ავტორი: მან გალა
ჯგუფი ფეისბუქზე: DREAMCATCHER
მსოფლიოში გაბნეულია გარემოსგან განცალკევებულად მცხოვრები რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც სულიერი და ფიზიკური სამყაროების პრობლემების კვლევით არიან დაკავებული. ისინი ფლობენ საიდუმლო ხელნაწერებს, რომლებშიც იმ მოღვაწეების ნაშრომებია შემონახული, რომელთა მემკვიდრეებადაც თავად გვევლინებიან.
ე. ბლავატსკაია „მხილებული ისიდა“
დიდი ხნის წინ ქურუმებისა და ქურუმი ქალების რამდენიმე ჯგუფი ესტუმრა ამ სამყაროს კაცობრიობასთან ერთად – ისეთ კაცობრიობასთან ერთად, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ. კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ყოველივე და საიდან მოვიდნენ ისინი, გამოცანად რჩება… შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ ადამიანის ამ პლანეტაზე მოსვლა მისი სამშობლოდან ნახევრად ნებაყოფლობით გამოსახლებას უკავშირდება. სამწუხაროდ, პლანეტამ წარმოქმნილ სიცოცხლის ფორმებს მკაცრი შეზღუდვები დაუწესა და ადამიანი იმ ციხის ბინადარი გახდა, რომელსაც ჩვენ მატერიას ვუწოდებთ. ამ ყველაფერმა იმდენად სერიოზული გავლენა იქონია, რომ ადამიანს მშობლიურ სამყაროზე, საკუთარ წარმომავლობასა და რაობაზე ყველაფერი დაავიწყდა. დაბნეულმა და დათრგუნულმა კაცობრიობამ, სულიერი მხარდაჭერისთვის ქურუმებს მიმართა – მხოლოდ იმის გასარკვევად, რომ მათზეც ანალოგიური გავლენა იქონია პლანეტამ.
ბნელი ეპოქა დადგა. ბრძოლისა და უიმედობის დღეები უსასრულოდ ეჩვენებოდათ. ეს ყველაფერი უხსოვარ დროს მოხდა. ამ დროს ადამიანი ევოლუციის იმ ეტაპს გადიოდა, რომელსაც შალ მალის კონტინენტზე მცხოვრები ლემურიული რასა ეწოდება.
მატერიაში ჩაფლობა და შედეგებთან ბრძოლა რაც ამ მოვლენას მოჰყვა, მრავალი მილიონი წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში შვა ლემურიის ცივილიზაციამ შვიდი ქვე-რასა.
მეოთხე ქვე-რასა ბარჰიშადების, იგივე ღვთაებრივი ჰერმაფროდიტების სახელს ატარებდა, რომლისგანაც მოგვიანებით რმოაჰალები, ატლანტების პირველი ქვე-რასა წარმოიშვა.
რმოაჰალებისგან გაჩნდნდა ქვე-რასა ტლავატლი და სწორედ ამ შტოში დაიწყეს უძველესმა ქურუმებმა და ქურუმმა ქალებმა კვლავ დაბადება, რომლებიც თანდათან იღდგენდნენ მახსოვრობას და მოგონებებს. მათ კვლავ განაახლეს სულიერი ხელმძღვანელობა და მიიღეს სახელწოდება „ტოლტეკები“, რაც „მცოდნე ხალხს“ ნიშნავდა. მახსოვრობის აღდგენის შემდეგ ტოლტეკებმა კვლავ აიღეს თავზე ადამიანის მშობლიურ მიწაზე დაბრუნების მისია, რის შედეგადაც ცნობილი გახდნენ, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლი მეომარი სულები. ასე ჩაეყარა საფუძველი მეომარი ტოლტეკების ისტორიას იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ დროის იმ ფორმის აღქმას იწყებდა, რომელიც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი.
წარსულში მქონე შესაძლებლობების და მომზადების გახსენების პროცესში ტოლტეკებმა ხილვის შესაძლებლობების განვითარებას მიჰყვეს ხელი, რაშიც მათ ხელს მესამე თვალი უწყობდა. გახსენებისთანავე უბრუნდებოდათ ხილვის შესაძლებლობები, რისი მეშვეობითაც ადრინდელ, მშობლიურ სამყაროში შეძენილ შესაძლებლობებს იხსენებდნენ.
ამ ცოდნის ერთობლიობას ნების ძალას უწოდებდნენ, საუბარია მათემატიკაზე, ასტრონომიასა და ასტროლოგიაზე. ტოლტეკებს ნების ძალის ფლობა საშუალებას აძლევდათ ლევიტირებისა და ასევე უმძიმესი ობიექტების გადაადგილების. სწორედ ამ მეთოდით იქნა მოგვიანებით მსოლფიოს მრავალი გიგანტური ნაგებობა აშენებული.
ტოლტეკებმა დაიწყეს მათი მიწიერი თანამედროვეების განვითარებაზე ზრუნვა, ასწავლიდნენ მათ თევზაობას, ნადირობას, კულინარიას, მშენებლობას მათემატიკას და ხელოვნების სხვადასხვა სახეობას, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავს – სკულპტურას. ტოლტეკებს ერთი დიდი პრობლემა გააჩნდათ – მიუხედავად იმისა რა მრავლისმომცველი იყო მათი ცოდნა, ნელ-ნელა სრულიად გამოუსადეგარი ხდებოდნენ, რადგან ისინი სრულიად სხვა სამყაროს განეკუთვნებოდნენ. ისინი, მიუხედავად დედამიწაზე მილიონობით წლების ცხოვრებისა, ფიზიკურ სამყაროში არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდებოდნენ, მაგრამ განვლილი დრო მათთვის არაფერს წარმოადგენდა, რაც გარკვეულწილად მათი თავდაპირველი მახოვრობის დაკარგვით იყო გამოწვეული. მათი მატერიის შესახებ ცოდნა, მეტად შეზღუდული იყო.
აბსტრაქტული ცნება ტოლტეკებისთვის არ არსებობდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერს ხედავდნენ და ღებულობდნენ ისე, როგორც არის, ამიტომ ნებისმიერი რამ მათთვის იყო ცხადი, მაგრამ ცალმხრივი. მსგავსი შეძღუდულობის გამო მათ არ შეეძლოთ ორმხრივი გაგების არსს ან მის დანიშნულებას ჩაწვდომოდნენ. ამიტომ ყველაფერ ცოცხალის ურთიერთქმედება და კავშირი მათთვის გაუგებარი იყო, თუმცა ტოლტეკები ამ ყველაფერს ინსტინქტურად იყენებდნენ.
დროთა განმავლობაში, მათი აღქმის უნარი ხდება მიზეზი ტოლტეკების პირველი დაცემისა და ჩამოყალიბდა ფორმა პირველი ეგოისტური ცნობიერების ძალიან რთულად წარმოსადგენი ფორმა.
ათასწლეულების მანძილზე არსებობდა ტოლტეკების ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდა ეწოდა.
თ. მარეზი – “ტოლტეკთა სწავლება”