მოდით გავიხსენოთ!
გზისმჩვენებელი – ოპერაცია „Terra“ – რეალობის სათავესთან!
ამ სტატიაში ჩვენ ვილაპარაკებთ რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რომლებიც მოხდება თქვენი „შინ დაბრუნებისას“, სრულ ცნობიერებაში. ახლა ნამდვილად უბრუნდებით თქვენს ჭეშმარიტ სახლს, თვითჭეშმარიტებას და როცა კი აღნიშნული უფრო მაღალი რეალობა გაიხსნება თქვენ წინაშე, შეგემთხვევათ უცნაური რამ, რომელთა ახსნასაც ვერ შეძლებთ სხვათათვის…
ეს შემთხვევები შესაძლოა გეჩვენოთ თქვენთვის ჩვეულებრივ მოვლენად, მაგრამ საზოგადოებრივმა აზროვნებამ ჩათვალოს „უცნაურობად“. ამიტომ შეიძლება გამოსცადოთ გარკვეული შიში, ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა, რათა შიშიდან სიყვარულისკენ გადავაადგილდეთ. საჭიროა ასევე თქვენი იმაში დარწმუნება, რომ არ არსებობს ისეთი არაფერი, რისი შიშიც შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს. უბრალოდ ბრუნდებით იმ გზაზე, რომელზედაც დადიოდით ადრე…
ამ აზრით, ჩვენ ყველანი ვიყავით სრულიად დაკავებული სულიერ დონეზე, როცა იქმნებოდა უამრავი პარალელური ვერსია ცხოვრების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც იკვლევდით მრავალ რეალობას. ფაქტიურად, თქვენ დაუთმეთ მილიარდობით წელი იმას, რომ შეგესწავლათ ეს რეალობები, მაგრამ ახლა ეს ცილკი თავის დასასრულს უახლოვდება. უკვე თითქმის დგება დრო თითი დააჭიროთ ღილაკს „გადატვირთვა“ და ხელახლა დაიწყოს ქმნადობის პროცესი, რათა წაიშალოს ყველა ფრაგმენტი სამუშაო ეკრანზე (ეს ისევე ხდება, როგორც კომპიუტერზე, როცა აჭერთ ღილაკს თითს და ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე გადადიხართ).
საწყის ეტაპზე უნდა იცოდეთ, რომ ყველა გამოკვლევა დასაშვებია ამ, ფაქტიურად, ამოუწურავ „შესაძლებლობათა“ ფარგლებში. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენ ამგვარი ცხოვრება მივიყვანოთ დასასრულს და დავხუროთ ჩვენი შესაძლებლობების მთელი კომპლექტი ისე, რომ ახალი შესაძლებლობების კომპლექტმა შეძლოს მისი უმტკივნეულოდ ჩანაცვლება. თეატრალურ წარმოდგენებზე რომ ეშვება ხოლმე ფარდა, როცა სპექტაკლი მთავრდება – აი სწორედ ეს მოვლენა მიმდინარეობს თქვენი ცხოვრების სცენაზე! ყოველთვის არსებობს ერთადერთი ლოგიკური დამამთავრებელი წერტილი ნებისმიერი პროცესის შემთხვევაში. თქვენ დაარქვით მას „ანი“ (დასაწყისი) და „ჰოე“ (დასასრული) (როგორც ალფა-ომეგა). თითქმის „ჰოე“-ს ბოლოში გახვედით და მალე გამოცდით ახალი წერტილიდან ყველაფრის დაწყებას ისევ „ანი“-დან! მათ შორის კი არის ნულოვანი წერტილი, რომელშიც არაფერი არ არსებობს!
შეიძლება გაოცდეთ იმის გაგების შემდეგ, რომ თქვენ არ არსებობთ მუდმივად, ყოველგვარი შესვენებების გარეშე. თქვენ ფაქტიურად, ბევრჯერ „ახამხამებთ თვალს“ წუთის განმავლობაში. კინო-ფილმი, რომელიც შედგენა უამრავი გაჩერებული კადრისგან, რომელთაგან ნებისმიერი მათგანი რომ ავიღოთ, ვერ დაინახავთ ვერანაირ მოქმედებას, მაგრამ როდესაც კადრები ერთმანეთის მიყოლებით, სწრაფად „გადის“ კინო-ეკრანებზე, მაშინ თითოეული კადრის დაჭერა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, ეს ფილმის გაჩერებას უდრის! ჩვენთვის შეუჩნეველი რჩება ასევე ერთი კადრიდან მეორეზე გადასვლა. რეალობა, რომელიც თქვენ გგონიათ უწყვეტელი და მყარი, ფაქტიურად, შედგება სტატიკური გამოსახულებებისგან, რომლებიც ინთება და ქრება რამდენჯერმე წამის განმავლობაში. ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ თქვენ ვერ ასწრებთ დროის აღქმას მაშინ, როცა გამოსახულება ქრება, ყოველივე ამისგან თქვენ შეგიძლიათ „მიიღოთ“ დაუნაწევრებელ რეალობა. ეს ასევე შორსაა, ამავე აზრით, ჩვენ მიერ ხსენებული ნულოვანი წერტილისაგან.
ნულოვანი წერტილი იქნება ის, რასაც ეძახიან „კვანტურ მომენტს“ – გიგანტურ გადახტომას სხვაგვარი რელობის მიმართულებით! ქმნადობა მომენტალურად მივა დასასრულისკენ და ხელახლა დამყარდება მომდევნო „საფუძველი“. ახალი ქმნადობა იქნება სავსე ახალი შესაძლებლობებით. „ჰოე“-სა და „ანი“-ს შორის კი იქნება არაფერი – არანაირი სახის რეალობა. იქნება მხოლოდ ქმნადი (ის, ვინც ქმნის), რომელიც ამ დროს ისვენებს, მაგრამ ის თავის თავში შეიცავს ქმნადობის მთელ პოტენციალს.
თქვენ, იმ კუთხით, რა კუთხითაც იღებთ გამოცდილებას – არის ნამდვილად მხოლოდ წერტილი იმ ცნობიერებასთან შედარებით, რომელიც ყველაფერია, გამოვლენილი ნაწილი შემოქმედისა. არსებობს დაუსრულებელი რაოდენობა ამგვარი წერტილებისა, რომლებსაც იკვლევდნენ. მაგრამ არსებობთ „თქვენ“, რომლებიც აპირებთ შეგროვდეთ ერთად, როგორც „ერთი ოჯახი“ ახალი შესაძლებლობებით, რომლებიც გამოვლინდება „ჰოე“-ს (დასასრულის) მეორე მხარეს. ამ გაგებით, რა მოუვათ დანარჩენ „თქვენ“-ს, რომლებიც სხვა რეალობას იკვლევდნენ? მათი სული დაბრუნდება უკან და გაქრებიან მასთან ერთად ისევე, როგორც ემართებათ ყოველ ჯერზე, როცა სიცოცხლეს ამთავრებენ. მაგრამ „თქვენ“, რომლებიც კითხულობთ ამას და რომლებიც შეხვალთ ამ ახალ რეალობაში, დაიწყებთ „ხედვას“ თქვენი სულის თვალით. თქვენ დაინახავთ სულ უფრო და უფრო მეტ რეალობებს.
მთარგმნელი Narilla