მამაკაცები და ქალები რატომ განსხვავდებიან ასე?
მგონი ჩვენ არ გადაგვიწყვიტავს, ვყოფილიყავით თუ არა განსხვავებულნი, ვყოფილიყავით თუ არა ორი სქესი დედამიწაზე. მამაკაცები და ქალები უბრალოდ არსებობენ. და რატომღაც არ არსებობს სამი ან ოთხი სქესი. ისინი მხოლოდ ორნი არიან. ჩვენი სამყაროს შემოქმედმა გადაწყვიტა ასე; მას უნდოდა, რომ განსხვავებულნი ვყოფილიყავით. ჩვენს განსხვავებულობაშია ჩვენი ძალა. მამაკაცის ძალა იმაშია, რაშიც ქალი სუსტია. ქალის ძალა იმაშია, რაშიც მამაკაცია სუსტი.
მამაკაცს და ქალს არ სურთ გაერთიანდნენ, რომ დანაკლისი ძალები შეავსონ ერთმანეთში და ერთიანობის ძალა მოიპოვონ. ეს ის ძალაა, საიდანაც გამოვლინდნენ მამაკაცური და ქალური ძალები და ისინი კვლავ ცდილობენ მის მოპოვებას. მასში ყველა ურთიერთწინააღმდეგობა ერთიანდება. ეს – შემოქმედის მდგომარეობაა. მამაკაცი და ქალი ცდილობენ შემოქმედის მდგომარეობა მოიპოვონ. ამისათვის თვითოეული მათგანი ცდილობს გაერთიანდეს მეორე ადამიანთან – იმ ძალის წარმომადგენელთან, რომელიც მას აკლია. ჩვენ ყველანი ძალისკენ მივიწევთ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ცხოვრებაში, ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ, ანუ ძალა მოვიპოვოთ. ჩვენ საკუთარ არსს სხვა არსებებს ვუერთდებთ, რათა მათ გაგვაძლიერონ. უფრო მეტად განსხვავებული (საწინააღმდეგო) არსებას საპირისპირო სქესის არსება წარმოადგენს. ანუ უფრო მეტად განსხვავებული ადამიანები საპირისპირო სქესისანი არიან. სხვა არჩევანი არ არის. შემოქმედმა ყოველი სქესისთვის მხოლოდ ერთი საწინააღმდეგო სქესი შექმნა. რაც უფრო მეტად განსხვავებული იქნება საპირისპირო სქესი, მით უფრო ძლიერი იქნება ურთიერთობები. ურთიერთობების ძალა სქესთა სხვაობაშია. რაც უფრო მეტად განსხვავდება მამაკაცი ქალისგან, მით უფრო მეტია მათ შორის კავშირი.
როგორ ჩნდებიან მამაკაცი და ქალი? საიდან ვლინდებიან ისინი?
თუკი ღრმად ჩავიხედავთ საკუთარ თავში, დავინახავთ, რომ მთელი ჩვენი არსებობა, ჩვენი ცნობიერების ფონზე მიმდინარეობს. ჩვენი ცნობიერებაა იმ ყველაფრის შემოქმედი, რაც ჩვენშია, ყველაფრის, რასაც სიცოცხლეს ვეძახით. პირველი შეგრძნება, რომელიც ჩვენი ცნობიერებისგან ჩნდება, არ ის შეგრძნება – “მე ვარ, მე ვარსებობ”. თუ საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით, შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ ჩვენი “მე” სადღაც ძალიან ღრმად, ცენტრშია, კონცენტრირებულია, ცოცხალია, ჩვენი არსებობის წყაროს წარმოადგენს, ცხელია, ძლიერია, მუდმივია, უნიკალურია, დიდებულია და ყველაზე მთავარია ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენს ცხოვრებას ჩვენი “მე”-ს გარშემო ვაწყობთ. იგი გვაძლევს არსებობის აზრს და შთაგვაგონებს, რომ უფრო და უფრო ძლიერი გავხადოთ იგი. თუ ღმერთი არსებობს, იგი ჩვენი “მე”-ს სიღრმეშია, როგორც ჩვენი მმართველი. ჩვენი “მე” მისი წარმომადგენელია აქ, დედამიწაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი “მე” – ეს თავად ღმერთი არაა. იგი ჩვენი “მე”-ს, ადამიანის არსია. ადამიანი უღრმავდება საკუთარ “მე”-ს ღმერთის შეცნობის სურვილით.
ჩვენი პირველი შეგრძნება, რომლის გარშემოც ვაგებთ ცხოვრებას, არის შეგრძნება «მე ვარ”. მეორე ბუნებრივი შეგრძნება, რომელიც “მე”-დან მოდის – ესაა შეგრძნება “აღვიქვამ, ვგრძნობ”. ჩვენი “მე” აღიქვამს, გრძნობს. ეს შეგრძნება “მე”-სგან პერიფერიაზე იმყოფება. იგი ეხმარება ჩვენს “მე-“ს რომ უკეთ იგრძნოს თავი. იგი მრავალმხრივია, ნატიფია, რბილია, ნაზად ახვევს გარს ჩვენს “მე”-ს მრავალ შეგრძნებას, ქმნის სასიამოვნო და რბილ გარსს. ამგვარად, თუკი დავაკვირდებით ნებისმიერ არსებულ მოვლენას, შევძლებთ დავინახოთ, რომ მას შინაგანი ცენტრი აქვს, ერთადერთი, ცენტრში განლაგებული, ამ მოვლენის წყარო. იქნება ეს ატომი, ცოცხალი უჯრედი, პლანეტა ან მზის სისტემა, ყოველ არსებულ მოვლენაში არის შინაგანი ცენტრი – ამ მოვლენის არსი. და არის ის, რაც ამ არსს გარშემო აკრავს. ელექტრონები ატომის ირგვლივ, ციტოპლაზმა უჯრედის ბირთვის ირგვლივ, პლანეტები მზის ირგვლივ. თუკი განვიხილავთ ჩვენს სხეულს, ასევე შეგვიძლია დავინახოთ ცენტრალური სტრუქტურა – ხერხემალი, ძვლები, და პერიფერიული სტრუქტურები – სხეულის რბილი ნაწილები. ნებისმიერ მოვლენაში ჩვენ ვხედავთ ორი ფუნდამენტალური ძალის გამოვლინებას, რომლებიც ნებისმიერ არსებულ მოვლენაში მსგავსი თვისებებით ვლინდებიან. ცენტრში – რაღაც ერთია, კონცენტრირებული, ცხელი, სტაბილური, ძლიერი. პერიფერიაზე – რაღაც რბილია, მრავალფეროვანია, ცვალებადია, ერთიანი ცენტრისგან ზემოქმედების მიმღებია. უძველესი ბრძენები ამ ძალებს – სურიას (მზე) და ჩანდრას (მთვარე) უწოდებდნენ. იგივე ორი ძალა ვლინდება კაცობრიობაში – ორი სქესის სახით. მთელი სამყარო გამსჭვალულია ამ ორი ძალით. არავის ძალუძს ამ ძალების წინააღმდეგ წასვლა. სწორედ სურიას და ჩანდრას ძალები აძLევენ არსებობას და განვითარებას მთელ ჩვენს სამყაროს. ისინი, ვინც ამ ძალებს პატივს სცემენ, ყველა შესაძლებლობას იყეებენ. ხოლო ისინი, რომლებიც პატივს არ სცემენ მათ, თანდათანობით განიცდიან უკმარისობას, დათრგუნულობას, წარუმატებლობას, წინააღმდეგობებს და დარდს.
მამაკაცი და ქალი ყოველ ჩვენგანშია. მამაკაცი – ჩვენი “მეა”. ქალი – ესაა ჩვენი “აღვიქვამ, ვგრძნობ”. ისინი ჩვენს ცნობიერებაშI იმყოფებიან, განმსჭვალავენ ჩვენს პიროვნებას და ქმნიან ჩვენს ფიზიოლოგიას დამ თელ ჩვენ გარემოცვას. მამაკაცებში სურიას (მზის) ძალა უფრო ძლიერად ვლინდება, ქმნის უფრო ძლიერ სულს (Дух), და სხეულის უფრო მეტად ძლიერ ცენტრალურ სტრუქტურებს – ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხერხემალს და ძვლებს. ქალებში ჩანდრას (მთვარის) ძალა უფრო ძლიერად ვლინდება, ქმნის რა უფრო რბილ პიროვნებას, მგრძნობიარეს და ინტუიტიურს, აძლევს უფრო რბილ და ფაქიზ სხეულს, რათა შეგრძნებები გაუძლიერდეს. შესაბამისად ჩვენში არსებობს იდეალური მამაკაცი და ქალი, რომლებსაც იდეალური ურთიერთობა აქვთ. ისინი ცდილობენ, რომ ჩვენი პიროვნების და ჩვენი ცხოვრების ყველა საფეხურზე გამოავლინონ თავი. მაგრამ ცხოვრების ყველაზე ზედაპირულ დონეზე – სოციუმის დონეზე, ჩვენ მოვახერხეთ, რომ დაგვეკარგა კავშირი ცხოვრების ამ ორ მთავარ ძალასთან, და ჩავიძირეთ რთულ კონცეფციებში იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ურთიერთობები. ამაზე კამათს აზრი არა აქვს. საკმარისია დავაკვირდეთ ჩვენი სულის და ჩვენი სხეულის ურთიერთობას. ასეთივე უნდა იყოს მამაკაცის და ქალის ურთიერთობაც. თუ გვინდა, რომ ეს ურთიერთობები უფრო სრულყოფილი გავხადოთ, უნდა ვიცოდეთ, თუ სად ვეძებოთ სრულყოფილება. ჩვენი სული სურიას ძალის წარმომადგენელია, ჩვენი სხეული კი – ჩანდრას ძალის. შესაბამისად მამაკაცი სულის წარმომადგენელია, ხოლო ქალი სხეულის ფუნქციას იღებს თავის თავზე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მამაკაცი ყველა ქალისთვის სულის წარმომადგენელია, ხოლო ყველა ქალი ყველა მამაკაცისთვის სხეულის წარმომადგენელი. მამაკაცი მხოლოდ თავისი ქალისთვის ასრულებს სულის როლს, ქალი კი მხოლოდ თავისი მამაკაცისთვის ასრულებს სხეულის ფუნქციას მათ ურთიერთობებში.
სადაც სული, იქაც სხეული. სხეული სულის გარეშე დაიშლება. სულს შეუძლია სხეულის გარეშე, რადგანაც ის თავად წარმოადგენს ღმერთის სხეულს. ღმერთი ინდივიდუალური სულებით იმოსება, რათა საკუთარი თავი ჩვენს სამყაროში გამოავლინოს. სხვაგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სული ჩვენი ცნობიერების სხეულია. სანამ ინდივიდუალურ სულშI ცნობიერება არსებობს, სული ყოველთვის იარსებებს. სანამ სხეულში სული არსებობს, სხეულიც იარსებებს. ქალისთვის ძნელია მამაკაცის გარეშე არსებობა, რადგანაც ის მისი სულია. იგი აძლევს მას არსებობის ძალას. თუ გვერდით მამაკაცი არ ჰყავს, ქალმა არ იცის რა აკეთოს, რისთვის არსებობს საერთოდ. თუ მამაკაცში სული არაა, მან არ იცის რა აკეთოს, რატომ არსებობს. მამაკაცი ღმერთთან (სურიასთან) მიმართებაში მიმღები მხარეა (ჩანდრაა). მამაკაცი თავის სულში იყურება ღმერთის პოვნის იმედით. ქალი თავის მამაკაცს უყურებს ღმერთის პოვნის იმედით. ორივე, ქალიც და მამაკაციც, ღმერთს მამაკაცის სულში უსმენენ.
მამაკაცი მიმართულია იმაზე, რომ საკუთარი თავი უფრო ძLიერად გააცნობიეროს, საკუთარი არსებობა გააძლიეროს, და საერთოდ უფრო ძლიერად იგრძნოს თავი. მამაკაცს სურს დაამკვიდროს საკუთარი “მე” დათავი გაავრცელოს ყველაფერზე, რაც გარშემოა, რათა უფრო ძლიერად იგრძნოს თავი. ქალი მიმართულია იმაზე, რომ შეიწოვოს საკუთარ თავში ყველაფერი, რასაც მამაკაცი ასხივებს. ცდილობს მთელი მამაკაცი შეიწოვოს. ქალი წარმოადგენს იმ გარემოს, რომელშიც მამაკაცი ცდილობს თავის გავრცელებას. ქალის გარდა მამაკაცი გარეგნულ ცხოვრებაშიც ცდილობს გავრცელდეს. ქალი – ესაა მამაკაცის ცხოვრება მინიატურაში, რომელშიც იგი ცდილობს გაავრცელოს საკუთარი თავი, საკუთარი წესები, კანონები და პრინციპები, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება, მიაღწიოს ყველა შესაძლებლობას, სრულ თავისუფლებას და ჰარმონიას საკუთარ თავთან. ქალი ეხმარება რომ განახორციელოს ეს ყველაფერი, ისე რომ არ ავლენს თავის პირად “მე”-ს. ქალი მსხვერპლად სწირავს თავის პირად “მე”-ს მამაკაცს, როგორც სხეული სწირავს თავს სულისთვის. მამაკაცებისთვის დამახასიათებელია მსხვერპლად შესწირონ თავისი სხეულის ინტერესები იმ იდეისთვის, რისი მიღწევაც უნდათ. სხეული მორჩუილად მიჰყვება სულს, მისითაა სრულად გაჟღენთილი. ქალი იჟღინთება მამაკაცით, მისი მსგავსი ხდება, მისი ჩვევების და ინტერესების ქვეშ ეწყობა, იმაშიც კი ეხმარება, რამაც შეიძლება თავად ავნოს (ქალს). მას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ მუდმივად გრძნობდეს თავის მამაკაცს, ბოლომდე იყოს მისი – საკუთარი სულის – მორჩილი. სწორედ ასევე სხეული ცდილობს ბოლომდე შეეწყოს საკუთარ სულს, იგრძნოს ყველაფერი, რაც მისგან გამოდის. სწორედ ასევე სული ცდილობს შეეწყოს თავის წყაროს – შემოქმედს, იყოს მისი მორჩილი. ქალი მთელი თავისი სხეულით უსმენს მამაკაცს. მისგან გამომავალი იმპულსებით ვიბრირებს. ქალი მამაკაცის ყველაზე ნატიფი იმპულსებითაც კი იმსჭვალება. ამის გამო მამაკაცისგან გამომავალ იმპულსებს უფრო მეტი წონა ეძლევა, უფრო გამოვლენილი და მყარი ხდება. მამაკაცი უკეთ გრძნობს იმას, თუ რა გამომდინარეობს მისგან და რას წარმოადგენს თავად. ქალი ჩანდრას ძალით ეხმარება რომ უკეთ იგრძნოს საკუთარი თავი, საკუთარი ძალა – სურია. მამაკაცი, ქალს აძლევს არსს, რომლის გარშემოც აწყობს თავის ცხოვრებას. აძლევს იდეას, და ქალი თავის აზრებს ამ იდეის გარშემო განალაგებს. იგი მამაკაცი იძლევა შთაგონებას; ქალი თავის გრძნობებს და ემოციებს ამ შთაგონების გარშემო განალაგებს. მამაკაცი ქალს აძლევს სხეულიან არსს მომავალი ბავშვის სახით, ის კი განაწყობს თავის სხეულს ამ ბავშვის გარშემო და კვებავს მას. ყველაფერს, რაც მამაკაცის სხეულისგან გამოდის, ქალი იტაცებს და სხეულს – ცოცხალ გარსს – ანიჭებს. ხდება განხორციელება – სულის შესვლა ხორცში, ცხოვრების უფრო მყარ სფეროებში. ასევე ბუნება აძლევს გამოვლინებას ჩვენს სამყაროში მოვლენილ სხვადასხვა სულებს. დედამიწა მიმღები მხარეა, რომელიც ამა თუ იმ სულის ცეცხლოვან ბუნებას იწვევს თავისთან. დედამიწა, როგორც კვერცხუჯრედი, ელოდება მამაკაცის თესლს, ელოდება თავის სულს, რათა განახორციელოს იგი და შემდეგ ძალა მისცეს, რათა წინ იაროს, სულის უფრო მაღალ მდგომარეობამდე, უფრო მაღალ სამყაროებამდე. ეხმარება რა თავის მამაკაცს სულის განვითარებაში, ქალი თავადაც იზრდება სულიერად. ქალის სულიერი პრაქტიკა მისი მამაკაცია. უმჯობესია, თუ ქალი არ დაკავდება სხვა სულიერი პრაქტიკით გარდა თავისი მამაკაცისა. სულიერ პრაქტიკას წარმოადგენს საკუთარი სულის უკეთ შეგრძნების უნარის განვითარება. ქალის სული მისი მამაკაცია. ქალის სულის განვითარების პრაქტიკა მამაკაცის სულის მორჩილება უნდა იყოს. იგი ყველა თავისი შესაძლებლობით ეხმარება თავის მამაკაცს (სულს) უფრო მეტი ძალისკენ წინსვლაში. ასევე სხეული გვეხმარება რომ ჩვენი სულის მისწრაფებების რეალიზაცია მოვახდინოთ. ქალი სიხარულს პოულობს თავის დანიშნულებაში – დაეხმაროს მამაკაცს უფრო ძლიერად შეიგრძნოს თავის სული, ისევე როგორც მამაკაცი პოულობს სიხარულს იმაში, რომ შემოქმედის არსის გამგრძელებელი იყოს, დაეხმაროს მს საკუთარი არსის უკეთშეგრძნებაში. უმეტესწილად ასეთია ქალის დანიშნულება. მისი უფრო დეტალური ფუნქციები ამ ძირითად ფუნქციას ექვემდებარება.
როდესაც ჩვენ ვიყენებთ “ქალის” ცნებას, სინამდვილეში ვგულისხმობთ ადამიანს, რომელიც მიმღებ ფუნქციას ასრულებს. “ქალის” ცნებით ჩვენ მხედველობაში გვაქვს მხოლოდ მხოლოდ ამ სულის (ატმას) დანიშნულება ჩვენს სამყაროში სხვა სულთან დამოკიდებულებაში, რომელიც “მამაკაცის” ფუნქციას ასრულებს. როცა საზოგადოებამ მუშაობისთვის შეამზადა ქალი, ანუ იმისთვის, რომ “საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო”, მან დაკარგა თავისი დანიშNულება თავისი ერთადერთი მამაკაცის წინაშე. მან მრავალი სხვა “მამაკაცის” მსახურება დაიწყო. მაგალითად ემსახურება თავის ხელმძღვანელს (მაშინაც კი, თუ ეს “მამაკაცი”ქალია), ანუ თავის საქმეს (მაშინაც კი, თუ ის ადამიანიც კი არაა). ყველა შემთხვევაში მან განაცალკევა თავი თავისი მამაკაცისგან და კიდევ სხვა რამეს დაუწყო მსახურება. მამაკაციც ასევე ემსახურება არა მხოლოდ შემოქმედს, არამედ კიდევ მრავალ “ღმერთს” – იმავე სამუშაოს, უფროსს, სახელმწიფოს ან კიდევ სხვა რამეს. შედეგად ქალი გაიჟღინთა არა მხოლოდ თავისი მამაკაცით, არამედ კიდევ სხვა მრავალი არსებით. მამაკაცი გაიჟღინთა არა მხოლოდ შემოქმედით, არამედ მრავალი სხვა არსებით, რომლებმაც შეიპყრეს იგი და სულიერ გზას ააცდინეს. სულიერი გზიდან გადახვევა თანდათანობით მოხდა, როცა მამაკაცი სულ უფრო მეტად გადაერთო სიამოვნებებზე, იმაზე, რამაც დამხმარე ფუნქცია უნდა შეასრულოს. მან სიამოვნება დააყენა თავის ღმერთად, და ყურადღება მოწყვიტა თავის წყაროს – შემოქმედს. იგი სულ უფრო და უფრო ნაკლებად გრძნობდა შემოქმედს, შემდეგ კი მთლიანად დაკარგა ხედვის არედან. ქალი, ხედავდა რა, რომ მამაკაცი სუსტდებოდა, ცდილობდა მეტად დახმარებოდა იმით, რომ თავის ბუნებრივ ხასიათს ავლენდა – სიამოვნების მინიჭებას, რითაც უფრო მოწყვიტა მამაკაცი სულს. მაგრამ ქალი მხოლოდ და მხოლოდ თავის ბუნებრივ ნატურას ავლენს. მას შეუძლია მხოლოდ ის მისცეს მამაკაცს, რასაც წარმოადგენს. რაღაც მომენტში მამაკაცი დანებდა თავის სისუსტეს; და მაშინ დამხმარე (ქალი) ღმერთად იქცა მისთვის. სექსუალური ძალის თაყვანისცემა – ეს ქალის თაყვანისცემაა. სექსუალური ძალა – ეს სიამოვნების ძალაა. ჩვენ მას ვღებულობთ ასევე საჭმლისგან, სილამაზის და კომფორტის შეგრძნებისგან. როცა მამაკაცი ამ ყველაფერს პირველ ადგილზე აყენებს, იგი თავისი გზიდან უხვევს. სინამდვილეში ქალისთვის სრულიად ბუნებრივია ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა მისცეს, მაგრამ მხოლოდ თავის მამაკაცთან კონტექსტში. ქალი დაკავებულია კომფორტით, საჭმლის მომზადებით, იმ საგნების შექმნით, რომლებსაც სილამაზე და სიამოვნება მოაქვთ თავიანთი მამაკაცისთვის. ის, რაც ქალისთვის კარგია, მამაკაცისთის მავნეა. და ის, რაც მამაკაცისთვის კარგია, ქალისთვისაა მავნე. მამაკაცი და ქალი თვისობრივად სრულიად განსხვავებულ ძალებს წარმოადგენენ, რომლებიც მხოლოდ ერთნმანეთისთვის არიან განკუთვნილნი, მაგრამ საპირისპირო ფუნქციებს ასრულებენ.
სულით სუსტი მამაკაცი გაღიზიანებას იწვევს ქალში. ქალურ თვისებებში დასუსტებული ქალი კი მამაკაცს აღიზიანებს. როცა ასეთი სუსტი მამაკაცი და ქალი შედიან ურთიერთობაში, გაღიზიანება მათი ჩვეულებრივი მდგომარეობა ხდება.
თანამედროვე საზოგადოება მკაფიო მაგალითია სულიერად დასუსტებული ადამიანებისა, რომლებმაც პრაქტიკულად ყველა ორიენტირი დაკარგეს. მასში ყველაფერი უკუღმაა ამოტრიალებული. ის, რაც ხრწნის და ანგრევს ადამიანებს, მათ ურთიერთობას და ჯანმრთელობას, იდეალად აღიქმება. “თანასწორობა! თავისუფლება! დემოკრატია!” – მოგვიწოდებს საზოგადოება. თუმცა კონკრეტულად ვინ მოგვიწოდებს, გაუგებარია. რომელიღაც “საზოგადოება” მოგვიწოდებს. მაგრამ თუ თვითოეულ ადამიანს ცალ-ცალკე გამოვკითხავთ, თითქმის ყველა ლანძღავს “დემოკრატიას”, ყოველი აცნობიერებს, რომ სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნებათა ამ სამყაროში ვერანაირი თანასწორობა ვერ იქნება. ვერანაირი თავისუფლება საზღვრების სამყაროში ვერ იქნება.
მაშ ვინ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმ გზის გამო, რომელზეც საზოგადოება დგას?
– არავინ.
“არავინ” მოგვიწოდებს თანასწორობისკენ. სიბნელე. ვერავინ ხედავს სიბნელეს. შეუძლებელია სიბნელის დანახვა, რადგანაც ეს სინათლის არ არსებობაა. მაგრამ ყველას შეუძლია დაინახოს სინათლე. ის კაშკაშა და მკაფიოა. ჩვენს დროში ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა განაცხადონ, დაბნეულნი მოუწოდებენ დემოკრატიისკენ და თანაბრობისკენ.
თანასწორნი არიან თუ არა მამაკაცი და ქალი? თანასწორნი არიან თუ არა ზრდასრული ადამიანი და ბავშვი? თანასწორნი არიან თუ არა სულით ძლიერი ადამიანი და ის ადამიანი, ვინც ფიქრობს მხოლოდ საჭმელზე, სექსზე და სიამოვნებებზე?
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი სამყაროს ერთი სისტემის არსებები ვართ. მაგრამ ყოველი სისტემა მხოლოდ იერარქიული პრინციპით მუშაობს, ერთიანი ცენტრისგან მართული. უნდა არსებობდნენ სისტემის ელემენტები, რომლებიც სისტემის ამა თუ იმ დონის მმართველის პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. არანაირი თანასწორობა და არანაირი დემოკრატია არც ერთ ცოცხალ სისტემაში არ ყოფილა და არც იქნება. სისტემა ემორჩილება იმ პრინციპებს, რომლებიც არ ირჩევა არჩევნების გზით. სამყაროს კანონებზე არჩევნებს არ ატარებენ, მათ უბრალოდ ასრულებენ. თუკი ცდილობენ ამ კანონებისგან დარღვევას, მაშინ საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებიან, რომ ამის გაკეთება არ ღირდა. ასე იცავს სიცოცხლე თავის თავს დანგრევისგან. იმის ნიშნები, რომ ჩვენი საზოგადოება და მისი წევრები დაშლის პირას არიან, თვალნათელია.
მაშ როგორ მოვიქცეთ?
– დავბრუნდეთ სახლში, იქ საიდანაც მოვედით, ჩვენი ცნობიერების და ურთიერთობების ძალიან უბრალო მდგომარეობაში. ეს – ძალების გზაა. მამაკაცი თავისი ძალისკენ უნდა მოძრაობდეს, ქალი თავისი ძალისკენ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ძალა ვიცნოთ იმ სხეულით, რომელიც ამ ცხოვრებაში მივიღეთ. თუ მამაკაცის სხეული გვაქვს, იგი მამაკაცის ფუნქციის (სურიას) შესრულებაში დაგვეხმარება. თუ ქალის სხეული გვაქვს, მაშინ ქალის ძალაში (ჩანდრა) ვართ. ჩვენი სხეულები იმ ძალების გამოვლინებაა, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლებიც გვაცოცხლებენ. რატომ უნდა მოვიგონოთ ის, რაც არ არსებობს, როცა უკვე არსებობენ სიცოცხლის ძალები, რომ სიცოცხლეში დაგვეხმარონ? იმისათვის, რომ სიცოცხლის ძალების დახმარებით ვისარგებლოთ, საკმარისია რომ უბრალოდ არ შევეწინააღმდეგოთ მათ. მამაკაცის დანიშნულებაა უსმინოს საკუთარ სულს, საშუალება მისცეს სულს, რომ მისი გავლით გამოვლინდეს, გაავრცელოს თავისი გავლენა ქალზე (თავის გარემოცვაზე) და აიღოს მასზე (მთელ თავის გარემოცვაზე) პასუხისმგებლობა. ეს მისგან არ მოითხოვს ძალისხმევას. სიამოვნებით აკეთებს ამას და ძალის მომატებას გრძნობს. ქალის დანიშნულებაა განიმსჭვალოს მამაკაცით, მისი სულით. მას ეს სიამოვნებს. ეს მისგან არ მოითხოვს ძალისხმევას. პირიქით, რაც უფრო მეტად ივსება მისით, მით უფრო მეტ ძალას გრძნობს. რა თქმა უნდა ასე მაშინ ხდება, თუ მამაკაცი და ქალი შეესაბამებიან ერთმანეთს.
მაშინ ბუნებრივია ჩნდება კითხვა. როგორ ვიპოვოთ ჩვენი მამაკაცი ან ჩვენი ქალი?
მთარგმნელი Atman