სტატიის ავტორი ალექსანდრ ილინსკი
მთარგმნელი Atman
ადამიანის მეოთხე სხეულს მენტალური სხეული წარმოადგენს. ამ სხეულის განკარგულებაშია სამყაროს აღქმის და მისი გადმოცემის ყველა აზრობრივი და ინტელექტუალური საშუალება (მეტყველება, ენა, ლოგიკური და რაციონალური აზროვნება).
განვიხილოთ მენტალური სხეული ორ დონეზე:
პირველ დონეს ეკუთვნის მენტალური ბაზა იმ სოციალური ჯგუფისა (დროისა და ადგილის მიხედვით), რომელსაც ეკუთვნის მოცემული ადამიანი. ის ბაზა, რომელიც ადამიანის პირად მარაგშია, მაგრამ არ წარმოადგენს მის ინდივიდუალურად გამომუშავებულ მარაგს. ეს დონე შეიძლება შევადაროთ ბიბლიოთეკას, რომელშიც შეგვიძლია ამოვიღოთ ინფორმაციის ნებისმიერი რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს სუფთა ინფორმაცია თავისთავად არ წარმოადგენს რაღაცას, რაც თქვენია უნარის, ან გაცნობიერებულობის თვალსაზრისით.
Read More