abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ექვსი გემო

ექვსი გემო

ო. ტორსუნოვის წიგნიდან “ადამიანის გონება”

/მთარგმნელი: მამუკა გურული, ჯგუფი ფეისბუქზე  Magma/

ტკბილი გემო

იმყოფება სატვა გუნაში. ყოველ გემოს დღის განმავლობაში თავისი დრო აქვს. თუ ადამიანს უყვარს ტკბილის ჭამა დილით 6-დან 8 საათამდე, ანუ დროულად, ეს ნიშნავს, რომ იგი ოპტიმისტია. ასეთი კვების შემდეგ მისი პრანა ზემოთკენ მიემართება, ჩნდება ბედნიერების შეგრძნება, სიცილის და ხუმრობის სურვილი. მე ხშირად მეკითხებიან: “საზიანოა თუ არა ტკბილის ჭამა?” ტკბილი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ დროულად, დილით ადრე.

Read More

ძიანის წიგნი – სტანცა I

კატეგორია აღმოსავლური პრაქტიკები, თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები January 30, 2016  |  Comments Off on ძიანის წიგნი – სტანცა I
ძიანის წიგნი – სტანცა I

მთარგმნელი: Man Gala

1. ღვთაება (ლხა), რომელიც მეოთხეს აბრუნებს, შვიდის მსახური ლხა;
მათი, რომლებიც ბრუნავენ და ეტლები თავისი მეუფისკენ, ჩვენი სამყაროს თვალისკენ აქვთ მიმართული… შვიდის სიცოცხლემ ჩაუდგა მას სული. მან მისცა სიცოცხლე პირველს.

2. თქვა დედამიწამ: ბრწყინვალე სახის მეუფევ, ჩემი სახლი ცარიელია… გაგზავშე შენი შვილები რათა დაასახლონ ეს ბორბალი. შენი შვიდი შვილი გაუგზავნე სიბრძნის მეუფეს. შვიდჯერ უფრო მეტად გხედავს ის თავის სიახლოვეს, შვიდჯერ უფრო მეტად გგრძნობს. შენ აუკრძალე მსახურებს, მცირე რგოლებს, შენი სინათლის და სითბოს მიღება (დაჭერა), ასევე შენი გულუხვობის დაუფლება მისი წარმოშობის გზაზე. გაუგზავნე ამიერიდან ისინი შენს მსახურს.

Read More

ძიანის წიგნი – სტანცა II

კატეგორია აღმოსავლური პრაქტიკები, თარგმანი January 30, 2016  |  Comments Off on ძიანის წიგნი – სტანცა II
ძიანის წიგნი – სტანცა II

მთარგმნელი: Man Gala

5. ბორბალი კიდევ სამასი მილიონი წელი ტრიალებდა. მან შექმნა რუპა (ფორმები); რბილი ქვები, რომლებიც შემდეგ გამაგრდა; მაგარი მცენარეები, რომლებიც შემდეგ დარბილდა; ხილული – უხილავიდან, მწერები და მცირე ფორმის ორგანიზმები. სამასი მილიონი წლის შემდეგ ის გახდა მრგვალი. ის იწვა ზურგზე, გვერდზე… არ უხმობდა ციურ შვილებს, ასევე არ უნდოდა მოეხმო სიბრძნის შვილებისთვის. მან საკუთარი მუცლიდან წყლის ადამიანები შვა, ბოროტი და საშინელი… 

Read More

“თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო

კატეგორია აღმოსავლური პრაქტიკები, თარგმანი, ფსიქოლოგია January 23, 2016  |  Comments Off on “თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო
“თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო

მთარგმნელი: ano

(ამონარიდები)

თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება

წიგნში თავმოყრილია ოშოს საუბრების ის ნაწილი, სადაც ის გვასწავლის ცხოვრებას საკუთარი თავის, გარშემომყოფების და მთელი სამყაროს (არსების) მიღებას და სიყვარულს.
მომწიფებულ, სრულყოფილი სიყვარული არის თანაგრძნობა.

„თანაგრძნობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ თქვენ ღებულობთ ადამიანთა არასრულყოფილებასა და სისუსტეს. არ ელოდებით, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ღმერთები. თქვენ აღიარებთ ყოველი ადამიანის ღირსებას, ეხმარებით ადამიანებს იმის გაცნობიერებაში, რომ გასხივოსნება ყოველი ადამიანის ბუნებაში დევს.“

…ბუდას თანახმად სუნთქვა – ეს საფუძველია. ღრმა, მოდუნებული, გაცნობიერებული სუნთქვა თქვენ გაძლევთ საოცარ სიჩუმეს, სიმშვიდეს და მოდუნებას: თანდათან თქვენ დნებით, იხსნებით და ქრებით. თქვენ აღარ ხართ ცალკეული კუნძული, იწყებთ ვიბრირებას მთელ არსებასთან ერთად. თქვენ აღარ ხართ ცალკეული ნოტი, არამედ მთელი სიმფონიის ნაწილი. ამ დროს იბადება თანაგრძნობა.

Read More

მთვარეულობის მედიტაცია

კატეგორია აღმოსავლური პრაქტიკები, თარგმანი September 27, 2015  |  Comments Off on მთვარეულობის მედიტაცია
მთვარეულობის მედიტაცია

მთარგმნელი და სტატიის ავტორი: Narilla

დაიწყეთ სამი დღით ადრე მანამ, სანამ დადგება შემდეგი სავსემთვარეობა. გამოდით და დადექით გაშლილ სივრცეში, შეხედეთ მთვარეს და დაიწყეთ რწევა. შეიგრძენით საკუთარი თავი იმგვარად, თითქოს თქვენ ყოველივე მიუძღვენით მთვარეს – გახდით როგორც რაღაცით მართული. უყურეთ მთვარეს, მოდუნდით და უთხარით მას, რომ თქვენ მზად ხართ, უთხარით, რომ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც კი მოისურვებს. რაც არ უნდა მოხდეს, მიიღეთ ეს. თუკი გრძნობთ რწევის სურვილს, ამოძრავდით, ხოლო თუ გსურთ იცეკვოთ და იმღეროთ – გააკეთეს ეს. მაგრამ ყოველივე უნდა გაკეთდეს ისე, თითქოს თქვენ ხართ მართული – არ უნდა იყოთ მოქმედი, რადგან ეს ყველაფერი თავისით ხდება. თქვენ უბრალოდ ინსტრუმენტი ხართ, რომელზედაც უკრავენ. გაიმეორეს ეს სამი დღის განმავლობაში მანამდე, სანამ დადგება სავსემთვარეობა და მას შემდეგაც, რაც მთვარე სულ უფრო და უფრო დაიწყებს კლებას, თქვენ იგრძნობთ მეტ ენერგიას. თქვენ იგრძნობთ საკუთარ თავს სულ უფრო მეტად მართულად. სავსემთვარეობის ღამეს კი იქნებით სრულიად შეპყრობილი. ერთსაათიანი ცეკვისა და სიგიჟის შემდეგ, თქვენ იგრძნობთ ისეთ სიმსუბუქეს, როგორიც აქამდე არასდროს არ განგიცდიათ.

Read More

ხუთი სტიქია ადამიანში

ხუთი სტიქია ადამიანში

ავტორი და მთარგმნელი: tikoroma

დაოსური სწავლება ბუნების 5 ელემენტს იცნობს – ესაა წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და ლითონი. წყალი შეესაბამება ზამთრის სეზონს, ხე – გაზაფხულს, ცეცხლი – ზაფხულს, მიწა – ნაბუნიობას და ბუნიობას, ლითონი – შემოდგომას. ადამიანში ხუთივე ელემენტი გამოვლინდება, თუმცა შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი დომინირებდეს, ან ორი-სამი ელემენტის გავლენა გამოიკვეთოს. ელემენტთა გამოვლენის სიძლიერე ადამიანში მის პირად რიტმს აყალიბებს. თითოეულ ელემენტს აქვს გარკვეული ძალა და ნაკლი, ხოლო მათი შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის ადამიანის ფიზიკურ, ემოციური და სულიერი მდგომარეობის შესახებ.

Read More

დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები

კატეგორია აღმოსავლური პრაქტიკები June 09, 2015  |  Comments Off on დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები
დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები

სტატიის ავტორი: tikoroma

Nick Barrett-ის მიხედვით

ჩინეთის წმინდა მთებში, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სიზმრების ხილვის უსასრულო შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ისინი იყვნენ პრაქტიკოსები, რომლებმაც საზოგადოებისგან შორს, ბუნებაში უბრალო ცხოვრება აირჩიეს. მათ დაოსებს უწოდებდნენ. დაო ნიშნავს გზას – ცხოვრების ბუნებრივ გზას. დაოსური ცოდნა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, იმიტომ არა, რომ მათი პრაქტიკები საშიში იყო, უბრალოდ, მათი სულიერი განვითარების მთავარი ასპექტი იყო საზოგადოებისგან გარიდება, რადგან თავის თავში ავითარებდნენ გავრცელებული შეხედულებებისგან ძალიან განსხვავებულ იდეებს.

Read More