abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

დედამიწის ცივილიზაციები

კატეგორია ვედები, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა May 09, 2016  |  Comments Off on დედამიწის ცივილიზაციები
დედამიწის ცივილიზაციები

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

პირველ რასას დედამიწაზე ა ს უ რ ე ბ ი წარმოადგენდნენ. მითებიდან და ძველი რელიგიური გადმოცემებიდან ჩვენთვის ცნობილ ასურების ცივილიზაციას, ასევე გოლიათების რასასაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გოლიათებთან მხოლოდ სიმაღლე აქვთ საერთო (ასურების სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა). ღვთიური არსებების მიერ შექმნილი ეთეროვანი სხეულის არსებები არსებობის შეწყვეტისას, ყველანაირი კვალის დატოვების გარეშე, უბრალოდ ქრებოდნენ და სივრცეს ერწყმოდნენ. ასურები დედამიწაზე დაახლოებით 10 მილიონი წელი არსებობდნენ და თითოეული მათგანის სიცოცხლე ათობით ათას წელიწადს გრძელდებოდა.

Read More

ვედური ფსიქოლოგია

კატეგორია ვედები, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება March 16, 2013  |  Comments Off on ვედური ფსიქოლოგია
ვედური ფსიქოლოგია

Atman

ვედური ფსიქოლოგია ეს არის უნიკალური მეცნიერება, რომელიც შემუშავდა ათასწლეულების წინ და აღწერილია ძველ ვედურ ნაწერებში. ფსიქოლოგია, რომელიც შეიქმნა დასავლეთში განსაკუთრებით ფროიდის ეპოქიდან, მხოლოდ და მხოლოდ ემსგავსება და ცოტათი უახლოვდება იმას, რაც ვედურ ფსიქოლოგიაში იყო ცნობილი.

Read More

ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში

კატეგორია ვედები February 18, 2013  |  Comments Off on ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში
ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში

ვედებში წერია რომ არსებობს ბრაჰმანის (ყოვლისმომცველი სულის) 2 ფორმა. ერთი ფორმა ჩვენი აღქმის მიღმა იმყოფება და მიუწვდომელია ჩვენთვის. მას ეწოდება პარაბრაჰმანი, ანუ ტრანსცენდენტული რეალობის ის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოებით და ჭკუით ვერ აღვიქვამთ.

ბრაჰმანის მეორე ფორმას ეწოდება შაბდა ბრაჰმანი (შაბდა – “ბგერა”). ვედები ამტკიცებენ, რომ ბრაჰმანი შესაძლებელია მისაწვდომი გახდეს ჩვენთვის ბგერის საშუალებით. ბგერა არა მარტო ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებაა, არამედ ხიდია ჩვენსა და უმაღლეს რეალობას შორის. მას ყველა რელიგიაში, ყველა იდეოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა უკავია. ბგერა არის საშუალება, რომლითაც ჩვენი ვიწრო ცნობიერება შეიძლება დაუკავშირდეს უზენაეს ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები და თეორიები ბგერის მნიშვნელობის და ფუნქციის შესახებ ყველგანაა, ისე სისტემატურად და სრულყოფილად ჩამოყალიბებული, როგორც ვედებშია, არც ერთ იდეოლოგიაში არაა. თავად ვედებს შაბდა ბრაჰმანსაც უწოდებენ. თავად ვედები ამტკიცებენ რომ ბრაჰმანი ჩვენამდე მოდის ვედური ცოდნის, მანტრების საშუალებით და ამ მანტრების გამეორებისას ადამიანს შეუძლია ეს უმაღლესი ცოდნა თავის ცნობიერებაში “შეუშვას”.

Read More

ვედური კოსმოგრაფია

კატეგორია ვედები, ისტორია, ცივილიზაცია, რასები February 11, 2013  |  Comments Off on ვედური კოსმოგრაფია
ვედური კოსმოგრაფია

Atman

ვედების მიხედვით ჩვენს მატერიალურ სამყაროს აქვს კვერცხის ფორმა (წაგრძელებული ბურთის). ეს ნიშნავს რომ მას აქვს საზღვრები. მისი დიამეტრია

14 969 655 360 000 000 მილი.

ეს კვერცხი ქვემოდან სანახევროდ ავსებულია წყლით (გარბჰადაკის ოკეანე). ამ კვერცხის გარსის შიდა გარსი მიწის ელემენტისგან შედგება და ძალიან სქელია. შემდეგი გარსი წყლის ელემენტისგან შედგება და 10-ჯერ უფრო სქელია. შემდეგი ასევე 10-ჯერ უფრო სქელი ცეცხლის ელემენტის შრეა. შემდეგი ჰაერის ელემენტის შრეა. შემდეგ ეთერის ელემენტის შრე. შემდეგ მოდის შრე, რომელიც შედგება ჭკუის ნატიფი სხეულისგან. შემდეგ არის გონების (“რაზუმის”) ნატიფი სხეული. და ბოლოს ყველაზე ნატიფი ელემენტი, რომლის შრეც ყველაზე სქელია და ყველაზე გარედან აკრავს კვერცხს, ეს არის “ცრუ ეგო”. ანუ რეალურად ცარიელ სიცარიელეს ამ კვერცხში ძალიან მცირე ზომა უკავია (ფაქტიურად მთელ კვერცხთან შედარებით წერტილივითაა, იმდენად სქელი გარსები აკრავს)… ასეთი სამყაროები (კვერცხები) უსასრულოდ მრავალია. ზოგი დიდი ზომისაა ზოგი მციირე ზომის. ჩვენი სამყარო პატარა სამყაროდ ითვლება. არსებობს ასევე სულიერი პლანეტების სამყარო, რომლებიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მატერიალური სამყაროები და მათზე გაცილებით უფრო მეტი ინდივიდუალური სული ცხოვრობს ვიდრე მატერიალურ სამყაროებში.

Read More

ვედების ფილოსოფიური სისტემა

კატეგორია ვედები, ფილოსოფია October 08, 2012  |  Comments Off on ვედების ფილოსოფიური სისტემა
ვედების ფილოსოფიური სისტემა

სტატიის ავტორი: Narilla

ძველი ინდოეთის ფილოსოფიური მოძღვრებანი დასაბამს იღებს მითოსური მსოფლმხედველობის არქაული ფორმიდან, კერძოდ კი მისი საფუძველია ვედური ლიტერატურა. ინდური კულტურა თავის არსებობას იწყებს ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჩრდილო-დასავლეთიდან მოსული არიელების ტომი დასახლდა ირანსა და ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე. ამ დროს მოხდა არიელთა მაღალგანვითარებული კულტურის შერწყმა აბორიგენი ტომების პრიმიტიულ კულტურასთან. პირველსამშობლოდან ინდოარიელებმა მოიტანეს რწმენა, მემკვიდრეობითაც შეიძინეს ადგილობრივთაგან ბევრი რამ და შექმნეს სრულიად ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებანი. არიელებმა თან მოიტანეს თავიანთი თქმულებანი, ჰიმნები და რიტუალები, რომელთა შერწყმითაც ადგილობრივ ხალხთა მითოსურ-რელიგიურ რწმენასთან დაიწყო ვედური აზროვნების ჩამოყალიბება და განვითარება.

Read More