მთარგმნელი: მამუკა გურული
(ფრაგმენტი წიგნიდან „ნაგუალის ხედვა“)
მეორე ნაწილი
მეორე ყურადღების და მაღალი გაცნობიერებულობის სიზმარხილვების სამყაროებში ყველაზე გავრცელებულია მცირე და არაგონიერი არსებები – მარტივი პარაზიტები, რომლებსაც ისეთი ურთიერთობის იმიტაციაც კი არ შეუძლიათ, სიზმარმხილველი რომ მოხიბლონ. ხედვის რეჟიმში ისინი გვაგონებენ ზოლებს, ზოგჯერ რაღაც სპირალისმაგვარს, მაგრამ უფრო ხშირად –გაბრტყელებულ სფეროიდებს, რომლებიც ძალიან მსუქან „ბლინებს“ გვაგონებენ. მათი სტრუქტურის დეტალების შესწავლა ძალზე რთულია, და ისინი თითქმის ერთგვაროვანი ობიექტების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ბევრის შემკრები წერტილი განლაგებულია „გორგლის“ ან „ზოლის“ ქვედა ნაწილში, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ მათზე, როგორც არაორგანული მცენარეულობის რაღაც სახეობაზე.