფარულ ცოდნას ან განდობილია ამ ცოდნაში.

არის მოსაზრება, რომ ამ კუნძულის მცხოვრებლები როგორღაც იყვნენ დაკავშირებულნი უძველეს ეგვიპტელებთან და კოლუმბამდელ ინდიელ ხალხთან ჩრდილოეთ ამერიკაში – ანაზიელებთან და ჰოპებთან, რადგანაც საოცრად ბევრი მსგავსებაა მათ საიდუმლო ცოდნასა და რიტუალებში, საუკუნეების მანძილზე შენახულ სიბრძნესა და წეს-ჩვეულებებში.

აფრიკელი ბერბერები რომლებიც ატლასის მთებში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგიაში იმავე სიტყვებს იყენებენ, რომლებსაც ჰავაელი კაჰუნები, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ განსხვავებას წარმოთქმაში. ჰავაური სიტყვა კაჰუნა ბერბერებში ჟღერს როგორც გუაჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს ქალ-კაჰუნას ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერს როგორც გუაჰინი. სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს, ორივე ენაში თითქმის ერთაირად ჟღერს: აკუა და ატუა, ისევე როგორც სხვა მრავალი გამოთქმა.

ბერბერების გადმოცემის თანახმად უხსოვარ დროს დიდ უდაბნო საჰარაში, იმ დროს მწვანე, წყლით უხვ და ნაყოფიერ ადგილას კაჰუნების თორმეტი ტომი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა და ეს ტომები ნილოსის ველებზე გადასახლდნენ. იქ, იყენებდნენ მაგიას, რომლითაც კლდის ქვებს ამუშავებდნენ, მშენებლობის ადგილზე გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს და სხვა ხალხებზე თავიანთი მაგიის წყალობით მოიპოვეს უპირატესობა.

მათ წინასწარ იწინასწარმეტყველეს, რომ მომავალში დადგებოდა საყოველთაო ინტელექტუალური დაბნელების პერიოდი და მათი საიდუმლო ცოდნა დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი შეენახათ მომავალი თაობებისთვის, ეს თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძებნელად დაიძრა, სადაც გადაიტანდნენ და შეინახავდნენ საიდუმლოს (ჰუნას), სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ მსოფლიოსთვის მისი დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. შორ მანძილზე ხედვის პარაფსიქოლოგიური უნარის მეშვეობით მსოფლიო ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცრიელი კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდებოდა. თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვიდან დინების მეშვეობით გადაცურა და შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროს გავლით წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა და მათგან ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი მეთორმეტე ტომისთვის. ეს ტომი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილოეთით გადასახლდა ატლასის მთებში. ზუსტად ასეთივე ისტორიას ჰყვებიან ჰავაიზე მცხოვრები კაჰუნებიც.

თაობიდან თაობამდე გადაცემული ცოდნა რომ შეენარჩუნებინათ, კაჰუნები დღესაც კი ირჩევენ მოსწავლეებს და ასწავლიან არანაკლებ ოცი წლის განმავლობაში. ყოველ კაჰუნს მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს. როგორც წესი ეს ადამიანი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა მასზე და ავლენს უნარს – შეინახოს და მოუფრთხილდეს ძველ სიბრძნეს ისე, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენოს იგი. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, იმახვილებენ სმენას და ითვისებდნენ მათ გარშემო სიცოცხლის აღქმას. მოსწავლეებს არასოდეს კიცხავდნენ ან აკრიტიკებდნენ! სამაგიეროდ ხშირად ეუბნებოდნენ გამამხნევებელ სიტყვებს: “ასე განაგრძე!”, “კიდევ უფრო ღრმად შეისწავლე!”, “უსმინე ბუნებას!” ისინი სწავლობდნენ ზღვასთან, ხეებთან, მცენარეებთან, ქვებთან საუბარს და თავიანთი არსების ისე გახსნას, რომ მათიპასუხებიც გაეგოთ. ყველაფერი მათ გარშემო სიცოცხლის სუნთქვითაა სავსე, და თავად ისინი არიან – სიცოცხლის სუნთქვის ნაწილნი.

არიან რა ძალიან გულისხმიერი ადამიანები, კაჰუნები აღიარებენ სიცოცხლისადმი გულწრფელ და ღრმა პატივისცემას. თვითონ ისინი ძალიან გააზრებულად ცხოვრობენ და წვდებიან ყველაფერს, რაც მათ გარშემო ცოცხლობს. ჭეშმარიტება მარტივია, თვლიან ისინი, და არანაირი აზრი არ აქვს მის ინტელექტუალურად გართულებას.

კაჰეა!”, – ამბობენ ისინი. რაც ნიშნავს: შეიცან თავი და იმოქმედე როგორც “გამოუთქმელის” მსახურმა! გამოუთქმელში ისინი გულისხმობენ ძალას, რომელმაც შექმნა და ახლაც ქმნის როგორც ჩვენს სამყაროს, ასევე მთელ კოსმოსს.

სიმშვიდე და დუმილი – კაჰუნების სიბრძნის არსია. შინაგანი დუმილის პრაქტიკა ეხმარება კაჰუნებს სამყაროს მოსმენაში. რადგანაც როგორც თავად ამბობენ, ღვთაებრივი შინაგანი ანუ სულიერი სმენის მეშვეობით აღიქმება.

ისინი თვლიან, რომ ჟღერადი სიტყვების ზედმეტად გამოყენება ფანტავს ენერგიეს, ამიტომ თავისთვის ინახავენ როგორც სიტყვებს, ასევე თავიანთ ძალას. “ნუ დაიკარგები წვრილმანებში. ეს შეინახავს და გააძლიერებს შენს ენერგიეს”. ასეთია მათი ცხოვრებისეული დევიზი.

კაჰუნები მუდმივად ინარჩუნებენ კავშირს გარესამყაროსთან და ადამიანებთან და შესანიშნავი მკურნალები არიან. ისინი გამოდიან ძალიან მარტივი და უჩვეულოდ მოქმედი ცხოვრებისეული პრინციპიდან, რომელიც საშუალებას იძლევა მენტალური მეთოდები და ნატურალური სამკურნალო საშუალებები წმინდად სულიერი ორიენტაციით ადამიანის საკეთილდღეოდ და მისი სრული გაჯანსაღებისათვის. ამ პრინციპს ისინი უწოდებენ “ალოჰა-სპირიტს”, – “ალოჰას სულს”. “ალო” ნიშნავს სამყაროს ცენტრს, “ჰა” – ღმერთის ანუ როგორც კაჰუნები უწოდებენ გამოუთქმელის სუნთქვას. ამასთან ალოჰა – გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ცნება, ესაა – გრძნობა, ნატიფი სულიერი რეაქციები, ჩვენში ღვთაებრივის თანმყოფობის მუდმივი შეგრძნება.

კაჰუნების ტრადიციის თანახმად ადამიანი შედგება 3 “მე”-სგან: “მე”-ს უმაღლესი საფეხური – ღვთაებრივი ნაპერწკალი ანუ ღვთაებრივი სული; ადამიანური სული – საშუალო “მე” (ის ვინც გამოიხატება გონების, ხასიათისა და ყოველდღური ცნობიერების მეშვეობით) და “მე”-ს დაბალი საფეხური, რომლითაც ჩვენი ინსტინქტები ვლინდება.

უმაღლესი “მე” საკუთარ თავში მოიცავს ადამიანის ცხოვრების ჩანაფიქრს. ამიტომ მასთან კავშირში უნდა შევიდეთ და გაცნობიერებულად ვეკონტაქტოთ. “შენი ნება ჩემი ნებაა”, – ეს ქრისტიანული პრინციპიბოლომდე ჯდება კაჰუნების სამყაროს აღქმაში. ყოველ სულს გააჩნია თავისი ცხოვრებისეული ჩანაფიქრი, ყოველი სული მოწოდებულია, რომ შეიცნოს რაღაც საკუთარი. ამით აიხსნება ყოველი ადამიანის აურის თვისება – შექმნას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფერთა პალიტრა, რადგანაც სხვადასხვა ფერებს სხვადასხვა მიზანმიმართულება გააჩნიათ. ფერები გვეხმარებიან განვსაზღვროთ, როგორი ცხოვრებისეული ამოცანები აარჩია ადამიანისთვის უმაღლესმა “მე”-მ დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში.

თავისი არსით კაჰუნები წარმოადგენენ ღვთისმსახურებს და მკურნალებს. არიან რა რბილი ხასიათის და ამავე დროს დიდი სულიერი ძალის მფლობელნი ერთდროულად, მათ უყვართ თქმა: “ ოლე ოე იკე ნა პო ოპო ჰაი“. ეს მიახლოებით ნიშნავს: “ნუ განიკითხავ სხვებს. შენ არ იცნობ მათ შინაგან სულიერებას. ღვთაების სული ყოველ ჩვენგანშია“.

კაჰუნების სწავლების ამოსავალი წერტილია, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანის ყოფიერებაში “მე”-ს სამივე დონე ჰარმონიულად ურთიერთქმედებს ერთმანეთთან და ეს ხდება ენერგიის დაკარგვის ან გარემოდან მისი არასწორი მიღების გარეშე. ანუ იმ პირობებში, რომელიც გამორიცხავს ენერგიის ნაკლებობასაც და სიჭარბესაც. ამ ბუნებრივ და ჰარმონიული მოქმედების მქონე სასიცოცხლო ენერგიეს ისინი მანას უწოდებენ. ეს სიტყვა თავისი მნიშვნელობით ახლოსაა ისეთ ცნებებთან როგორიცაა “პრანა“, “ოდი“, “ბიოენერგია“, “სიცოცხლის ღვთაებრივი ენერგია” ან “ცი” (იგივე “ჩი”). ამიტომ ენერგიასთან მუშაობა ცენტრალურ ადგილს იჭერს კაჰუნების პრაქტიკაში. ამასთან ერთად “მანა” აღნიშნავს “წყალს”, და ეს სიტყვა ხშირადაა გამოყენებული ამ წიგნში, სიმბოლურ ენაზე კი აღნიშნავს კოსმიურ ენერგიას, ან სიცოცხლის ენერგიას.

არიან რა არა მხოლოდ სხეულის, არამედ პირველ რიგში სულის მკურნალნი, მასთან მისულ ადამიანს კაჰუნა ეუბნება: “ჩემი საზრუნავი შენი პრობლემები არაა, ჩემი საზრუნავიშენ თვითონ ხარ. იქ, სადაც შენი შინაგანი სიმართლეა, ადგილი არ აქვს არც ტანჯვას და არც საჭიროებას. ისინი ნაპირზე რჩებიან. მე შენი თავისკენ წაგიყვან, თუ ამის საშუალებას მომცემ. როგორც კი გაიგებ ვინ ხარ, მაშინვე გაქრება ყველა დარდი და პრობლემა. ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა გავიწყდება ან ხელიდან უშვებ ყველაზე მთავარსსაკუთარი თავის შეცნობას!

კაჰუნების ცოდნის გაცნობიერებით ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ თავშივე იპოვნონ კავშირი ცნობიერების უფრო მაღალ სფეროებთან. ამ სიბრძნეს ასევე ის უპირატესობა აქვს, რომ ექიმი მალე “უსარგებლო” გახდება, რადგანაც პაციენტი თვითონვე შევა კავშირში საკუთარ უმაღლეს პოტენციალთან და შეძლებს იპოვოს გზა თვითგანკურნებისკენ.

თავად კაჰუნა ყოველთვის ენერგეტიკული წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფება. მისი, როგორც მკურნალის და ღვთისმსახურის ამოცანაა, რომ სხვებმაც მოიპოვონ ეს წონასწორობა. უმაღლესი საწყისი და უზენაესი ჩვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაწვდომი, თუკი ჩვენს ხელთ ენერგიის საკმარისი რაოდენობაა, რადგანაც მხოლოდ ასე შეგვიძლია სულის მწვერვალებამდე ასვლა.

განაგე შენი ენერგია გაცნობიერებულად და არასოდეს დახარჯო უაზროდ არც სულელურ ფიქრებში, არც სულელურ ქმედებებში, რომლებიც დახმარების მაგივრად ზიანს მოგიტანენ. ყველაფერი, რასაც აკეთებ, აკეთე სიყვარულით, – ამბობენ ისინიდა ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში. მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს. თუ საკუთარ თავს არ იპოვი, ვერაფერსაც ვერ მიაღწევ“.

უკანასკნელი სიტყვები დელფოსის ორაკულის სიტყვებს გვაგონებს: “შეიცან თავი!”

კაჰუნები იქცევიან ისე, როგორც მათ მიმართ გადაშლილი სამყაროს სურათი იშლება: ისინი ცხოვრობენ სიყვარულით, რომელსაც ამოუწურავი ღვთაებრივი წყაროსგან ღებულობენ. მათ იციან, რომ ჭეშმარიტება – ეს საბოლოო ჯამში სიყვარულია. რომ ყოველი მაძიებელი მოიპოვებს საკუთარ, ამოუწურავ წყაროს და ჭეშმარიტებას საკუთარ თავში პოულობს.

მსგავსი ძლიერდება მსგავსით.

სიყვარული – ეს ჰარმონიაა, პროგრესია; ბოროტება – ეს დისჰარმონია და დეგრადაციაა.

ამიტომაც მარადიულად ბოროტება ანადგურებს თავის თავს, ხოლო სიყვარული თვითონ აღავსებს საკუთარ თავს.

ამიტომ ბოროტება წარმავალია, სიყვარული კი მარადიული.

ერთმა კაჰუნამ თქვა: “ჩვენი თავდაჯერებულობა დაფუძნებულია იმაზე, რომ შეგვიძლია ჭეშმარიტებას ვხედავდეთ ნებისმიერ ვითარებაში და სიყვარულით ვიცხოვროთ, რა გასაჭირი და ტანჯვაც არ უნდა გვერგოს წილად. სიცოცხლე შიგნიდან გარეთ მიედინება. ამ აზრის მიყოლით, შენ თავად გახდები ჭეშმარიტება”. სხვა კაჰუნამ ჰკითხა: “შეგიძლია წარმოიდგინო რეალობა, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგება მეფობს?” და უპასუხა: “ასეთია კაჰუნების რეალობა”.

ამგვარად სამი “მე”, რომლებზეც საუბრობენ კაჰუნები:

მანამ, სანამ ამას თანამედროვე მეცნიერება დაადასტურებდა ექსპერიმენტებით, ცოდნას ადამიანის ენერგეტიკის (მათ შორის ელექტრო-ენერგეტიკის) შესახებ უკვე დიდი ხნის წინ იყენებდნენ კაჰუნები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ელექტრული სასიცოცხლო ძალა ისევე მიედინება ადამიანის ორგანიზმში, როგორც წყალი. ეს ძალა უხილავი ძაფებით მოძრაობს ისევე, როგორც ელექტროობა სადენებში, წყალი კი თავის კალაპოტში. და წყლის მსგავსად ეს ძალა მკურნალის ხელიდან პაციენტზე გადაედინება. ისევე როგორც ვაზში, იგი იტოტება თავისი ნაკადებით და დაბალი “მე”-დან საშუალოსკენ და მაღალისკენ ისწრაფვის.

ძველი კაჰუნები შესანიშნავი ფსიქოლოგები იყვნენ, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებისგან განსხვავებით ისინი საუბრობდნენ ელექტრული ძაბვის არა ორ, არამედ სამ სახეზე, რომელიც სასიცოცხლო ძალას ახასიათებს. ძალას, რომელსაც კაჰუნები ადამიანში აზროვნების უნარს მიაწერენ.

თავად ცნება “აზროვნება” მათ ენაზე აღნიშნულია როგორც “მანა-“, დამატებითი სუფიქსი “ო” აღნიშნავს რაიმეს გადატანას, მოცემულ შემთხვევაში – აზროფორმების გადატანას სასიცოცხლო ძალის ტალღებით, ანუ სუფიქსი “ო” აქ მოცემულია იმისთვის, რომ აჩვენოს, თუ როგორ იყენებს გონება მანას ფიქრის, ან რაიმეს შესახებ ცნების ფორმირებისთვის.

და თუ სასიცოცხლო ენერგია ეს წყალია, სიმბოლურად აღწერილი პატარა მომრგვალო წვეთები, წვიმის ნაკადში შეუმჩნეველნი, – ეს აზროფორმებია, რომლებიც მანას ტალღებს გადააქვთ. წვიმის სიმბოლო აერთიანებს ორივე ამ მნიშვნელობას და ხშირად ფიგურირებს კაჰუნების ლოცვებში (გაიხსენეთ ქართული სიტყვა “წყალობა” (მთარგმ. შენიშვნა)). მას იყენებენ როგორც აზროფორმების ნაკადის სიმბოლოს, სასიცოცხლო ძალით სავსეს და მათ გამააზრებლებში უმაღლესი “მე”-დან დაბრუნებულს. შედეგად “წვეთები” ხშირად იღებენ მოვლენების და სხვადასხვა ვითარებების ფორმებს, რომლებიც უმაღლესი “მე”-ს პასუხია მათდამი მიმართულ ლოცვებზე.

აქედან გამომდინარეობს, რომ კაჰუნების რწმენით აზროვნების მთელი პროცესი დაფუძნებულია სასიცოცხლო ძალის მოქმედებაზე, ანუ მოითხოვს იმ მანას გამოყენებას, რომელიც შესაბამისი პროპორციებითაა განაწილებული ადამიანის სამ “მე”-ს შორის, უპირველეს ყოვლისა დაბალ და საშუალო “მე”-ს შორის. რაც შეეხება უმაღლეს “მე”-ს, კაჰუნების რწმენით უმაღლესი “მე”-ს თანაარსებობა არაა შეზღუდული ჩვენი სხეულით; უფრო მეტიც, ითვლებოდა, რომ ის საერთოდ არაა მჭიდროდ დაკავშირებული – ამის ფიზიკური გაგებით – ორ დაბალ “მე”-სთან და ფსიქიკურ დონეზე შეუცნობელია. მისი შეცნობა მხოლოდ სულიერ დონეზეა შესაძლებელი, ანუ უშუალოდ უნდა იქნეს განცდილი, როგორც მაგალითად ადამიანი განიცდის სიყვარულს, რომელიც მანმადე მისთვის დაფარული იყო, მაგრამ სრულებით არ ნიშნავს რომ სიყვარული საერთოდ არ არსებობს სამყაროში, უბრალოდ მანმადე არ უგრძვნია იგი.

სასიცოცხლო ძალის სიმბოლო – წყალია, და როგორც მდინარის წყალს შეუძლია რამდენიმე ნაკადად დაიშალოს, ასევე მანა-მანა სასიცოცხლო ძალასთან მიმართებაში აღნიშნავს “განტოტვას”, “მაღლა ასვლას” ან “ფართოდ გაშლას”. სწორედ სასიცოცხლო ძალის ამ უნართანაა დაკავშირებული ის, რომ მას ინტენსივობის სამი დონე გააჩნია. და რადგანაც იგი ელექტრულ ძალას წარმოადგენს, რასაც თანამედროვე ექსპერიმენტებიც ადატურებენ, ჩვენ შეგვიძლია პრინციპულად ჩავთვალოთ, რომ კაჰუნებისთვის ცნობილი მანას ინტენსივობის სამი სახე, – ეს სხვა არაფერია, თუ არა ელექტრული ძაბვის სამი სახე.

“ქვეცნობიერის “მე” დაბალ ძაბვას იყენებს. ცნობიერება ანუ საშუალო “მე”, როგორც ნება უფრო მაღალ ძაბვას იყენებს, რომელიც გამოიხატება სიტყვით მანა-მანა. არსებობს ასევე ყველაზე მაღალი ძაბვა, ცნობილი როგორც მანა-ლოა, ანუ “ყველაზე ძლიერი ძალა”.

ითვლებოდა, რომ ამ ძაბვის გამოყენება მხოლოდ უმაღლეს ცნობიერს შეუძლია ორ დაბალ “მე”-სთან კავშირში, რათა მათთან ერთად შექმნას ადამიანის სამმაგი არსი. ამგვარად, მთელ შექმნილ სამყაროში ადამიანი ამ სამების ნაწილს წარმოადგენს.

კუ ვიბრირებს უფრო ნელა და “დაბლა”, ლონო – უფრო ჩქარა და “მაღლა”, კანე – კი ყველაზე სწრაფად, და წარმოადგენს იმ კაჰუნას ძალისხმევების უმაღლეს მიზანს, რომლებიც თავიანთ ამოცანად თვლიან: აამაღლონ უფრო დაბალი “მე”-ს ვიბრაციები. ამგვარად კანე ზემოქმედებს ლონოზე, რათა მომართოს იგი საკუთარ, უფრო მაღალი ბუნების ვიბრაციაზე, ლონო კი ზემოქმედებს კუ-ზე და მისი ვიბრაციის უნარს ამაღლებს.
კაჰუნი თავისი ცხოვრების მიზნად ისახავს, რომ მომართოს კუ და ლონო იმავე სიხშირის ვიბრაციაზე, რომელზეცაა უმაღლესი “მე” და ამგვარად მიაღწიოს სამი “მე”-ს სრულ მთლიანობას, და მათგან შექმნას ერთი, რომელიც ვლინდება როგორც უკვდავი სხეული, რამეთუ კანეს ბუნების ძირითადი თვისება – მარადიულობაა.

დაახლოებით ისე, როგორც პავლე მოციქული საუბრობს ამაზე: “რომ თავისი სიმდიდრის დიდებისამებრ, რათა მისი სულით მტკიცედ დამტკიცდეთ შინაგან კაცში, და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში, რათა სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა, და რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, – შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.” (ეფეს. 3:16-19)

თუ ქრისტიანობამ და იუდაიზმმა ათი მცნება იციან, კაჰუნების სწავლებამ მხოლოდ ერთი იცის: არასოდეს ავნო, მხოლოდ დაეხმარე!

ერთადერთი ცოდვა, კაჰუნებისთვის ცნობილი, ესაა საკუთარი თავის ვნება. მათი შეხედულების თანახმად, თუ აგრესიულები ვხდებით სხვების მიმართ, საბოლოო ჯამში ყოველთვის საკუთარ თავს ვავნებთ. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ კანე –სიყვარულის სინათლეა, ვხედავთ, რომ მხოლოდ განზრახვასაც კი სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა მივყავართ იქამდე, რომ საკუთარ თავს ვღალატობთ და ვაფერხებთ საკუთარ განვითარებას. რადგანაც აგრესია სიყვარულის უარყოფაა, შესაბამისად ეს კანესთან კავშირის გაწყვეტასაც ნიშნავს.

კაჰუნების მიზანია აამოქმედონ ჩვენი პოტენციალის მანამდე გამოუყენებელი 90%. ამიტომ ჰავაელი მკურნალებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია მანას მიღება და შენარჩუნება, ისევე როგორც ჰარმონიის შენარჩუნება დაბალი და მაღალი “მე”-ების ერთობლივი მოქმედებისას ყოველდღიურ ცნობიერ “მე”-სთან თანხმობაში.

კაჰუნების წარმოდგენით, ადამიანური ცხოვრების აზრია – მოიყვანოს მანა, ჩვენი ენერგია თავისუფალი და ბუნებრივი დინების მდგომარეობაში, გახსნას მაბლოკირებელი კვანძები, და ძალა და ზრდა მისცეს ენერგიეს, რათა შემდეგ შესაძლებელი გახდეს ცნობიერად მივმართოთ იგი იმ მიზნებისკენ, რომლებსაც ჩვენთვის მნიშვნელოვნად ვთვლით.

ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებას კაჰუნები განიხილავენ როგორც შესაძლოა ერთადერთ შანსს სრულყოფილი ცნობიერების მოპოვებისთვის. საქმე იმაშია, რომ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თითქოს ამ ცხოვრების შემდეგ ისევ მივიღებთ ადამიანური ინკარნაციით სრულყოფილ და მთლიან არსებად განვითარების შესაძლებლობას.

კაჰუნები ამბობენ, რომ არსებობს ერთგვარი სიცოცხლის, სიკვდილის და ისევ დაბადების წრე, რომლის “გარღვევაც” მათ უნდათ, რათა “მე”-ს ტანჯვის უსარგებლო ილუზიებს, პიროვნულ ტანჯვას დააღწიონ თავი. მათი სიბრძნის არსი და მკურნალობის მთავარი მიზანი მიმართულა არა იმდენად სხეულის ავადობების სიმპტომატური განკურნებისკენ, არამედ იმისკენ, რომ ადამიანმა გააცნობიეროს თავისი სულის შემოქმედთან თავდაპირველი ერთიანობა, ამ ცხოვრებაშივე ცნობიერად შეიცნოს ეს დაკარგული მთლიანობა და ამგვარად გამოვიდეს სიკვდილისა და დაბადებების წრებრუნვიდან. მანას – სასიცოცხლო ენერგიის გაძლიერება, სხვა დანარჩენის გარდა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

კანე, უმაღლესი “მე”

ცნობიერების იმ დონეზე, რომელიც ადამიანზე მაღლა იმყოფება, არსებობს რაღაც (ვიღაც) რასაც ამჟამად ჩვენი გონების ზე-ცნობიერ ნაწილს დავარქმევდით. კაჰუნები მას აუმაკუას უწოდებენ, რაც ითარგმნება როგორც “უფროსი, მშობლიური, ნდობის სრულად ღირსი სული”. უმაღლესი სული, ანუ უმაღლესი “მე” – ზე-ცნობიერი, რომელიც თავისუფლადაა დაკავშირებული დაბალ და საშუალო “მე”-სთან. ასრულებს ზე-“მე”-ს ანუ მფარველი მშობლის ფუნქციებს. იმდენად, რამდენადაც სიყტვა “მშობელი” მოიცავს დედასაც და მამასაც, ითვლებოდა, რომ აუმაკუა წარმოადგენს როგორც მამაკაცურ, ასევე ქალურ სულს, და ქმნის განუყოფელ წეევილს, ანუ “ასექსუალურია” და ორივე სქესის პოტენციალს მოიცავს.

ყველა ლოცვა და რიტუალი ამ “ორმაგი” სულისადმი იყო მიძღვნილი. რადგანაც ითვლებოდა, რომ იგი ყოველი ჩვენგანის პიროვნების ნაწილია – მშობლიურ სულს კი არ ეთაყვანებოდნენ და პატივს კი არ სცემდნენ, არამედ უყვარდათ. მისთვის არ მოჰქონდათ არანაირი მსხვერპლი, არ მოისყიდიდნენ ხოლმე არანაირი საჩუქრით, ის კი არ აძლევდა არანაირ ბრძანებებს ორ თავის დაბალ “მე”-ს. ურთიერთობა ემყარებოდა ორმხრივ სიყვარულს და ნდობას – ისევე როგორც ურთიერთობა ბავშვებსა და მშობლებს შორის. მშობლიური სულის იგივე ცნებას კაჰუნები აღნიშნავენ სხვა სახელით, რომელიც ჟღერს როგორც კანე.

კანე, უმაღლესი “მე” – წმინდა სულიერი არსების ფესვია, ჩვენი “ღვთაებრივი ნაპერწკალია”. ეს ჩვენი ის ნაწილია, ჩვენი ის სულიერი ყოფიერებაა, რომელიც ყოველთვის იყო და მარადიულად იქნება. ეს სწორედ ის სინათლეა ყოველ დაბადებულში, რომელსაც ახსენებს იოანე ახალ აღთქმაში.

შეუდარებელი გრძნობა მოდის იმის აღმოჩენასთან ერთად, რომ უმაღლესი “მე” (კანე) მართლაც არსებობს. კიდევ უფრო მშვენიერია შეგრძნება, რომ მასთან საუბარი შეგვიძლია, ასევე შეგვიძლია ვთხოვოთ რაიმე და ვითანამშრომლოთ მასთან.

ჩვენ არანაირად არ ვართ მარტოსულები – უმაღლესი “მე” მუდმივად გვაკავშირებს მარადიულთან, წარგვმართავს რა სულის სამყაროში, უფრო ზუსტად კი გამოუთქმელში.

ყველა ადამიანის უმაღლესი “მე” ქმნის ერთგვარ კანეს ერთობლიობას, რომელსაც კაჰუნები ლოა აუმაკუას, “აუმაკუას უდიდეს ერთობლიობას” უწოდებენ. მათ სიყვარული აერთიანებს. ამიტომ ერთი ადამიანის კანეს შეუძლია მიაღწიოს მეორე ადამიანისას, რათა გაუგზავნოს მანა, ანუ ენერგია და დახმარება მიმართოს მისკენ.

კანეს აქვს მაღალი მოთხოვნილებები, რომლებიც დაკმაყოფილებას საჭიროებენ. კანე ისწრაფვის სიბრძნისკენ, იუმორისკენ, სამართლიანობისკენ, სიმართლისკენ, სილამაზისკენ. კანე ცვლის ჩვენს მომავალს და გვატარებს ცნობიერების საფეხურებზე, თავის უფრო და უფრო მაღალ შრეებში.

კანე არასოდეს პირდაპირ არ ერევა ჩვენს განცდებში, თუ არ ჩავთვლით უკიდურეს შემთხვევებს (მფარველი ანგელოზის ასპექტი).

კანეს მთავარი ინსტრუმენტი – სასიცოცხლო ძალის მაღალი ვიბრაცია: მანა-ლოა (ნიშნავს უმაღლესი დონის ძალას), ენერგია, რომელსაც ამოუწურავი კოსმოსიდან ვღებულობთ და მუდმივი კავშირი გვაქვს მასთან.

ამგვარად, კანე – ამოუწურავი წყაროს ასპექტია, შემოქმედის ზღვარი. იგი ასრულებს ყველა ჩვენს თხოვნას და ლოცვას, თუკი ესენი კარგად შეესაბამება ჩვენი ცხოვრების შინაგან ჩანაფიქრს. ადამიანი, რომელმაც აღადგინა კავშირი კანესთან, უკვე აღარასოდეს გრძნობს თავს მარტოდ და მიტოვებულად.

კანედან ვიღებთ ასევე ინტუიციას. სიტყვა “წინასწარმეტყველი” კაჰუნების ენაზე ჟღერს როგორც კაულა. ეს სიტყვა პირველ რიგში ნინავს თოკს, ძაფს ან სიმს. თუკი გავეცნობით კაჰუნების შეხედულებას, რომლის მიხედვითაც წინასწარმეტყველი მომავალთან დაკავშირებულ ინფორმაციას უმაღლესი “მე”-სგან ნატიფი ძაფით დაკავშირების შედეგად იღებს, ასეთი ინტერპრეტაცია სრულიად გასაგები გახდება ჩვენთვის. მარცვალ “კა“-ს გააჩნია ერთიდან მეორე ადგილზე გადაადგილების მნიშვნელობა – როგორც ნატიფი ძაფია გაჭიმული. მარცვალი “კაუ” ნიშნავს “რაიმეს მაღლა დადებას (წარმართვას)” – ასე წარვმართავთ ჩვენს ლოცვებს და თხოვნებს მომავლისთვის უმაღლესი “მე”-ს ნატიფი სხეულისაკენ. მარცვალი “ლა” ავსებს ამ სურათს დ აიმ განმანათლებელი ცოდნის გარკვეული სახის სიმბოლოა, რომელიც ჩვენზე მხოლოდ უმაღლესი “მე”-სგან გადმოდის.

აუმაკუა, ანუ უმაღლესი “მე” – ეს მხოლოდ ერთ-ერთი ტერმინია სამიდან, რომელიც ცნობიერების ამ სახეს აღნიშნავს. ორი დანარჩენია – აკუა-პოჰო, ანუ “ღმერთი, რომელიც ადამიანებთან ცხოვრობს”, და ასევე აკუა-ულუ, ანუ “ღმერთი, რომელიც მომავლის მხილველ წინასწარმეტყველებს შთააგონებს”.

ლონო, ანუ შუამე

შუა “მე” აღინიშნება სიტყვით ლონო. კაჰუნები შუა “მე”-ს თვლიდნენ დიდი თანდაყოლილი შესაძლებლობების მქონედ, როგორიცაა ინდუქციური აზროვნება. მათი აზრით ლონო სტუმარია სხეულის სახლში, მასწავლებელი, მფარველი და მრჩეველი. შუა “მე”-ს შეუძლია მიიღოს და გადაანაწილოს დაბალი “მე”-სგან მიღებული სასიცოცხლო ძალა.

ლონო ნიშნავს ყოველდღიურ ცნობიერებას, რომელიც ჩვენს კუს, ანუ დაბალ “მეს” აპროგრამებს და ჩვენს ცხოვრებაში ყველა ცნობიერ გადაწყვეტილებას ღებულობს. შუამე” – ჩვენი კონტროლი და ნებაა.
თუ თქვენს ლონოში თქვენ შერჩევითად ინახავთ გარკვეულ პოზიციას სამყაროსთან, თქვენს გარემოცვასთან, ახლობლებთან და საკუთარ სხეულთან, საკუთარ თავთან და ცხოვრებისეულ წარმატებასთან მიმართებაში და ეს პოზიცია ეჭვების და თავდაუჯერებლობის, შფოთვისა და შიშის ხასიათს ატარებს, მაშინ ეს არაცნობიერად გადაეცემა კუ-ს და ბლოკავს მას. მაგრამ დასუსტებულ კუ-ს არ შეუძლია თავისი იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც ქვემოთ იქნება აღწერილი.

ამიტომ ლონოს მთავარი ფუნქციააუხელმძღვანელოს კუ და გადააწყოს უფრო მაღალ, ინტენსიურ ვიბრაციაზე. ამ გზით კუ უნდა განთავისუფლდეს ძველი სტერეოტიპებისგან, უსარგებლო ბლოკებისგან, ცრუ სტრუქტურებისგან და ენერგიეს უაზრო ხარჯვის ჩვევისგან. ლონო ასევე ეხმარება კუ-ს ცნობიერების უფრო მაღალ და ჰარმონიულ საფეხურზე გადასვლაში.

ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზება მხოლოდ კუ-ს მეშვეობითაა შესაძლებელი, აქედან მოდის აუცილებლობა, რომ ლონოს ფაქიზი და ალერსიანი “ურთიერთობა” ჰქონდეს დაბალ “მე”-სთან. წარმოადგენს რა ჩვენს ყოველდღიურ ცნობიერებას, ლონო ფუნქციონირებს ლოგიკისა და სარი აზრის კანონებით. ყველა გადაწყვეტილება შუა “მე”-სგან მოდის.

ლონო ინვითარებს ჩვენს შესაძლებლობას მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილებები ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. ამასვე განეკუთვნება პიროვნების არჩევანიც საკუთარ განვითარებასთან დაკავშირებით, უნდა თუ არა განვითარება და როგორ. თავის მხრივ სულიერ შთაგონებებს და ბიძგებს ლონო კანესგან (უმაღლესი “მე”-სგან) ღებულობს, რომელიც ყველა თავის შეტყობინებას კუ-ს მეშვეობით იძლევა.

ლონოს მთავარი ინსტრუმენტია – წარმოსახვა, ვიზუალიზაციის უნარი, რაიმე გადაწყვეტილების მიღება (намеривать). ამ უნარის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისთვის.

აზროვნება ნიშნავს ქმნას. ამიტომ დღევანდელი აზრები – ხვალინდელი გამოცდილებაა.

ჩვენ გამუდმებით და ყოველ ჯერზე ხელახლა ვაკეთებთ არჩევანს: ვიმოქმედოთ სასარგებლოდ თუ საზიანოდ. ვისწრაფვოთ ზემოთ თუ ქვემოთ? სიამოვნება მივიღოთ თუ ვიტანჯოთ? რომელს აირჩევდით?

ჰავაელმა მკურნალებმა უკვე დიდი ხანია იცოდნენ რომ ამ მისწრაფებებს შეუძლიათ დაარღვიონ სამყაროს თავდაპირველი ჰარმონია, ხოლო ადამიანური ცხოვრება უმიზნო და უაზრო გახადონ, დაამახინჯონ იგი ექსპლუატაციით და ძალადობით, მორალური ორიენტაციის არ არსებობით, შიშით და მოთხოვნილებებით. საიმედო ნიშანი იმისა, რომ თქვენი ყურადღება სწორადაა ორიენტირებული – ესაა ენერგიის სისავსის შეგრძნება, წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული სიტუაციები სწრაფ გადაღლას, დაძაბულობას და სტრესებს მოგიტანენ. ზედმეტი აგზნებულობაც ასევე არ ითვლება ჯანმრთელ და ბუნებრივ მდგომარეობად.

სხვა სიტყვებით: ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი ენერგიეს გაცნობიერებულად წარმართვა იმისკენ, რაც ნამდვილად გვინდა, და ეს დიდი ხნით გაგვამაგრებს და დაგვეხმარება. ასეთი მოქმედებით ვისწავლით თავი ავარიდოთ ყურადღების გაუცნობიერებელ მიმართვას იმისკენ, რაც არ მოგვწონს, გვაღიზიანებს ან გვაშინებს.

ზოგიერთ ვითარებაში დაგვჭირდება სულიერი ხელმძღვანელობა კანეს მხრიდან, რათა უფრო მაღალი საფეხურის შთაგონებით უკარნახოს ლონოს ის იდეები და შესძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ ცხოვრების ტიპის პრაქტიკულ ცვლილებებამდე.

ლონო – თანამგრძნობი, მზრუნველი ძალაა. მან უნდა აღზარდოს კუ უდიდესი სიფრთხილით და ამავე დროს სრული გარკვეულობით, და ასევე კონტაქტი ჰქონდეს კანესთან – უმაღლეს “მე”-სთან.

ამიტომ ლონოს ამოცანა მდგომარეობს ასევე იმაშიც, რომ ასწავლოს კუ-ს თავისი გრძნობებით მანას რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მოკრება, ამ შემთხვევაში კუ შეძლებს თანდათანობით ავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე უბრალოდ გრძნობისმიერი რეაქციებია, და ამის წყალობით გაიზარდოს.

 

კუ, დაბალიმე

დაბალი “მე”-ს საშუალებით ჩვენ შევიცნობთ ჩვენს გრძნობებს.

კუს ინსტრუმენტი – ესაა აღქმა გრძნობათა ორგანოების მეშვეობით, ასევე ხუთი გრძნობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების დაგროვება და შენახვა. გარდა ამისა კუ აგროვებს და ინახავს შეფასებებს, განსჯებს, ქცევის წესებს, რომლებსაც ლონო აყალიბებს. დაბალ “მე”-ში იბადება და კონდენსირდება ყველა ჩვენი გრძნობა, კომპლექსი ან სხვა მანია, რომლებსაც ადვილად აღმოვაჩენთ, თუკი დავაკვირდებით ადამიანის ემოციურ რეაქციებს, რომლის დროსაც ეს კომპლექსები ვლინდება.

ამასთან კუ არ არის რაღაც “მიწიერი”, უბრალოდ ეს “მე”-ს ყელაზე დაბალი საფეხურია, რომელიც ფაქიზ დამოკიდებულებას მოითხოვს. კაჰუნები საუბრობენ კუ-ზე როგორც პატარა ღვთაებაზე, რომელსაც შეუძლია გაიზარდოს. კუ და ლონო განუყრელად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. კუ ყოველთვის ორიენტირებულია გაცნობიერებული რჩევა მიიღოს ლონოსგან.

თუ მათ შორის განხეთქილებაა, მაშინ ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც დაბალი “მე” უბიძგებს შუა “მე”-ს მისი მითითების შესრულებისკენ, მდგომარეობს იმაში, რომ შუა “მე” ემოციის უზარმაზარი ტალღებით ჩაძიროს. თუ ეს ხერხდება, ეს უკანასკნელი მოტყუებული რჩება და მარცხდება.

მათ ამ კავშირზეა ასევე დამოკიდებული ჩვენი უნარი რომ პრინციპულად ვთქვათ უარი ლანძღვაზე და ბილწსიტყვაობაზე. ემოციების მსგავსი ამოფრქვევები იმდენად ძლიერ ენერგიეს მოითხოვს, რომ შედეგად კუ თავის თავში იკეტება, მას “რცხვენია”. ამის გამო იბლოკება ჩვენი სრული და მთლიანი სულიერი განვითარება, რადგანაც სამ “მე”-თაგან ერთ-ერთი “ფსკერზე წვება”.

მთავარ ფუნქციას კუ-სთვის სამივე “მე”-ს დონეზე წარმოადგენს მანას, ანუ სასიცოცხლო ენერგიის წარმოქმნა, რომელიც სამივე დონეს სჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

კუ წარმოქმნის მანას, ადამიანის სასიცოცხლო ენერგიეს და ლონოს უნაწილებს მას. ლონო საკუთარ ნებად გადაწყვეტილების ენერგიად გარდაქმნის ამ ენერგიას. იმას, რაც ლონოს გარდამქმნელი ფუნქციის შემდეგ ჩნდება, კაჰუნები უწოდებენ მანა-მანას.

ლოცვის დროს, როცა მედიტაციის წყალობით უმაღლეს “მე”-სთან კავშირი ჩნდება, კუ ლონოს ბრძანებით კანეს მიმართულებით, მის განკარგულებაში გადასცემს მანას. კანე იყენებს ამ ძალას იმისთვის, რომ ლოცვა, იდეალი ან მიზანი რეალობად იქცეს.

ამგვარად კუ გზავნილებს გადასცემს განვითარებისთვის კანედან ლონოსკენ, და პირიქით, ლონოდან კანე-სკენ. ლოცვის დროს ლონო ქმნის ერთგვარ ხატსახეს, გადასცემს მასკ უ-ს, რომელიც კანე-ს უგზავნის მას.

კანე საპასუხოდ აგზავნის სიყვარულის ერთგვარ ნაკადს, რომელიც ხატ-სახის ან სიმბოლოს ფორმაში შემოსილი, კუს მიერ აღიქმება როგორც შინაგანი ხმა ან სხვაგვარად, და შემდეგ გადაეცემა ლონოს. ეს ენერგია სულ უფრო და უფრო განგმსჭვალავთ და დაგეხმარებათ, რომ უკეთ ააწყოთ თქვენი საკუთარი ცხოვრება.

ლონოს ისღა რჩება, რომ თავისი ამოცანა შეასრულოს – ცნობიერი ნების მეშვეობით ისე შეცვალოს ცხოვრების ტიპი, რომ მოხსნას ხანგრძლივი დაძაბულობა კუ-სგან.

კუ-ს შეუძლია განეწყოს ობიექტების მიმართ, აღიქვას მათი ენერგია და მიღებული გრძნობითი შთაბეჭდილებები ლონოს გადასცეს.

კუ-ს შეუძლია ტელეპატიურ კავშირში შევიდეს ადამიანებთან და იგრძნოს მათი ენერგიები, ისევე როგორც კანესთან თანამშრომლობით გაუგზავნოს მათ ინფორმაცია. ამ ორი ინსტანციის მეშვეობით ინფორმაცია ასევე ლონოს მისამართითაც გადაეცემა.

და ბოლოს, ლონოს ცნობიერი მითითების წყალობით, კუს შეუძლია განკურნოს თქვენი ორგანიზმი, სხეულის სხვადასხვა ნაწილისკენ ან შინაგანი ორგანოებისკენ ენერგიის წარმართვით.

აკა-თოკი

შუა “მე”, ლონოს, შეუძლია და მუდმივადაც უნდა უბიძგებდეს კუ-ს კანესთან კავშირის შენარჩუნებისკენ. ასეთი კონტაქტი აკა-თოკის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ ადამიანი ცოცხლობს “ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი” (ეკლესიასტე 12:6). აკა-შნურია სწორედ ბიბლიაში ნახსენები “ვერცხლის საბელი”.

აკა ნიშნავს “წებოვანს”. თავად ეს სუბსტანცია კუ-ს მიეკუთვნება. მისგან აშენებს აკა-თოკი თავის თავს. ეს უხილავი და ურღვევი თოკი კუ-ს კანე-სთან აერთებს, როგორც ერთგვარი სატელეფონო ხაზი.

ჩვეულებრივი ადამიანისთვის აკა-თოკი უხილავია, მაგრამ კაჰუნას შეუძლია მისი დანახვა. ყოველ ადამიანში რამდენიმე აკა-თოკია. მათგან მთავარი ზემოთ აღწერილი კუს-ს და კანე-ს შორის კავშირია. თუმცა ცხოვრების განმავლობაში დამატებითი აკა-თოკებიც წარმოიქმნება, სახელდობრ იმ შემხვევებში, როცა ადამიანს ფიზიკური გაგებით შეხება აქვს სხვა ადამიანებთან ან ობიექტებთან.

ამ მომენტიდან იქმნება ერთგვარი ნატიფი მატერია, რომელიც მოცემულ ინდივიდს მოჩვენებითი ძაფის მეშვეობით აკავშირებს იმ ადამიანთა ან საგანთა კუ-სთან, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდა. ამ ძაფს აქვს თვისება წარმოუდგენელ მანძილზე გაიჭიმოს და მუდმივ საკომუნიკაციო ხაზად დარჩეს.

სამკურნალო პაქტიკაში კაჰუნა იყენებს სხვადასხვა აკა-თოკებს ენერგიის გადაცემისთვის, განსაკუთრებით განკურნების პროცესებში.

თუ ორ ინდივიდს შორის ჩნდება კავშირი აკა-თოკის მეშვეობით, მან შეიძლება შეასრულოს ენერგიის “არხის” ანუ გამტარის ფუნქცია. დავუშვათ, ვგებულობ რომ ჩემი მეგობარი ცუდადაა, და მინდა დავეხმარო მას. ამ შემთხვევაში ჩემი ლონო დავალებას აძლევს ჩემს კუ-ს, რომ გამოიმუშაოს მანა და მეგობარს გაუგზავნოს ჩვენი უხილავი თოკით. თუ მეგობარს შესაბამისი მომზადება აქვს, ის შეამჩნევს ამას და შესაძლოა იმავე გზით მადლობას გადამიხდის.

ამგვარად შეიძლება ტელეპატიური კავშირიც კი დავამყაროთ ადამიანებთან ან ობიექტებთან. კაჰუნების სწავლებით არსებობს ასევე ერთგვარი აკა-სხეული, რომელსაც ხანდახან “ჩრდილოვან სხეულსაც” უწოდებენ. ყველა აზრი, ყველა მოგონება, ყველაფერი, რასაც თქვენი ჭკუა დაუკავებია, ინახება აკა-სხეულში, ანუ ჩრდილოვან სხეულში. ის ფაქტი, რომ ყველაფერი “აღრიცხვაზე აიყვანება” (მიზეზ-შედეგობრივი კავშირის და კარმის კანონის შესაბამისად), კაჰუნების რწმენით უნდა გვიბიძგებდეს იმისკენ, რომ ძალიან ნატიფად და გააზრებულად, დიდი სიყვარულით და ჰარმონიით მოვეპყროთ საკუთარ თავს და ჩვენს ფიქრებს, გრძნობებს, სიტყვებსა და ქმედებებს, რათა არ გადავტვირთოთ აკა-სხეული ბალასტით და ნეგატიური წარმოდგენებით.

ფიზიკური სიკვდილის მომენტში ეს შთაბეჭდილებები არ ქრება, რადგან ჩრდილოვანი სხეული მიწიერისგან თავისუფლდება. იმის შესახებ, თუ რა ემართება ადამიანს სიკვდილის მერე, ჰავაელი მკურნალები იშვიათად საუბრობენ და სიტყვაძუნწნი არიან ამ დროს. ასევე სიტყვაძუნწი იყო ეკლესიასტე, როცა წერდა: “მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და დაუბრუნდებოდეს სული ღმერთს, როგორც შთაბერა.” (ეკლ. 12:7).

მაგალითად პლატონი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ადამიანის მიწიერი ცხოვრება – მხოლოდ საცოდავი მსგავსებაა იმისა, რაც სხეულისგან თავისუფალ სულს შეუძლია. არისტოტელეს სჯეროდა, რომ სულს შეუძლია ნატიფი სხეულის დატოვება და თავის მსგავსებთან შეხვედრა სხვა სამყაროში. ძველი ბერძნებიც ასევე ფიქრობდნენ, რომ გარდა ფიზიკური სხეულისა ადამიანს გააჩნია მეორე სხეული, მაგრამ არა ხორციელი, არამედ სულიერი – ნატიფი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ჰავაელი მკურნალები თავიანთი პრაქტიკის დროს ხშირად მიმართავენ ლოცვას. საინტერესოა, რომ კაჰუნების ლოცვა თავისი არსით არაფრით განსხვავდება ქრისტიანული ლოცვისგან.

ლოცვა კაჰუნების ენაზე ჟღერს, როგორც აკუა ლა. მარცვალი ლა მრავალ სიტყვა-სიმბოლოში გვხვდება. იგი ნიშნავს მზეს, ან სინათლეს და აღნიშნავს ადამიანის ნორმალურ, ბუნებრივ მდგომარეობას, როცა იგი თავისუფალია კომპლექსებისგან, ხოლო მისი დაბალი “მე” თავისუფლად კონტაქტირებს მაღალ “მე”-სთან, გადასცემს რა როგორც ლოცვებს, ასევე სასიცოცხლო ენერგიეს, აუცილებელს “თესლების”, ანუ აზროფორმების წარმოქმნისთვის, რომელთაგანაც შემდგომში “იზრდებიან” სასურველი მოვლენები. სულიერება (დასავლეთელი ადამიანების გაგებით) ნიშნავს სინათლეს. ლა- ა ნიშნავს “განათლებულად (გასხივოსნებულად) გახდომას”. ა-ლა – ესაა ბილიკი, იგი ნიშნავს ჩვეულ გზას ნატიფი თოკით უმაღლეს “მე”-სთან დასაკავშირებლად. კა-ლა – ცერემონიული განწმენდაა ცოდვებისგან, რომლებიც კომპლექსების მიზეზებს წარმოადგენენ და ამ ბილიკს “ბლოკავენ”. კა ნიშნავს “გამოსხივებას” ან ერთიდან მეორე ადგილზე გადატანას, ხოლო ლა – სინათლეს. ამგვარად ცხადია, რომ ესაა მოძრაობის პროცესი, სწრაფვა სიმბოლური ცენტრის – უმაღლესი “მე”-სკენ.

აკუა ლა მიუთითებს ვისკენაა მიმართული ლოცვა, სახელდობრ უმაღლესი “მე”-სკენ, რომელიც სიმბოლური სინათლის სამყაროშI ცხოვრობს.

ამ ფრაზის მეორე მნიშვნელობას მოვძებნით სიტყვათა-წყობასი ლელე ვალე, რომელიც თხოვნის საერთო აზრის “გადმოღვრას” ნიშნავს, ანუ აზროფორმების მეორად დაბრუნებას უმაღლესი “მე”-სგან, რაც არის ნიშანი იმისა, შესრულდება თუ არა თხოვნა.

ვალე – ესაა რაიმეს შესრულება საშუალებებით საკუთარი თავის შეზღუდვის აუცილებლობის გარეშე. ასევე ნიშნავს არსებობას ან მდგომარეობას, რომელიც არც დროით და არც სივრცით არაა შეზღუდული.

გარდა ლოცვისა ქრისტიანული რელიგია ითხოვს რწმენას მის შესასრულებლად. მოვძებნოთ კაჰუნების ლექსიკონში სიტყვა, რომელიც “რწმენას” აღნიშნავს, რათა გავარკვიოთ თუ რას ფიქრობდნენ მასზე. სიტყვა პაუ-ლელე ნიშნავს “ზემოთ აფრენის დაყოვნება”. და იგი აღწერს იმ მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანი რწმენით და იმედით აღვსილი წყვეტს ლოცვას და ელოდება სასურველის ასრულებას.

ადამიანის მდგომარეობა განკურნების შემდეგ აღინიშნება სიტყვით ჰოო-ლა, რაც ნიშნავს ჩვეული მშვიდი კონტაქტის აღდგენას სინათლესთან, ანუ უმაღლეს “მე”-სთან. ჰოო-ლა – ნიშნავს განკურნვას. სიტყვის მარცვალი მიანიშნებს იმაზე, რომ მთლიანობაში იგი ითარგმნება როგორც “სინათლის მოხმობა, მის მიზეზად ყოფნა”. ამიტომ სინათლის “ანთება”, ანუ უმაღლეს “მე”-სთან ჩვეული კონტაქტის დამყარება, მკურნალობის პროცესის ძირითადი ფაქტორების განმსაზღვრელია.

პირველ, მოსამზადებელ ნაბიჯს ავადმყოფის განკურნებაში მისი ფიზიკური ან გონებრივი ნაკლოვანებებისგან, ან მისი მომავლის უკეთესობისკენ ცვლილებისთვის წარმოადგენს კა-ლა, ანუ განთავისუფლება დსანაშაულის გრძნობისგან და სხვა ფსიქიკური ფაქტორებისგან, რომლებიც პაციენტის უმაღლეს “მე”-სთან თავისუფალი კონტაქტის გზებს “ბლოკავენ”. საჭიროა შევწყვიტოთ ახლობლების წყენინება, ძველი შეცდომები კი უნდა გამოვასწოროთ. სულებმა, რომლებიც ადრე პაციენტის თხოვნით ცდილობდნენ შური ეძიათ წყენების გამო, უნდა შეწყვიტონ თავიანთი თავდასხმები, თუ ისინი აქმდე ჯერ კიდევ დასდევდნენ დამნაშავეს. ამაშია პატიების არსი, რადგანაც მიტევებით ჩვენ ვწვეტთ ენერგიეს კარგვას, რომელიც აქამდე ჩვენში წყენის გრძნობის შენარჩუნებაზე იხარჯებოდა, ჩვენს დაბალ “მე”-ს ბლოკავდა, ლონოს უფერხებდა გზას კანესკენ და ყრუდ გვაქცევდა როგორც შუა, ასევე მაღალი “მე”-ს “ხმებისადმი”. და ასეთი სულიერი სიყრუის შედეგად, ვკარგავთ რა კავშირს ლონოსთან და კანესთან, კიდევ უფრო მეტ ზიანს ვაყენებდით საკუთარ თავს, ვიდრე ის, ვინც გვაწყენინა.

მას შემდეგ რაცე ს გაგებულ და გაკეთებულ იქნა სიმბოლური ბილიკი იხსნება და ამის შედეგად ადამიანის ფსიქიკა ნორმას უბრუნდება, მას შეუძლია თავისი ლოცვითი თხოვნების ფორმულირება მოახდინოს. ამ მიზნით საჭიროა სამი ქმედების შესრულება და სამი პირობის დაცვა:

1) მკურნალმა კაჰუნამ საკუთარ თავში დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ძალა უნდა დააგროვოს;

2) ლოცვა უნდა გამოითქვას ძალიან დეტალურად და კონკრეტულად, რის შემდეგაც აუცილებელია მისი სამჯერ გამეორება, რათა აზროფორმებმა ძლიერი ფორმა მიიღონ და სისავსით მიაღწიონ უმაღლეს “მე”-ს.

3) აუცილებელია მოვაგვაროთ კავშირი უმაღლეს “მე”-სთან, ძალიან მკაფიოდ ვიგრძნოთ იგი და გავუგზავნოთ ლოცვები ნატიფ თოკზე გამავალ სასიცოცხლო ძალის ტალღაზე.

ჰოო-ლა ასევე აღნიშნავს “სიცოცხლის მიცემას”. მარცვალი სიტყვისა ო-ლა მიანიშნებს, რომ სიცოცხლე დამოკიდებულია სიმბოლურ ქმედებაზე (ო) უმაღლეს “მე”-სთან შეხებაში (ლა). კაჰუნება არ იცოდნენ ისეთი ცნებები, როგორიცაა “ხსნა”, “ცოდვების გამოსყიდვა”, რომლებიც მრავალი რელიგიისთვისაა დამახასიათებელი. მათთვის “ხსნა” წარმოადგენს ჩვეულ, ნორმალურ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანს გამომუშავებული აქვს კონტაქტი თავის უმაღლეს “მე”-სთან როგორც ფიზიკურ ცხოვრებაში, ასევე სიკვდილის შემდეგ.

თუ ლოცვა წარმოადგენდა თხოვნას წარმავალ ღირებულებებზე, კაჰუნი ამას ლა-კო-ს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს “სინათლის სამფლობელოში ცხოვრებას”. მათ სჯეროდათ, რომ უმაღლეს “მე”-ს შეუძლია ყველანაირი ცხოვრებისთვის აუცილებელი სიკეთე მოგვცეს და კარგი განწყობა მისცეს დაბალ “მე”-ებს, თუკი ისინი მასთან თავისუფალ კონტაქტში იქნებიან.

დავუბრუნდეთ სამ “მე”-ს და ავღნიშნოთ, რომ კანეს ამოცანაა იზრუნოს ჩვენი ცხოვრებისეული გეგმის განხორციელებაზე. ადამიანის ბედი არაა ბოლომდე განსაზღვრული, დადგენილია მხოლოდ ძირითადი მოვლენები. ამგვარად ბედს მართლაც ვერ გაექცევი, მაგრამ შეიძლება გაექცე სწორ არჩევანს. ამიტომ ის, რაც ჩვენს ხელისგულზეა აღბეჭდილი, მხოლოდ ძირითადი ხაზებია ჩვენი ცხოვრების გეგმაში, რაზეც ბიბლიაში ნათქვამია: “ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი” (იობი 37:7), ხოლო რა მოხდება მომავალში ჩვენი ბედის ფარგლებში, ეს მხოლოდ ჩვენს საკუთარ არჩევანზეა დამოკიდებული.

იგივეზე, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მომავალი, ჩვენთვის წინასწარ განსაზღვრულ მოვლენებში სწორად მოქმედებით, გვიყვება მაქს ფრიდომ ლონგი თავის წიგნში “საოცრებათა მაგია. კაჰუნების საიდუმლო ცოდნა”.
“მკურნალმა მთხოვა, რომ რაღაც დროით საკუთარ აზრებზე გამეკეთებინა კონცენტრაცია, შემდეგ კი ზუსტად განმესაზღვრა, კონკრეტულად რა მინდოდა და რას ვთხოვდი უმაღლეს “მე”-ს. ასევე მან დამისვა რამდენიმე კითხვა. როცა ვუყვებოდი, თუ რის გაკეთება მინდოდა მომავალში, ის ყოველ ჯერზე თავიდან მეკითხებოდა: “და თუ ასე მოხდება, დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენს მომავალ გეგმებს არ შეუშლის ხელს?” მან მიბრძანა, რომ სხვადასხვა შესაძლებლობები ამეწონ-დამეწონა, ყოველი ნაბიჯი გამეაზრებინა და მხედველობაში მიმეღო ყველა შესაძლო შედეგი. ყურადღება უნდა გამემახვილებინა წვრილმან დეტალებზეც და წარმომედგინა, თუ როგორ განვითარდებოდა თვითოეული შესაძლო სცენარი, და როგორ იმუშავებდა სისტემა მთლიანობაში.

ამ ინტელექტუალური სავარჯიშოების მიზანი იყო მომზადება საჭირო “ლოცვისთვის” უმაღლესი “მე”-ს მიმართ. ლოცვის აზროფორმები ცალსახა უნდა ყოფილიყო, ასევე თავისუფალი ეჭვისა და ურწმუნოებისაგან. ისინი უნდა ყოფილიყვნენ მკაფიონი და უბრალონი. ყოველ გაშვებულ დეტალს შეეძლო წინააღმდეგობა გამხდარიყო და მთელი გეგმის შესრულება ეჭვქვეშ დაეყენებინა.

კაჰუნა მეუბნებოდა, რომ თავის პრაქტიკაში ძალიან ხშირად შეხვედრია იმ ფაქტს, რომ ადამიანები ხშირად უგზავნიდნენ უმაღლეს “მე”-ს წინააღმდეგობრივი მისწრაფებების, გეგმების, შიშების და იმედების ნაზავს. ისინი თითქმის ყოველ დღე და ყოველ საათში იცვლიდნენ თავიანთ სურვილებს. ერთხელ ერთი უნდოდათ, შემდეგ სხვა რამ, და ასე დაუსრულებლად. ხოლო რადგანაც უმაღლესი “მე” ჩვენს მომავალს ქმნის მუდმივი აზრებისგან, რომლებსაც ძილის დროს იღებს ჩვენგან, ეს მომავალი ძირითადად შემთხვევითი ფაქტორებისა და კონფლიქტური სიტუაციების გროვად, აღმასვლებისა და დაცემების უსასრულო მონაცვლეობად იქცეოდა. მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელიც მტკიცეა თავის მისწრაფებებში და სურვილებში და დიდი ხნის განმავლობაში მისდევს მათ, წინ მიიწევს თანმიმდევრულად თავის მიერ არჩეული მიმართულებით, შეუძლია წარუდგინოს უმაღლეს “მე”-ს საჭირო აზროფორმა. ეს გახდება მასალა, რომლისგანაც უმაღლესი “მე” მისთვის სასიკეთო და მის მიერ დაგეგმილ მომავალს აუწყობს მას, ანუ იმას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა.

ყოველთვის, როცა კაჰუნა თავის უმაღლეს “მე”-ს მიმართავდა თხოვნით, რომ ცლიენტს დახმარებოდა, ეს ლოცვა ავტომატურად აღწევდა ასევე ამ უკანასკნელის უმაღლეს “მე”-მდეც. ეს დაკავშირებულია კაჰუნების რწმენასთან, რომ ყველა უმაღლესი “მე” დაკავშირებულია ერთმანეთთან ჩვენთვის წარმოუდგენელი საშუალებით. ისინი წარმოადგენენ “სიმრავლეს ერთიანობაში” და “ერთიანობას სიმრავლეში”. ისინი დაყოფილ ერთიანობას ქმნიან და დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ, ვიდრე ფუტკრები სკაში. ისინი მოქმედებენ როგორც ერთი მთლიანობა, მაგრამ ყოველი მათგანი ასრულებს ცალკეულ, ინდივიდუალურ მოქმედებებს. ჩვენ არ ძალგვიძს ამის გაგება, მაგრამ შედეგები, რომლებსაც უმაღლეს “მე”-სთან კონტაქტის შედეგად ვღებულობთ, მოწმობენ, რომ ჩვენი ვარაუდები, როგორც ჩანს მართალია და გვაახლოებენ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების ზღვართან.

კაჰუნა ადგა, რომ ელოცა. იგი ოთახში დადიოდა წინ და უკან, და მძიმედ სუნთქავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მაგიდასთან გაჩერდა და ჩუმად მითხრა, რომ ცოტა ხანში ღმერთს მიმართავდა და ლოცვას წარმოთქვამდა ჩემი სახელით. შემდეგ დაიწყო სიტყვების წარმოთქმა ჰავაურ ენაზე, ნელა და ძლიერი ხმით. ისე გამოიყურებოდა, თითქოს სადღაც შორს, მომავალს უმზერდა. ლოცვა ერთხელ წარმოთქვა, შემდეგ კი ორჯერ ისევ გაიმეორა.
ამ სამჯერად ლოცვაში კაჰუნამ მთელი თავისი შთაგონების და ნების ძალა ჩადო, და ეცადა, რომ დაბალი “მე” უმაღლესი “მე”-სთვის აზროფორმის გაგზავნისთვის განეწყო.

დაბალი “მე” კონტაქტში შევიდა უმაღლეს “მე”-სთან უშუალო ბრძანების შემდეგ, რომელიც კაჰუნას შუა “მე”-სგან მიიღო. ლოცვის შემდეგ კაჰუნა სკამზე დაჯდა და დაისვენა ასეთი გონებრივი ძალისხმევის შემდეგ. მანამ, სანამ ლოცვას წარმოთქვამდა, სასიცოცხლო ძალის დამატებითი მარაგი უნდა მოეგროვებინა და მის ნაკადთან ერთად “ზემოთ” გაეგზავნა წარმოქმნილი აზროფორმები.

შემდეგ ლონგი აღწერს, თუ როგორ დეტალებში უხსნიდა მას კაჰუნა იმ მოქმედებებს, რომლებც უნდა განეხორციელებინა, ამ მოქმედებების დროც უთხრა და ვითარებაც. იმის შედეგად, რომ მან ზუსტად შეასრულა მისი ყველა მითითება, სიტუაცია სწორედ ისე შემობრუნდა, როგორც კაჰუნამ უწინასწარმეტყველა. და ამის მერე იგი ასე წერს ამის შესახებ:

“წინა” მომავალი, ეჭვგარეშეა შეიცავდა ფინანსური ხასიათის წარუმატებლობებს და პრობლემებს, რომლებიც გადაულახავად მეჩვენებოდა, და რომლებზეც ვდარდობდი. სავარაუდოდ ასეთი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არა უმაღლესი “მე”-ს დახმარება, რომელმაც არასასურველი სასიცოცხლო პირობები უფრო სასიკეთოთი შეცვალა.

ზუსტად არაა ცნობილი როგორ ახდენს უმაღლესი “მე” მომავლის ფორმირებას ორივე დაბალი “მე”-სთვის, რომლებზეც მშობელი სულივით მფარველობს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ჩვენი აზრები, რომლებისგანაც აზროფორმები იქნმნება, გარკვეული სახით გამოიყენება მომავალი მოვლენების კონტურების მოსახაზად. ყოველ შემთხვევაში, აზროფორმები ინფორმაციას აძლევენ უმაღლეს “მე”-ს ჩვენი იმედების, შიშების, მისწრაფებებისა და გეგმების შესახებ. როგორც ჩანს მომავალი სწორედ მათგან იქმნება, ამასთან უმაღლესი “მე” დიდი სიფრთხილით ადევნებს თვალყურს იმას, რომ არ ჩაერიოს ჩვენი არჩევანის თავისუფლებაში. ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს მისი გამოყენების გარანტირებული შესაძლებლობა, თუ თავად არ ვითხოვთ დახმარებას. დახმარება კი მხოლოდ მაშინ გაგვეწევა, როცა რაღაც დროით უარს ვიტყვით არჩევანის თავისუფლებაზე. არ შეგვიძLია იმის თქმა, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ გვესმის, რომ ასეთი პირობა, სავარაუდოდ, არსებობს.

ჩვენი ინტელექტუალური შეზღუდულობის გამო არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უხილავი მატეიისგან შექმნილი მომავალი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ყველა მოვლენას და გარემოებას მოიცავს, და რომლებიც წუთების, საათების და დღეების სიზუსტით რეალიზდებიან, იმის მიხედვით, როგორც “კრისტალიზდება” უჩინარი კონტური. შესაძლოა მომავალს იგივე სტრუქტურა აქვს, როგორიც შუა და დაბალი “მე”-ს ნატიფ სხეულებს და აზროფორმებს. შესაძლოა სწორე დეს აზროფორმები გარდაიქმნება მოვლენებად. კაჰუნებმა არ იცოდნენ პასუხი ამ კითხვაზე. პასუხი ჩვენც არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ მომავალი რაღაც დონით უკვე ფორმირებულია, და ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავინახოთ მისი უკვე კრისტალიზებული პერიოდები, ასევე სეგვიძლია შევცვალოთ ისინი, და ეს ჩვენთვის სრულიად საკმარისია”.

ცხოვრება ჩვენს წინ დიდი ტბასავითაა გადაშლილი. დაბადებისთანავე ერთ ნაპირზე ვდგავართ და ცხოვრების განმავლობაში მეორე ნაპირზე მოხვედრას ვცდილობთ. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს – ზიგზაგებით თუ პირდაპირ, – ამას ლონო წყვეტს. კანე კუს მეშვეობით გამუდმებით აწვდის რჩევებს (რომელსაც ლონო უჯერებს ან არ უჯერებს), თუ როგორ მიაღწევს ყველაზე იოლად მეორე ნაპირს. მეორე ნაპირი შექმნილია სრულყოფისთვის და ჰარმონიისთვის, ჩვენი ცხოვრებისეული მიზნის რეალიზაციისთვის.

ლონოს გადაწყვეტილებები კუ-ში აღიბეჭდება. ეს უკანასკნელი პირდაპირ კავშირში შედის კანესთან აკა-თოკის მეშვეობით და გამუდმებით ღებულობს იმპულსებს და შთაგონებებს, თუ როგორ განახორციელოს ლონოსგან გარკვეული მიზნების მისაღწევად მომავალი ამოცანები განცდის მეტი სიღრმით, სიყვარულით, სულიერი სისავსით და შედეგიანობით. ამგვარად კუს მეშვეობით ლონო რჩევას ეკითხება “გამოუთქმელს” თუ როგორ მოიქცეს: “დაე იყოს არა ნება ჩემი, არამედ ნება შენი”. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, თუ როგორ აღიქვამს ლონო კანეს მიერ კუ-ს მეშვეობით გადაცემულ “შინაგან ხმას”, უსმენს თუ არა და უჯერებს თუ არა მას.

იმ შემთხვევაში, თუ ლონო უჯერებს კანეს, ადამიანის ცხოვრება ხდება თავისუფალი, ჰარმონიული და სიყვარულით აღსავსე. ნუთუ ეს არ ემთხვევა იმას, რასაც იესო ხალხს მოუწოდებდა:

“არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რამეთუ ერთს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრნავთ თქვენი სიცოცხლისთვის, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისთვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული – უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი? შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ? ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ?

შეხედეთ როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით ის ეარ იყო შემოსილი, როგორც თვითოეული მათგანი. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ მცირედ მორწმუნენო? ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ ან რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. მაშ, ეძებეთ პირველ ყოვლისა უფლის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისთვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავის საზრუნავი.” (მათე 6:24-34).

“ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.” (მათე 5:3)

მატერიალურად გლახაკნი მოწყალებას ითხოვენ და იზრდებიან მატერიალურად, ხოლო ისინი ვისა ცარ გააჩნია სულის ძალა, მამას სთხოვენ, რომ მისცეს იგი და იზრდებიან ღვთისშემეცნებაში, ანუ უმაღლესი “მე”-ს, თავისი პირვანდელი ბუნების შემეცნებაში: “და იქნებით უზენაესის ძენი” (ლუკა 6:35), “…განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?” (იოანე 10:34), “მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ ყველანი.” (ფსალმუნნი 81:6)

იმის გამო, რომ ერთიანი უზენაესი “მე” ჩვენში იმყოფება, “მამის სასუფეველი თქვენშია”.

“ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს გაუღებენ. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლკად გველი მისცეს მას? ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს მათ, ვინცა სთხოვს?” (ლუკა 11: 9-13)

კაჰუნები ნათელმხილველობის უნარს ფლობენ, და ასევე გრძნობენ სულის აურას. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად თვლიან იმას, რომ დაეხმარონ სხვებს თავიანთი გულის სუფთად შენახვაში და ასწავლონ კანეს მითითებების შესრულება.

კაჰუნების თქმით, ადამიანი თესლს ჰგავს, მაგალითად ხის თესლს. როცა მის ანალიზს ბიოლოგიის თვალთახედვით ვახდენთ, მის ქიმიურ შემადგენლობას ვხედავთ, თუმცა ვერასოდეს ვიპოვით მასში ჩადებულ ხეს. მაგრამ ჩავთესოთ თესლი შესაფერის ნიადაგში და მოვიკრიბოთ მოთმინება რამდენიმე წლით; გაჩნდება შესანიშნავი დიდი ხე, მანმადე კი ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ იგი თესლში იყო დამალული. მაგრამ ეს თესლი, რომელსაც ვხედავდით, “ქრება” დ ახედ იქცევა.

საოცარია, რომ კაჰუნების მიერ მოყოლილი ძალიან გვაგონებს იმას, რაც 2000 წლის წინ ქრისტემ მოუყვა ადამიანებს: “ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა ყანაში; ეს მარცვალი ყველანაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი გახდება დ ახედ იქცევა, ისე რომ მოფრინავენ ცის ფრინველები და მასზე იბუდებენ”. (მათე 13:31-32)

ასე ხედავენ კაჰუნები ადამიანს, მის ზრდას, მის ცხოვრებას. თუ სამი “მე”, როგორც ცნობიერების სამი ერთმანეთისგან განსხვავებული საფეხურის სიმბოლო, ერთიანდება, მაშინ ჩნდება რაღაც დიადი და ახალი.

კაჰუნების მიზანია – თავიდან გახსნან და აღადგინონ ცხოვრების თავდაპირველი ჰარმონია, რათა ადამიანმა მოიპოვოს როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა. ეს ჰარმონია შეიძლება გაჩნდეს იმ პირობით, რომ სამი “მე”-ს საფეხურებს შორის პატარა დაბრკოლება ან უთანხმოებაც კი არ იქნება, არამედ ჩამოყალიბდება ურთიერთშევსების, თანამშრომლობის და ენერგეტიკული წონასწორობის ურთიერთობები.

კაჰუნები ცხოვრებაში მისდევენ ამ პრინციპებს და ყოველდღიურად იყენებენ მათ. “აქციე ეს სამყარო ოდნავ უკეთესად, ვიდრე შენ დაბადებამდე იყო” – ასეთია მათი მოთხოვნა საკუთარი თავისადმი და ჩვენდამი.
შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული, კიდევ ერთხელ გადავხედოთ კაჰუნების სიბრძნეს, მანმადე დაფარულს და ახლა გამჟღავნებულს.

სამი “მე” ქმნის ადამიანის არსებას.

არაცნობიერს შეუძლია დამახსოვრება, მაგრამ გააჩნია ინტელექტუალური ქმედების სუსტი უნარი. მისი ქმედებები ემოციებს ეყრდნობა – ის მათ მორჩილებს და მის მიერვე წარმოიშობა.
ცნობიერებას არ აქვს მეხსიერება. გააჩნია ლოგიკური აზროვნების უნარი.

ზეცნობიერებას გააჩნია ინტუიტიური სიბრძნე, რომლის წყალობითაც ღებულობს სრულ ცოდნას “რეალიზაციის” პროცესში. იცის წარსული, აწმყო და მომავლის ის ნაწილი, რომელიც უკვე კრისტალიზებული, საბოლოოდ დაგეგმილი, შექმნილი და განხორციელებისთვის მზადმყოფია.

მანას სასიცოცხლო ძალის ვიბრაციის სამი სახე, რომლებსაც ადამიანის სამი “მე” იყენებს.

სხეულის ტალღები, ანუ დაბალი ძაბვის ელექტრული სასიცოცხლო ძალა. მას იყენებს არაცნობიერი. ამ ძალას შეუძლია ნაკადებად გაიაროს ნატიფ ძაფებში (აკა).
ტვინის ტალღები, ანუ მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა. გამოიყენება ცნობიერი სულის მიერ აზროვნებისა და ნების ყველა გამოვლინებაში.

სასიცოცხლო ძალის უმაღლესი ვიბრაცია (მეცნიერების მიერ აქამდე შეუსწავლელი). კაჰუნები ამტკიცებენ, რომ მას ზეცნობიერი იყენებს თავისი მიზნებისთვის. უმაღლესი “მე”-ს სიმბოლო – მზეა, ხოლო მის ძლევამოსლიებას მზის სხივი განასახიერებს.

სამი “მე”-დან ყოველს გააჩნია საკუთარი უჩინარი სხეული. კაჰუნები მათ ნატიფ (მოჩვენებით) სხეულებს უწოდებენ.

უჩინარი სუბსტანციის სხეულები (ეთერული ან ასტრალური), რომლებშიც “მე” იმყოფება, ქმნიან ადამიანს. მისი ქვედა ორი ფორმა ჩვეულებრივ თანხმოვბაში არიან ერთმანეთთან და ადამიანის სხეულთან მისი სიცოცხლის განმავლობაში. სიკვდილის შემდეგ ეს ორი უჩინარი სხეული ერთმანეთთან დაკავშირებული რჩება.

არაცნობიერის ნატიფი სხეული ყველაზე “ხშირია” (густое) სამ სხეულს შორის. აქვს სპეციფიური თვისება “მიეწებოს” ყველაფერს, რასაც ადამიანი ეხება (ხედავს ან ისმენს). როცა უშუალო კონტაქტი წყდება, იგი გრძელ უჩინარ ძაფს ტოვებს, რომელიც ობიექტთან ისე აკავშირებს, რომ მასთან ურთიერთქმედებას განაგრძობს. ასეთი ნატიფი მატერია წარმოადგენს ელექტრული სასიცოცხლო ენერგიის სრულყოფილ გამტარს. იგი წარმოადგენს ადგილს, სადაც ასეთი ენერგია შეგვიძლია დავაგროვოთ. როცა მას (სუბსტანციას) დაბალი ვიბრაცია ავსებს, იგი ხდება უძრავი და იძენს ისეთ ძალას, რომ შეუძლია “ბერკეტის” როლი შეასრულოს, ანუ იმ ინსტრუმენტის როლი, რომელიც საგნების ამოძრავების ან მათზე სხვა გავლენის საშუალებას იძლევა.

ცნობიერების სულის ნატიფი სხეული ნაკლებად “ხშირია”, ვიდრე არაცნობიერის. მას შეუძლია გაატაროს დაბალი ვიბრაციის სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ აუცილებელი არაა ამას აკეთებდეს. ამასთან იგი გვევლნება საშუალო ვიბრაციის გამტარად, ანუ იმ ენერგიეს, რომელსაც გონების ეს ფორმა იყენებს. იგი ქმნის სულიერ სხეულს და ამ სხეულში – მოჩვენებითი (ნატიფი) სხეულის სახით – განაგრძობს ფუნქციონირებას ადამიანის სიკვდილის შემდეგ.

ადამიანის ზე-ცნობიერის ნატიფი სხეული. სავარაუდოდ ზე-ცნობიერი ამ უჩინარ და ნატიფ სხეულში მთელი დროის განმავლობაში იმყოფება. იგი იშვიათად შედის უშუალო კონტაქტში თავის ფიზიკურ სხეულთან. თუე ს ხდება, მაშინ მთლიანად იცვლება ფიზიკური სხეულის შემადგენელი მატერიის სტრუქტურა. სხეულის უჯრედები, აკა-თოკების მიერ მიწოდებული ცნობიერების ენერგიეს შედეგად, უნარს იძენენ, რომ თავის თავში გაატარონ უმაღლესი “მე”-ს სინათლე და ხილული გახადონ ეს სინათლე, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ უმაღლესი “მე” ანუ ზეცნობიერი მართლაც არსებობს. ხოლო ის, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე შეუცნობელი რჩება, თავად ადამიანის არჩევანს წარმოადგენს. როგორც ამაზე დონ ხუანი ამბობდა: “ისინი ცხოვრობდნენ როგორც ინდიელები და მოკვდნენ როგორც ინდიელები, და მაინც ვერ გაიგეს, რომ ადამიანები იყვნენ.”
და ამ თავის დასასრულს წავიკითხოთ კიდევ ერთი მონაკვეთი შუსანა ვიგელის წიგნიდან: “რას ამბობს ის, ვინც ამბობს “გამოუთქმელს”.

მე ვარ ყოველივე არსებულის საწყისი. მე ვარ ყოველი სიცოცხლის წყარო. ჩემი მეშვეობით ღებულობს ყოველი ცოცხალი თავის სახეს. ადამიანებმა “სიყვარული” ან “სინათლე” მიწოდეს. მაგრამ ადამიანებმა არ უწყიან სიყვარულის და სინათლის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მე – ყველაზე წმინდა ვარყ ველა ენერგიას შორის. მე არ განვიკითხავ და არ განვსჯი. ჩემი ერთადერთი მისწრაფებაა – სიყვარულშI გამოვავლინო ჩემი არსობა.

ყველაფერი ჩემს მიერ შექმნილი – ესაა ერთგვარი გზა, რომ გაგეხსნათ ჩემს წმინდა არსებობაში. სულ თავიდან ჩემი ქმნილება ყველაზე მჭიდროდ იყო ჩემთან დაკავშირებული. ის იყო ისეთივე მარადიული, როგორც მე. მე თავისუფლად მივედინებოდი ყოველ ატომში, ენერგიად.

სიკვდილი – არაა ჩემი ქმნილება. თქვენ რომ მისცეთ ნება ენერგიას და სიყვარულს თქვენში იდინოს, როგორც თავიდან, თქვენ მარადიული არსებები გახდებოდით და კვლავ წარმოშობდით სიყვარულს და სინათლეს. თქვენ თვითონ გახდებოდით შემოქმედნი და მარადიულად იქნებოდით ღმერთთან განუყრელობის ერთიანობაში.

თუკი ეს გინდათ, მაშინ თქვენთვის მნიშვნელოვანია განთავისუფლდეთ ყველა სიფრთხილისგან, შიშისგან და დარდისგან, რათა თქვენმა სხეულებმა შეძლონ დასვენება და კვლავ მოიპოვონ კავშირი ჩემს ენერგიასთან, რომელსაც თქვენს თავში ყველა დროის დასაწყისიდან ატარებთ.

იესო მოევლინა ადამიანებს, რათა გაეფანტა ცრუ აზრები და შიშები, და ეჩვენებინა, რომ სიკვდილის გადალახვა შესაძლებელია. იგი ცდილობდა სხვა რწმენა მოეცა თქვენთვის. მაგრამ თქვენ ვერ შეძელით მისი გაგება, რამეთუ ის, რისიც გჯერათ, განგაშორებთ თქვენი საკუთარი გულებისგან: არადა მხოლოდ გულით შეიძლება მოსმენა!

მე შევქმენი მხოლოდ ერთი კანონი: მიზეზის და შედეგის საყოველთაო კანონი. მისი პრაქტიკული აზრი იმაშია, რომ თუკი ცოცხალია თქვენი სიყვარული და სიყვარულის ენერგიას თავისუფლად დინების ნებას აძლევთ, თქვენ გახდებით უფრო ძლიერნი, განსაკუთრებულნი და სიხარულით აღსავსენი – ჩემთან ერთობაში. მაშინ ყველაფერი საწყის ჰარმონიას დაუბრუნდება.

თქვენ შეძლებდით კვლავ მიგეღწიათ იმ ენერგიისთვის, რომელიც თქვენშია დაფარული, და მისით გეცხოვრათ. მაშ, დაუბრუნდით ჩემს წიაღს, იყავით და დარჩით ჩემთან ერთიანნი, როგორც დროის დასაწყისში იყო. ესაა თქვენი არჩევანი!”

ამ სიტყვებით დაარიგა სუსანა ვიგელი ერთმა გამოცდილმა შამანმა-კაჰუნამ ჰავაის კუნძულიდან მოლოკაი, თხოვნის საპასუხოდ, რომ თავისი წიგნის პროლოგად გამოეყენებინა ისინი. ამასთან ერთად მან მიუთითა ყველა შესაძლო გზა ცოცხალი უკუკავშირისა “გამოუთქმელთან”.

 

(Visited 3,269 times, 1 visits today)