abc

Posts Tagged With 'თვითდაკვირვება'

“ხედვა რეალური სამყაროდან”

Posted by tikoroma in თარგმანი June 15, 2015  |  Comments Off on “ხედვა რეალური სამყაროდან”
"ხედვა რეალური სამყაროდან"

მთარგმნელი: ano

გიორგი გურჯიევი

ნიუ-იორკი, 13 მარტი, 1924 წელი

თვითდაკვირვება

თვითდაკვირვება ძალიან რთულია – რაც უფრო შეეცდებით ამას, მით უფრო დარწმუნდებით. ახლანდელ დროში თქვენ გჭირდებათ ამის პრაქტიკა არა შედეგის მისაღებად, არამედ იმის მისახვედრად, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება! ადრე თქვენ გეგონათ, რომ ხედავთ და იცით საკუთარი თავი.  მე ვსაუბრობ საკუთარი თავის ობიექტურ აღქმაზე. ობიექტურად თქვენ თქვენი თავის დანახვა არ შეგიძლიათ 1 წუთითაც კი, იმიტომ, რომ ეს სხვა ფუნქციაა, ეს არის დახელოვნებულის, ოსტატის შესაძლებლობა. თუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ თვითდაკვირვება 5 წუთი ან 20 წუთი ან 1 წუთი – ესეც ასევე არასწორი ხედვაა. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება, მაშინ ეს სწორი შეხედულებაა. მიხვიდეთ ამგვარ შეგნებამდე – აი თქვენი მიზანი!

Read More