მთარგმნელი: ano
“შექმნა” (რუსეთის წკრიალა კედრები, 4)
esoteric.ge
– როცა ძველი დედამიწის ცივილიზაციის შესახებ ჰყვებოდა, ანასტასიამ ახსენა, რომ სიცოცხლე სხვა გალაქტიკების პლანეტებზეც არსებობს. ამან ისე დამაინტერესა, რომ როდესაც ის დედამიწის ძველ ცივილიზაციაზე მიამბობდა, ამ დროს მე ვფიქრობდი თუ როგორი ცხოვრებაა სხვა პლანეტებზე? ალბათ, ანასტასიამ შეამჩნია რომ ჩემი უყურადღებობა გაჩუმდა. მეც ვდუმდი იმიტომ, რომ ვფიქრობდი, როგორ მოვაყოლო უფრო მეტი უცხო არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ.
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა პირდაპირ მეკითხა, მაგრამ ის ყოველთვის რაღაცნაირად იბნევა, როდესაც არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ იცის ის, რაც სხვებმა არ იციან. და კიდევ მისი სურვილი, რომ არ ჩანდეს განსხვავებული სხვებისაგან თავისი შესაძლებლობებით, ეს ყველაფერი არ აძლევს მას საშუალებას ყველაფერზე ილაპარაკოს. ასეც მოხდა. როდესაც მე მას პირდაპირ ვკითხე: მითხარი, ანასტასია, შეგიძლია ტელეპორტირება სივრცეში? ანუ რომ გადაიტანო შენი სხეული ერთი ადგილიდან მეორეზე?
დაწვრილებით