abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ინსაიდერის გამოცხადება

ინსაიდერის გამოცხადება

მთარგმნელი: ano

esoteric.ge

რაღაც უცნაური რამ მოხდა ფორუმზე godlikeproductions.com რამდენიმე დღის განმავლობაში, რამაც ფორუმელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ვიღაც, ვინც თავს ინსაიდერს უწოდებს, ამტკიცებდა, რომ ის ეკუთვნის, იმ ოჯახის ხაზს, რომელიც მართავს სამყაროს და შეგვპირდა ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას. თავიდან ეს ხუმრობას ჰგავდა, რამდენიმე კითხვაზე ჩვეულებრივი პასუხი იყო გაცემული, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.

ნებისმიერმა, ვინც ერკვევა დიალექტიკაში, იცის, რომ პასუხები (კითხვით ფორმაში) ინსაიდერის მხრიდან მიზანმიმართულად აპროვოცირებდა სხვებს, რომ დაესვათ შეკითხვები, რამაც გამოიწვია შემდეგი მოვლენები. ინსაიდერის პირველი შეკითხვა იყო შემდეგი: „თქვენ გგონიათ, რომ გარკვეულ პლანეტაზე ცხოვრობთ? და ნამდვილად ცხოვრობთ თქვენ მასზე?“

Read More

გასხივოსნებული (რეალიზებული, სატსანგი) ალექსი ნავეტნი

კატეგორია თარგმანი, ინტერვიუ, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება June 23, 2015  |  Comments Off on გასხივოსნებული (რეალიზებული, სატსანგი) ალექსი ნავეტნი
გასხივოსნებული (რეალიზებული, სატსანგი) ალექსი ნავეტნი

მთარგმნელი: ano

ალექსი ნავეტნი (Ananta Aum)

ინტერვიუერი ეზოთერიკული ფორუმის წევრი David Monny

კითხვები შეადგინეს ფორუმის წევრებმა

წინამდებარე სტატია წარმოგიდგენთ გასხივოსნებული (რეალიზებული, სატსანგი) ალექსი ნავეტნის (Ananta Aum) ინტერვიუს, სადაც საუბარია ბევრისთვის საინტერესო თემებზე, მათ შორის: რელიგიაზე, სიყვარულზე, თვითშემეცნებაზე, გასხივოსნებაზე და რაც მთავარია, ეს ყველაფერი, ზოგად ცოდნასთან ერთად, მის პირად გამოცდილებასაც ეფუძნება.

Read More

არიანა ჰავას “ინუაკი, რეპტილია ჩემში”

კატეგორია თარგმანი, ინტერვიუ June 04, 2015  |  Comments Off on არიანა ჰავას “ინუაკი, რეპტილია ჩემში”
არიანა ჰავას "ინუაკი, რეპტილია ჩემში"

მთარგმნელი და სტატიის ავტორი:  ano

არიანა ჰავას წიგნის მიხედვით

კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჩვენ კვლავ და კვლავ ვსვამთ კითხვებს: „ვინ ვართ?“, „საიდან მოვედით?“ და „სად მივდივართ?“. მათზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ და საინტერესო პასუხებს გავიგებთ წინამდებარე ისტორიიდან.

ეს არის რეალური ამბავი, რომელიც რუმინელ მწერალსა და ბავშვთა ფსიქოლოგ არიანა ჰავას მოუთხრო მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა. ეს ბავშვი გახლდათ დავითი, რომელსაც ახსოვდა თავისი წინა ცხოვრება.

არიანა ჰავამ თავისი კლიენტის მონაყოლზე დაყრდნობით 2000 წელს გამოაქვეყნა წიგნი. მასში მოთხრობილი ზოგი საკითხი გაგიტაცებთ, ზოგი გაგაბრაზებთ, ზოგი კი გამოიწვევს თქვენში ღირებულებათა გადაფასებას.

Read More

ავადმყოფობა – ჩვენი უბედურება თუ მეგობარი? (ბიოენერგეტიკის კანონები)

კატეგორია ბიოენერგეტიკა, ინტერვიუ July 15, 2013  |  Comments Off on ავადმყოფობა – ჩვენი უბედურება თუ მეგობარი? (ბიოენერგეტიკის კანონები)
ავადმყოფობა - ჩვენი უბედურება თუ მეგობარი? (ბიოენერგეტიკის კანონები)

ესაუბრება: old_man

 

როგორც გახსოვთ,  წინა ინტერვიუ გვქონდა ადამიანთან, რომელიც ენერგეტიკულ დონეზე ხედავს დაავადებებს. გარკვეულწილად, თემას ვაგრძელებთ. წარმოგიდგენთ პიროვნებას, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია ბიოენერგეტიკით და  საფუძვლიანად აქვს შესწავლილი დაავადებების წარმოშობის მიზეზები. ის არ არის არც მკურნალი და არც მეცნიერი. ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც საკუთარი ავადმყოფობის დროს, როცა ექიმები და ტრადიციული მედიცინა  ვერაფრით  დაეხმარნენ, გაეცნო ცნობილი რუსი ბიოენერგეტიკოსის სერგეი ლაზარევის ნაშრომებს, რამაც მისი მსოფლმხედველობა რადიკალურად შეცვალა.  აღმოაჩინა, რომ ავადმყოფობა და გამოჯანმრთელება გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ამის წყალობით თავიც განიკურნა.

Read More

XXI საუკუნის თაობა (შეხვედრა უჩვეულო ახალგაზრდასთან)

კატეგორია ინტერვიუ, პარამეცნიერება June 27, 2013  |  Comments Off on XXI საუკუნის თაობა (შეხვედრა უჩვეულო ახალგაზრდასთან)
XXI საუკუნის თაობა (შეხვედრა უჩვეულო ახალგაზრდასთან)

ესაუბრება: old_man

გიორგი 2011 წელს ეზოთერული ცოდნის ფორუმის საშუალებით გავიცანი. მაშინ სულ რაღაც 16 წლის ბიჭი იყო, თუმცა, თანატოლებს არ ჰგავდა. ისეთი საკითხები აინტერესებდა, რაც მის ასაკში იშვიათობაა. საუბრობდა ენერგეტიკაზე, ადამიანის აურაზე, ტელეკინეზზე. ეს არ იყო მხოლოდ თეორიული ცოდნა. მაშინვე შეატყობდით, რომ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ამჟღავნებდა. შეიძლება ამის მიზეზი იყო ის, რომ ლაპარაკი არ უყვარდა, მოსმენა ერჩივნა. რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით გავიგე, რომ გიორგი უნიკალურ უნარებს ფლობს.

თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, დღეს ბლოგის მკითხველები თავად გიორგისგან შეიტყობენ.

Read More