abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტრი და მისი ჰერმეტიზმი

კატეგორია: ისტორია, ცივილიზაცია, რასები, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა March 29, 2013  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტრი და მისი ჰერმეტიზმი
ჰერმეს ტრისმეგისტრი და მისი ჰერმეტიზმი

სტატიის ავტორები: lashapoli, Kate

ჰერმეს ტრისმეგისტრი (Hermes Mercurius Trismegistus), მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც არსებული ინფორმაციით თავის თავში მოიცავს ორი ღვთაების გაერთიანებას, ეგვიპტური ტოტის და ბერძნული ჰერმესის. მას მიაწერენ რელიგიურ-ფილოსოფიური სახის სწავლებებს, რომლებიც ტრაქტატების სახითაა შემორჩენილი ძველ ბერძნულ ენაზე და ამ ტრაქტატებზე დაყრდნობით წარმოიშვა ერთგვარი მეცნიერება ჰერმეტიზმი.

სიტყვა “ჰერმეტიზმის” ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მეცნიერებას რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია, და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს.

დაწვრილებით

კაჰუნების საიდუმლო ცოდნა

კატეგორია: ისტორია, ცივილიზაცია, რასები March 26, 2013  |  Comments Off on კაჰუნების საიდუმლო ცოდნა
კაჰუნების საიდუმლო ცოდნა

Atman

ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – საიდუმლოს მცველები)

(ჩრდილოეთ ამერიკა, ძველი ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა (ბერბერები), ინდოეთი, პოლინეზიის კუნძულები, ჰავაი)

“ცოტა თუ დაეჭვდება იმაში, რომ თანამედროვე მსოფლიო გადამწყვეტი გარდატეხის და სიცოცხლის სისავსის მოპოვების წინაშე დგას. ცვლილებებისკენ სწრაფვა პლანეტისა და კაცობრიობისთვის სასიკეთოდ და არა მათ წინააღმდეგ ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იპყრობს.” _ ამ სიტყვებით იწყებს თავის წიგნს “ჰავაელი ექიმბაშები: მკურნალობის საიდუმლოებანი” სუზანა ვიგელი, წიგნს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს კაჰუნების ცოდნის არსს და პრაქტიკულ მეთოდებს.

დაწვრილებით

მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი

კატეგორია: ისტორია, ცივილიზაცია, რასები March 25, 2013  |  Comments Off on მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი
მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი

Kate

არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია აბორიგენული ხალხი, მაგრამ მხედველობაში მყავს დედამიწის ის უძველესი მოსახლეობა, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ უძველეს წეს-ჩვეულებებს, მსოფლმხედველობას, ცხოვრების შედარებით პრიმიტიულ წესს, უძველეს სიბრძნეს ლეგენდებისა და რიტუალების სახით, ცდილობენ არ იათქვიფონ ცივილიზაციაში, ჯერ არ დაუკარგავთ კავშირი მიწასთან, ისეთები როგორიც არიან ამერიკის აბორიგენები, რომელთაც ზოგადი სახელით – ინდიელები – ვიცნობთ, ავსტრალიელი აბორიგენები, აფრიკელი ზულუსები, დაგონები, იაპონელი იანუ, მალაზიის მოსახლეობა, ახალ ზელანდიელი მაორები და სხვ.

დაწვრილებით

დროის ცნება ვედებში

კატეგორია: ფილოსოფია March 25, 2013  |  Comments Off on დროის ცნება ვედებში
დროის ცნება ვედებში

Atman

დროს სანსკრიტულად ქვია “კალა” ღმერთის ერთ-ერთი ასპექტის სახელია “დარა” (მომცემი) აქედან მოდის “კალანდარა”. ანუ დროის მომცემი არის ღმერთი. სიტყვა კალენდარიც აქედან მოდის (და გურული კალანდაც რაღაც კავშირშია ეტყობა. გვარი – კალანდარიშვილიც  ).

დაწვრილებით

იოგა

კატეგორია: ფილოსოფია, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება March 23, 2013  |  Comments Off on იოგა
იოგა


იოგა ინდური ფილოსოფიის ექვს „ორთოდოქსულ“ (ანუ ვედების ავტორიტეტზე დამყარებულ) მიმდინარეობათაგან (დარაშნა) ერთ-ერთს ეწოდება, მაგრამ იოგურ ტექნიკას მეტ-ნაკლებად ძველინდური აზროვნების თითქმის ყველა მიმდინარეობა აღიარებს (მიმანსასა და ჩარვაკის გარდა), რის გამოც იოგა ინდურ სისტემათა უმეტესობის საერთო ელემენტს წარმოადგენს (ბუდიზმის ჩათვლით).

დაწვრილებით

აიურვედა

კატეგორია: ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება March 22, 2013  |  Comments Off on აიურვედა
აიურვედა

Atman

რა მნიშვნელობა აქვს დროისა და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას? მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის? ამ და სხვა კითხვებზე აიურვედა იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. რამდენიმე სიტყვით ცოტა ძნელია მაგრამ შევეცდები.

დაწვრილებით

ვედური ფსიქოლოგია

კატეგორია: ვედები, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება March 16, 2013  |  Comments Off on ვედური ფსიქოლოგია
ვედური ფსიქოლოგია

Atman

ვედური ფსიქოლოგია ეს არის უნიკალური მეცნიერება, რომელიც შემუშავდა ათასწლეულების წინ და აღწერილია ძველ ვედურ ნაწერებში. ფსიქოლოგია, რომელიც შეიქმნა დასავლეთში განსაკუთრებით ფროიდის ეპოქიდან, მხოლოდ და მხოლოდ ემსგავსება და ცოტათი უახლოვდება იმას, რაც ვედურ ფსიქოლოგიაში იყო ცნობილი.

დაწვრილებით

Page 15 of 20« First...10«1314151617»...Last »