abc

Posts Tagged With 'ოშო რაჯნეში'

“თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო

Posted by tikoroma in აღმოსავლური პრაქტიკები, თარგმანი, ფსიქოლოგია January 23, 2016  |  Comments Off on “თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო
“თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო

მთარგმნელი: ano

(ამონარიდები)

თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება

წიგნში თავმოყრილია ოშოს საუბრების ის ნაწილი, სადაც ის გვასწავლის ცხოვრებას საკუთარი თავის, გარშემომყოფების და მთელი სამყაროს (არსების) მიღებას და სიყვარულს.
მომწიფებულ, სრულყოფილი სიყვარული არის თანაგრძნობა.

„თანაგრძნობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ თქვენ ღებულობთ ადამიანთა არასრულყოფილებასა და სისუსტეს. არ ელოდებით, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ღმერთები. თქვენ აღიარებთ ყოველი ადამიანის ღირსებას, ეხმარებით ადამიანებს იმის გაცნობიერებაში, რომ გასხივოსნება ყოველი ადამიანის ბუნებაში დევს.“

…ბუდას თანახმად სუნთქვა – ეს საფუძველია. ღრმა, მოდუნებული, გაცნობიერებული სუნთქვა თქვენ გაძლევთ საოცარ სიჩუმეს, სიმშვიდეს და მოდუნებას: თანდათან თქვენ დნებით, იხსნებით და ქრებით. თქვენ აღარ ხართ ცალკეული კუნძული, იწყებთ ვიბრირებას მთელ არსებასთან ერთად. თქვენ აღარ ხართ ცალკეული ნოტი, არამედ მთელი სიმფონიის ნაწილი. ამ დროს იბადება თანაგრძნობა.

Read More

მთვარეულობის მედიტაცია

Posted by Narilla in აღმოსავლური პრაქტიკები, თარგმანი September 27, 2015  |  Comments Off on მთვარეულობის მედიტაცია
მთვარეულობის მედიტაცია

მთარგმნელი და სტატიის ავტორი: Narilla

დაიწყეთ სამი დღით ადრე მანამ, სანამ დადგება შემდეგი სავსემთვარეობა. გამოდით და დადექით გაშლილ სივრცეში, შეხედეთ მთვარეს და დაიწყეთ რწევა. შეიგრძენით საკუთარი თავი იმგვარად, თითქოს თქვენ ყოველივე მიუძღვენით მთვარეს – გახდით როგორც რაღაცით მართული. უყურეთ მთვარეს, მოდუნდით და უთხარით მას, რომ თქვენ მზად ხართ, უთხარით, რომ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც კი მოისურვებს. რაც არ უნდა მოხდეს, მიიღეთ ეს. თუკი გრძნობთ რწევის სურვილს, ამოძრავდით, ხოლო თუ გსურთ იცეკვოთ და იმღეროთ – გააკეთეს ეს. მაგრამ ყოველივე უნდა გაკეთდეს ისე, თითქოს თქვენ ხართ მართული – არ უნდა იყოთ მოქმედი, რადგან ეს ყველაფერი თავისით ხდება. თქვენ უბრალოდ ინსტრუმენტი ხართ, რომელზედაც უკრავენ. გაიმეორეს ეს სამი დღის განმავლობაში მანამდე, სანამ დადგება სავსემთვარეობა და მას შემდეგაც, რაც მთვარე სულ უფრო და უფრო დაიწყებს კლებას, თქვენ იგრძნობთ მეტ ენერგიას. თქვენ იგრძნობთ საკუთარ თავს სულ უფრო მეტად მართულად. სავსემთვარეობის ღამეს კი იქნებით სრულიად შეპყრობილი. ერთსაათიანი ცეკვისა და სიგიჟის შემდეგ, თქვენ იგრძნობთ ისეთ სიმსუბუქეს, როგორიც აქამდე არასდროს არ განგიცდიათ.

Read More