მთარგმნელი: Man Gala
1. ღვთაება (ლხა), რომელიც მეოთხეს აბრუნებს, შვიდის მსახური ლხა;
მათი, რომლებიც ბრუნავენ და ეტლები თავისი მეუფისკენ, ჩვენი სამყაროს თვალისკენ აქვთ მიმართული… შვიდის სიცოცხლემ ჩაუდგა მას სული. მან მისცა სიცოცხლე პირველს.
2. თქვა დედამიწამ: ბრწყინვალე სახის მეუფევ, ჩემი სახლი ცარიელია… გაგზავშე შენი შვილები რათა დაასახლონ ეს ბორბალი. შენი შვიდი შვილი გაუგზავნე სიბრძნის მეუფეს. შვიდჯერ უფრო მეტად გხედავს ის თავის სიახლოვეს, შვიდჯერ უფრო მეტად გგრძნობს. შენ აუკრძალე მსახურებს, მცირე რგოლებს, შენი სინათლის და სითბოს მიღება (დაჭერა), ასევე შენი გულუხვობის დაუფლება მისი წარმოშობის გზაზე. გაუგზავნე ამიერიდან ისინი შენს მსახურს.
3. თქვა ბრწყინვალე სახის მეუფემ: მე გამოგიგზავნი შენ ცეცხლს, როდესაც შენი სამუშაო დაიწყება.
აიმაღლე ხმა სხვა ლოკამდე; მიმართე მამას, ლოტოსის მეუფეს, შესთხოვე მის შვილებს…შენი ხალხი მამების მიერ იქნება მართული. მოკვდავები იქნებიან ისინი. უმაღლესი სიბრძნის მეუფის ხალხი კი უკვდავია, მაგრამ არა სომის (?) შვილები. შეწყვიტე გოდება. შვიდი საფარია ჯერ კიდევ შენზე… არ ხარ მზად. შენი ხალხი არ არის მზად.
4. დიდი ძალისხმევის შემდეგ გადააგდო მან ძველი სამი საფარი, შეიმოსა შვიდი ახლით და წარდგა პირველში.