abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XI

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XI

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(გასაღები იმისა, რაც არის მაღლა და დაბლა)

ქხემის შვილებო, ყურადღებით ისმინეთ სიტყვა, რომელიც სინათლესთან მიგიყვანთ.

მე ვიცნობდი თქვენ მამებს წარსულში. საუკუნეების განმავლობაში უკვდავი ვცხოვრობდი თქვენს შორის და მუდამ ვცდილობდი გამეთავისუფლებინეთ ღამის წყვდიადიდან.

იცოდეთ, რომ მე სრულად ვფლობ ცოდნასა და სიბრძნეს, რომელიც დასაბამიდან ადამიანისთვის ცნობილია. მე ვარ დიადი რასის საიდუმლოს მცველი და სიცოცხლის გასაღების მფლობელი.

ისმინეთ სიტყვები, რომელსაც გაწვდით და ამაღლდებით ნათელში.

შორეულ წარსულში, როდესაც პირველად ვესტუმრე თქვენ მიწას, გიხილეთ კლდის გამოქვაბულებში მცხოვრებნი.

აგამაღლეთ ჩემი სიბრძნის მეშვეობით, ვიდრე ერთხელაც არ გაანათეთ, როგორც ადამიანებმა, ადამიანებს შორის.
როდესაც გიპოვეთ, სრულიად უცოდინარ მდგომარეობაში იმყოფებოდით და მხოლოდ რამოდენიმე თქვენგანი განსხვავდებოდა ცხოველისგან.
ავანთე ცოდნის ნაპერწკალი თქვენში, სანამ ერთხელაც ცეცხლმა არ გაანათა თქვენში, ადამიანის მსგავსად.
გაწვდი სიბრძნეს, რომელიც შენი რასის ცნობიერების მიღმა მდებარეობს.
იცოდე, რომ ჩვენ, როგორც დიადი რასის წარმომადგენლები, ვფლობთ ცოდნას, რომელიც აღემატება შენსას.
ვარსკვლავით დაბადებული რასებისგან მიღებული ცოდნა, რომელსაც ვფლობთ, ბევრად აღემატება ადამიანისთვის ცნობილს.
ოდესღაც, მაღლიდან ჩამოსული სიბრძნის ოსტატები ესტუმრნენ ჩვენს მიწას. ოსტატები, რომლებიც იმდენად იდგნენ ჩვენზე მაღლა, რამდენად მაღლაც ჩვენ ვართ თქვენთან შედარებით.
გაძლევ სიბრძნეს, გამოიყენე ის და გათავისუფლდი.
ჩემს მიერ აშენებულ პირამიდაში ინახება გასაღები, რომელიც სიცოცხლის გზას გაჩვენებს.
გაავლე ხაზი დიდი გამოსახულებიდან, რომელიც ავაშენე, პირამიდის მწვერვალისკენ. შემდეგ მისი საპირისპირო ხაზი გაავლე იგივე კუთხითა და მიმართულებით. გათხარე და იპოვი დამალულ საიდუმლოს. საიდუმლოს, რომელიც დიდი ხნით ადრე დავმალე, ვიდრე თქვენ ადამიანები გახდებოდით.
მოგიყვებით ციკლების საიდუმლოზე, რომლებიც უცნაური მოძრაობებით გადაადგილდებიან.
არსებობს ცხრა ციკლი. ცხრა მაღლა და თოთხმეტი დაბლა, რომლებიც ჰარმონიულად მოძრაობენ შეერთების ადგილისაკენ, რომელიც მომავალში იქნება ხილული.
ციკლის მეუფეები ცნობიერების ერთეულები არიან, რომელიც გარესამყაროს მიერ არიან წარგზავნილი, რათა გააერთიანონ არსებული, ე რ თ მ თ ლ ი ა ნ თ ა ნ.
ისინი არიან უზენაესი, ყველა იმ ცნობიერებიდან, რომლებიც კანონთან ჰარმონიულად მოქმედებს. იციან მათ, რომ ოდესღაც ყველაფერი სრულყოფილებას მიაღწევს, აღარ იარსებებს ის რაც მაღლაა და აღარც ის რაც დაბლაა, რადგან ყველაფერი გახდება ე რ თ ი სრულ უსასრულობასა და ჰარმონიაში – სამყაროს ერთიანობაში.
ღრმად მიწისქვეშ, ამენტის დარბაზებში არსებობს შვიდი მეუფე და ასევე მეუფე მათ დაბლა. მაგრამ უკვე ცნობილია ჩემთვის რომ უსასრულობაში არ არსებობს ის რაც მაღლაა და ის რაც დაბლაა. მაგრამ არსებობს ერთი მთლიანი, მაშინ როდესაც ყველაფერი სრულყოფილია. ხშირად ვსტუმრობდი ამენტის და ვიდექი მეუფეების წინაშე. ხშირად შემისვამს სიბრძნის სასმისიდან, რომელსაც სინათლით აუვსია ჩემი სული.
ერთხელაც მომმართა ცხრის მეუფემ და გამანდო კანონის საიდუმლო:
„დიდებული ხარ დედამიწის შვილებს შორის, მაგრამ არსებობს შენგან დაფარული საიდუმლო. შენ იცი, რომ მოსულიხარ ამჟამინდელზე დაბლა მყოფი დრო და სივრციდან და გაემართები ამჟამინდელის საზღვრებს გარეთ მდებარე სივრცეში.
მაგრამ მხოლოდ მცირედია შენთვის საზღვრებს გარეთ მდებარე სივრცეების და საიდუმლოს შესახებ ცნობილი.
იცოდე, რომ შენ ერთიანი ცნობიერების უჯრედს წარმოადგენ. შენზე დაბლა მდგომი ცნობიერება იზრდება და ფართოვდება შენთვის უკვე ცნობილი გზებით. მიუხედავად იმისა რომ ის დაბლა მყოფ დროსა და სივრცეში არსებობს, მუდმივად ზრდაშია, განსხვავებით იმათგან, ვინც შენი ცხოვრების სურათის ნაწილი იყო. ის იზრდება შენი ზრდიდან გამომდინარე, მაგრამ არა შენნაირად.
ცნობიერება არ მისდევს წინამორბედების გზას, რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი გამეორება და ამაო იქნებოდა. ყოველი ცნობიერება იმ ციკლში, რომელშიც არსებობს, მიყვება განვითარების საკუთარ გზას. კოსმოსის გეგმაში ყველას თავის როლი აკისრია. რაც უფრო შორეულია ციკლი, მით უფრო დიდია ცოდნა და კანონის შეცნობის შესაძლებლობები. ჩვენზე დაბლა არსებულ ციკლებში, კანონის მცირედი ნაწილები მოქმედებს, იმ დროს როდესაც ჩვენ, ამჟამინდელ ციკლში მივილტვით უსასრულობისკენ და ვქმნით ერთიანობის კანონს.
ყველა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ციკლებში. ყველა თავის სამუშაოს ასრულებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. დაბლა არსებული ციკლი, სინამდვილეში არ არსებობს დაბლა, არამედ ფორმირებულია მხოლოდ აუცილებლობის გამო.
სიბრძნის წყარო, რომელიც ციკლების დასაწყისს უდებს სათავეს, დაუსრულებელი ძებნისას, ახალი ძალების შეძენაა. იცოდე, რომ ცოდნა მხოლოდ პრაქტიკით მიიღება, ხოლო სიბრძნე ცოდნიდან გამომდინარეობს. ამ გზით, კანონით იქმნება ციკლები.
ისინი წარმოადგენენ კანონის გეგმის ცოდნის მიღების საშუალებას, რომელიც ერთიანობის წყაროა. დაბლა მდებარე ციკლი, სინამდვილეში არ მდებარეობს დაბლა, არამედ უბრალოდ განსხვავდება დროსა და სივრცეში. იქ არსებული ცნობიერება მუშაობს მეტად და გამოვლინდება ნაკლებად ვიდრე თქვენ. იცოდე, რომ როგორც შენ მუშაობ, ისევე მაღალ შრეებში მცხოვრებნიც ირჯებიან და ექვემდებარებიან კანონებს. ციკლებს შორის სხვაობა მხოლოდ კანონთან მუშაობის შესაძლებლობებშია.
ჩვენ, შენი ცნობიერების მიღმა არსებული ციკლებიდან მოსულები, ვართ პირველები, ვინც პირველადი წყაროდან მოვიდა და გზად მივიღეთ შესაძლებლობა გამოვიყენოთ კანონი ბევრად მეტის, რომელიც საზღვრებს გარეთ არსებობს.
არ არსებობს სინამდვილეში არაფერი, რაც შენს დაბლა მდებარეობს. ეს ყველაფერი მხოლოდ კანონის განსხვავებული ქმედებაა. მიაპყრე მზერა მაღლა, თუნდაც დაბლა და მიხვდები, რომ ყველაფერი ერთია. ეს ყველაფერი კანონში არსებულ ერთიანობას წარმოადგენს.
შენზე დაბლა არსებული ცნობიერება, შენი ნაწილია, ისევე როგორც შენ წარმოადგენ ჩვენს ნაწილს. ბავშვობაში არ ფლობდი იმ ცოდნას, რომელიც ზრდასთან ერთად მიიღე. გაითვალისწინე, რომ ჩვენც ბავშვები ვართ, რომლებმაც წლებთან და ზრდასთან ერთად ცოდნა მიიღეს. ასევე ციკლების ცნობიერებებიც წარმოადგენს ბავშვებს, განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, მაგრამ ყველაფერი, სიბრძნის ერთი წყაროდან გამომდინარეობს და ოდესღაც ბრუნდება უკან საწყისი სიბრძნისკენ.“
დიდი ხანი ვარსებობდით ამენტის სამყაროში და ვიცავდით სიცოცხლის ცეცხლს და წარმოვადგენთ ჩვენი ციკლების ნაწილებს.
ჭეშმარიტად ვიცით ჩვენ, რომ არაფერია სამყაროში მნიშვნელოვანი გარდა ზრდისა, რომლის მიღწევაც ჩვენ სულს შეუძლია. სხეული კი გარდამავალია. ის რასაც ადამიანები მნიშვნელობას ანიჭებენ და დიდებულად თვლიან, ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს. ის რასაც ჩვენ ვეძებთ არ არის სხეულიდან, არამედ სულის სრულყოფილ მდგომარეობას წარმოადგენს.
სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ, ადამიანები, მიხვდებით, რომ არაფერს, სულის განვითარების გარდა მნიშვნელობა არ აქვს, გათავისუფლდებით ყველა ბორკილისგან სამუდამოდ. მხოლოდ სრულყოფილებისაკენ სწრაფვით შეძლებ მიაღწიო მიზანს.
ამასთანავე უნდა იცოდე, რომ არაფერია სრულყოფილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი ეს, შენ მიზანსა და სწრაფვას უნდა წარმოადგენდეს.“
ამის შემდეგ, მუდმივ ძებნაში ვარ, რათა მივაღწიო ერთიანობის კანონში სრულყოფილებას.
მალე ჩავალ ამენტის დარბაზებში, ცივი სიცოცხლის ყვავილის ქვეშ.
შენ, რომელსაც გასწავლიდი მთელი ამ დროის მანძილზე, ვეღარ მიხილავ.
ყველაფერი, რასაც ადამიანი წარმოადგენს, მისი სიბრძნის შედეგია.
ყველაფერი, რაც ის გახდება, მისი მიზეზების შედეგია.
ამიტომ ისმინეთ და მიიღეთ ჩემი სიბრძნე და ამაღლდით ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით. აღმართეთ მზერა ცისკენ და მიეცით შუქს საშუალება აავსოს თქვენი სული.
იყავი ყველაფრის მფლობელი, რაც გარშემო გაკრავს.
შექმენი უფრო სრულყოფილი მოტივები და დროთა განმავლობაში გახდები სინათლის მზე, თავისუფალი ღამის ბორკილების მონობისგან.
მიმართე მზერა მზისკენ და დაე იყოს ეს შენთვის სიცოცხლის სიმბოლო.
იცოდე, რომ სხეულისგან თავისუფალ მდგომარეობაში, დიად სინათლეს წარმოადგენ.

(Visited 1,253 times, 1 visits today)