abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ექვსი გემო

ექვსი გემო

ო. ტორსუნოვის წიგნიდან “ადამიანის გონება”

/მთარგმნელი: მამუკა გურული, ჯგუფი ფეისბუქზე  Magma/

ტკბილი გემო

იმყოფება სატვა გუნაში. ყოველ გემოს დღის განმავლობაში თავისი დრო აქვს. თუ ადამიანს უყვარს ტკბილის ჭამა დილით 6-დან 8 საათამდე, ანუ დროულად, ეს ნიშნავს, რომ იგი ოპტიმისტია. ასეთი კვების შემდეგ მისი პრანა ზემოთკენ მიემართება, ჩნდება ბედნიერების შეგრძნება, სიცილის და ხუმრობის სურვილი. მე ხშირად მეკითხებიან: “საზიანოა თუ არა ტკბილის ჭამა?” ტკბილი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ დროულად, დილით ადრე.

დაწვრილებით

ანი ბეზანტი –  ასტრალური შრეების აღწერა

კატეგორია: ბიოენერგეტიკა, თარგმანი, პარამეცნიერება, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა May 15, 2016  |  Comments Off on ანი ბეზანტი –  ასტრალური შრეების აღწერა
ანი ბეზანტი -  ასტრალური შრეების აღწერა

მთარგმნელი – ano (esoteric.ge)

(I ნაწილი)

ადამიანთა გარდაცვალების შემდგომი განცდები
უბედური შემთხვევა, თვითმკვლელობა, ძალადობრივი ან სხვა სახის მოულოდნელი გარდაცვალება, განსხვავდება იმ ადამიანთა გარდაცვალებისაგან, რომელთა სასიცოცხლო ენერგიაც დაეცა ავადმყოფობისაგან ან სიბერისაგან.
თუ ისინი იყვნენ სუფთები და სულიერად მორგებული, მას ინახავენ და სძინავთ ბედნიერად მათი სიცოცხლისათვის განკუთვნილ დრომდე. მაგრამ სხვა შემთხვევაში თვითმკვლელები ან მოულოდნელად გარდაცვლილნი ინარჩუნებენ ცნობიერებას და გარკვეული დროის განმავლობაში განიცდიან თავიანთი მიწიერი ცხოვრების ბოლო სცენას, თან ვერ ამჩნევენ, რომ უკვე დაკარგეს ფიზიკური სხეული და იმყოფებიან ასტრალურ სფეროში. ამ შემთხვევაში ნორმალური გამწმენდი პერიოდი იწყება ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მანამდე კი ცოცხლად აღიქვამენ ასტრალურ და ფიზიკურ სამყაროებს.

დაწვრილებით

დედამიწის ცივილიზაციები

კატეგორია: ვედები, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა May 09, 2016  |  Comments Off on დედამიწის ცივილიზაციები
დედამიწის ცივილიზაციები

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

პირველ რასას დედამიწაზე ა ს უ რ ე ბ ი წარმოადგენდნენ. მითებიდან და ძველი რელიგიური გადმოცემებიდან ჩვენთვის ცნობილ ასურების ცივილიზაციას, ასევე გოლიათების რასასაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გოლიათებთან მხოლოდ სიმაღლე აქვთ საერთო (ასურების სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა). ღვთიური არსებების მიერ შექმნილი ეთეროვანი სხეულის არსებები არსებობის შეწყვეტისას, ყველანაირი კვალის დატოვების გარეშე, უბრალოდ ქრებოდნენ და სივრცეს ერწყმოდნენ. ასურები დედამიწაზე დაახლოებით 10 მილიონი წელი არსებობდნენ და თითოეული მათგანის სიცოცხლე ათობით ათას წელიწადს გრძელდებოდა.

დაწვრილებით

ლემურიელები

კატეგორია: ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მითოლოგია May 08, 2016  |  Comments Off on ლემურიელები
ლემურიელები

ავტორი მან გალა

ატლანტიდის არსებობის ხანგრძლივობა შეიძლება 4-5 მილიონი წლით ვივარაუდოთ. სწორედ ამ პერიოდში, მაშინ ჯერ კიდევ არსებულ ლემურიის კონტინენტზე, წარმოიშვა ატლანტიდაზე დასახლებული მეოთხე ძირეული რასის პირველი ქვე რასა – რმოაჰალები.
უძველესი რუქებიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ერთ დროს ლემურია თითქმის სრულად მოიცავდა დედამიწის გარშემოწერილობას და დაწყებული კაბო ვერდედან, აფრიკიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ავსტრალიამდე და შემდეგ პატაგონიამდე ტერიტორიას მოიცავდა.

დაწვრილებით

დაკარგული კონტინენტი – მუ

კატეგორია: თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მითოლოგია May 08, 2016  |  Comments Off on დაკარგული კონტინენტი – მუ
დაკარგული კონტინენტი  - მუ

ჯერი ფოსტერის მიხედვით

ავტორი tikoroma

ჯეიმს ჩარჩვორდის ვერსია:
1868 წელს პოლკოვნიკმა ჯეიმს ჩარჩვორდმა, რომელიც მაშინ ბრიტანეთის არმიაში ინდოეთში მსახურობდა, ადგილობრივი ბერი გაიცნო. მან ჯეიმსს აჩვენა თიხის დაფები უძველესი ჩანაწერებით – “ნააკალის ცხრილები”, რასაც მალავდნენ ტაძრის სარდაფები საუკუნეების განმავლობაში. ამ დაფებზე მათ ამოიკითხეს უძველესი დაკარგული კონტინენტის შესახებ, სადაც ჰყვაოდა პირველი დიდი ცივილიზაცია დედამიწაზე.

დაწვრილებით

ატლანტების შემდგომი ქვე-რასები

კატეგორია: ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა May 07, 2016  |  Comments Off on ატლანტების შემდგომი ქვე-რასები
ატლანტების შემდგომი ქვე-რასები

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

შორეულ წარსულში დედამიწაზე არსებული პირველი გიგანტური რასები არამკვრივ ეთერულ სხეულში არსებულ ცივილიზაციებს წარმოადგენდნენ. მოგვიანებით, დედამიწის ფორმირებასთან ერთად, მათი ნელ-ნელა გამკვრივებაც მოხდა.

დაწვრილებით

მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

კატეგორია: 2012 წელი, თარგმანი, მაგია, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა March 14, 2016  |  Comments Off on მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი
მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ფრაგმენტი წიგნიდან „ნაგუალის ხედვა“)

მეორე ნაწილი

მეორე ყურადღების და მაღალი გაცნობიერებულობის სიზმარხილვების სამყაროებში ყველაზე გავრცელებულია მცირე და არაგონიერი არსებები – მარტივი პარაზიტები, რომლებსაც ისეთი ურთიერთობის იმიტაციაც კი არ შეუძლიათ, სიზმარმხილველი რომ მოხიბლონ. ხედვის რეჟიმში ისინი გვაგონებენ ზოლებს, ზოგჯერ რაღაც სპირალისმაგვარს, მაგრამ უფრო ხშირად –გაბრტყელებულ სფეროიდებს, რომლებიც ძალიან მსუქან „ბლინებს“ გვაგონებენ. მათი სტრუქტურის დეტალების შესწავლა ძალზე რთულია, და ისინი თითქმის ერთგვაროვანი ობიექტების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ბევრის შემკრები წერტილი განლაგებულია „გორგლის“ ან „ზოლის“ ქვედა ნაწილში, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ მათზე, როგორც არაორგანული მცენარეულობის რაღაც სახეობაზე.

დაწვრილებით

Page 2 of 20«12345»1020...Last »