სტატიის ავტორები: lashapoli, Kate
ჰერმეს ტრისმეგისტრი (Hermes Mercurius Trismegistus), მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც არსებული ინფორმაციით თავის თავში მოიცავს ორი ღვთაების გაერთიანებას, ეგვიპტური ტოტის და ბერძნული ჰერმესის. მას მიაწერენ რელიგიურ-ფილოსოფიური სახის სწავლებებს, რომლებიც ტრაქტატების სახითაა შემორჩენილი ძველ ბერძნულ ენაზე და ამ ტრაქტატებზე დაყრდნობით წარმოიშვა ერთგვარი მეცნიერება ჰერმეტიზმი.
სიტყვა “ჰერმეტიზმის” ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მეცნიერებას რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია, და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს.
ჰერმეტისტულ მეცნიერებებში მოიაზრება: ალქიმია, კაბალისტიკა, სხვადასხვა ტიპის მაგია, ასევე წინასწარმეტყველება, ნეკრომანტია, ასევე თეოლოგიური ფოლოსოფია ანუ თეოსოფია, რომელსაც შეისწავლის ელენე პეტრეს ასულ ბლავაცკაიასა და პოლკოვნიკ ოლკოტის მიერ დაარსებული თეოსოფიური საზოგადოება. ჰერმეტიზმი შეიცავს თეორიულ და პრაკტიკულ მხარეებს.
ჰერმეტიზმი განსხვავდება მისტიკისგან. თავისი ბუნებით მისტიკა არის სულიერი, ხოლო ჰერმეტიზმი კი უფრო პრაკტიკული და ნატურალისტური. ჰერმეტიზმი იკვლევს ადამიანის დამოკუდებულებას ბუნების საიდუმლო ძალებთან კონტაქტს. თუმცა მისტიკასა და ჰერმეტიზმს ბევრი საერთო ასპექტიც აქვთ.
არსებობს ჰერმეტიზმის შემდეგი სახეობები:
- უმაღლესი ჰერმეტიზმი: თეურგია, ტრავმატურგია, ფსიხურგია;
- კლასიკური ჰერმეტიზმი: კაბალა, მაგია, ასტროლოგია, ალქიმია;
- ჰერმეტისული მედიცინა: ჰიპნოტიზმი და მაგნეტიზმი;
- პრაქტიკული ჰერმეტიზმი: ტელეპატია, ტელეფსიქია, ტელეკინეზი, ფსიქომეტრია;
- სახალხო ჰერმეტიზმი: ორაკული, მკითხაობა, მწვანე (მცენარეული) მაგია.
ეს კიდე იმ ტრაქტატების სახელწოდებები:
1. Пэмандр (Поймандр);
2. Вселенская речь;
3. Священная речь Гермеса Триждывеличайшего;
4. Кубок, или единство;
5. О том, что Бог невидим и в то же время в наивысшей степени явен;
6. О том, что Благо существует только в Боге одном, и нигде более;
7. О том, что наибольшее зло для людей есть незнание Бога;
8. О том, что ни одно из существ не погибает и заблуждение есть то, что люди называют перемены разрушением и смертью;
9. О мышлении и об ощущении;
10. Ключ;
11. Ум к Гермесу;
12. О всеобщем Уме;
13. Тайная проповедь на горе;
14. Здоровье души;
15. Без названия;
16. Определения;
17. Без названия;
18. О волнениях тела, сковывающих душу.
ჰერმეს ტრისმაგუსტი (სამგზის დიადი), ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურაა და და ერთ-ერთი პირველი ამაღლებული მასწავლებელია კაცობრიობის ისტორიაში, სამგზის დიადი, მისი სამი ცნობილი ინკარნაციის საფუძველზე ეწოდა. ტოტის ისტორია იწყება ატლანტიდაზე, სადაც ყველაზე ცნობილი მმართველი იყო. ატლანტიდის საბოლოოდ დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ტოტი ეწვია ეგვიპტეს – ქამ-ს როგორც იგი უწოდებს და მონაწილეობა მიიღო პირამიდების აგებაში. ეს მან, სხვა ამაღლებულ მასწავლებლებთან ერთად შემოინახა და ეგვიპტეს ნელ-ნელა გააცნო ატლანტიდის დაკარგული სიბრძნე. ტოტი ითვლება დამწერლობის, მათემატიკის, გეომეტრიის, ასტრონომიის ფუძემდებლად ეგვიპტეში, აგრეთვე ოკულტიზმის და მისტიური ცოდნის მფარველად; მას მიეკუთვნება ცნობილი ოკულტური “42 წიგნი”, რომელიც 60-იან თუ 70-იან წლებში იქნა ეგვიპტეში აღმოჩენილი და რომლის შემდგომი ბედი და დღევანდელი სამყოფელი მთლიანად გასაიდუმლოებულია.
ტოტის შემდგომი ინკარნაცია იყო ჰერმეს ტრისმაგუსტი, რომელმაც სავარაუდოდ საფუძველი ჩაუყარა ანტიკური საბერძნეთის ცივილიზაციას, მისი სწავლება იმდენად ძლიერი და საიდუმლო იყო, რომ დღემდე სიტყვა ჰერმეტული, დახურულს, შეუღწეველს ნიშნავს, ჰერმესი ითვლება ალქიმიის მამად. ცნობილია “ჰერმეს-ტოტის ზურმუხტის ფილები, რომელსაც საუკუნეებია იკვლევენ ალქიმიკოსები თუ მეცნიერები, ასევე ნაკლებად ცნობილი და საოცარი ინფორმაციის და ცოდნის მომცველია “ტოტი ატლანტიდელის ზურმუხტის ფილები” . ტოტს არასოდეს დაუტოვებია დედამიწა, და დღესაც ჩვენს პლანზე იმყოფება სხვა ამაღლებულ მასწავლებლებთან ერთად.
ეს რაც შეიძლება მოკლედ ამ ყველაზე ცნობილ და მისტიურ ფიგურაზე.
დავიწყოთ მცირე ისტორიით. პირველად ისტორიაში “ჰერმესის ზურმუხტის ფილები”, მოიხსენიება, როგორც “საიდუმლო საიდუმლოთა შორის” რომლის არაბული ვარიანტი არისტოტელემ ალექსანდრე დიდს გაუგზავნა. მერე 12-ე საუკუნის დასაწყისში ითარგმნა ლათინურად. მას შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო და იდუმალ ტექსტად ითვლება. ზოგნი მასში კოსმოლოგიას ხედავენ, ზოგნი სულის ისტორიას, სამყაროს შექნის ისტორიას, ალქიმიურ რეცეპტებს და ასე შემდეგ:
1. ეს ჭეშმარიტებაა, ტყუილის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება.
2. ის რაც ზემოთაა, ისეთივე რაც ქვემოთ, ის რაც ქვემოთაა, ისეთივეა რაც არის ზემოთ. რათა მოახდინოს (ასე ხდება) ერთიანობის სასწაული.
3. ყველაფერი წარმოშვა ერთი საწყისიდან, ამ საწყისის აზრების პროექციის , მედიტაციის ადაპტაციით.
4. მზე მისი მამაა, მთვარე მისი დედა, ქარმა საშოში ატარა, დედამიწამ გამოკვება და გამოზარდა.
5. მთელი სამყაროს სრულყოფილების მამაა.
6. მისი ძლიერება მთლიანი რჩება, როცა მიწად გადაიქცევა.
გამოყავი ცეცხლი მიწისგან, ნატიფი, ჰაეროვანი – უხეშიდან, სოლიდურიდან, დიდი სიბრძნით და მონდომებით.
7. მიწიდან ზეცაში ამაღლდება და ზეციდან ისევ მიწაზე დაეშვება, იღებს როგორც უმაღლეს ასევე უმდაბლეს ძალათა ძლიერებას.
8. სამყაროს მთელი სინათლე შენშია და ვერ მოგეკარება სიბნელე.
9. ყველა ძალათა შორის, მთელ სამყაროში ეს არის ყველაზე დიდი ძალა, რადგან იპყრობს(შედგება) უფაქიზეს ნაზ ნივთიერებას და შეუძლია განმსჭვალოს, შეაღწიოს უხეშში, სოლიდურში
10. ასე შეიქმნა სამყარო (არაბული ვარიანტით: მიკროკოსმოსის ფორმირება მოხდა მაკროკოსმოსის ფორმაციის შესაბამისად)
და ბოლო სამი:
11. ეს არის არაჩვეულებრივი შეგუება, ადაპტაცია.
12. მთელი სამყაროს ფილოსოფიის სამ ნაწილს ვფლობ და ამიტომაც მიწოდებენ ტრისმაგუსტს (სამჯერ ძლიერს)
13. ამით ვამთავრებ აღწერას, თუ როგორ მუშაობს, მოქმედებს მზე.
ჰერმეს-ტოტის ცნობილი “ზურმუხტის ფილების” გარდა, არსებობს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეზოთერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მისტიური და შესაძლებლობის ფარგლებში დაწვრილებით შესწავლილი, ტოტი-ატლანტიდელის “ზურმუხტის დაფა”, რომლის წარმოშობაც ისეთივე მისტიურია, როგორც თვითონ ნაწარმოები და სამყაროს და დედამიწის ისტორიის საოცარ კოსმოგენიურ სურათს იძლევა.
გადმოცემის თანახმად, ჰერმეს-ტოტის სამარხში აღმოაჩინეს “ზურმუხტის დაფა” – ძვირფასი ქვის პატარა ფილა, რომელზეც კოსმიური წესრიგით ამოტვიფრული იყო მაგიური ფორმულები. ამ დაფის დახმარებით დიდებულ ღმერთს შეეძლო კონტაქტის დამყარება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. იმ პერიოდში ჰერმეს-ტოტი ცნობილი იყო როგორც “ტრისმეგისტი”, ანუ “სამმაგად დიდებული”.
ზურმუხტის დაფის საიდუმლო დღემდე არ არის ამოხსნილი. არსებობს უამრავი ვარაუდი. ზოგი თვლის, რომ მასზე წერია ალქიმიკოსების ფილოსოფიური ქვის მიღების რეცეპტი, ზოგის აზრით, მასზე სამყაროს სიბრძნეა დაწერილი და ა.შ. პირველად ამ დაფაზე დაწერილი ტექსტი ლათინურად ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ითარგმნა. იგი გამოქვეყნდა ტრაქტატში “ალქიმიის შესახებ”, 1541 წელს.
ასეთი ფილის ორი ვერსია აღმოჩენილია ასევე არაბულ ენაზე. არქეოლოგებს და მეცნიერებს ეგონათ, რომ ტექსტის თავდაპირველი ვარიანტი ბერძნულ ენაზე იქნებოდა დაწერილი, თუმცა, მსგავსი არაფერი აღმოუჩენიათ.
ზურმუხტის დაფის ლათინური ტექსტი:
1.Verum, sine mendasio, certum et verissimum.
2.Quod est inferius, est sicut (id) guod est superius, et quod est superius, est sicut (id) quod est inferius, ad perpetranda miracula rei unius.
3.Et sicut omnes res fuerunt ab uno, meditatione unius: sic omnes res natae fuerunt ab hac una re, adaptatione.
4.Pater ejus est Sol, mater ejus Luna; (5) portavit illud , ventus in ventre suo; (6) nutrix ejus terra est.
5 (7).Pater omnis thelesmi totius mundi est hie.
6 (8).Vis (Virtus) ejus Integra est, si versa fuerit in terrain.
7 (9).Separabis terrain ab igne, subtile a spisso, suaviter, cum magno ingenio.
8 (10).Ascendit a terra in coelum, iterumque descendit in iterram, et recipit vim superiorum et inferiorum. (11) Sic habebic gloriam totius mundi. Ideo fugiat (fugiet) a te omnis obscuritas.
9.Hie (Haec) est totius fortitudinis fortitudo fortis: quia vincet omnem rem subtilem, omnemque solidam penetrabit.
10 (12).Sic mundus creatus est.
11 (13).Hinc adaptationes erunt mirabiles, quarum modus est hie.
12 (14).Itaque vocatus sum Hermes Trismegistus, habens tres partes Philosophiae totius mundi.
13 (15).Completum est quod dixi de operatione Solis.
თანამედროვე თარგმანი:
1.ჭეშმარიტია ყოველგვარი სიცრუის გარეშე, სარწმუნოა და სრულიად ჭეშმარიტია.
2.ის, რაც არის ქვემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ზემოთ; და ის, რაც არის ზემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ქვემოთ, რომ განახორციელოს ერთიანობის საოცრება.
3.და ამგვარად, ყველაფერი წარმოიშვა ერთისგან ერთიანობის საშუალებით: ამგვარად ყველაფერი წარმოიშვა ამ ერთიანი არსის შეგუების მეშვეობისგან.
4.მისი მამა არის მზე, მისი დედა არის მთვარე. (5) ქარი მას თავის მუცლით ატარებდა. (6) მისი ძიძა არის მიწა.
5 (7).ეს არსი არის მთელი ქვეყნიერების ყოველგვარი სრულყოფილების მამა.
6 (8).მისი ძალა მთლიანი რჩება, როცა ის მიწად გადაიქცევა.
7 (9).შენ გაყოფ მიწას ცეცხლისგან, ფაქიზს უხეშისგან ნაზად, დიდი ხელოვნებით.
8 (10).ეს არსი ადის მიწიდან ცისკენ და მიღებული უმაღლესი და უმდაბლესი ძალით ისევ მიწაზე ეშვება. (11).ამგვარად ეუფლები მთელი სამყაროს დიდებას, ამიტომ შენ მოგშორდება ყოველგვარი წყვდიადი.
9.ეს არსი არის ყველა ძალის ძალა: რადგან ის გაიმარჯვებს ყველანაირ ფაქიზზე და შეაღწევს ყველანაირ სიმყარეში.
10 (12).ასეა შექმნილი სამყარო.
11 (13).აქედან წარმოიშვება ყოველგვარი შეგუება, რომელთა საშუალებაც ასეთია.
12 (14).ამიტომ ვარ მე სამმაგად დიდებულად წოდებული, რადგან ვფლობ სამყაროს ფილოსოფიის სამ ნაწილს.
13 (15).საკმარისია ის, რაც მე ვთქვი მზის წარმოშობის სამუშაოზე.
არაბული თარგმანი:
1.ეს შეიცავს ზუსტ ნათქვამს, რომელშიც არ შეიძლება ეჭვის შეტანა.
2.ეს ამბობს: ის, რაც არის ზემოდან ქვემოთ და ქვემოდან ზემოთ. ერთიანობის საოცარი ნამუშევარია.
3.და ყველაფერი წარმოიშვა ამ ერთიანობის შედეგად. როგორი გასაოცარია მისი ნამუშევარი! ეს სამყაროს და მისი დარაჯის მნიშვნელოვანი ნაწილია.
4.მისი მამა არის მზე და მისი დედა არის მთვარე. (5) ამგვარად ქარს ის თავის სხეულში ჰყავდა. (6) და მიწა მას კვებავდა.
5 (7).თილისმების მამა და საოცრებების მცველი.
6 (8).სრულყოფილი ძალაში, რომელიც ააშკარავებს სინათლეს.
7 (9).ეს არის ცეცხლი, რომელიც გაჩნდა ჩვენს მიწაზე. გაყავი მიწა ცეცხლისგან და უფრო მეტად უერთგულე მას, რაც არის ფაქიზი, ვიდრე უხეში, ზრუნვით და სიბრძნით.
8 (10).ეს ადის მიწიდან ცამდე. ეს იღებს სინათლეს სიმაღლეებიდან და ზემოთ და ქვემოთ მიღებული ძალით ეშვება მიწაზე სინათლეთა სინათლით. (11) ამის გამო წყვდიადი გარბის მისგან.
9.უდიდესი ძალა ძლევს ყველაფერს, რაც არის ფაქიზი და აღწევს ყველაფერში, რაც არის უხეში.
10 (12).მიკროსამყაროს ფორმირება მაკროსამყაროს ფორმირების შესაბამისია.
11 (13).სწავლულებმა შექმნეს მისგან საკუთარი გზა.
12 (14).ეს არის ის, რის გამოც სამგზის ჰერმესი ამაღლდა სიბრძნით.
13 (15).ეს არის უკანასკნელი წიგნი, რომელსაც ის მალავდა კატაკომბში.
ისააკ ნიუტონის თარგმანი:
1.ეს არის სიმართლე სიცრუის გარეშე, უდავოდ ყველაზე ნამდვილი.
2.ეს, რაც არის ქვემოთ, ჰგავს მას, რაც არის ზემოთ, რომელიც არის ზემოთ, ის ჰგავს მას, რაც არის ქვემოთ, რათა შექმნას ერთიანობის საოცრება.
3.და რადგან ყველაფერი გაჩნდა ერთიანობისგან ერთიანობის შუამავლობით: ყველაფერს აქვს დაბადება ამ ერთიანობასთან შეგუებით.
4.მზე მისი მამაა, მთვარე მისი დედაა.
5 (7).ქარი მას მუცლით ატარებდა. მისი ძიძა მიწაა.
6 (8).მთელი სამყაროს სრულყოფილების მამა აქ არის.
7 (9).მისი ძალა ან სიმძლავრე მთლიანობაა, თუკი ის მიწად გადაიქცევა. გაყავი მიწა ცეცხლისგან, ფაქიზი უხეშისგან ნაზად დიდი აზროვნებით.
8 (10).ეს ადის მიწიდან ზეცაში, ისევ ეშვება მიწაზე და იღებს უმაღლეს და უმდაბლეს ძალას.
9 (11).ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა გქონდეს მთელი სამყაროს დიდება. ამგვარად წყვდიადი უნდა გაფრინდეს შენგან.
10 (12).მისი ძალა ყველა ძალაზე მაღლა მდგომია. რადგან ეს ამარცხებს ყველაფერ ფაქიზს და აღწევს ყოველგვარ სიმყარეში. ასე შეიქმნა სამყარო.
11 (13).აქედან არის და მოდის საუცხოო შეგუება, რომლის პროცესიც არის აქ, მასში.
12 (14).შესაბამისად მე მიწოდებენ ჰერმეს ტრისმეგისტს, რადგან ვფლობ სამყაროს ფილოსოფიის სამ ნაწილს.
13 (15).ეს ვთქვი მე, რომ მზის სამუშაო დასრულებული და დამთავრებულია.
ჯორჯიო ბეატოს თარგმანი:
1.ეს არის ნამდვილი და მოშორებულია ყოველგვარი ტყუილისგან.
2.რაც არის ქვემოთ, მსგავსია მისი, რაც არის ზემოთ. ამ ერთიანი სამუშაოს საოცრებით მიღწეულია სრულყოფილება.
3.გარდა ამისა, რადგან ყველაფერი შექმნილია ერთისგან ერთის განხილვით, ყველაფერი შეიქმნა ამ ერთისგან შეერთებით.
4.მისი მამა მზეა, მისი დედა მთვარეა.
5.ქარი მას საშვილოსნოთი ატარებდა. მისი ძიძა მიწაა, დედა ყოველგვარი სრულყოფილებისა.
6.მისი ძალა სრულყოფილია.
7.თუკი ის დაბრუნდება მიწაზე.
8 .გაყავი მიწა ცეცხლისგან, ფაქიზი და თხელი – ნედლისა და უხეშისგან, გონივრულად, კრძალვით და სიბრძნით.
9 .ეს ადის მიწიდან ცაში და ისევ ბრუნდება ციდან მიწაზე, და იღებს ზედას და ქვედას ძალას და ეფექტურობას
10.ეს ნიშნავს, რომ შენ შეიძენ მთელი სამყაროს დიდებას, და ამგვარად შენ განდევნი აჩრდილებს და სიბრმავეს.
11.მისი სულის სიმტკიცე ხელისგულით იჭერს სხვა სულის სიმტკიცეს და ძალაუფლებას. რადგანაც მას შეუძლია შეღწევა და შესუსტება ყოველგვარი ფაქიზისა და ყოველგვარი ნედლისა და უხეშისა.
12.ამგვარად ნიშნავს, რომ სამყარო დაარსდა.
13.და შესაბამისად მისი საოცარი შეერთება და საუცხოო შედეგები არის გზა, რომლის საშუალებითაც არის მოტანილი ეს საოცრება.
14.ამის გამო მე მიწოდეს ჰერმეს ტრისმეგიტი, რადგან მე მაქვს მთელი მსოფლიოს სიბრძნის და ფილოსოფიის სამი ნაწილი.
15.ჩემი სიტყვა, რომელშიც ვსაუბრობდი მზის სამუშაოს შესახებ, დასრულებულია.