სულის ძალის ძიების გზაზე ჩვენ აუცილებლად შეგვხვდება მრავალი ბილიკი ან ღია შესაძლებლობა, და საჭირო იქნება ავირჩიოთ ყველაზე შესაფერისი იმისთვის, რომუსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ ვიმოძრაოთ უფრო დიდი ძალის მოპოვებისკენ. ამაში შეუძლია დაგვეხმაროს იმას, ვინც უკვე იცნობს სულის იმ დიდ ძალას, რომელზეც ჩვენ მხოლოდ ვოცნებობთ. ამასთან ასეთი მასწავლებელი აუცილებელი არაა იყოს ადამიანი. უბრალოდ ადამიანისგან უფრო ადვილია დარიგებების მიღება სწრაფად, გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე.
თუ მასწავლებლად ავიყვანთ არა ადამიანს, არამედ სხვა არსებას, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენს შორის ურთიერთგაგებაზე. მასწავლებელი შეიძლება იყოს უფრო ძლიერი არსება, რომელთანაც ახლო და უბრალო ურთიერთობა გვაქვს. რაც უფრო ნაკლებად სხეულებრივია ეს არსება, მით უფრო მეტი ძალა აქვს მას, მაგრამ ასევე უფრო რთულიცაა მასთან ურთიერთობა, რადგან არ არსებობს მკაფიოდ გამოხატული ნიშნები მისი თანმყოფობისა და დარიგებებისა.
ამიტომ მიღებულია, რომ მასწავლებლად მივიღოთ ადამიანი – სულთან ურთიერთობის უფრო მეტი გამოცდილებით. მაგრამ ადამიანთანაც კი უნდა ვეძებოთ ურთიერთობის ფორმები, შედარებით უფრო მარტივი იმისთვის, რომ ამისგან ორივემ მიიღოს ძალა. მასწავლებელიც ღებულობს ძალას იმით, რომ მას უჩნდება დამჯერი და მონდომებული მოსწავლე. მასწავლებელი ხომ იმ ძალას ემსახურება, საითკენაც მოსწავლე მიჰყავს, ისევე როგორც მოსწავლე ემსახურება მას. მოსწავლის მოპოვებით, მასწავლებელი მეტ ძალას გრძნობს თავის მსახურებაში.
სულიერი მასწავლებლის არჩევა – მარტივი საქმე არაა, და ამავე დროს ძალიან მარტივია. ძნელია ამაზე რაღაც ერთმნიშვნელოვნის თქმა. შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ საქმე მასწავლებელში კი არა, მოსწავლეშია. ბევრი ფიქრობს: «დაე ჯერ გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისი ნდობა შეიძლება სულიერების საკითხში. დავაკვირდები მას, და თუ ყველაფერი დამაკმაყოფილებს, გავხდები მისი მოსწავლე».
მასწავლებელი მოდის, როცა ადამიანი უკვე იმყოფება მოსწავლის მდგომარეობაში.
მოსწავლეობის მდგომარეობას სწავლა სჭირდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ. მთელი ჩვენი ცხოვრება – ეს მოსწავლის მდგომარეობისთვის მზადებაა. უნდა გვინდოდეს ცოდნის მოპოვება იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მასწავლებლის მოპოვება. უნდა მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როცა გულწრფელად ვეტყვით საკუთარ თავს – «მე ისე მინდა ცოდნის მოპოვება, რომ მასწავლებელიც რომ არ მოვიდეს, მაინც მოსწავლე გავხდები. მზად ვარ მივიღო ყველაფერი, რასაც ცხოვრება მეტყვის ჩემზე. დაე მომიყვეს ჩემზე გასაგები ფორმით, ჩემთვის სასიამოვნო ადამიანის ან სხვა არსების მეშვეობით. მე მზად ვარ მივიღო ცხოვრების სივრცისგან ყველაფერი, რისი მოცემაც მას სურს». მაშინ მოვა მასწავლებელი, ჩაგკიდებთ ხელს და წაგიყვანთ ცოდნისკენ.
იმავე დონით, როგორითაც მოსწავლეს უნდა ცოდნის მოპოვება, მასწავლებელსაც უნდა ცოდნის გადაცემა. ისევე როგორც მოსწავლე ეძებს მასწავლებელს, მასწავლებელიც ეძებს მოსწავლეს. მოსწავლის პოვნა ისეთივე რთულია და ამავე დროს ისეთივე მარტივი, როგორც მასწავლებლის პოვნა. თუ მასწავლებელი იმყოფება მოსწავლის მდგომარეობაში თავისი მასწავლებლის მიმართ – სულით უფრო ძლიერი არსების მიმართ, მაშინ მასაც უჩნდება მოსწავლე.
დიადი მასწავლებლების ტრადიცია – ეს დიადი მოსწავლეების ტრადიციაა.
სტატიის ავტორი ოლეგ ბოკაჩოვი
მთარგმნელი Atman