abc

Posts Tagged With 'სიზმარხილვა'

ტოტემი და ადამიანი

Posted by tikoroma in კულტურა, მაგია, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა June 20, 2018  |  Comments Off on ტოტემი და ადამიანი
ტოტემი და ადამიანი

ავტორი: tikoroma

ადამიანთა წარმოდგენაში ვინ არის ტოტემი და რა ევალება მას?
1. ტოტემს აქვს ნათესაური კავშირი ადამიანთან.
2. ტოტემი არის ადამიანის მფარველი და მასწaვლებელი.

ძველად გვარებად და ტომებად გაერთიანებულ ადამიანებს საერთო ტოტემური ცხოველი ჰყავდათ, დღეს კი არ შეიძლება ასე იყოს. თუმცა მე არ გადამიმოწმებია საგვარეულოების ასეთი კავშირები, მაინც შეუძლებლად მიმაჩნია; რადგან დღეს ადამიანები ინდივიდუალურად ვითარდებიან და ჯგუფური კავშირები მორღვეულია; თუმცა წესით ნათესაურ კავშირზე ამ ცვლილებას არ უნდა ჰქონოდა გავლენა.

Read More

მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

Posted by tikoroma in 2012 წელი, თარგმანი, მაგია, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა March 14, 2016  |  Comments Off on მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი
მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ფრაგმენტი წიგნიდან „ნაგუალის ხედვა“)

მეორე ნაწილი

მეორე ყურადღების და მაღალი გაცნობიერებულობის სიზმარხილვების სამყაროებში ყველაზე გავრცელებულია მცირე და არაგონიერი არსებები – მარტივი პარაზიტები, რომლებსაც ისეთი ურთიერთობის იმიტაციაც კი არ შეუძლიათ, სიზმარმხილველი რომ მოხიბლონ. ხედვის რეჟიმში ისინი გვაგონებენ ზოლებს, ზოგჯერ რაღაც სპირალისმაგვარს, მაგრამ უფრო ხშირად –გაბრტყელებულ სფეროიდებს, რომლებიც ძალიან მსუქან „ბლინებს“ გვაგონებენ. მათი სტრუქტურის დეტალების შესწავლა ძალზე რთულია, და ისინი თითქმის ერთგვაროვანი ობიექტების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ბევრის შემკრები წერტილი განლაგებულია „გორგლის“ ან „ზოლის“ ქვედა ნაწილში, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ მათზე, როგორც არაორგანული მცენარეულობის რაღაც სახეობაზე.

Read More

მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

Posted by tikoroma in თარგმანი, მაგია, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა March 14, 2016  |  Comments Off on მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი
მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ფრაგმენტი წიგნიდან „ნაგუალის ხედვა“)

პირველი ნაწილი

სიზმარხილვებში არაორგანულ არსებებთან შეხვედრა გარდუვალია. ამავდროულად მათზე წარმოდგენები დღემდე იმდენად წინააღმდეგობრივია, იმდენ კამათს იწვევს, რომ მათზე წერის სურვილი ბევრს ეკარგება. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სწორედ არაორგანული არსებების თემა აძლევს ქრისტიანებს უფლებას, რომ ისაუბრონ ტოლტეკების ცოდნაზე, როგორც „სატანიზმის“, „ეშმაკებთან ურთიერთობის“ ნაირსახეობაზე, ხოლო მატერიალისტური ყაიდის რაციონალისტებს იმაზე, რომ კასტანედას პრაქტიკებს ჰალუცინაციებამდე და პარანოიამდეც კი მიჰყავს ადამიანი.

Read More