მთარგმნელი: Man Gala
ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო
თავდაპირველი მთარგმნელი:დორეალი
წინასიტყვაობა
მათი სიძველე განსაცვიფრებელია – ზურმუხტის ფილები ჩვ.წ.აღ-მდე 36 000 წლით არის დათარიღებული. მათი ავტორი არის ატლანტელი ქურუმი თოთი, რომელმაც მშობლიური კუნძულის ჩაძირვის შემდეგ ძველ ეგვიპტეში კოლონია დააარსა. მანვე ააგო გიზას პირამიდები, რომელთა მშენებლობაც, მოგვიანებით, ფარაონ ხეოფსს მიაწერეს. პირამიდებში ატლანტელმა დიდი ცოდნა, გამოცდილება, უძველესი ხელნაწერები და ძველი ატლანტების ნივთები გადამალა.
ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 50 000 – 36 000 წლებში, 16 000 წლის განმავლობაში განაგებდა თოთი ეგვიპტეს და მაშინდელი პრიმიტიული რასა, ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურამდე აიყვანა. ატლანტელი თოთი უკვდავი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარდაცვალების გარეშე შეეძლო დაეტოვებინა აქაური სამყარო საკუთარი სურვილის შესაბამისად. მისი სიბრძნის წყალობით, თოთი ატლანტების მრავალი ცივილიზაციის დამაარსებლად გვევლინება, მათ შორის – ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ცივილიზაციებისაც.