abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIII

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIII

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

სიცოცხლისა და სიკვდილის გასაღები

ადამიანო, ისმინე ბრძნული სიტყვა, რომელიც განდევნის ღამეს.

დიდი სიბრძნე და საიდუმლო მოგიტანეთ, რომელიც მე თავის დროზე უძველესთაგან მივიღე.
როდესაც ერთიანობის საიდუმლოს ჩაწვდები, ყველაფერი ნათელი გახდება შენთვის, გაერთიანდები საიდუმლოს ოსტატებთან, სიკვდილის მპყრობელებთან და სიცოცხლის ოსტატებთან.

შეიცნობ სიცოცხლის ყვავილს, რომელიც ამენტის დარბაზებში ბრწყინავს.

მიაღწევ ამენტის სამყაროს და აღადგენ ცოდნას, რომელიც ნათელში არსებობს.

ძალისკენ მიმავალი კარიბჭე, არის საიდუმლო.


იცოდე, რომ სიცოცხლის კარიბჭესთან მიმავალი გზა, მხოლოდ სიკვდილზე გადის.
მხოლოდ, სიკვდილის არა იმ ფორმაზე, რომელის შენთვის ცნობილია, არამედ სიკვდილზე, რომელიც სიცოცხლის დასაწყისია და წარმოადგენს სინათლესა და ცეცხლს.
გინდა შეიცნო ღრმად დამალული საიდუმლო? ჩაიხედე გულში, სადაც დიდი ცოდნაა დამალული. სიკვდილისა და სიცოცხლის საიდუმლო.
ყურადღებით იყავი, რადგან უძველეს საიდუმლოს გაგიხსნი.
ღრმად დედამიწის გულში, დამალულია ყვავილი, სულის (Дух) წყარო, რომელიც თავის ფორმაში ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს და აერთიანებს.
დედამიწა სწორედ ისე ცხოვრობს სხეულში, როგორც შენ არსებობ შენ ფიზიკურ ფორმაში.
სიცოცხლის ყვავილი გავს შენი სულის (Дух) სამყოფელს. ის მიედინება ისევე, როგორც შენი სული მიედინება შენივე საკუთარ გარსში. ჩუქნის დედამიწას და მის შვილებს სიცოცხლეს და ანახლებს სულს (Дух) ფორმიდან ფორმამდე.
ეს სული შენი სხეულის ფორმაა, რომელიც საკუთარ ფორმას ღებულობს.
შენი ფორმა ორმაგია და გაწონასწორებულია პოლარულობის პრინციპით.
როდესაც სიკვდილი სწრაფად და მიზანმიმართულად მოემართება შენი მიმართულებით, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ წონასწორობა შერყეულია და ერთ ერთი პოლუსი დაკარგულია. არასოდეს შეგეხება სიკვდილი თუ შენი სხეული წონასწორობაშია. თვით შემთხვევითობაც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ ბალანსი დარღვეულია. როდესაც წონასწორობა მიღწეულია, სიცოცხლე არ შეწყდება და არასოდეს შეგეხება სიკვდილი.
გაწონასწორებული სისრულე ხარ, რომელიც არსებობს საკუთარი პოლუსების მეშვეობით. რადგან ერთერთი პოლუსი მიწისკენ არის მიმართული, სიცოცხლის წონასწორობა სწრაფად მიდის შენგან. შემდეგ მოდის სიკვდილი, ხოლო ცვლილება დაკარგულ ცხოვრების წონასწორობაში უნდა მოხდეს.
სიცოცხლის საიდუმლო ამენტის სამყაროში, პოლუსების წონასწორობის აღდგენის საიდუმლოა.
ყველაფერ არსებულს აქვს ფორმა და სიცოცხლე, რომელიც მისი სულის პოლუსებშია.
დედამიწის შუაგულში მდებარეობს წონასწორობა, რომელიც აბალანსებს ყველაფერ არსებულს პლანეტაზე. შენი სულის წყარო, სწორედ მიწიდან იღებს ენერგიას, რადგან ფორმაში, ერთიანი ხარ მიწასთან.
როდესაც წონასწორობის შენარჩუნებას ისწავლი, მაშინ შეძლებ მიიღო ენერგია დედამიწის წონასწორობიდან.
იარსებებ იქამდე, ვიდრე დედამიწა იარსებებს და ფორმას შეიცვლი მაშინ, როდესაც დედამიწა შეიცვლის ფორმას – პლანეტასთან ერთიანი, არსებული თავდაპირველ ფორმაში. ისმინე, გიხსნი საიდუმლოს, რათა შეძლო ცვლილებების თავიდან აცილება.
ყოველ დღე, ერთი სათის განმავლობაში უნდა იწვე თავით დადებითი პოლუსის (ჩრდილოეთი) მიმართულებით.
ყოველ დღე, ერთი საათი უნდა იწვე თავით უარყოფითი პოლუსის (სამხრეთი) მიმართულებით.
სანამ შენ თავი ჩრდილოეთის მხარეს არის მიმართული, მოაქციე ცნობიერება თავსა და მკერდს შორის მდებარე არეში.
ვიდრე თავი მიმართული იქნება სამხრეთისკენ, ცნობიერება მკერდსა და ფეხებს შორის სივრცეში მოაქციე.
ყოველ შვიდეულში იყავი წონასწორობის მდგომარეობაში და შენი ბალანსი შეინარჩუნებს ძალას. (“Hold thou in balance once in each seven“).
თუ ხანში შესული ხარ, შენი სხეული გაახალგაზრდავდება.
ეს საიდუმლოა, რომელიც ოსტატებისთვის არის ცნობილი. ამ გზის ისინი სიკვდილს ირიდებენ თავიდან.
ნუ გადაუხვევ ჩემს მიერ მითითებული გზიდან, რადგან როდესაც შენი ასაკი ას წელიწადს გადაცდება, ეს სიკვდილის მოსვლის მაჩვენებელი იქნება.
შეინარჩუნე ბალანსი და დარჩი ცოცხალი სიცოცხლეში.
როდესაც საქმეს დაასრულებ, ისურვე და შეძლებ გადაინაცვლო სხვა პლანზე, სადაც დილის მნათობები ბინადრობენ, როგორც შუქის შვილები. წადი ტკივილისა და წუხილის გარეშე იქ სადაც უსასრულო და მარადიული სინათლე სუფევს.
თავდაპირველად იწექი სიმშვიდეში, თავით აღმოსავლეთისაკენ.
დაიკრიფე ხელები სიცოცხლის წყაროზე (მზის წნული).
მოათავსე ცნობიერება სიცოცხლის ადგილსამყოფელში.
დაატრიალე ის და გაყავი ორ ნაწილად – ჩრდილოეთად და სამხრეთად.
გაგზავნე ერთი ნაწილი ჩრდილოეთისკენ.
გაგზავნე მეორე ნაწილი სამხრეთისკენ.
მოადუნე სხეული.
ამაღლდება შენი ვერცხლისფერი ნაპერწკალი დილის მნათობთან და შეერევა სინათლეს.
იქ ის ცეცხლის სახით იარსებებს ვიდრე ს უ რ ვ ი ლ ი არ გაჩნდება.
შემდეგ დაუბრუნდება თავის ადგილს ფორმაში.
იცოდე, რომ ამ გზით მიდიან დიადი სულები და იცვლებიან ცხოვრებიდან ცხოვრებამდე საკუთარი სურვილით.
ყოველთვის ამ გზით მიდის ავატარი და ფლობს საკუთარ სიკვდილს ისევე, როგორც ხელმწიფებს სიცოცხლეზე.
[გასაღები, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სულმა მახსოვრობა და გადაიტანოს შემდეგ ინკარნაციაში]
შეიცანი დროის საიდუმლო.
მათ, ვისაც ოსტატებს ეძახი, წინა ცხოვრება ახსოვთ.
უდიდესი საიდუმლო, რომლის მსუბუქად დაქვემდებარებაც კი საშუალებას მოგცემთ იბატონოთ დროზე და მართოთ ის.
როდესაც სიკვდილი სწრაფად მოგიახლოვდება, ნუ შეშინდები, რადგან შენ სიკვდილის მმართველი იქნები.
მოადუნე სხეული და ნუ შეეწინააღმდეგები დაძაბულობას.
მოათავსე გულში სულის ცეცხლი.
სწრაფად გადაიტანე ის სამკუთხედის არეში, წამიერად შეინარჩუნე და შემდეგ განაგრძე მიზნისკენ მოძრაობა.
მიზანი – ეს არის ადგილი წარბებს შორის. ადგილი, სადაც ცხოვრების ხსოვნა უნდა შენარჩუნდეს წონასწორობაში.
შეინარჩუნე ცეცხლი ტვინის არეში იქამდე, ვიდრე სიკვდილი არ შეეხება შენ სულს.
შემდეგ, როდესად გასასვლელ მდგომარეობას გაივლი, სიცოცხლის მახსოვრობაც იგივეს გააკეთებს.
ამის შემდეგ, წარსული და მომავალი გახდება ერთი.
იქნები წარსულში დაბრუნებისგან თავისუფალი.
წარსულის მოვლენები იარსებებს დღევანდელ ცხოვრებაში.
ისმინე ჩემი სიტყვები და იცხოვრებ საუკუნეების განმავლობაში ისე, როგორც ვცხოვრობ მე.

(Visited 1,196 times, 1 visits today)