Read More
ვინ არიან ზღაპრული მზეთუნახავები?
ავტორი: tikoroma
ვინ არიან ჩვენი უახლოესი წინაპრები, რომელთაგანაც ვისმენდით ზღაპრებსა და მითებს? ესენი იყვნენ მონადირე და მიწათმოქმედი ხალხი, რომლებმაც ეს უძველესი გადმოცემები თავიანთ ხედვას და ცხოვრების წესს მოარგეს.
აი, მაგალითი „ამირანიანის“ გურული ვერსიიდან:
“წევიდა ამირანმა ბიბლიოთეკაში და წეიკითხა გაზეთი. გაზეთში წერია: “აღმოსავლეთის ხენწიფეს ყავს ერთი მზისუნახავი ცხრა კლიტულში დაკლიტული. გარშემო ჯარი უდგანა, რომ ვინმემ არ შევიდეს და არ გამეიყვანოს მზისუნახავი”.
შემდგომში ჩვენი შვილები ასე მოყვებიან: დაგუგლა ამირანმა და იპოვა ყამარის პროფილი ფეისბუქზე…
მოკლედ, დროთა განმავლობაში ძაალიან შეცვლილ ტექსტებში ჩვენ ნამცეც-ნამცეც გვიწევს ინფორმაციის ამოკრება, თუ რის შესახებ გვიყვებოდნენ ტექსტების თავდაპირველი ვერსიები…
Read Moreმარსის ეგრეგორი
ატლანტების და სხვა რასების წარმოშობის შესახებ…
ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი
ავტორი: მან გალა
ჯგუფი ფეისბუქზე: DREAMCATCHER
მსოფლიოში გაბნეულია გარემოსგან განცალკევებულად მცხოვრები რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც სულიერი და ფიზიკური სამყაროების პრობლემების კვლევით არიან დაკავებული. ისინი ფლობენ საიდუმლო ხელნაწერებს, რომლებშიც იმ მოღვაწეების ნაშრომებია შემონახული, რომელთა მემკვიდრეებადაც თავად გვევლინებიან.
ე. ბლავატსკაია „მხილებული ისიდა“
ლემურიელები
ავტორი მან გალა
ატლანტიდის არსებობის ხანგრძლივობა შეიძლება 4-5 მილიონი წლით ვივარაუდოთ. სწორედ ამ პერიოდში, მაშინ ჯერ კიდევ არსებულ ლემურიის კონტინენტზე, წარმოიშვა ატლანტიდაზე დასახლებული მეოთხე ძირეული რასის პირველი ქვე რასა – რმოაჰალები.
უძველესი რუქებიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ერთ დროს ლემურია თითქმის სრულად მოიცავდა დედამიწის გარშემოწერილობას და დაწყებული კაბო ვერდედან, აფრიკიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ავსტრალიამდე და შემდეგ პატაგონიამდე ტერიტორიას მოიცავდა.
დაკარგული კონტინენტი – მუ
ჯერი ფოსტერის მიხედვით
ავტორი tikoroma
ჯეიმს ჩარჩვორდის ვერსია:
1868 წელს პოლკოვნიკმა ჯეიმს ჩარჩვორდმა, რომელიც მაშინ ბრიტანეთის არმიაში ინდოეთში მსახურობდა, ადგილობრივი ბერი გაიცნო. მან ჯეიმსს აჩვენა თიხის დაფები უძველესი ჩანაწერებით – “ნააკალის ცხრილები”, რასაც მალავდნენ ტაძრის სარდაფები საუკუნეების განმავლობაში. ამ დაფებზე მათ ამოიკითხეს უძველესი დაკარგული კონტინენტის შესახებ, სადაც ჰყვაოდა პირველი დიდი ცივილიზაცია დედამიწაზე.
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის დამატებითი XV ფილა
მთარგმნელი: მან გალა
ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო
(საიდუმლოთა საიდუმლო) შეკრებილხართ, რათა იხილოთ საიდუმლოთა საიდუმლო, რომელიც მოგანიჭებთ ძალას გააღვიძოთ ადამიანი-ღმერთი და მიიღოთ სამუდამო სიცოცხლე.
გაგანდობთ საიდუმლოს იმ ჯაჭვისა და ბორკილების შესახებ, რომლითაც დედამიწის სფეროს ხართ მიჯაჭვული.