abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ხუთი სტიქია ადამიანში

ხუთი სტიქია ადამიანში

ავტორი და მთარგმნელი: tikoroma

დაოსური სწავლება ბუნების 5 ელემენტს იცნობს – ესაა წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და ლითონი. წყალი შეესაბამება ზამთრის სეზონს, ხე – გაზაფხულს, ცეცხლი – ზაფხულს, მიწა – ნაბუნიობას და ბუნიობას, ლითონი – შემოდგომას. ადამიანში ხუთივე ელემენტი გამოვლინდება, თუმცა შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი დომინირებდეს, ან ორი-სამი ელემენტის გავლენა გამოიკვეთოს. ელემენტთა გამოვლენის სიძლიერე ადამიანში მის პირად რიტმს აყალიბებს. თითოეულ ელემენტს აქვს გარკვეული ძალა და ნაკლი, ხოლო მათი შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის ადამიანის ფიზიკურ, ემოციური და სულიერი მდგომარეობის შესახებ.

Read More

მედეა და შელოცვის რიტუალი

კატეგორია კულტურა, მაგია, მითოლოგია June 03, 2015  |  Comments Off on მედეა და შელოცვის რიტუალი
მედეა და შელოცვის რიტუალი

სტატიის ავტორი: tikoroma

ბერძნული მითებით კოლხი მედეა ცნობილია, როგორც ჯადოქარი და მკურნალი. ხოლო მკვლევარები  მის მიერ ჩადენილ ყველა სასწაულს მიაკუთვნებენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, რაც მაშინ უცხო იყო ბერძნებისთვის და ამიტომ ჯადოქრობად ეჩვენებოდათო. მაგრამ მედეა მხოლოდ მკურნალი არ ყოფილა, უფრო მეტიც შეეძლო: “ქალღმერთმა ჰეკატემ შესანიშნავად ასწავლა ჯადოსნური წამლების შემზადება იმ ბალახთაგან, რომელთაც მიწა და ანკარა წყალი ზრდის, ამ სასწაულებრივი წამლებით გრძნეული ასული ადვილად აწყნარებს შმაგი ცეცხლის ალს, აჩერებს ხმაურით მორაკრაკე მდინარეებს და გზას უხლართავს ვარსკვლავებსა და წმინდა მთვარეს”. (აპოლონიოს როდოსელი, “არგონავტიკა”). ამ ცნობის მიხედვით მედეას შესაძლებლობები მედიცინის სფეროს სცილდება, თუმცა რიტუალის დეტალები ნაწარმოებში აღწერილი არ არის.

Read More