abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ნაწყვეტი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია”

კატეგორია თარგმანი September 15, 2013  |  Comments Off on ნაწყვეტი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია”
ნაწყვეტი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან "იოგის ავტობიოგრაფია"

მთარგმნელი: Atman

გთავაზობთ საინტერესო მონაკვეთს იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან  “იოგის ავტობიოგრაფია”

(მონაკვეთი ეხება ბიბლიურ ციტატებს):

ჩემი მასწავლებელი (შრი იუქტეშვარა) შესანიშნავი სიცხადით ახდენდა ქრისტიანული ბიბლიის განმარტებას. სწორედ გურუსგან, რომელსაც ოფიციალური კავშირი არ ჰქონდა ქრისტიანობასთან, მე ვისწავლე ბიბლიის უკვდავი არსის გაგება და ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტების დანახვა, ყველაზე ურყევისა და ამაღელვებელის, რაც კი ოდესმე თქმულა: „ცა და მიწა გადავლენ და ჩემი სიტყვები არ გადავლენ…“

– ჩემთვის გაუგებარია ისტორია ადამისა და ევას შესახებ! – ვთქვი ერთხელ გაცხარებულმა, მაშნ როცა ახალი დაწყებული მქონდა წმინდა წერილების ალეგორიებთან ჭიდილი – რატომ დასაჯა ღმერთმა არა მხოლოდ დამნაშავე წყვილი, არამედ მათი უდანაშაულო შთამომავლებიც?

Read More

სურვილები

კატეგორია ბიოენერგეტიკა, თარგმანი September 07, 2013  |  Comments Off on სურვილები
სურვილები

მთარგმნელი: Atman

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი

ყოველი ჩვენგანი – პირველ რიგში სულია, არსია, ცოცხალი, მაგრამ უხილავი ცეცხლია, რომელიც ვლინდება გარეგნულად გამოვლენილ სივრცეში, ანათებს მას თავისი ყურადღებით და მოქმედებს მიწიერი სხეულის მეშვეობით. სული იწვის შიგნიდან, თავისი არსიდან. მაგრამ იმისთვის, რომ მოცემულ სივრცეში იმოძრაოს, მან სხვა არსებები უნდა შთანთქოს, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის წვას.

სულის ცეცხლი, ისევე როგორც ცეცხლის ნებისმიერი სახე, ყოველთვის უხილავია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მისი ალი დავინახოთ – მასში გარედან შესული წვადი და აალებადი ნაწილაკები. ჩვენი სულის ალს ჩვენი სხეული წარმოადგენს. იგი შთანთქმულია გარე სივრციდან საკვების მეშვეობით. სხეულს თან ვატარებთ, რათა თანდათან დაიწვას და ხელი შეუწყოს ჩვენს გადაადგილებას სივრცეში. იგი, როგორც სანთლის პარაფინი, ადამიანს გამოვლენილს და ხილვადს ხდის, როგორც ალი ხდის ხილვადს ცეცხლს.

Read More

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი III)

კატეგორია ბიოენერგეტიკა, თარგმანი August 31, 2013  |  Comments Off on პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი III)
პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი III)

ოშო რაჯნიში

(მესამე და ბოლო ნაწილი)

რაც შეეხება მეექვსე სხეულს, მისი გაგება კიდევ უფრო რთულია, რადგანაც მეექვსე სხეული უკვე აღარაა სიცოცხლე. მეხუთეს შემდეგ ქრება „მე“, „ეგო“. თქვენ ერთიანი ხდებით ყველაფერთან. ახლა რაც არ უნდა შევიდეს და გავიდეს თქვენში, ეს უკვე თქვენი აღარაა, რადგანაც აღარ არის „ეგო“. ყველაფერი კოსმიური ხდება, და ამიტომაც პოლარობა იღებს შექმნის და განადგურების ფორმას. მისი ატმოსფეროა შექმნის ძალა და განადგურების ძალა. ინდუისტურ მითოლოგიაში მათ ეწოდებათ ბრაჰმა და შივა. ბრაჰმა შემოქმედი ღვთაებაა, ვიშნუ შენარჩუნების, ხოლო შივა – დიადი სიკვდილის, განადგურების და გაქრობის, როდესაც ყველაფერი თავის პირვანდელ საწყისს უბრუნდება. მეექვსე სხეული ბრაჰმას და შივას ძალების სფეროს განეკუთვნება.

Read More

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)

კატეგორია ბიოენერგეტიკა, თარგმანი August 31, 2013  |  Comments Off on პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)
პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)

ოშო რაჯნიში

(გაგრძელება)

მესამე სხეული ასტრალურია. ისევე როგორც ზეგავლენაა ეთერულ სხეულში, ასტრალურ სხეულში მაგნეტიზმის ძალებია. მაგნეტიზმია მესამე სხეულის სუნთქვა. ერთ მომენტში თქვენ ძლიერი ხართ, მეორეში კი სუსტი. ერთ მომენტში იმედებით სავსე ხართ, მეორეში კი უიმედოდ ხართ. ერთში თავდაჯერებული ხართ, მეორეში კარგავთ საკუთარი თავის რწმენას. ესაა თქვენში მაგნეტიზმის შესვლა და გამოსვლა. არის მომენტები, როცა გგონიათ რომ ღმერთის დამარცხებასაც კი შეძლებთ, და არის მომენტები, როცა ჩრდილისაც კი გეშინიათ. როცა მაგნეტიზმის ძალა თქვენშია, როცა იგი თქვენში შემოდის, მაშინ დიდებული ადამიანი ხართ, როცა იგი წავიდა, არავინ ხართ. და ეს წინ და უკან მონაცვლეობს ზუსტად ისევე, როგორც დღე და ღამე. წრე ბრუნავს, ამიტომ ისეთ დიად ადამიანსაც კი, როგორიც ნაპოლეონი იყო, ჰქონდა უძლურების მომენტები, და ძალიან მხდალ ადამიანსაც კი აქვს სიმამაცის გაელვებები.

Read More

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი I)

კატეგორია ბიოენერგეტიკა, თარგმანი August 31, 2013  |  Comments Off on პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი I)
პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი I)

ოშო რაჯნიში

რა არის პრანა და როგორ ავლენს იგი თავს შვიდი სხეულიდან თითოეულში?

პრანა, ეს ენერგიაა, ცოცხალი ენერგია ჩვენში, სიცოცხლე ჩვენში. თუ ვისაუბრებთ ფიზიკურ სხეულზე, ეს სიცოცხლე ვლინდება ჩვენში როგორც შემომავალი და გამავალი სუნთქვა. ეს ორი ურთიერთ საწინააღმდეგო რამეა. ჩვენ ისინი ერთი და იგივე გვგონია. ჩვენ ვამბობთ – „სუნთქვა“, მაგრამ სუნთქვაში ორი პოლუსია: შემომავალი სუნთქვა და გამომავალი სუნთქვა. ყოველ ენერგიაშია ურთიერთ საპირისპირო. ნებისმიერი ენერგია არსებობს ორ საპირისპირო პოლუსს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ იარსებებდა.

Read More

სხეული – ჯიოტიშის თვალსაზრისით

კატეგორია თარგმანი, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება August 04, 2013  |  Comments Off on სხეული – ჯიოტიშის თვალსაზრისით
სხეული - ჯიოტიშის თვალსაზრისით

ჩვენ არ მოგვიგონია ჩვენი სხეული. ის ბუნებრივად წარმოადგენს ჩვენს სულს. ბუნებამ შემოსა სული, რათა მას შეძლებოდა აქ – დედამიწაზე ყოფნა. სხეული თავისი ფორმით იმეორებს სულის ნახატს და მის ურთიერთქმედებას ბუნებრივ გარემოცვასთან.

ჩვენი სხეულის გამოვლინებებით შეგვიძლია დავინახოთ ის ნაკადები, რომლითაც სული ვრცელდება და მოქმედებს ცხოვრების სივრცეში. ეს გაგვიხსნის დიდ რეალობას და ჩვენი არსებობის აზრს, ასევე საშუალებას მოგვცემს, რომ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას სხვა, უფრო უჩვეულო თვალით შევხედოთ.

დასაწყისისთვის ვცადოთ ჩვენს სხეულში საკუთარი თავის – სულის უფრო კონცენტრირებული ადგილ-მდებარეობის მოძებნა. ადამიანების უმეტესობა ადვილად იპოვის ამ ადგილს «მე»-ს შეგრძნებით და ხელით გულმკერდის ცენტრზე მიუთითებს – იქ, სადაც მკერდი მზის წნულში გადადის.

Read More

სულიერი მასწავლებელი

კატეგორია თარგმანი, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება August 04, 2013  |  Comments Off on სულიერი მასწავლებელი
სულიერი მასწავლებელი

სულის ძალის ძიების გზაზე ჩვენ აუცილებლად შეგვხვდება მრავალი ბილიკი ან ღია შესაძლებლობა, და საჭირო იქნება ავირჩიოთ ყველაზე შესაფერისი იმისთვის, რომუსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ ვიმოძრაოთ უფრო დიდი ძალის მოპოვებისკენ. ამაში შეუძლია დაგვეხმაროს იმას, ვინც უკვე იცნობს სულის იმ დიდ ძალას, რომელზეც ჩვენ მხოლოდ ვოცნებობთ. ამასთან ასეთი მასწავლებელი აუცილებელი არაა იყოს ადამიანი. უბრალოდ ადამიანისგან უფრო ადვილია დარიგებების მიღება სწრაფად, გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე.

Read More