abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ფსიქიკური დაავადებები არასამედიცინო თვალთახედვით

ფსიქიკური დაავადებები არასამედიცინო თვალთახედვით

სტატიის ავტორი old_man

ფსიქიკური დაავადებები, კერძოდ შიზოფრენია გამოიხატება კონტაქტის დაკარგვით გარესამყაროსთან, საკუთარ თავზე კონცენტრაციით. ავადმყოფს ესმის ხმები, აქვს ჰალუცინაციები, მოქმედებს შინაგანი ბრძანებების შესაბამისად. მედიცინა ასეთ მოვლენას ფსიქიკურ აშლილობას ეძახის. დაავადებას, ანუ გადახრას გარკვეული სტანდარტისგან, რაც სოციუმში ადამიანის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და რის კრიტერიუმებსაც თავად სოციუმი განსაზღვრავს. მაგრამ, არასამედიცინო კუთხით თუ შევხედავთ, ეს არის უბრალოდ ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობა.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორედ ასეთი განსხვავებული ცნობიერება აქვთ, მაგრამ ძალისხმევისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად შეძლეს ამ მდგომარეობის კონტროლი და დარჩნენ სოციუმისთვის მისაღებ წევრებად. ისინი სამყაროს გაცილებით ფართოდ აღიქვამენ, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. თვითონ  ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან იციან, რომ „არასწორად“ გაუგებენ.  მათი რიცხვი ძალიან მცირეა. ასეთი სიმპტომები უმეტესად აშინებს ადამიანებს. ისინი არ არიან მზად გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია, არ აქვთ ცოდნა და თანდათანობით უჩნდებათ შიში. ამას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიც  აძლიერებს, რაც საბოლოდ ადამიანის ფსიქიკის სრული შერყევით სრულდება.

ამის საპირისპიროდ, ზოგიერთი ჯანმრთელი ადამიანი ცდილობს ამ განსხვავებულ ცნობიერებას მიაღწიოს ე.წ. „მესამე თვალის“, შუბლზე განლაგებული მე-6 ენერგეტიკული ცენტრის – აჯნა ჩაკრის გაააქტიურებით. როდესაც ეს ხდება, ადამიანი ხედავს არარსებულ არსებებს, ესმის ხმები, მოსდის ინფორმაცია მომავლის შესახებ და სხვ. მაგრამ ის ცნობიერად უკვე მზად არის ამისთვის და არ ეშინია. შეშლილად არ თვლის თავს. სწორედ ამაშია განსხვავება.

საყურადღებოა, რომ არაერთ ცნობილ ფსიქიატრს ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებით უღიარებია:  „ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს რეალურად თუ რასთან გვაქვს საქმე!“ კარლ გუსტავ იუნგი შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებზე დაკვირვებისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გარკვეული საზღვარი ქვეცნობიერებასა და ცნობიერებას შორის. ხატოვნად ეს შეგვიძლია ბადის სახით წარმოვიდგინოთ. ეს ბადე ფილტრავს ქვეცნობიერიდან მომავალ ინფორმაციას და ცნობიერს მხოლოდ მცირე ნაწილს აწვდის, ისიც უმეტესად სიზმრების სახით. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს ასეთი „ბადე“ არ ჰქონდეს ან იმდენად თხელი იყოს, რომ ქვეცნობიერიდან მომდინარე ინფორმაცია პირდაპირ, მზა სახით მიეწოდებოდეს. შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში იუნგმა სწორედ ეს შენიშნა.

პსყამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გარკვეული სახის ფსიქიკური დაავადებები არის სწორედ ისეთი მდგომარეობა, როცა ასტრალური სამყარო იწყებს ჩვეულებრივ ლოგიკურ აზროვნებაში შემოჭრას. ის ჰალუცინაციები, რასაც შიზოფრენიით დაავადებულები ხედავენ ზოგ შემთხვევაში შეიძლება მართლაც იყოს ასტრალური არსებები, საგნები და სხვადასხვა ხატება. ისინი  არსებობენ, ოღონდ არა იმ რეალობაში, რომელსაც ჩვენი, „ჩვეულებრივი ადამიანის“ ფსიქიკა აღიქვამს. ამავე დროს საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შიზოფრენიით დაავადებულები სიზმრებს ვერ ხედავენ…ეს კი რას ნიშნავს? გამოდის, რომ სიზმრის სამყარო მათ რეალურ ცხოვრებაში შემოდის.

დადგენილია, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები ხედავენ არა მხოლოდ აუხსნელ საგნებს, არამედ არქეტიპულ ნიშნებს, სიმბოლოებს და ა.შ. შესაძლებელია, რომ ავადმყოფმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიიღოს იოგის პოზები, მისდა უნებურად, როცა ჩვეულებრივ მდგომარეობაში მათ შესახებ არაფერი იცოდა. ეს შემთხვევითი არ არის. მაგალითად, ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში ფსიქიკური დაავადებები ითვლებოდა წმინდად.

სხვა საინტერესო საკითხია თუ რატომ მოდის სული დედამიწაზე ასეთი მდგომარეობით? რა განაპირობებს ამას? ერთმნიშვნელოვნად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ ეს   სულის ბუნებასთან უნდა იყოს კავშირში. ზოგიერთი მეტად მგრძნობიარე და ემოციური სული ტრავმირებული წინა ცხოვრებებით, იბადება სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანის სხეულში და/ან სხვადასხვა მიზეზით გახსნილი აქვს ქვეცნობიერის კარი უფრო ფართოდ ვიდრე სხვებს, რაც იწვევს მისი ცნობიერების განსხვავებულ მდგომარეობას.
შიზოფრენიაარაერთი თანდაყოლილი ფიზიკური თუ სულიერი დაავადება ხომ სწორედ კარმულია. შეიძლება ეს ვინმემ არ დაიჯეროს, მაგრამ  დღევანდელი მეცნიერებისთვისაც უკვე საიდუმლო  აღარ არის, რომ სხვადასხვა სახის ნეგატიური ემოცია (შური, წყენა, მრისხანება და სხვა) აზიანებს სხვადასხვა ორგანოს. ჩვენს დაავადებებს ჩვენვე ვქმნით. ეს მომენტი თვითონ კარმასაც კარგად ხსნის. არა როგორც სასჯელს, არამედ როგორც ჩვენ მიერ შექმნილ რეალობას როგორც ამ, ისე მომდევნო ცხოვრებებში.

როგორია დღეს შიზოფრენიით დაავადებულთა მკურნალობის მეთოდები? თანამედროვე  ფსიქიატრიული მედიცინა მედიკამენტოზური მკურნალობის საშუალებით ცდილობს სიპმტომების ჩახშობას.  ხოლო, ვფიქრობთ, გაცილებით პროგრესული მიდგომა იქნება პაციენტს  კონტროლი და  ერთი მდგომარეობის მეორისგან გამიჯვნა ასწავლოს.

(Visited 1,376 times, 1 visits today)