abc

Posts Tagged With 'ვლადიმირ მეგრე'

ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე

Posted by tikoroma in თარგმანი January 23, 2016  |  Comments Off on ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე
ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე

მთარგმნელი: ano

esoteric.ge

წიგნი 8. 

(გაგრძელება)

ცოდნა რომელსაც ვკარგავთ

ჩევნ წავედით. ვალოდია წინ მიდიოდა. ის რაღაცნაირად შეიცვალა: მოაზროვნე და მობილიზებული გადაიქცა მხიარულ-აღფრთოვანებულად. ზოგჯერ ტრიალებდა, ხტუნავდა და სწრაფად საუბრობდა:
– კურდღლებს არ ვუვლიდი, მამა, სხვა საქმეს ვაკეთებდი. როგორ ვთქვა, დავბადე… არ შეეფერება. შევქმენი? არც ეს შეესაბამება. ჰო, გამხსენდა თქვენთან ამას კვერცხის გამოჩეკვა ეწოდება, ესე იგი მე კვერცხი გამოვჩეკე.
– როგორ თუ გამოჩეკე? კვერცხს ჩეკავს კრუხი ან რაიმე ფრინველი.
– კი ვიცი. მაგრამ მე დამჭირდა, რომ თავად გამომეჩეკა.
– რატომ?
– მე ბაბუას ვთხოვე ჩემთვის მოეძებნა იხვის და გარეული ბატის კვერცხები. ბაბუამ თავიდან ცოტა იწუწუნა, მაგრამ 3 დღის შემდეგ მომიტანა 4 დიდი ბატის და 5 მომცრო იხვის კვერცხი. შემდეგ ამოვთხარე პატარა ორმო, დავფარე ირმის ნაკელი და მშრალი ბალახი ზემოდან დავაწყვე ბაბუას მოტანილი ყველა კვერცხი.

Read More

ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე

Posted by tikoroma in თარგმანი January 23, 2016  |  Comments Off on ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე
ახალი ცივილიზაცია (ანასტასია)  – ვლადიმირ მეგრე

მთარგმნელი: ano

esoteric.ge

წიგნი 8.

ნაწილი 1.

(ნაწყვეტი)

განთიადის გრძნობები
ანასტასიას ჯერ კიდევ ეძინა. ციმბირის უკიდეგანო ტაიგას თავზე ცა ნათდებოდა. ამჯერად პირველმა მე გავიღვიძე, მაგრამ ჩუმად წოლა გავაგრძელე ჩემს საძილე ტომარაზე.  ვტკბებოდი მისი გარინდული ლამაზი სახით და ფიგურის რბილი გადასვლებით.

თანდათან დილის შუქი მატულობდა. კარგია, რომ ამჯერად საძინებელი  ღია ცის ქვეშ გამართა. ალბათ, იცოდა, რომ თბილი და წყნარი ღამე იქნებოდა. ლამაზად გამოიყურებოდა თავის თხელ მუხლებამდე კაბაში, რომელიც მე  მოვუტანე მკითხველისაგან საჩუქრად. შესაძლოა მან ეს ჩემთვის ჩაიცვა, ისე კი შეეძლო შიშველსაც დაეძინა.

რაც უფრო ცივა ტყეში, მით მეტი მშრალი ბალახის დაფენა შეიძლება – თივაში ხომ ზამთარშიც არ შეგცივდება. უბრალო ადამიანსაც კი თივაში წოლისას ჩაუცმელსაც არ შეგცივდება. მე მომისინჯავს. მაგრამ ამჯერად საძილე ტომარაში ვიწექი. ვიწექი და ვუყურებდი მძინარე ანასტასიას, თან წარმოვიდგინე ეს სიუჟეტი მხატვრულ ფილმში.

Read More