abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

არიანა ჰავას “ინუაკი, რეპტილია ჩემში”

კატეგორია: თარგმანი, ინტერვიუ June 04, 2015  |  Comments Off on არიანა ჰავას “ინუაკი, რეპტილია ჩემში”
არიანა ჰავას "ინუაკი, რეპტილია ჩემში"

მთარგმნელი და სტატიის ავტორი:  ano

არიანა ჰავას წიგნის მიხედვით

კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჩვენ კვლავ და კვლავ ვსვამთ კითხვებს: „ვინ ვართ?“, „საიდან მოვედით?“ და „სად მივდივართ?“. მათზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ და საინტერესო პასუხებს გავიგებთ წინამდებარე ისტორიიდან.

ეს არის რეალური ამბავი, რომელიც რუმინელ მწერალსა და ბავშვთა ფსიქოლოგ არიანა ჰავას მოუთხრო მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა. ეს ბავშვი გახლდათ დავითი, რომელსაც ახსოვდა თავისი წინა ცხოვრება.

არიანა ჰავამ თავისი კლიენტის მონაყოლზე დაყრდნობით 2000 წელს გამოაქვეყნა წიგნი. მასში მოთხრობილი ზოგი საკითხი გაგიტაცებთ, ზოგი გაგაბრაზებთ, ზოგი კი გამოიწვევს თქვენში ღირებულებათა გადაფასებას.

დაწვრილებით

ემოციური ინტელექტი

კატეგორია: მეცნიერება, ფსიქოლოგია June 03, 2015  |  Comments Off on ემოციური ინტელექტი
ემოციური ინტელექტი

მთარგმნელი და სტატიის ავტორი: Narilla

ემოციური ინტელექტი  (Emotional intelligence (EI) არის უნარი გაანალიზო როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციები, გამიჯნო ერთმანეთისაგან სხვადასხვა შეგრძნება, დააფიქსირო მათი წარმომშობი მიზეზები და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია საკუთარი ფიქრისა და ქცევისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად.

დაწვრილებით

კურკუმა – ინდური სანელებელი

კატეგორია: აღმოსავლური პრაქტიკები June 03, 2015  |  Comments Off on კურკუმა – ინდური სანელებელი
კურკუმა - ინდური სანელებელი

სტატიის ავტორი: Atm@n

კურკუმას აიურვედულდახასიათება:

გემო: მწარე, ცხარე, მწკლარტე. 

გემო მონელების შემდეგ: ცხარე

ენერგეტიკა: გამათბობელი

ქსოვილები: მოქმედებს სხეულის ყველა ქსოვილსა და ელემენტზე.

სისტემები: საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის და სასუნთქი სისტემა.

მოქმედება: მასტიმულირებელი, ветрогонное, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, შეხორცებას, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჩვენება: სუსტი საჭმლის მონელება, ცუდი სისხლის მიმოქცევა, ხველება, ამენორეა, ფარინგიტი, კანის დაავადებები, დიაბეტი, ართრიტი, ანემია, ჭრილობები და დაჭიმვები.

გაფრთხილება: მწვავე სიყვითლე და მწვავე ჰეპატიტი, მაღალი პიტა (ცეცხლი), ფეხმძიმობა.

დაწვრილებით

მედეა და შელოცვის რიტუალი

კატეგორია: კულტურა, მაგია, მითოლოგია June 03, 2015  |  Comments Off on მედეა და შელოცვის რიტუალი
მედეა და შელოცვის რიტუალი

სტატიის ავტორი: tikoroma

ბერძნული მითებით კოლხი მედეა ცნობილია, როგორც ჯადოქარი და მკურნალი. ხოლო მკვლევარები  მის მიერ ჩადენილ ყველა სასწაულს მიაკუთვნებენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, რაც მაშინ უცხო იყო ბერძნებისთვის და ამიტომ ჯადოქრობად ეჩვენებოდათო. მაგრამ მედეა მხოლოდ მკურნალი არ ყოფილა, უფრო მეტიც შეეძლო: “ქალღმერთმა ჰეკატემ შესანიშნავად ასწავლა ჯადოსნური წამლების შემზადება იმ ბალახთაგან, რომელთაც მიწა და ანკარა წყალი ზრდის, ამ სასწაულებრივი წამლებით გრძნეული ასული ადვილად აწყნარებს შმაგი ცეცხლის ალს, აჩერებს ხმაურით მორაკრაკე მდინარეებს და გზას უხლართავს ვარსკვლავებსა და წმინდა მთვარეს”. (აპოლონიოს როდოსელი, “არგონავტიკა”). ამ ცნობის მიხედვით მედეას შესაძლებლობები მედიცინის სფეროს სცილდება, თუმცა რიტუალის დეტალები ნაწარმოებში აღწერილი არ არის.

დაწვრილებით

ლემურია

კატეგორია: ისტორია, ცივილიზაცია, რასები June 03, 2015  |  Comments Off on ლემურია
ლემურია

ავტორი:  tikoroma

ჯერი ფოსტერის მიხედვით

კონტინენტი სახელწოდებით “ლემურია”, სავარაუდოდ, აფრიკასა და ინდოეთს შორის მდებარეობდა. ეს სახელი უწოდა ინგლისელმა ზოოლოგმა ფილიპ ლ. სლეიტერმა, რომლის აზრით, ეს ხმელეთი შესაძლებელია ადამიანისა და ანთროპოლოგიური მაიმუნის შუალედური არსების – “დაკარგული რგოლის” სამშობლო ყოფილიყო. იგი მიიჩნევდა, რომ ერთ დროს ინდოეთის ოკეანეში არსებული ხმელეთი ერთმანეთთან აკავშირებდა აფრიკას და ინდოეთს, ასევე მადაგასკარსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. ეს იყო გარკვეული “სახმელეთო ხიდი”, რომლითაც ლემურიები და სხვა მაიმუნისმაგვართა ჯიშის ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორ კონტინენტზე.

დაწვრილებით

ჰიპერბორეა – ლემურიამდელი ცივილიზაცია

კატეგორია: თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები October 06, 2013  |  Comments Off on ჰიპერბორეა – ლემურიამდელი ცივილიზაცია
ჰიპერბორეა - ლემურიამდელი ცივილიზაცია

სტატიის ავტორი: tikoroma

ჰიპერბორეა – ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურია-ატლანტიდა-არიელებზე.

ჰიპერბორეა – ძველი ბერძნული მითების მიხედვით

ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები.

დაწვრილებით

როგორ გავიცნოთ ფერიები?

კატეგორია: თარგმანი September 20, 2013  |  Comments Off on როგორ გავიცნოთ ფერიები?
როგორ გავიცნოთ ფერიები?

მთარგმნელი:  tikoroma

ყოველი ჩვენთაგანი შეხვედრია ფერიებს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა გაუცნობიერებლად ხდება. შეიძლება უცებ მოგეჩვენოთ, რომ თქვენი მზერის არეში რაღაც მოძრაობს, დააკვირდებით და არაფერია. ეს მოვლენები ღია კონტაქტის საწყის ეტაპზე ხდება. შეიძლება, უბრალოდ, მხედველობის ილუზიადაც ჩათვალოთ…

იცით თუ არა, რომ  მცენარეებთან საუბრით მათ გაზრდაში დაეხმარებით? მცენარეთა სულები გიპასუხებენ თქვენ. გყოლიათ ბავშვობაში წარმოსახვითი მეგობარი?  პატარები ძირითადად თავიანთ წარმოსახვით მეგობრებს ხატავენ. ბავშვის ბუნება ღიაა უხილავი სამყაროსთვის. შეგინიშნავთ, რომ  ზოგჯერ სახლში საგნები ქრება, შემდეგ კი ისევ თავის ადგილას აღმოჩნდება ხოლმე. ისინი ამ გზით ცდილობენ ჩვენი ყურადღების მოპოვებას. დაგსიზმრებიათ უცნაური არსებები და ადგილები? ისინი თქვენს სიზმრებს სტუმრობენ.

დაწვრილებით
Page 9 of 20« First...«7891011»...Last »