რა წარმოადგენს სულიერი განვითარების ტექნოლოგიას?
– ყველაფერი, რასაც მე აღვიქვამ და ვგრძნობ, წარმოადგენს საშუალებას ან ინსტრუმენტს საკუთარ თავში სულის შეგრძნების უნარის განვითარებისთვის.
ეს მართლაც ასეა. ყველაფერი, რასაც აღვიქვამ და ვგრძნობ, უნდა მეხმარეობდეს უფრო ძლიერად ვიგრძნო, ანუ შევიცნო ჩემი სული – ჩემი ცხოვრების მმართველი. სულთან მიმართებაში შეგრძნების, მოსმენის, მორჩილების და მსახურების ნებისმიერი ტექნოლოგია განავითარებს მის ჩემს თავშ შეგრძნების უნარს. თუ სულის გულისთვის ქვებს გადავზიდავ ერთი ადგილიდან მეორეზე, ჩემი სული უფრო ძლიერად შეგრძნებადი გახდება. თუ სულის გულისთვის ვიცეკვებ, ის უფრო გაძლიერდება ჩემში. თუ სულის გულისთვის საფრთხეებში აღმოვჩნდები, ან პირიქით, სიამოვნებებში, იგი ამით უფრო გაძიერდება. მნიშვნელოვანი არაა – რას ვაკეთებ. მნიშვნელოვანია – რისთვის ვაკეთებ.
მაგრამ საკმარისი არაა, უბრალოდ ვუთხრა საკუთარ თავს – «ამას მე ჩემი სულის გულისთვის ვაკეთებ», შემდეგ კი ვაკეთო და სრულიად დავივიწყო ის, ვისი გულისთვისაც ვაკეთებ. თუ საყვარელი ადამიანისთვის ვაკეთებ რაიმეს, ჩემი მოქმედების ყოველ მომენტში მასზე ვფიქრობ, ვგრძნობ, მწყურია, რომ ვასიამოვნო. იმედი მაქვს, რომ ადვილად მიიღებს ჩემი მოქმედების ნაყოფს, როგორც ძღვენს მისადმი, იმისთვის, რათა უფრო ძლიერი გავხადო იგი. მხოლოდ ასეთი მოქმედება სულის გულისთვის შეიძლება ჩაითვალოს მსხვერპლშეწირვად მის მიმართ, ანუ სულიერი განვითარების ტექნოლოგიად.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ სულისთვის რაიმეს გაკეთება ადვილია, დაე სცადოს. ჩვენი პირველი ზრახვა შესაძლოა იყოს სურვილი – ვაკეთოთ ჩვენი სულისთვის ის, რაც გვსიამოვნებს. მაგალითად, ვეუბნები საკუთარ თავს – «ამ ნამცხვარს სულის გულისთვის შევჭამ». ვიწყებ ნამცხვის ჭამას და ის ისეთი გემრიელია, რომ უფრო მეტადაც კი მომწონს, ვიდრე სული. «რა კარგი ტექნოლოგია მოვიფიქრე – შევჭამ ნამცხვარს საკუთარი სიამოვნებისთვის, ამასობაში კი სულიც გამიძლიერდება». ეს საკუთარი თავის მოტყუებაა. სულის ნაცვლად ნამცხვრის არსი გაიზრდება ჩვენში.
სულიერი განვითარების ყველაზე რთული ტექინოლოგიები – ეს ის ტექნოლოგიებია, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებენ. მათ შეიძლება მივაკუთვნოთ სექსუალური ტექნოლოგიები ან მცენარეთა, სოკოთა და სხვა იმ არსებათა გამოყენება, რომლებიც ამა თუ იმ ძალას გვაძლევენ, როგორც დამხმარეებს სულის განვითარებისთვის. ეს ტექნოლოგიები სახიფათოა იმით, რომ თავად ტექნოლოგია, ანუ თავად დამხმარე სული, მსახურის ნაცვლად შესაძლოა შეუმჩნევლად ჩვენს ბატონად იქცეს, საკუთარი თავის გაძიერებისთვის გამოგვიყენოს და სულის ძალა წაგვართვას.
მოვლენათა ასეთი განვითარების თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, თუ ჩვენი ნებით მივდივართ ასეთი არსებების შესახვედრათ. გაცილებით უფრო ადვილია გამოვიყენოთ ის ტექნოლოგიები და არსებები, რომლებიც არასასიამოვნოა ჩვენთვის. მაგალითად, შიმშილობა, ნებისმიერი ასკეტური პრაქტიკა, რაღაც სასარგებლო საქმისთვის მსახურება. თუ გაცნობიერებულად ვწირავთ რაღაცას უფრო მაღალი ძალისთვის, ამით ძალას მოვიპოვებთ. ეს სულის განვითარების ფაქტიურად წაუგებელი ტექნოლოგიაა.
მე არ ვარ სულის გულისთვის ტანჯვის ფილოსოფიის მომხრე. მე ყველა შესაძლებლობას მივესალმები სულიერი განვითარებისთვის. მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა უნდა აირჩიოს ის საშუალებები, რომლებიც მის სულთან ახლოსაა თვისებებით და დონით. მე უფრო მეტი ეჭვის თვალით ვუყურებ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც გვთავაზობენ სულთან მიახლოებას კომფორტულად და სასიამოვნო კომპანიაში, და ასევე ტექნოლოგიებს, სადაც ვიღაც ყველაფერს შენს მაგივრად აკეთებს, და გთავაზობს მხოლოდ მოდუნდე და ხელი არ შეუშალო, სანამ არ გაგასხივოსნებენ. ვერანაირი მასწავლებელი ვერ მოგცემთ გასხივოსნებას. ის ხომ მხოლოდ გზას გაჩვენებთ. ხოლო პირადი ძალისხმევების და ნაბიჯების გადადგმა სულთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ყოველ თქვენგანს თვითონ მოგიწევთ.
ავტორი ოლეგ ბოკაჩოვი
მთარგმნელი Atman