ავტორი: მან გალა
ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER
ამ პოსტში ლაპარაკი იქნება მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდ ქვერასაზე, რომლისგანაც საბოლოოდ (მეშვიდედან) ჩამოყალიბდნენ გვიანდელი ატლანტები…
P.S. ცნობისთვის, ეს არ არის პირდაპირი თარგმანი რომელიმე თეოსოფიური წყაროდან, არამედ არის “მოკლე შინაარსი” და ეყრდნობა “საიდუმლო დოქტრინას” და შტაინერის ნაშრომს “აკაშას ქრონიკებიდან”.
რა თქმა უნდა, დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, აღნიშნულ ნაშრომებს უნდა გაეცნოთ.
პირველი ქვე-რასა
საუბარია ეწ. „შემდგომ დაბადებულებზე“ – არსებებზე სქესის გარეშე, ატმას ცნობიერებით. ეს ქვე-რასა ჩამოყალიბებული იქნა მთვარის ბარჰიშადების მიერ, რომელთა მეშვეობითაც ყალიბდებოდა მომდევნო პერიოდი დედამიწელების სხეულები. გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის მაცხოვრებლებს მკვრივი სხეულები ჯერ არ გააჩნდათ, ნებისმიერი ფორმის მიღება შეეძლოთ; კერძოდ: მთვარიდან მოსული არსებების – კვერცხისებური თავით და ერთი თვალით.
აღწერილი გარეგნობა მომდევნო ქვე-რასებში ოდნავ შეიცვალა. მოგვიანებით მოხდა ასევე იმ ადეპტების შემოსვლა, რომელთაც კაუზალური გარსი მარსზე ჩამოიყალიბეს. ჩაუდგნენ ადამიანის ევოლუციას სათავეში, რათა მოემზადებინათ მთვარის ციკლიდან მოსული სხვა ადეპტების შემოსვლა დედამიწაზე. როგორც აღწერიდან ვხედავთ, მოსულების დიდი ნაწილი ახდენდა მესამე რასაში განსხეულებას, რამაც განაპირობა განვითარების მომდევნო ეტაპები.
მეორე ქვე-რასა
მეორე ქვე-რასის სხეულები ნელ-ნელა იწყებს გამკვრივებას. „წვეთები მკვრივდებოდა და მრგვალდებოდა. მზე ათბობდა მათ, ხოლო მთვარე აგრილებდა და აძლევდა ფორმას. ნიავი კვებავდა და ამწიფებდა.“ – ამბობს ე.ბლავატსკაია. მათი გარსი თანდათან მკვრივდებოდა და კვერცხის ფორმას ღებულობდა. შემდეგი განვითარება კი უკვე კვერცხის შიგა გარსში ხდებოდა, საბოლოოდ კი ადამიანის ფორმების მსგავსი არსება იბადებოდა. სანსკრიტზე დაწერილ წმინდა წიგნებში, ეს არსებები იოგას შვილებად მოიხსენიებიან. მათ გააჩნდათ ორმაგი ინვოლუციური, სრულიად სუბიექტური ატმა-ბუდჰის ცნობიერება.
პირველ ორ ქვე-რასებში მხოლოდ ჰერმაფროდიტები იბადებოდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პერიოდი, რასაც ჩვილი დედის ორგანიზმში გადის, სრულიად ანალოგიური იყო მესამე ქვე-რასის ლემურიელის განვითარების პერიოდისა, იმ განსხვევებით, რომ მაშინდელი დაბადებამდელი პერიოდი წარმოქმნილ კვერცხისმაგვარ გარსში ხდებოდა.
………………………
მესამე ქვე-რასა
მესამე ქვე-რასის პერიოდში ნაჭუჭმა სისქე დაკარგა და მისგან თავისუფლად მოძრავი ჰერმაფროდიტი „იჩეკებოდა“. მოგვიანებით მოხდა სქესობრივი დაყოფა და წარმოიქმნა სასქესო ორგანოები, რომლებიც დაბადებამდე ფორმირდებოდა. ამ პერიოდში ცნობიერება სამმაგი ინვოლუციურია და წარმოადგენს ატმა-ბუდჰი-მანასს. პარალელურად დედამიწაზე წარმოიქმნა გიგანტური ზომების ფლორა-ფაუნა, გამომდინარე აქედან, მესამე ქვე-რასა გოლიათებად იბადებოდა. საუბარია დინოზავრების ეპოქაზე, სადაც მხოლოდ მოზრდილი ზომის არსებებისთვის იყო შესაძლებელი გადარჩენა.
მეოთხე ქვე-რასა
როგორც აღვნიშნეთ, მესამე რასისთვის დამახასიათებელი იყო ოფლისმაგვარი წვეთების სხეულის ზედაპირზე გამკვრივება, კვერცხის ნაჭუჭად გარდაქმნა და შემდეგ უჯრედის გამოყოფა, საიდანაც ახალი ინდივიდი იბადებოდა. მილიონობით წელი მზადდებოდა სქესებად დაყოფის პერიოდი და მეოთხე რასის წარმოშობის წინ, მეტნაკლებად სრულყოფილი ინდივიდების თავიდან გადარჩევა მოხდა დედამიწაზე კვლავ დაბრუნებული მთვარის მეუფეების მიერ. ისინი ხელსაყრელ პირობებში ინახებოდნენ, რათა კიდევ უფრო სრულყოფილი არსება დაბადებულიყო, რომელიც კიდევ უფრო მეტად წააგავდა ადამიანს. მომწიფების შემდეგ, ერთ-ერთი მთვარის მეუფის მიერ სხეულში შესახლება ხდებოდა, რაც პირველი ფუძის რასის წარმოშობას, კერძოდ კი შვიდი ბარჰიშადის განსხეულებას გავდა.
„ამის შემდეგ მთვარის მეუფეებმა დედამიწა დატოვეს და გაემგზავრნენ მაჰალოკუში, საიდანაც პერიოდულად ჩამოდიან დედამიწაზე, რათა ახალი რასის წარმოქმნას დაუდონ სათავე.“ – „საიდუმლო დოქტრინა“.
აღსანიშნავია ის, რომ მეუფეებმა მთვარის ციკლის რამოდენიმე ასეულობით ათასი სხვა სახეობის არსებაც ჩამოიყვანეს თან. საბოლოოდ, მეტნაკლებად სრულყოფილი და რჩეული კვერცხიდან დაბადებული, თვით ბარჰიშადების მფლობელობის ქვეშ იმყოფებოდა, რომლებიც მოგვიანებით ღვთაებრივი სილამაზის არსებებად ყალიბდებოდნენ.
თვალისმომჭრელი სილამაზის, მოწითალო-ოქროსფერი ჰერმაფროდიტი არსებები, შუბლზე ძვირფასი ქვით, უდიდეს ძალას ფლობდნენ. ეს გოლიათები მოგვიანებით დედამიწელების პირველი მეფეები გახდნენ. ამ მოვლენებმა გაანპირობა ის, რომ არსებობდა ერთგვარი იდეალი და ყოველი კვერცხიდან დაბადებული არსება მიისწრაფვოდა გამხდარიყო მათი მსგავსი, რაც ყველას არ შეეძლო.
აღსანიშნავია ის, რომ თანამედროვე ადამიანის გადასახედიდან, მაშნდელი ლემურიელი, დაქანებული შუბლით, ჩამქრალი, ამღვრეული თვალით, მოწითალო ცხვირით და მოგრძო ნიკაპით, არ წარმოადგენდა მიმზიდველი სილამაზის არსებას.
ეს იყო პირველი ადამიანის სახე დედამიწაზე. რა თქმა უნდა, ადრინდელი არსებები ადამიანის მსგავსს წარმოადგენდნენ, მაგრამ მასსა და ადამიანს შორის დაახლოებით ისეთი სხვაობა იყო, როგორიც ადამიანსა და დედის მუცელში მყოფ ემბრიონს შორის.
იმ პერიოდში, ბრძენი და ძლიერი ღვთაებრივი ჰერმაფროდიტების მეშვეობით ხდებოდა დიდი ქალაქების და ტაძრების მშენებლობა.
სამწუხაროდ, ფიზიკური სხეულების ევოლუცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა, რის გამოც ბარჰიშადებმა კვლავ გადმოიყვანეს მთვარის ციკლის მრავალი არსება, რომლებიც აღწერილია როგორც ყვითლები, ნარინჯისფერები და ვარდისფერები – სულ, ცხრა მილიონი სული. ისინი ლემურიის კონტინენტის სხვადასხვა ადგილებში გაგზავნეს და დაავალეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და განვითარებული დასახლებების შექმნა, მაგრამ ბარჰიშადების ნებას მხოლოდ ორი მესამედი დაჰყვა, ხოლო ერთი მესამედი უარზე იყო. ნარინჯისფერებმა მეტად ნატიფი სხეულის მიღება გადაწყვიტეს და უყურადღებოდ დატოვეს ველური ტომები.
ყვითლებმა და ვარდისფერებმა პირნათლად შეასრულეს მაღალი არსებების ბრძანება და შეუდგნენ ადამიანებთან ერთად მუშაობას, რათა ისინი ღვთაებრივ მდგომარეობამდე მიეყვანათ.
უმეტესწილად ყვითელი არსებების თავდაუზოგავი შრომის შედეგად დედამიწაზე ჩემოყალიბდა ლემურიელების მეოთხე ქვე-რასა, რომელსაც ამასთანავე, ადამიანის პირველი რასა შეიძლება ეწოდოს. „ყვითელი“ ამ რასას მხოლოდ მათთან ერთად მომუშავე ჩამოსული არსებების გამო ეწოდა. უკლებლივ ყველა რასას ამ პერიოდში, ისევე როგორც მომდევნო ქვე-რასებს, გააჩნდა შავი კანის ფერი.
განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ადამიანის სრულყოფა, რის შედეგადაც ისინი ზომაში მცირდებოდნენ და ციკლოპებს ემსგავსებოდნენ. სხეული საგრძნობლად მკვრივდებოდა და ყალიბდებოდა ჩონჩხი.
სწორედ ხსენებულ პერიოდში წარმოიშვა მიოცენის ეპოქის ადამიანის მსგავსი მაიმუნი.
ასევე მოხდა ნახევრად ცხოველურ მდგომარეობაში მყოფი, მთვარის ციკლის პრიმიტიული არსების, მონადების დედამიწაზე ინკარნირება. ეს იყო ოდესღაც მთვარის მეუფეების მიერ თავისივე ეთერული ჩრდილების მსგავსად შექმნილი არსებები, მოგვიანებით გადაგვარებული და დაცემული.
დედამიწაზე ერთგვარი ქაოსი გამეფდა. ხშირი იყო ასევე სისხლის აღრევა ცხოველურ სამყარსთან, რამაც ასობით მილიონი წლის შრომა საფრთხის ქვეშ დააყენა.
ნარინჯისფრებმა უარყვეს ღმერთების ბრძანება დახმარებოდნენ კაცობრიობას განვითარებაში, რასაც მკაცრი კარმა მოჰყვა. ყოველ ჯერზე, კარმა მათ უფრო მეტად პრიმიტიულ და უხეშ სხეულში ახვედრებდა.
ამ დროისთვის, მთვარის მეუფეებმა დატოვეს დედამიწა.
გაბოროტებულმა ნარინჯისფრებმა, მეტად მტრულად განწყობილ ბნელ რასას დაუდეს სათავე. შედარებით ძლიერები, მოგვიანებით ატლანტიდის შავ მაგებად გვევლინებიან, ხოლო სხვა დანარჩენები ასევე იჩენენ თავს მომდევნო პერიოდებში თავიანთი აგრესიული და მტრულად განწყობილი ხასიათით. თეოსოფიური წყაროები ამბობენ, რომ ისინი კვლავ ახდენენ ინკარნაციებს ფინანსურ კლანებში, ტირან მეფეებში, აგრესორ პოლიტიკოსებსა და სხვა ისტორიულ პირებში. კარმა მათ ყოველ ჯერზე მძიმე გაკვეთილს უმზადებს და გარდაქმნის, ხოლო სრული განწმენდის და „ნარინჯისფერი“ კარმის გამოსყიდვის შემდეგ, ხსენებული კლანები შეწყვეტენ არსებობას.
მეხუთე ქვე-რასა
ბარჰიშადები დაბრუნდნენ რათა მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ქვე-რასებისთვის დაედოთ სათავე. ისინი მეფე-მენტორები ხდებოდნენ, რომლებზეც მითოლოგიაშია საუბარი. მეფეებმა უძლიერესი მშენებლები და ხელოვნებაში გაწაფული ადამიანები შემოიკრიბეს გარშემო და მრავალი დიდი ქალაქის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. ზომით ყველაზე დიდი ქალაქი, ლემურიის კონტიტენტის იმ ნაწილში აიგო, სადაც დღეს კუნძული მადაგასკარი იმყოფება.
ეს იყო გიგანტური ციკლოპური სტილის ქალაქი. მას შემდეგ მრავალი მილიონი წელი გავიდა. ლემურიელები იცვლებოდნენ. მათი შუბლზემდებარე თვალი გაქრა. უფრო ზუსტად კი, შიგნით მდებარე ორგანოდ, გირჩისებრ ჯირკვლად გარდაიქმნა.
მოხდა ცხოველების პირველი მოშინაურება, ჯერჯერობით მხოლოდ საკვებად. ასევე იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც. იმ პერიოდში მცხოვრები გიგანტური ლოკოკინები და ჭიები ასევე საკვების ნაირსახეობას წარმოადგენდა.
მიუხედავად ზედმეტად უშნო შესახედაობისა, მეხუთე ქვე-რასის ლემურიელები , წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე მეტად წააგავდნენ ადამიანს.
მეექვსე ქვე-რასა
დამახასიათებელი მეექვსე ქვე-რასისთვის კანის ფერის ცვლა იყო. მუქი ყავისფერიდან მოხდა გარდამავალ მოლურჯო მოშაო ფერში შეცვლა, რაც მოგიანებით მონაცრისფრო-მოლურჯო კანისფრად ჩამოყალიბდა. მათ თავს ჯერ კიდევ კვერცხის ფორმა ჰქონდა.
შედარებით მეტად სრულყოფილ და განვითარებულ ინდივიდებში ხდებოდა ადეპტების, იგივე არხატების ინკარნაცია და აჩვევდნენ მათ ადამიანურ ცხოვრების წესს. ბარჰიშადების ხელმძღვანელობის ქვეშ ისინი მეშვიდე რასის ნიადაგს ამზადებდნენ, რომელიც მოგვიანებით უნდა წარმოქმნილიყო.
მეშვიდე ქვე-რასა
ლემურიელების ფერი კვლავ იცვლებოდა, ამჯერად უკვე ნაცრისფერ-ცისფერი გარდაიქმნა მოთეთრო-მოცისფრო კანისფრად.
მათი სახის ნაკვთების შესახებ წარმოდგენის შექმნა აღდგომის კუნძულებზე მათ მიერ გამოკვეთილი ქანდაკებების დახმარებით შეიძლება.
ქვის გიგანტური კოლოსები ლემურ-ატლანტების მიერ, სავარაუდოდ, წინაპართა პატივისცემის ნიშნად იქნა გამოქანდაკებული.
თავს მაინც ქონდა კვერცხის ფორმა შემორჩენილი. ლემურიელების სქელი და უხეში ტუჩები, ასევე განიერი და ბრტყელი ცხვირი, სწორედ ის ნაკვთებია, რომლებიც დღესაც შემორჩენილი აქვს ნეგროიდულ რასას.
მეშვიდე ქვე-რასის ადამიანები, უმაღლეს დონეზე ფლობდნენ ციკლოპურ მშენებლობის სტილს.
მათ შექმნეს პირველი ცივილიზაცია, რომელიც იყო ატლანტიდის საფუძველი. წარმოქმნილი ატლანტების პირველი ქვე-რასა ქორწინებით კავშირში შედიოდა მეშვიდე ქვე-რასის ლემურიელებთან, მაგრამ შთამომავლობა უკვე უმეტესწილად ატლანტურ გენის მატარებელი იყო.
გარეგნულად ამერიკელ ინდიელებს წააგავდნენ, მაგრამ ლემურიული მოლურჯო ფერი დაკრავდათ.
ე.ბლავატსკაია ლემურიელების ერთ-ერთ ციკლოპური სტილის ქალაქს აღწერს, როგორც გიგანტური ლავის ბლოკებისგან აშენებულს.
მილიონობით წლის მანძილზე ხდებოდა გარემო პირობებთან შეგუება და ყოველი მომდევნო ქვე-რასის ზომაში შემცირება. ლემურიული ნიშნები შემორჩა ავსტალიელ აბორიგენებში, ბუშმენებსა და ზოგიერთ ინდურ ტომებში. მათში პერიოდულად ხდება მონადების, დაცემული მთვარის ციკლის არსებების ინკარნირება.
აღანიშნავია ის ფაქტი, რომ ლემურიის კონტინენტზე არსებობდა ეზოთერიული სკოლები, სადაც ფიზიკური სამყაროს სხვადასხვა კანონები და საგნები ისწავლებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღევანდელი სასკოლო საგნები წარმოადგენდა ეზოთერიულ მეცნირებებს.
მეშვიდე ქვე-რასით სრულდება კაცობრიობის მესამე რასის, ლემურიელების არსებობა და იწყება მათი ატლანტურ რასაში გარდაქმნა.
ამ პერიოდში დაარსდა პირველი დიდი ცივილიზაცია – ატლანტიდა.